დასავლეთმა აღძრა საქმე პუტინის წინააღმდეგ

დასავლეთმა აღძრა საქმე პუტინის წინააღმდეგ

ჰააგას საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება რუსი `სამოდერჟეცის` წინააღმდეგ დემონსტრაციულად სისხლის სამართლის აღძვრის შესახებ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო ისტორიული დემარში, რაც კი ევროპაში რუსეთის მიმართ (!) მიღებულა ივანე მრისხანეს ეპოქიდან, ანუ XVI საუკუნის შემდეგ.

თუმცა მე სხვა რამ უფრო მაინტერესებს:

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

მეგობრებო, ისევ და ისევ მივაქცევ თქვენს ყურადღებას, რომ დასავლური ცივილიზაციის რეაქცია უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე, - დაწყებული ფრთხილი განცხადებებით პამპერსების, წყლის და საველე ჰოსპიტალური კარვების მიწოდების შესახებ (2022 თებერვალი), დასრულებული ავიაგამანადგურებლების გაგზავნით და ჰააგაში პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემით (2023 წლის 17 მარტი), იცვლებოდა (ვითარდებოდა) აბსოლუტურად პირდაპირპროპორციულად (!!!) უკრაინელი ერის მედეგობის, მისი წინააღდმეგობისათვის მზადყოფნის, გმირული სისხლისღვრის უნარის დემონსტრირებისა ამ ხნის განმავლობაში.

ამერიკის კონგრესში, სადაც უამრავჯერ ვარ ნამყოფი, ერთ-ერთი ისტორიული დარბაზის შესასვლელს ზემოთ აწერია ისე, რომ თავი თუ მაღლა არ აწიე, ვერ წაიკითხავ: `ყველა, ვინც დედამიწის ნებისმიერ წერტილში იბრძვის თავისუფლებისთვის, იბრძვის ამერიკისთვის!`

ოღონდ იბრძვის....და არა...... უკაცრავად ისველებს მტრის თვითმფრინავის თუ ტანკის დანახვისას ან კოდორის ხეობაში პირველივე ჭურვის ჩამოვარდნისას.

იმ მიკროსოციუმში, სადაც მე გავიზარდე (`ოქროს უბანს` ეძახდნენ ოდესღაც) ერთი ასეთი `მაქსიმა` იყო: `თუ ტრ...ი არა გაქვს, არც უნდა გაატ...კო!`.

ბოდიში ჩემი ფრანგულისთვის.

იგულისხმება: მხოლოდ მაშინ....... და იმ შემთხვევაში, თუ გაქვს უნარი შემდეგ იბრძოლო და რეალური მსხვერპლი გაიღო შენი ღირებულებებისთვის,

უფრო კულტურულად თუ ვიტყვით, როცა გაფრთხილებენ, რომ ერი 1988-1993 წლების საზარელი ეროვნული ტრაგედიით მოქანცულია ისტორიულად და ისტორიულივე პერიოდი სჭირდება აღსადგენად, ყური უნდა უგდო! - მოქანცულ და გამოფიტულ ერს, მოსვენება/აღდგენის ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის ნაცვლად, `მსოფლიო-ისტორიული მისია` არ უნდა დააკისრო!

დათო

ისტორიის G.I.