`ჟენევის ფორმატი` და ქართული დოყლოპატია

`ჟენევის ფორმატი` და ქართული დოყლოპატია

რას მოვესწარით მეთქი ხალხო......

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საქმეებში ტოივო კლაარი ჩადის აფხაზეთში და სეპარატისტები იმდენად არიან გათავხედებულნი, დიპლომატიურ დემარშს უწყობენ: პრეზიდენტი არ შეხვდა, საგარეო საქმეთა მინისტრი არ შეხვდა.....მარტო შამბამ `მიიღო` თურმე

მახსოვს, იყო დრო, როგორ ეძებდნენ და ოცნებობდნენ სეპარატისტები ყველა, ნებისმიერი რანგის შეხვედრას დასავლელ დიპლომატებთან:

თბილისში მორიგი `წყლის ნაყვის` ანუ `წითელი ჯავრის` ორგანიზაციის შტაბ-ბინაში მოლაპარაკების დროს, სეპარატისტებს ცალკე ოთახში ევროკავშირის წარმომადგენლობის `ჭ` რანგის ვიღაც დიპლომატი შეხვდათ და ამაზე ატეხეს აფხაზეთში ბღავილი `საქართველოს წინააღდმეგობის მიუხედავად დიპლომატიური გარღვევა მოხდა და აღიარებისკენ დიდი ნაბიჯი გადაიდგაო`.

ახლა ევროკავშირის მთლად სპეც-წარმომადგენელი ჩადის და დიპლომატიურ დემარშს უწყობენ!

ეს მარაზმი, დიახაც, იმ მთხლე, ჩლუნგად უნიჭო, არაპროფესიული და უბადრუკი პოლიტიკის შედეგია რაც ამ მიმართულებით 30 წლის მანძილზე ტარდებოდა და ტარდება

შევადაროთ აზერბაიჯანის დამოკიდებულებას: ერთხელ (ერთხელაც კი!) არ ჰქონიათ კონტაქტი ყარაბაღელ სეპარატისტებთან 1994 წლის, ანუ სამხედრო დამარცხების შემდეგ და....... ახლა სად არიან?!

- - - - - - - - - - - - - - -

მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, დიახაც მართლა მაინტერესებს როგორ მოხვდა აფხაზეთში ტოივო კლაარი?

რატომ დართო მას თბილისმა ნება რუსეთის (!) ტერიტორიიდან შესულიყო აფხაზეთში?!

`აბა ენგურიდან სეპარატისტები არ შეუშვებდნენ და რა გვექნაო`.....

აი ეს მთხლეობა მესმის 30 წელია რა......არ შეუშვებდნენ და ნუ შეუშვებდნენ!

ასეთ ხელსაყრელ საერთაშორისო კონფიგურაციას რომ ქვეყანა და მისი ელიტები ვერ გამოიყენებენ სეპარატისტული რეჟიმის იზოლაციისთვის.....

ეს `ჟენევის ფორმატიც` სეპარატისტებს საერთაშორისო ლეგიტიმაციისთვის სჭირდებათ და `არხების გასაჭრელად` დასავლეთში, რასაც უდიდესი ოსტატობით ახერხებენ

იმდენად წარმატებით ახერხებენ ამას, რომ უკვე დემარშებსაც კი მიმათავენ როცა რაიმე არ მოსწონთ.

ამჯერად უკმაყოფილონი იმით არიან, რომ ჟენევის დისკუსიები რამდენჯერმე გადაიდო, რაკი ევროკავშირს და ამერიკას არ აწყობს რუსეთს დაუჯდეს ნებისმიერ ფორმატში, თითქოს უკრაინაში არაფერი ხდება.

ნაცვლად იმისა, ეს ვითარება გამოვიყენოთ, რათა აფხაზეთში აპარტეიდული რეჟიმის დამამყარებელ სეპარატისტთა კლანის საერთაშორისო იზოლაციას მივაღწიოთ, ქართული მხარე იქით ეხვეწება ევროკავშირს და რუსეთს: `აფხაზები არ ატარებენ ენგურიდან და ეგება სოჭიდან მაინც შევიდეს კლაარი...... ეგება მორიგი რაუნდი ჩატარდეს ჟეენვაში მიუხედავად უკრაინისო`.

- - - - - - - - - - - - - - -

აქ ისეთ სიჩლუნგეს ვაწყდები უკვე 10 წელია, გაოგნებული ვარ და უმწეობა მკლავს.

მაგალითად ვწერ, ვწერ, ვწერ, ვწერ და მუდმივად მესმის პათოლოგიური `ვიოლინოობა`: `ჟენევის ფორმატი ერთადერთია, სადაც საქართველო და რუსეთი მონაწილეობენ დასავლეთის მეთვალყურეობითო`.

ამ ვიოლონჩელობას გიმეორებენ ჩლუნგად და ვერაფრის დიდებით ვერ შეაგნებინებ, ვერ შეასმენ რეალობას.

ხალხნო.....გაიგეთ რა....გაიგეთ.....`ჟენევაში` ამ ფორმატით (საქართველო-რუსეთი-ამერიკა. . . . . ეუთოს, ევროკავშირის და გაეროს შუამავლობით) არც ერთი სხდომა არ გამართულა! არც ერთი!!!

პირველივე სხდომა 2008 წლის შემოდგომაზე ჩაშალეს რუსეთმა და სეპარატისტებმა.

მას შემდეგ ყველა შეხვედრა იმართება სულ სხვა ფორმატში, რაც კატასტროფულად წამგებიანია საქართველოსთვის და მომგებიანია რუსეთისა და სეპარატისტებისათვის: `არაფორმალური დისკუსიები სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე`, რომლის დროსაც საქართველოს, აფხაზეთს, `სამხრეთ ოსეთს` და მათ წარმომადგენლებს აბსოლუტურად თანაბარი სტატუსი აქვთ: `არაოფიციალური` ანუ თანაბარი!

და ამ წლების განმავლობაში სეპარატისტებმა ძალიან ბევრს მიაღწიეს საერთაშორისო ლეგიტიმაციისა და დასაველთში არხების `გაჭრის` თვალსაზრისით.

მაგრამ რაც ყველაზე აღმაშფოთებელია: როდესაც რამდენიმე წლის წინ ევროკავშირის წარმომადგენელი (თანათავმჯდომარე ამ ფორმატის) ცხინვალში ჩავიდა და იქაურ `პრეზიდენტს` არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, თბილისში თურმე ძალიან ეწყინათ: `ეს არჩევნები რა არჩევნები იყო, რატომ მიულოცაო`.

იმ ევროპელმაც მხრები აბსოლუტურად ლოგიკურად აიჩეჩა: `თუკი თქვენ თავად აღიარებთ მათ `მხარედ` და ჟენევაში თანასწორუფლებიანი სტატუსით მონაწილეობთ, მაშინ მეც ვალდებული ვარ დიპლომატიური ეტიკეტი დავიცვა და არჩევნებში გამარჯვება მივულოცო, აბა როგორ გინდათო?`

არ არის ლოგიკური?

აბსოლუტურად!

ერთხელ დავწერე ეს ამბავი და ჭკვიანი კაცი რომ მგონია იმან მისაყვედურა" `აბა მოსკოვის ფორმატი ჯობიაო`.

კი მაგრამ ვინ იდიოტი გეუბნება `მოსკოვის ფორმატი ჯობია` და `მოსკოვში გაიმართოს მოლაპარაკებებიო`?

მაგრამ მოსკოვის ფორმატი რომ არ გვინდა (სწორადაც არ გვინდა) ამიტომ მახათი უნდა ვითხაროთ ყვ....ებში?!

გადასარევი რა.........

დათო