ამერიკის და რუსეთის რეზოლუცია უკრაინის თემაზე
გაეროს უშიშროების საბჭომ ხმათა უმრავლესობით (10 მომხრე. საჭირო იყო 9 ხმა) დაამტკიცა უკრაინის თემაზე ამერიკული რეზოლუცია.
რეზოლუციას ხმა მისცა რ უ ს ე თ მ ა!
ვეტო კი არ დაადო, თავი კი არ შეიკავა, არამედ ხმა მისცა!
სხვა კომენტარი აღარ არის საჭირო.
ანუ სულაც აღარ არის საჭირო „შინაარსში შესვლა“ ჩვენებური გაიძვერების ცნობილი ტექნოლოგიით: „შინაარსსში არ შეხვიდე“.....
ეს ცალკეული ფაქტიც საკმარისია: რუსეთმა ხმა მისცა რეზოლუციას უკრაინის თემაზე (წერტილი)
ერთადერთი, რაც აღსანიშნავია, ევროპამ (საფრანგეთმა და ბრიტანეთმა) დიდი ბაქი-ბუქის და ვაი-უშველებელის, გრანდიოზული ბუღის დაყენების და საყოველთაო „დაბოლების“ მიუხედავად (პირველ რიგში საბრალო უკრაინის „დაბოლებისა“) ვერ გაბედა ამ რეზოლუცის დავეტოვება, რისი აბსოლუტური უფლება და საშუალება ჰქონდა სამართლებრივადაც და მანამდე გაკეთებული განცხადებების მიხედვითაც.
დასკვნა, ძალიან მოკლედ:
Finita La Commedia!
- - - - - - - - - - -
ჰო, გუშინ შალვა პაპუაშვილს თუ უსმინეთ „საზმაუზე“, მაკასთან, კალათბურთის დაწყების წინ?
ჰოდა რას ერჩით?
არა, მე, გულწრფელად რომ ვთქვა, ამ საკითხში არც ოდესმე ვერჩოდი ვინმეს......მას მერე, აი ამ ფოტოზე აღბეჭდილი სცენა რაც ვნახე.
და ზოგადად, ჩემდა საუბედუროდ, ისეთნაირად ვარ „მოწყობილი“ ეს ოხერი, რომ 2008 და 2009 წლის მოვლენები უფრო მაღელვებს რატომღაც (ნეტავ რატომ?) ვიდრე 2014 და 2022 წლის მოვლენები
დათო
ისტორიის რიგითი ჯარისკაცი