რა კომპრომისს შევთავაზებდი დაპირისპირებულ მხარეებს

რა კომპრომისს შევთავაზებდი დაპირისპირებულ მხარეებს

გულგრილობა რომ არ დამბრალდეს დანტეს მეტაფორას შესაბამისად, გავიმეორებ ამ სტატუსს.

ზოგადად პოლიტიკის ერთ ერთი საოცარი თვისებაა, რომ პოლიტიკაში გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.

არსებობს კომორომისი

ოღონდ როგორც ლამის 30 წლის წინ გვეუბნებოდა საბრალო ქართველებს სტენფორდის პროფესორი- კონფლიქტოლოგი, "ქმედითი კომპრომისი, უმრავლეს შემთხვევაში, როგორც პრაქტიკა ადასტურებს, ის კი არ არის, როცა ორივე მხარე გამარჯვებულად გრძნობს თავს, არამედ, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, პირიქით -ის კომპორომისი, რომლის შედეგად ორივე მხარე მეტნაკლებად წაგებულად გრძნობს თავსო".

"აი ასე თი კომპორომისი მუდამ უფრო შედეგიანი და მყარიაო", -გვიმტკიცებდა ის პროფესორი კალიფორნიაში.

თან ჯიუტად ამატებდა: "ეს კონფლიქტოლოგიის ანაბანააო"

პოლიტიკას სხვა უამრავი უცნაურობაც ახასიათებს. ეს არაფერი

ჰოდა აი ჩემი ვარიანტი, როცა ორივე მხარე ასე თუ ისე წაგებულად იგრძნობს თავს და ამიტომ უფრო მყარი იქნება კომპრომისი და უფრო მიღწევადიც.

ა) ყველა დაპატიმრებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ყველა საქმის შეწყვეტა.

ბ) მიშას გადაყვანა სამკურნალოდ ევროპაში.....დროებით.

თუნდაც საქმეების შეწყვეტის გარეშე. სხვას ოცნება არ დათანხმდება. კომპრომისი ამას ნიშნავს სწორედ.

გ) ოპოზიციის შესვლა პარლამენტში.

დ) აგენტების კანონის შერბილება ნებაყოფლობითი დეკლარირების მიმართულებით.

ე) იმ მეორე კანონის შერბილება, რაზეც ევროპელებს იდეოსინკრაზია აქვთ მუდამ, ევროპული კანონმდებლობის კონსერვატიულ ნიმუშთა გამოყენებით - ბავშვთა უფლებებზე. თუ ვინმეს ჰგონია ასეთი ევროპაში არ არსებობს, უმეცარია.

ვ) პარლამენტის მიერ კანონის მიღება მომხრე ამომრჩეველთა აღრიცხვის, ე.წ. "კარდაკარის", მობილიზაციის, კონტროლის ანუ მთლიანობაში "რვეულებიანი ციცო დეიდების" ინსტიტუტის აკრძალვის შესახებ.

დიახ, უნდა აიკრძალოს ამომრჩეველთა მობილიზაცია/კონტროლის ეს სისტემა მთლიანად!

სანამ იგი არსებობს, იარსებებს უგვანი ადმინისტრაციული რესურსიც. ადმინრესურსი სწორედ ამ ლეგალურ (!) ინსტიტუტს ეყრდნობა.

და ყველა ხელისუფლება გამოიყენებს!

იყენებდა ყველა, იყენებს და გამოიყენებს მომავალშიც.

ეს იგივეა კაცს შიშველი მოდელი ჩაუწვინო ლოგინში და თან გააფრთხილო: მისკენ არ გადატრიალდე, თორემ გაეროში გიჩივლებო.

ამ ინსტიტუტის გაუქმება 10000% იანი ალბათობით ნიშნავს ხელისუფლების დაბალანსებას უკვე 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე.

დამიჯერეთ, ეს "ადმინრესურსია" მთავარი ფაქტორი მუდამ და არა ჟღალი ზღაპრები "კარუსელსა" და "ფლომასტერზე"

ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ უზრუნველჰოფდა 300 000 ხმის უპირატესობას. აი ადმინისტრაციულ რესურსს კი ეს ნამდვილად შეუძლია.

ზ) კანონის მიღება OSCE ODIHR ის მიერ, ევროკავშირის ჩართულობით და სპეციალისტთა მოწვევით, შემდეგ საარჩევნო ციკლში (2024 - 2028) საარჩევნო ადმინისტრირების, ცესკოს დაკომპლექტების და არა მხოლოდ დაკვირვების შესახებ.

თ) ინტერპარტიული და ინტერფრაქციული კომიტეტის შექმნა ოცნების, ოპოზიციის, პარლამენტსგარე პარტიების, საზოგადოებრივად მაღალი სტატუსის პერსონების მონაწილეობით EU სთან ინტეგრაციის პროცესთა მოდერირებისთვის.

ი) ამ კომიტეტმა უნდა შეიმუშავოს 2030 წლამდე ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს ღერძულ ინდუსტრიათა, მათ შორის ტურიზმის, მეღვინეობის, სოფლის მეურნეობის სხვა დარგთა ევროპის ბაზრებთან შეთავსებადობის მრავალმილიარდიანი პროგრამა, რაზეც ილაპარაკა პაპუაშვილმა რ2 თან სენსაციურ ინტერვიუში აფეთქებამდე 2 დღით ადრე და სინამდვილეში მთელი ამ კრიზისის ძირეული მიზეზი გახსნა.