საერთაშორისო მიმოხილვა. 16 მარტი. 2016 წელი
პუტინი ემზადება დე-ფაქტო საომარი მდგომარეობის გამოსაცხადებლად ქვეყანაში, ოღონდ ჯერ-ჯერობით ამის ღიად დეკლამირების ეშინია რაკი ახსოვს, რა რეაქცია გამოიწვია თუნდაც ნაწილობრივმა მობილიზაციამ.
რამდენიმე დღის წინ პუტინს ერთ-ერთი სამხედრო ქარხნის მონახულებისას წამოსცდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამზადებს იმ სპეციალისტთა სიას, რომლებიც შესაძლოა გაიწვიონ არმიაში; ოღონდ არა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, არამედ.......სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქარხნებში იძულებით სამუშაოდ!
ასეთი რამ რუსეთში სტალინისა და `მეორე მსოფლიო ომის` მერე აღარ მომხდარა! ქარხანაში დაგვიანების გამო დახვრეტასაც შემოიღებს ალბათ სტალინივით.
საქმეც ისაა, რომ ახლა პუტინს ცოცხალი ძალა იმდენად აღარ უჭირს, რაკი მობილიზაციის შედეგად შეძლო უშუალოდ საბრძოლო კონტინგენტის გაზრდა 300-350 ათასამდე, არამედ საბრძოლო მასალები. პირველ რიგში საარტილერიო ჭურვები და სხვა საბრძოლო მასალა, რაკი უკრაინაში ომმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა: ყოველდღიური `ხარჯით` ამგვარი ჭურვების და სხვა საბრძოლო მასალისა.
მათი ყოველდღიური წარმოება და დანაკარგის შევსება კი ნამდვიალდ მოითხოვს პუტინის სახელმწიფოსგან წარმოების გაზრდას.
ოღონდ გავითვალსიწინოთ, რომ ეს პრობლემა დასაველთშიც მწვავედ დადგა: უკრაინაც ძალიან ბევრ საბრძოლო მასალას ხარჯავს. თუმცა ამერიკის თავდაცვის მდივანმა (მინისტრმა) გენერალმა ლოიდ ოსტინმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინა მიიღებს იმდენ ჭურვს რამდენიც დასჭირდება. უახლოეს მომავალში დაგეგმილი უკრაინის არმიისათვის მილიონი (!) საარტილერიო ჭურვის მიწოდება ამერიკიდან და ევროპიდან.
ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი მთლიანობაში იმაზე ბევრად მეტის შემძლეა, ვიდრე რუსული.
პუტინს არც ამის გაკეთება უნდოდა (ქარხნებში ძალით გაწვევისა), რაკი ეშინია (ვიმეორებ) რუსული სოციუმის გაღიზიანებისა; ბოლოს და ბოლოს ეს ტალინის დრო არაა და ბევრი იმ სპეციალისტებისგან კერძო ბიზნესშია, წარამტებულია...... მაგრამ მან ჯერ ()საბედნიეროდ) ვერ დაითანხმა ჩინეთი, მიაწოდოს რუსულ არმიას ჭურვები და სხვა საბრძოლო მასალები.
ჩინელები ამას წინათ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მკაცრად გააფრთხილა, ეს ნაბიჯი არ გადაედგათ.
. . . . . . . . . . . . . . .
პუტინის პროვოკაციამ (ამერიკული დრონის ჩამოგდება შავი ზღვის ნეიტრალურ სივრცეში) მიზანს მაიღწია იმ აზრით, რომ ამერიკული `ფაბლიკის` და მედიის მთავარ თემად იქცა და ააღორძინა `სასარგებლო იდიოტთა` შიშები რუსეთთან ბირთვული დაპირისპიორების თაობაზე.
როგორც მოსალოდნელი იყო, რუსები უპილოტო აპარატის მიზანმიმართულ ჩამოგდებას უარყოფენ: ამბობენ, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა `უბრალოდ` ჩაუფრინა ამერიკულ დრონს, დაზიანების გამო ბენზინი გამოასხა, ეს ბენზინი დრონს პროპელერეზე შეესხა და ამიტომ ჩამოვარდაო.
როგორ შეამოწმებ? დრონის ნამსხვრევები შავ ზღავში ჩავარდა და ამერიკელები აღიარებენ, რომ იმ რაიონს რუსული გემები აკონტროლებენ.
კადრებზე, რომელსაც დრონი Live რეჟიმში გადასცემდა ცენტრს ამერიკაში, მკაფიო ჩანს, რომ ბენზინის ჭავლი ნამდვილად ეცემა მის პროპელერს, მაგრამ არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ეს მიზანმიმართული პროვოკაცია იყო და ყველაზე სერიოზული საფრთხე შექმნა 2018 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც ამერიკული და რუსული ძალები კინაღამ პირდაპირ შეასკდნენ ერთმანეთს სირიაში.
თანაც მაშინ დრონებზე კი არ იყო საუბარი: ევგენი პრიუგოჟინის კერძო არმიამ სცადა კონტროლი დაემყარებინა სირიის იმ რაიონებზე, რომლებიც ქურთებით დასახლებულ რეგიონთანაა ახლოს ჩრდილოეთ სირიაში. იქ ბევრი ნავთობსარეწია და ჭაბურღილი.
მაგრამ იმ რეგიონს მაშინ (ნაწილობრივ დღესაც) ამერიკელები აკონტროლებდნენ.
როდესაც ამერიკულმა დაზვერვამ დააფიქსირა `პრიგოჟინის არმიის` მიახლოვება ამ რეგიონთან, ამერიკელები დაუკავშირდნენ რუსულ გენერალიტეტს სირიაში და გააფრთხილეს, `შეაჩერეთ თორემ......`
მაგრამ რუსები მაშინ არ აღიარებდნენ, რომ პრიგოჟინის `კერძო არმია` ფაქტობრივად რუსული არმიის ნაწილი იყო, ამიტომ უპასუხეს `აბა ჩვენ რა შუაში ვართო`.\
ჰოდა თუ `არაფერ შუაში ხართ`.....ამერიკელებმა ყატარიდან გამოიძახეს B-2 სტრატეგიული ბომბდამშენი და რუსული კოლონა იქვე დაადუღეს `ჭკვიანი ბომბებით`- ათეულობით რუსი დაიღუპა და კუდამოძუებულები გაიქცნენ.
პრიგოჟინმა ნავთობჭაბურღილები იმ დროს ხელში ვერ ჩაიგდო.
ახლა უკვე ღიად ცდილობს ხელში ჩაიგდოს სოლედარის და ბახმუტის მარილის უმდიდრესი საბადოები, რასაც ოქროს ფასი აქვს მხოფლიო ბაზრებზე
და ახლა უკვე აღარავინ უარყოფს, რომ იქ ნამდვილად იბრძვის ეს `კერძო არმია` - Частная военная компания (ЧВК) «Вагнер».
. . . . . . . . . . . . . . .
შვეიცარიის ეროვნულმა (ცენტრალურმა ) ბანკმა გუშინ განაცხადა, რომ მზადაა ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს შვეიცარიის სისტემურ ბანკს Credit Suisse, რომელსაც პრობლემები აქვს უკვე რამდენიმე წელია, ხოლო კალიფორნიის ბანკების გაკოტრებამ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.
შვეიცარიის ეროვნული ბანკის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, რაკი ადასტურებს, რომ შვეიცარიის სახელმწიფო (!) არ დაუშვებს ამ სისტემაშემოქმედი ბანკის გაკოტრებას და აუცილებლად ჩაერევა თუ სიტუაცია გარკვეულ ზღვარს მიუახლოვდება.
შეგახსენებთ: ეს სწორედ ის ბანკია, რომელსაც ჩვენი მილიარდერი `ეომება` მას შემდეგ, რაც ბანკის ერთ-ერთმა CEO-მ, პატრის ლესკადრონმა ივანიშვილის და სხვა მილიარდერთა აქტივები მეტსიმეტად რისკიანად `ჩაასხა` უპერსპექტივო და თაღლითურ ამერიკულ სტარტაპში (ერთი მცირე აპარატით ადამიანის ყველა კლინიკური მონაცემის დადგენა მისი სიხლის ნახევარსაათიანი ანალიზის მეთოდით) და მილიარდობით დოლარი გაქრა.
Credit Suisse -ის დანაკარგმა შარშან 8 მილიარდი დოლარი შეადგინა (იგულისხმება კლიენტთა გაქცევაც გაკოტრების შიშით), მაგრამ მისი აქტივები 573 მილიარდი (!) დოლარია.
გარდა ამისა, ბანკის აქციები 30%-ით გაუფასურდა. ოღონდ აქვე გავითვალისწინოთ, რომ 30%-ით გაუფასურება ჯერ კიდევ გაკოტრებას არ ნიშნავს.
შვეიცარიის ეროვნული ბანკის განცხადება კი რწმენას მატებს ბანკის კლიენტებს და ალბათ ეს ბანკი გადარჩება. ახლო მომავალში კი აღიდგენს მდგომარეობასაც და პოზიციებსაც.
Credit Suisse-ის აქციათა თითქმის 10% საუდის არაბეთს ეკუთვნის. ესეც გავითვალისწინოთ. საუდებს სთავაზობდნენ ეყიდათ ეს ბანკი, ყოველ შემთხვევაში საკონტროლო პაკეტი მაინც, თუმცა უარი თქვეს - ჩვენი საბანკო რეგულატორი გვიკრძალავსო.
რატომ არის ეს ყოველივე ჩვენთვის მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს დავას ამ ბანკთან, რათა დაიბრუნოს დაკარგული (პატრის ლესკადრონის მიზეზით დაკარგული) აქტივები.
ბანკი უარს ეუბნება; ოღონდ უარს ეუბნება არა იმიტომ, რომ ფული არა აქვს (573 მილიარდი (!) დოლარის აქტივებს ფლობს და ეს მხოლდო `ქეში` არ არის - უამრავი სხვა აქტივია მთელს მსოფლიოში უძრავი ქონების ჩათვლით) არამედ იმიტომ, რომ ივანიშვილმა მეტისმეტი მოითხოვა: `ძირი` თანხის გარდა, რაც ლესკადრონის თაღლითობით დაკარგა, უნდოდა მნიშვნელოვანი კომპენსაციაც `წამოეღო` ბანკიდან, მაგრამ შვეიცარიული ბანკის `სტრატკომმა` გადაწყვიტა იგი ამის გამო დაესაჯა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ვეღარც ვერაფერი დაიბრუნოს. მით უმეტეს, თუ ევროკავშირმა ან ამერიკამ ოფიციალურად (!) დაასანქცირა.
. . . . . . . . . . . . . . .
რუსეთი კვლავინდებურად ურიცხავს აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას მნიშვნელოვან თანხებს აფხაზებისთვის პენსიების გადასახდელად.
აფხაზები დიდი ხანია რუსულ პენსიებს იღებენ ანუ დაახლოებით 100 დოლარს თვეში.
მაგრამ რუსეთის მთავრობამ სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლება აიძულა, გაეფორმებინათ ეს სპეციალური შეთანხმება, - რომ აფხაზი ჩინოვნიკები რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით (!) აგებენ პასუხს, თუკი გაფლანგავენ ან მიითვისებენ ამ სახსრებს.
და ამის მერე ეს სეპარატისტები ქართველებთან ფეისბუკ-დისკუსიების დროს `ამაყად` აცხადებენ `ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართო`.
`დამოუკიდებელი სახელმწიფო`, რომელსაც პენსიებს უხდის სხვა სახელმწიფო და თან საკუთარი სისხლის სამართლის კოდექსის აღიარებასაც აიძულებს, თორემ ფულს აღარ გადმოგირიცხავთო?!
რასაკვირველია, არც ერთ აფხაზ ჩინოვნიკს, რომც მოიპაროს ის ფული (იპარავენ კიდეც სხვადასხვა სქემით), აფხაზები რუსეთს არ გადასცემენ და უბრალოდ დაიმალება აფხაზეთში, მაგრამ...ეს დოკუმენტი და მისი ამასწინანდელი დემონსტრაციული რატიფიცირება რუსეთის `სახელმწიფო სათათბიროში` მოსკოვს დასჭირდა, რათა აფხაზებს მიანიშნოს - ენა ნუ დაგიგრძელებიათ, არანაირი დამოუკიდებელი სახელმწიფო` თქვენ არა ხართო.
. . . . . . . . . . . . . . .
ნამდვილი კომედიაა ეს მარგარიტა სიმონიანი.
გუშინ `ფეისბუკმა` დაბლოკა სიმონინისთვის ჩაბარებული რუსული პროპაგანდისტული რესურსი `Russia today`-ს არაბული გამოცემა.
ამას სიმონიანის ისტერიკა მოჰყვა - სიტყვის თავისუფლება ჩაგვიხშესო....
კი მაგრამ, რუსეთის ტერიტორიაზე რუსულ ენაზე (!) თვითონ დაბლოკეს ფეისბუკი (ეს არ იყო სიტყვის თავისუფლების ჩახშობა თურმე) და ახლა აღშფოთებული არიან `არაბული გამოცემა` რატომ დაგვიბლობა ცუკერბერგმაო.