ქართული ოპოზიციის აღმაფრენა და დაცემა

ქართული ოპოზიციის აღმაფრენა და დაცემა

     


        თანამედროვე ოპოზიციური მოძრაობის მცირე ისტორია
       

        2010 წლის გრანდიოზული სკანდალი ე.წ. «გრეჩიხასა» და ბურჯანაძეებს შორის დღევანდელი «რადიკალური ოპოზიციის» დასასრულად იქცა. ამ ფორმით და ამ შემადგენლობით, მით უმეტეს წარსული «გონორით» და ამბიციით იგი ნამდვილად ვეღარ იარსებებს.
        ბევრი თვლის, რომ სკანდალი ბურჯანაძემ იმისთვის ააგორა, რათა დანარჩენ ოპოზიციას გამიჯვნოდა, რაკი სინამდვილეში გადაწყვეტილი აქვს იბრძოლოს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის, ესე იგი არჩევნების გზით ხელისუფლებაში დასაბრუნებლად და ამ პროცესში კიწმარიშვილ-ოქრუაშვილ-გრეჩიხებთან დაკავშირება არ აწყობდა.
        მით უმეტეს, რომ «ქართული პარტიის» თავმჯდომარეობა კი შესთავაზეს, მაგრამ საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებაზე ცივი უარი სტკიცეს. სწორედ ეს გახდა ხსენებული მეგა-სკანდალის ნამდვილი მიზეზი: ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ 2004 წელს «გაგდააგდეს», 2008 წელსაც «გადააგდეს» და ახლა ესენიც უპირებდნენ «გადაგდებას» (უკვე მესამედ) . . . . . თუმცა ეს ყოველივე მაინც სხვა თემაა. ამჯერად საინეტრესოა, როგორ მივიდა მთლიანობაში ოპოზიცია აქამდე, ესე იგი სამარცხვინო დასასრულამდე.

ბოღმის დაგროვება

        ოპოზიციურ მუხტი ქვეყანაში 2004 წლიდან გროვდებოდა. განსაკუთრებით იმ ფენებში, რომელთაც არავითარი მონაწილეობა «ვარდების რევოლუციაში» არ მიუღიათ ან მიიღეს და იმედგაცრუებულნი იყვნენ. ამ ხალხს თუ კიდევ რამე აჩერებდა, მხოლოდ ის, რომ ოპოზიციური განწყობის გამომხატველ ძალას ვერ ხედავდა და არც კონკრეტული ლიდერი ჩანდა.
        ბოღმა და წყენა კი თანდათან გროვდებოდა: საქართველო ტრადიციულად კონსერვატიული საზოგადოებაა, ესე იგი ძალიან არ უყვარს ცვლილებები, ჩვეული მყუდროების დარღვევა, მიჩვეულის – გადაჩვევა და ასე შემდეგ. არადა, ნამდვილი რევოლუცია მიშამ არა 2003 წლის ნოემბერში, არამედ 2004 წლიდან დაიწყო, როდესაც ქვეყანაში ლამის ყველაფრის შეცვლას მიჰყო ხელი: ეკონომიკიდან – კულტურულ პრიორიტეტებამდე.
        ის ხალხი კი, ვისაც შევარდნაძე ფანატიკურად სძულდა და ათწლეულების განმავლობაში მის გადაგდებაზე ოცნებობდა, ვერ ხვდებოდა, რომ შევარდნაძის გაგდება და ძველი, მიჩვეული, ტკბილი, მშვიდი ცხოვრების შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა. მათ უნდოდათ «ძველი ცხოვრება», ოღონდ შევარდნაძის გარეშე! ნურას უკაცრავად – მიშამ 2004 წლის იანვარშივე თქვა: «შევარდნაძის ბაირამობა დამთავრდაო» და მართლაც დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო!!!
        ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ე.წ. «ელიტარული ინტელიგენციისთვის» ამოკრული ლაზათიანი პანღური გახდა. პანღური – საზოგადოებრივი ცხოვრების მწვერვალიდან. შევარდნაძის «ხელზე მიჩვეულ ელიტას», რომელმაც ბოლო მომენტში უგანა თავის პატრონს, აშკარად ეგონა, რომ თუ ახალ პერზიდენტს «ლამაზს და ახოვანს» უწოდებდა, ის ძველ პრივილეგიებს შეუნარჩუნებდა, თუმცა ძალიან შეცდა: შევარდნაძის რეჟიმის დემონტაჟთან ერთად მისი დეგრადაციაც მოხდა, რამაც ამ პლეადის არათუ გაღიზიანება, არამედ გაცოფება გამოიწვია.
        ამას დაემატა სახელმწიფო დაწესებულებიდან გაძევებული ათეულობით ათასი ადამიანი, რომლებიც შევარდანძისდროინდელი «ოცდაათწლეულის» განმავლობაში სამსახურში ჩაის სმის მეტს არაფერს აკეთებდნენ და ეგონათ, საძულველი შევარდნაძის წასვლის მერე ახალი ხელისუფლება ყველას დატოვებდა – უბრალოდ ხელფასებს მოუმატებდა; აგრეთვე მექრთამე «გაიშნიკები», განათლების რეფორმით განაწყენებული «ელიტარული პროფესურა» - «ახალი შევარდნაძის» ეპოქაში იოლად რომ გადავიდა «მარქსიზმ-ლენინიზმიდან « - «პოლიტოლოგიის» სწავლებაზე და ა.შ.
        მთელი ეს «ქვაბი» უკმაყოფილებით თუხთუხებდა უკვე 2004 წლიდან, ორიოდე წელიწადში კი დუღილი დაიწყო და (ვიმეორებ) მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ან ქარიზმატული ლიდერის გამოჩენას ელოდა. ასეთი ძალაც შეიკრიბა 2007 წლის შემოდგომაზე «გაერთიანებული ოპოზიციის» სახით, ხოლო ლიდერად ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი იქცა.
       

ირაკლი ოქრუაშვილის ვარსკვლავი

            ოქრუაშვილმა გადამწყვეტი როლი შეასრულა პოსტრევოლუციური საქართველოს ისტორიაში. სწორედ მან შექმნა სისტემა, როდესაც შევარდნაძისდროინდელი ჩინოვნიკებისა და ექსპრეზიდენტის კარის ბიზნესმენებისათვის ბიუჯეტის სასარგებლოდ ფულის «ახევა» გახდა შესაძლებელი.
        თუმცა, როგორც მერე აღმოჩნდა, ოქრუაშვილი ამ პროცესში არც საკუთარ ჯიბეს, ანუ პირად ბიუჯეტს ივიწყებდა: აბა ვინ დაიჯერებს, რომ როდესაც მოგვიანებით, მისი ციხიდან გამოსაშვებად, ვიღაც უჩინარმა ბიზნესმენმა 6 მილიონი დოლარი გადაიხადა, - ეს არა ოქრუაშვილის მიერ მასზე «მიბარებული», არამედ ამ ბიზნესმენსი ფული იყო?
        ანუ, პატივცემული ექსპროკურორიც კარგად «ღუნავდა» მილიონებს, თუმცა ტრადიციულად უზნეო და უპრინციპო ოპოზიციისთვის ამას ხელი არ შეუშლია სწორედ ორუაშვილი ექცია თავის დროშად და ფაქტობრივ წინამძღოლად.
        «მთავარია სააკაშვილის წინააღმდეგ გამოვიყენოთ» - ამბობდნენ მაშინ ოპოზიციონერები. თუმცა ვინ-ვინ «გამოიყენა», ეს კიდევ საკითხავია.
        ყურადღება არ ექცეოდა იმას, როგორ და რატომ მოხვდა ყოფილი პროკურორი ოპოზიციაში: მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებიდან გააპანღურეს მის მიერ გაკეთებული იდიოტური განცხადებების გამო, რომლებიც პრეზიდენტს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. ჯერ იყო და კინაღამ 2004 წელსევ დაიწყო ომი რუსეთთან სამხედრო კოლონაზე თავდასხმით და იარაღის ართმევით, მერე ლამის გააფუჭა საქართველო-უკრაინის ურთიერთობა - «ძველი ტანკები მოგვყიდესო». თითქოს არ იცოდა, რომ «ახალი» სულ სხვა ფასი ღირს; შემდეგ რუსეთში საქართველოს მეგობრებიც კი გაანაწყენა ბრიყვული და პროვოკაციული განცხადებით «ფეკალური მასების» შესახებ და ბოლოს დაიმუქრა, რომ ახალ წელს ცხინვალში შეხვდებოდა.
        ამას დაემატა სრული «ბესპრედელი» ოქრუაშვილისა და მისი მეგობარი კიბარ ხალვაშის მხრიდან ბიზნეს-კონკურენტების წინააღმდეგ, რომლებსაც საქართველოში «შეუთანხმებლად» შემოჰქონდათ საქონელი; გაუმჭვირვალობა სამხედრო ობიექტთა მშენებლობის ტენედრებში, ესე იგი ათეულობით მილიონის მოღუნვა და ა.შ.
        თანამდებობიდან გაძევების შემდეგ ოქრუაშვილი ძირითადად სახლში იჯდა დაბოღმილი და მომენტს ელოდა. თან იმასაც ხვდებოდა, რომ კონტროლის პალატის მასალები შემთხვევით არ ქვეყნდებოდა დამოუკიდებელ პრესაში – აშკარად მისი «ჩაყუდება» მზადდებოდა. მაგრამ მან დაასწრო, დრო ზუსტად შეარჩია და სწორედ იმ მომენტში «ალაპარაკდა», როცა «გაერთიანებული ოპოზიცია», 2007 წლის ბოლოს მიტინგს გეგმავდა.
        სენსაციური პრეს-კონფერენცია, ერთწლიანი დუმილის შემდეგ, «ერთიანი საქართველოს» ახალ, მდიდრულ ოფისში ჩატარდა ნათია ლაზაშვილის, ნანა ლეჟავას და სხვა «ცნობად სხეულთა» ფონზე. ოქრუაშვილმა მგზნებარედ ისაუბრა ქვეყანაში დიქტატურის დამყარებაზე, დაჩაგრულ ბებია-ბაბუებზე და მოვლენათა შემდგომ განვითარებას დაელოდა.
        «ირაკლი მაგარიაო» და 28 სექტემბერს, ოპოზიციის მხარდამჭერ მიტინგზე ათიათასობით დაბოღმილ-განაწყენებული ადამიანი გამოვიდა. მაგრამ იმდროინდელ ოპოზიციაში უკვე იყვნენ პარტიები (პირველ რიგში «რესპუბლიკელები») რომლებიც მოქმედებდნენ პრინციპით: როდესაც იწყება არასასურველი პროცესი, მთავარია მას სათავეში მოექცე, რათა გადამწყვეტ მომენტში წაიყვანო «სწორი» მიმართულებით. E
        ესე იგი (ჩვენს შემთხევვაში) არა კანცელარიისკენ, არამედ – იპოდრომისკენ.
        თუმცა, ამ ფარულ ზრახვას მაშინ სხვა ოპოზიციონერები და მთავრობის სახლის წინ შეკრებული გაავებული ადამიანები ვერ ხვდებოდა. ისინი ვერც იმას «ტვინავდნენ», რომ «გაერთაინებული ოპოზიციის» მნიშვნელოვან და გავლენიან ნაწილს სინამდვილეში მიშას წასვლა სულაც არც უნდოდა, რაკი არ იცოდა, ვინ მოვიდოდა მის შემდეგ. შეიძლებოდა ისეც მომხდარიყო, რომ «მოვიდოდა» მათთვის კიდევ უფრო მიუღებელი პოლიტიკოსი. ამიტომაც თამაშობდნენ ძალიან ეშმაკურ თამაშს: ვითომ ოპოზიციაში იყვნენ და სინამდვილეში «ბრბოს აკავებდენ» ან გადამწყვეტ მომენტში «სხვაგან მიჰყავდათ».

ჯიგარი

        იმავე ოპოზიციის მეორე ნაწილი ამას ყურადღуბას არ აქცევდა. სწორედ სექტემბრის მიტინგზე თქვა «გრეჩიხამ»: «ჩემო ჯიგრებოოოოოოოო!!!». Eეს სიტყვა ისე მოხვდა იქ შეკრებილი «ჯიგრების» გულ-ღვიძლს, რომ ლევან გაჩეჩილაძე ულაპარაკოდ აღაირეს ახალ ლიდერად.
        მაშინ ცოტა თუ ამჩნევდა, რომ ყოფილი «წარმატებული ბიზნესმენის» სიძულვილს მიშა სააკაშვილის მიმართ კონკრეტული მატერიალური მიზეზები ჰქონდა: «გრეჩიხას» კომპანია WS-ი რუსეთის მიერ 2006 წლიდან დაწესებულმა ემბარგომ დაანგრია. «ლევანა», რომელიც 90-იან წლებში ოჯახთან ერთად ზაფხულობით კალიფორნიაში დასვენებას იყო მიჩვეული, ამან ლამის გააგიჟა, მაგრამ პირდაპირ, რასაკვირველია ვერ იტყოდა. მიტომ, მთავრობის სახლის წინ შეკრებილ ბრბოს ისეთ შთაბეჭდილებას უქმნიდა, რომ მიშა «არაჯიგრულობის» გამო სძულდა და ფული არაფერ შუაში იყო.
        «გრეჩიხას» ფინანსურმა პრობლემებმა (მათ შორის ვალებმა, რაც რუსეთში მილიონობით ბოთლის დაპატიმრებამ წარმოშვა) ოპოზიციას მოგვიანებით ძალიან ცუდი დღე დააწია. თუმცა ეს სამი წლის შემდეგ მოხდა. მაშინ კი, ოპოზიციური მოძრაობის გარიჟრაჟზე, «რატომღაც» ამაზე არც ერთი ოპოზიციონერი არ ფიქრობდა: ისინი სექტემბრის მიტინგზე მოსული ხალხის რაოდენობამ «დაათრო». ხელისუფლება კი მიხვდა, რომ ოქრუაშვილის ფენომენი ძალიან სერიოზულ დესტაბილიზაციას მოასწავდებდა. ამიტომ სასწრაფოდ ჩააყუდეს იქ, სადაც ყოფილი გენერალური პროკურორი ზუსტად ასეთივე მეთოდებით «აყუდებდა», მერე წილებს «ახევდა» და წლობით ტანჯვა-წამებას უსჯიდა ბიზნესმენებსა თუ ყოფილ ჩინოსნებს.
        მაგრამ ოქრუაშვილი ბევრად ეშმაკი აღმოჩნდა, ვიდრე მთელი ოპოზიცია (რომელიც სინამდვილეში სულ ფეხებზე ეკიდა და დღესაც კიდია) ერთად აღებული: მან ზუსტად გათვალა, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი მისი ციხეში ჩასმა კი არ იყო, არამედ ყალბი ქარიზმის გამოაშკარავება. გარდა ამისა, ციხეში ღამ-ღამობით სხვა საკნებიდან ესმოდა მის მიერ დაპატიმრებული და გაუბედურებული ადამიანების ვნებიანი ბღავილი და კბილთა რღჭიალი: «აქ შემოთრიეთ ეგ . . . . «. «იქ» კი, ესე იგი იმ კამერებში რაც ელოდა, იმას სიკვდილი სჯობია! ამიტომ სასწრაფოდ გადაწყვიტა სამარცხვინოდ «ჩასვრა საჯაროდ» და მონანიება. «მეგობარი ბიზნესმენის» მიერ გადახდილი 6 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გამოვიდა და სულ მალე საფრანგეთშიც გაუშვეს.
        ამ დროს ოპოზიცია 2 ნოემბრის მიტინგისთვის ემზადებოდა. თავისთავად 28 სექტემბრიდან - 2 ნოემბრისთვის «გადამწყვეტი მიტინგის» გადატანა ცოტა უცნაურად გამოიყურებოდა. ანუ, უკვე მაშინ შეიძლებოდა იმის შემჩნევა, რომ ოპოზიცია უბრალოდ «მთხლეობდა», დრო გაჰყავდა და გადაწყვეტილებების მიღების ეშინოდა.
        თუმცა მომხრეებს ისეთ შთაბეჭდილებას უქმნიდა (ძიძიგურ-კუკავა-დავითაშვილ-გრეჩიხა ამას პირდაპირაც ამბობდნენ), რომ «2 ნომბერს მიშად დამთავრდება». ამით თვით სააკაშვილს ბაძავდნენ, რომელიც 2003 წლის ნოემბერში ხალხს პირდებოდა: «22 ნოემბერს მოდით და შევარდნაძეს დავამთავრებთო». იმ განსხვავებით, რომ მიშამ ეს დაპირება პირნათლად შეასრულა და 23 ნოემბერს ქვეყანას უკევ ახალი ხელისუფლება ჰყავდა.

7 ნოემბერი

   მიბაძვა გაგრძელდა დასავლეთიდან ხალხის ჩამოყვანით, ღამის მაშუქებით, ტელეკომპანია «იმედის» - «გარუსთავიორებით» და ა.შ. მაგრამ ოპიოზიციას არ ეყო მთავარი: პოლიტიკური ნება გადამწყვეტ მომენტში! ზუსტად შეიძლება დავასახელოთ მისი იმდროინდელი მწვერვალი: 2007 წლის 2 ნოემბრის შუადღე, როდესაც რუსთაველზე დაახლოებით 200 ათასი მომხრე გამოვიდა. ასევე ზუსტად დაფიქსირდა მაშინდელი მარცხიც: 2007 წლის 2 ნოემბრის 18 საათი: «გრეჩიხამ» ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა, რომ თუ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებდა (საპარალამენტო არჩევნების გაზაფხილზე ჩატარების შესახებ), საღამოს 6 საათზე . . . . . . მაგრამ დადგა 18 საათი, გაჩეჩილაძე მიტინგზე გამოვიდა და როდესაც ხალხი მისგან მხოლოდ ერთ სიტყვას ელოდა «დაძვრის» შესახებ (როგორც მიშამ «დაძრა» მასა 2003 წლის 22 ნოემბრის 15 საათზე), ქარიზმატულმა ლიდერმა თქვა, რომ «ულტიმატუმის» ამოწურვის შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ მოთხოვნას შეცვლიან, პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ, ესე იგი არსადაც არ «დაიძვრებიან».
        სწორედ იმ მომენტში გაწყდა პირველად ნდობის ის ძაფი, რომელიც მასას ოპოზიციასთან აკავშირებდა. მაშინ გაჩნდა იმედგაცრუების განცდა, რომელმაც მოგვიანებით ამ ოპოზიციის სრული კრახი განაპირობა.
        ამას უკევ ვეღარ შეცვლიდა გრეჩიხას ძველბიჭური გინება მიკროფონში. მით უმეტს, რომ მომდევნო რამდენიმედღიანი მარაზმის დროს «რევოლუციის ლიდერი» ელემენტარულ ინტელექტს ვერ ამჟღავნებდა: წვიმასა და სიცივეში გათოშილ ხალხს უყვებოდა, რომ ძმაკაცებთან ერთად გოგირდის აბანოში იყო და ა.შ. და ა.შ.
        ბუნებრვია ხელისუფლება რუსთაველზე მიმდინარე მარაზმს მაშინ დიდხანს არ მოითმენდა. მას გაადწყვეტილი ჰქონდა ხალხისთვის ეჩვენებინა, რა იყო მთავარი განსხვავება «მიშასა» და «შევარდანძეს» შორის. განსხვავება იყო ის, რომ როდესაც 2003 წლის 22 ნოემბერს შევარდნაძემ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო და პოლიციას (ისეევ როგორც ჯარს) ძალის გამოყენება უბრძანა, მისი ეს ბრძანება პოლიციასაც და ჯარსაც ფეხებზე ეკიდა ანუ ძალის გამომყენებელი აღარავინ ოყო. ამაში რომ დარწმუნდა შევარდნაძე, მხოლოდ ამის შემდეგ «გადადგა ნებაყოფლობით». მიშამ კი ძლიერი, ნამდვილი ძალისმიერი სტრუქტურები შექმნა, რომლებიც მის ბრძანებას აუცილებლად შეასრულებდნენ და შეასრულეს კიდეც.
        მერე ბევრს უკვირდა: «გადამდგარიყო სააკაშვილი 6 ნოემბერს, გამოსულიყო ტელევიზიით და ეთქვა: «ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ვნიშნავ და ხალხმა გადაწყვიტოსო». მაგრამ თუ სააკაშვილი ამას გააკეთებდა მიტინგზე მისი დედის გინების ფონზე, არჩევნებს აუცილებლად წააგებდა, ვინაიდან ბრბო ჩათვლიდა, რომ «მიშა დაჩმორდა». სულ სხვა იყო განცხადება გადადგომისა და არჩევნების დანიშვნის შესახებ 7 ნოემბრის შემდეგ, როდესაც მიშამ ძალა აჩვენა, ოპოზიცია დააჩმორა, კურდღლებივით გააქცია და მხოლოდ ამის მერე განაცხადა - «გადავდექი და არჩევნებზე ხალხმა გადაწყვიტოსო».
        დაჩმორებული და ნაბეგვი ოპოზიციისთვისაც ეს «გადადგომა» იოლი გამოსავალი გახდა სახის შესანარჩუნებლად: დაიწყო მისი კიდევ ერთი აღმოსვლა მორიგი მწვერვალისკენ, რომელსაც 2008 წლის 13 იანვარს მიაღწიეს. სასწრაფოდ შეიკრიბნენ და საპრეზიდენტო კანდიდატად ისევ «გრეჩიხა» დააასხელეს. Kხმები თითქმის შუაზე გაიყო.
        კაცმა რომ თქვას, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, თორემ სრულიად უქარიზმო «კახელი ინტელექტუალი» უსუფაშვილის კანიდატობა იმას ნიშნავდა, რომ ოპოზიცია 5 იანვრის არჩევნებში იმ 27 პროცენტსაც ვერ მიიღებდა, რაც გაჩეჩილაძემ მართლა მოიპოვა.
        სინამდვილეში, საპრეზიდენტო არჩევნებში «გაერთიანებულ ოპოზიციას» გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდა. ოღონდ არა იმიტომ, თითქოს ის არჩევნები გაყალბდა, არამედ იმის გამო, რომ «სიძულვილის ხმები» არ აღმოჩნდა საკმარისი ხელისუფლების შესაცვლელად: «ამომრჩეველი» არ არის იგივე, რაც მასა და არ არის იგივე, რაც მიტინგზე შეკრებილი ბრბო. იგი ყოველთვის სვამდა, სვამს და მუდამ დასვამს კითხვას: «ის თუ არა მაშ ვინ?» ანუ სჭირდება კონკრეტული ალტერნატივა, ალტერნატიული პროგრამა, რომელიც მისთვის გასაგები და მისაღები იქნება.
        «ოპოზიციამ» კი რა შესთავაზა? – აბსოლუტურად იდიოტური ლოზუნგი «საქართველო პრეზიდენტის გარეშე» და კანდიდატი, რომელმაც პირველივე პრეს-კონეფრენციაზე განაცხადა: «თუ პრეზიდენტად ამირჩევთ, ორ თვეში გადავდგებიო».
        ასეთი ოპოზიციის და ასეთი კანდიდატის შემხედვარე ოპოზიციურად განწყობილმა, თუმცა ნორმალურმა და გონიერმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა, იმ არჩევნებში სულ არ მიეღო მონაწილეობა ან ხმა სხვა კანდიდატებზე გადაენაწილებინა. არ დაიჯეროთ მტკნარი სისულელე, თითქოს «გრეჩიხა» რომ მეორე ტურში გასულიყო, ყველა ოპოზიციური კანიდატის ხმები მასზე «გადავიდოდა». ასე არც ერთ ქვეყანაში არ ხდება არასდროს. ამ ტიპის ამომრჩეველი, თუკი მისმა კანიდატმა პირველივე ტურში არ გაიმარჯვა, მეორე ტურში მონაწილეობას საერთოდ არ იღებს. ამიტომაც ხდება, რომ არჩევნების მეორე ტურში თითქმის ყოველთვის ის იმარჯვებს, ვინც პირველ ტურში ხმების უმრავლესობას იღებს. ასე იქნებოდა ჩვენს შემთხვევაშიც.
       

რას სვამს, ვინც არ რისკავს?

        მაგრამ მეორე ტური საჭირო საერთოდ არ აღმოჩნდა: სააკაშვილმა ხმების 54 პროცენტი მიიღო და ოპოზიცია კვლავ დადგა მისთვის ძალიან არასასურველი არჩევანის წინაშე: ისეთი მოლოდინი შექმნეს, რომ მომხრეები 6 იანვარს უკვე ახალ «ვარდების რევოლუციას» ელოდნენ - წინა რევოლუციაც ხომ არჩევნების შემდეგ მოხდა?
        2008 წლის 13 იანვარს რუსთაველზე ნახევარმა მილიონმა ოპოზიციონერმა ჩაიარა. სწორედ ეს მომენტი იყო გადამწყვეტი და არა ინაუგურაციის დღე (20 იანვარი), როგორც ამჟამად ცდილობენ წარმოაჩინონ ჩაფლავებული «ლიდერები» თავის გასამართლებლად: 2008 წლის 13 იანვარს მათ რომ ხალხი მთავრობის სახლის წინ შეეჩერებიანთ და იქ მასობრივი შიმშლობა, მასობრივი მიტინგი დაეწყოთ, 20 იანვარს არავითარი ინაუგურაცია (იმ ადგილზე) არ შედგებოდა, ხოლო დღეს სრულიად უსაგნო იქნებოდა სულელური მსჯელობა იმის შესახებ «უნდა დაეძრათ თუ არა მიტინგი იპოდრომიდან».
        მაგრამ ვითომ «ძველმა ბიჭმა» გრეჩიხამ ეს ვერ გაბედა. რომ კითხო, «სისხლისღვრას და სამოქალაქო დაპირისპირებას მოერიდა». ნეტავ თუ იცის, რას ნიშნავს «სამოქალაქო დაპირისპირება?» - ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ხელისუფლებას ჰყავს მომხრეები, რომლებიც თავიანთ არჩევანს დაიცავდნენ!
        სინამდვილეში, 2 ნოემბერსაც, 13 იანვარსაც (ესე იგი მეორე მწვერვალზე) და 20 იანვარსაც ოპოზიციას სისხლისღვრის კი არ შეეშინდა, არამედ შესაძლო პასუხისმგებლობისა ამ სისხლისღვრისთვის!!! ერთი და იგივე არ გეგონოთ: იმ რადიკალური ოპოზიციის მართლა რადიკალურ ნაწილს რომ ჰქონოდა 100 პროცენტიანი გარანტია, სისხლი დაიღვრებოდა, თუმცა მაინც გაიმარჯვებდნენ და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებას გაამტყუნებდა, - ერთი წუთით არ დაფიქრდებოდნენ. მაგრამ საქმეც ისა, რომ ამგვარი გარანტია არ ჰქონდათ: შეიძლებოდა ისეც მომხდარიყო, რომ სისხლი დაიღვრებოდა, დამარცხდებოდნენ, დააპატიმრებდნენ, ხოლო აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი სისხლისღვრას მათ დააბრალებდა. რაც იმას ნიშნავდა, რომ წლობით ციხე უნდა ეხეხათ. მიშა კი სძულდათ მაგრამ იმდენად კი არა, ამის გამო ციხეში წასულიყვნენ, - თუნდაც ასეთი თავგანწირვა მათგან ასიათასიან მიტინგს მოეთხოვა.
        არადა, 2003 წლის 22 ნოემბერს არც მიშა სააკაშვილს ედო ჯიბეში სახელმწიფო დეპარტამენტის ბეჭედდასმული წერილი. მან გარისკა და გაიმარჯვა! ვინც რისკავს, - მხოლოდ ის სვამს შამპანურს. ამ ჩვენს «გრეჩიხას» კი ისე უნდოდა დაელია შამპანური (რუსეთში დაპატიმრებული მისივე ღვინო), რომ არ გაერისკა.
        ასე კი არ გამოდიოდა არასდროს ისტორიაში, არ გამოდის და არც არასდროს გამოვა: გამარჯვებას ყოველთვის რისკი სჭირდება და არა მთხლეობა. შესაბამისად, ოპოზიცია იმ მწვერვალიდან კიდევ ერთხელ დაგორდა და დამარცხდა. ყველაზე საინტერესო მოვლენები კი შავნაბადაზე განვითარდა, სადაც გრეჩიხა ერთხელ უსუფაშვილთან ერთად, მეორედ კი (როგორც თვითონ ეგონა) ერთი-ერთზე შეხვდა მიშას. დავით უსუფაშვილის «აღმოსავლურ» პირდაპირობასა და პატიოსნებაში ეჭვი არავის ეპარება. ჰოდა ამ პატიოსანმა კაცმა დაადასტურა მთავარი: «გრეჩიხამ» პრეზიდენტს ნამდვილად შესთავაზა, «პრემიერ-მინისტრად დამნიშნეო».
        არ გეჩვენებათ უცნაურად? საპარლამენტო არჩევნებში ჩაფლავების შემდეგ დეპუტატის მანდატზე თქვეს უარი, არადა, პრეზიდენტისგან პრემიერის პოსტის მიღებაზე თანახმა ყოფილან. ამაზე მეტი სულში ჩაფურთხება იმ ხალხისთვის, ვინც საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციას ხმა მისცა – უბრალოდ წამოუდგენელია!!! დეპუტატი ხომ არჩეულია, ხოლო პრემიერი – დანიშნული?!!! რა არის ამ უცნაურობის მიზეზი – ის ხომ არა, რომ პრემიერ-მინისტრობა WS-ის ვალების გასასტუმრებლად ბერკეტების ფლობას გულისხმობს, ხოლო დეპუტატს ასეთი ბერკეტები არ გააჩნია?!!!
        ამ ფონზე ნამდვილად არ არის გასაკვირი, მეორე შეხვედრაზე (რომელსაც უსუფაშვილი უკვე აღარ ესწრებოდა) «გრეჩიხას» მართლა მოეთხოვა პირდაპირ ფული ვალების გასასტუმრებლად, როგორც ბიწაძე ამტკიცებს.
        ამის შემდეგ იყო კომიკური «შიმშილობა» საპარლამენტო არჩევნების წინ (მათ შორის ბურჯანაძის გადადგომის მოთხოვნით), რომელსაც უკვე არავითარი შედეგი არ მოჰყოლია დავითაშვილის მიერ რამდენიმე კილოგრამის დაკლებისა და მერე სწრაფად «აკრეფის» გარდა.
        ლიდერებს, რომლებსაც არც 13 იანვარს და არც 20 იანვარს არ ეყოთ შნო და პოლიტიკურ ნება, აშკარად ეგონათ, მიშას «საპარლამენტო გადატრიალებას» მოუწყობდნენ, ანუ საპარლამენტო არჩევნებში იმდენივე ხმას მიიღებდნენ, რაც მთელმა ოპოზიციამ მიიღო 5 იანვარს, რაც იმპიჩმენტის თუ არა, სერიოზული საპარლამენტო კრიზისის შექმნის საშაულებას ქმნიდა. მაგრამ ნურას უკაცრავად: იმ ადამიანებმა, ვინც ლიდერებისგან რევოლუციას ითხოვდნენ და პირში ჩალაგამოვლებულნი დატოვეს, არჩევნებში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღეს, - «ნაციონალურმა მოძრაობამ» ყოველგვარი გაყალბების გარეშე ტრიუმფალურად მოიგო პარლამენტი, გრეჩიხა კატასტროფული ანგარიშით დამარცხდა მაჟორიტარულო ოლქში და ამის მერე კარგა ხნით «თვითმფრინავიდან ნასვრევივით» დაიკარგა.

ოპოზიციის შეუკავებლობა

        ოპოზიციის მორიგი ზეასვლა იწყება საქართველოს წინააღმდეგ პუტინის მიერ დიდი ხნით ადრე დაგეგმილი აგრესიის შემდეგ. აქვე უნდა ითქვას, რომ 2007-2008 წლის მოვლენებმა იმ აგრესიის მოახლოებაში დიდი როლი შეასრულა, რაკი პუტინს დაანახა, რომ ქართველებს «ერთი პირი» არა აქვთ, არ არიან ერთსულოვანნი და რუსეთან გარდაუვალი დამარცხება მათ შორის დაპირისპირებას გააძლიერებდა მხოლოდ.
        მაგრამ მან ის ვერ გათვალა, რომ აგრესიის დასრულებისთანავე ხელისუფლების დამხობას არც ქართველი ხალხის უმრავლესობა და არც დასავლეთი მხარს არ დაუჭერდნენ. ამიტომ, ახალი ტალღა 2009 წლის გაზაფხულისთვის გადადეს და რატომღაც საწყისად ქართული ისტორიის საკრალურ თარიღი – 9 აპრილი აირჩიეს.
        დღემდე გაუგებარა ეს რატომ გააკეთეს: უნდოდათ «მათი 9 აპრილი» უფრო მნიშვნელოვან თარიღად შესულიყო მატიანეში, ვიდრე «ნამდვილი 9 აპრილი?» ან იქნებ ახალ ეპოქაში ახალ პრორიტეტებსა და ძველის დავიწყების აუცილებლობაზე მიანიშნებდნენ?!
        ასეა თუ ისე, «ახალი 9 აპრილი» არ შედგა და «ნამდვილს» ვერც ერთი თვალსაზრისით ვერ შეედრება. ფაქტობრივად უკვე ყველას დაავიწყდა კიდეც ეს ახალი თარიღი და მისით დაწყებული კიდევ ერთი ჩაფლავებული ოპოზიციური მოძრაობა. 8 აპრილს ლევან გაჩეჩილაძემ დათო ბაქრაძის სანთლიდან აანთო თავისი სანთელი. E ოპოზიციის მომხრე სიძულვილით დაბრმავებული მასისთვის ეს ისეთივე ჟესტი იყო, როგორც მიშასთვის თავის დაკვრა და ხელის ჩამორთმევა 2007 წელს, სამების ტაძარში.
        იმჯერად «ირაკლი ოქრუაშვილობა» უკვე ნინო ბურჯანაძემ დააპირა. სააკაშვილის გუნდიდან იგი მას შემდეგ წამოვიდა, რაც მიხვდა, რომ მიშა სულაც არ აპირებდა მისთვის ძალაუფლების გადაბარებას 2013 წელს. ამის ნიშანი კი ის გახდა, რომ 2008 წლის «ნაციონალურ» საარჩევნო სიაში ოჯახის მეგობართა ჩასმაზე უარი უთხრეს.
        ბურჯანაძე რომ უნიჭო პოლიტიკოსია, იქედანაც ჩანს, რომ «გუნდში» ყოფნისას (მიუხადავად შორსმიმავალი სამომავლო ზრახვებისა) ბევრი ისეთ განცხადება გააკეთა, რაც მერე წინ დახვდა: მაგალითად, 2008 წლის 20 იანვრის ცნობილი «საინაუგურაციო განცხადება» საქართველოში დემოკრატიის გამარჯვების შესახებ.
        შევადაროთ: 2005-2007 წლებში პატარკაციშვილის «იმედმა» ბევრი ჩხრიკა, მაგრამ სააკაშვილის მიერ არც იუსტიციის მინისტრობისას და არც მინისტრობამდე პრეზიდენტ შევარდნაძის შესახებ ვერც ერთი საქებარი სიტყვა ან რაიმე ასეთი განცხადება ვერ აღმოაჩინა.
        2009 წლის «აგორებისას» ოპოზიციამ სხვა ტაქტიკა აირჩია: მიხვდა, რომ იმდენი ხალხი, რაც რევოლუციისთვის იყო საჭირო, ნამდვილად აღარ გამოვიდოდა. მართლაც, 9 აპრილს ბევრად ნაკლები ხალხი მოვიდა, ვიდრე 2007 წლის 2 ნოემბერს. მაგრამ ეს მასაც საკმარისი იყო გზების გადასაკეტად და ტკბილადმოსაგონარი «ძველბიჭურ მენტალიტეტისათვიის» მახლობელი ე.წ. კარვების აქციის ჩასატარებლად.
        დაიწყო და თვეობით გაიწელა გულისამრევი მარაზმი ფეკალური მასებით აყროლებულ რუსთაველზე და «საკნის ტელე-სხადნიაკებზე» (უმცროსი გრეჩიხას «ფაღარათით»), სადაც ფსევდოინტელექტუალები იკრიბებოდნენ და ქვეყნის გადარჩენაზე მსჯელობდნენ. თუმცა, კვლავ აშკარა იყო, რომ არც რაიმე პროგრამა გააჩნდათ - თუ რას გააკეთებდნენ კონკრეტულად საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში - და არც (ისევ და ისევ) პოლიტიკური ნება.
        ხალხი ამას ხედავდა, გრძნობდა და რაიონებიდან ჩამოყვანილი რამდენიმე ლოთის გარდა იმ კარვებში მალე აღარავინ დარჩა. Lლიდერები კი მაინც ცდილობდნენ გამოცოცხლებას. იმ ტალღასაც ჰქონდა თავისი პიკები. მაგალითად 6 მაისი, როდესაც «უმცროსი გრეჩიხა» პოლიციის სამმართველოს ღობეზე გადაძვრა ან 26 მაისი, როცა «დინამოს» სტადიონი გაავსეს, მერე არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ, სამებისკენ დაიძვრენ და პატრიარქისგან ცივი შხაპი მიიღეს.
        მაგრამ მთლიანობაში იმ პროტესტსაც უღონობა და უიმედობა ეტყობოდა. მთელი ოპოზიციურ ნება იმაში გამოიხატა, რომ გადაკეტეს კოსტავას გამზირი, რათა ხალხი გაემწარებინათ. თუ გამწარებული ხალხი დაარბევდათ, «ნაციონალთა აგენტებად» გამოაცხადებდნენ, ხოლო თუ პოლიცია იხმარდა ძალას, იმედი ჰქონდათ, დასავლეთი ამ შემთხვევაში მაინც გასცემდა «ნებართვას».
        თუმცა არც ერთი მოლოდინი არ გამართლდა: ხელისუფლებამ მოითმინა, ოპოზიციამ «შეჭრა» კვლავ ვერ გაბედა, დასავლეთმა მარაზმს - მარაზმი უწოდა და ივლისის ბოლოს, ბაიდენის ვიზიტისას, «კარვების აქციაც» საბოლოოდ ჩაფლავდა.
        ბურჯანაძე   დღემდე დარწმუნებულია, რომ ის ტალღა ალასანიამ და რესპუბლიკელებმა ჩაშალეს კოსტავას ქუჩაზე გზის გახსნით, თორემ (მისი აზრით) ის გზა რომ არ გახსნილიყო, ხელისუფლება ადრე თუ გვიან ძალას მაინც გამოიყენებდა და ოპოზიციასაც სათქმელი ექნებოდა «დიპკორპუსისთვის».
        დაპირისპირების ეს რაუნდიც მიშამ მოწინააღმდეგეებს პირწმინდად მოუგო, ბურჯანაძემ ვერ «იოქრუაშვილა», მიტინგზე უსტვინეს და მთლიანობაში, ზაფხულის აქციებიდან ხელისუფლება ბევრად ძლიერი გამოვიდა, ხოლო ოპოზიცია – ასჯერ უფრო სუსტი.
        ამას მოჰყვა კიდევ რამდენიმეთვიანი სტაგნაცია, ისევ თვითმფრინავნამუსრევივით დაკარგვა და ბოლოს ჭადრაკის სასახლე - ირაკლი ალასანაის, ზურაბ ნოღაიდელის და ლევან გაჩეჩილაძის მონაწილეობით. დავით გამყრელიძის ფორმულა «ყველა-მინუს ნოღაიდელი» გრეჩიხებმა არ მიიღეს, რადგან რუსეთში WS-ს კუთვნილი ღვინის დაპატიმრებისთვის უფრო მიშაზე არიან ნაწყენნი და მოსკოვურ ვოიაჟებს ექსპრემიერის დიდ ცოდვად ნამდვილად არ თვლიან.
        მაგრამ ირაკლი ალასანიას ინიციატივა ნოღაიდელთან დამეგობრებისა და ერთობლივი კანიდატის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ბოსმა ბერძენიშვილებმა არ მოიწონეს, ალასანია პატარა ბავშვივით დატუქსეს, კავშირი ჩაშალეს, რასაც ალიანსის საბოლოო დაშლაც მოჰყვა.
        ამდენი მარცხის და თავსლაფისსხმის შემდეგ, როდესაც მორიგი ტალღის ასაგორებლად არანაირი რესურსი აღარ დარჩა, ოპოზიციას მართლა ისღა დარჩენოდა, ერთმანეთს დარეოდა და . . . . იქუხა, მაგრამ რა იქუხა: ბადრი ბიწაძემ – ლევან გაჩეჩლაძე ფულის თხოვნაში დაადანაშაულა.
        სხვათა შორის, თუ ყურადღებაით წავიკითხავთ, ფულის აღებას იმდენად არ აბრალებს, რამდენადაც ფულის თხოვნას: ფულს სთხოვდა მიშას შავნაბადაზე რამდენიმე შეხვედრის დროს (მათ შორის ერთი—ერთზე) და ფულს სთხოვდა ბურჯანაძეებსაც «პადვალში» - სახალხო კრების მხარდაჭერის სანაცვლოდ.
        ამის პასუხად, გრეჩიხამ ისღა მოიფიქრა, რომ თავისი ვალების სია გამოაქვეყნა. აქაოდა, «ხომ ხედავთ რამდენი ვალი მაქვს – თუ ფული ავიღე ეს ბინები როგორღა ვერ გამოვისყიდეო». არადა, კაცს ვალი რომ აქვს და მევალეები რომ «აწვებიან», ფულს მაშინ ითხოვს სწორედ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ფულს მისცემენ. მთავარია ითხოვდა თუ არა. და არა ის, მისცეს თუ არა.
        - - - - - - - - - - - -- - - - - - --
        ოპოზიციის «მცირე ისტორიიდან» კი ის დასკვნა გამომდინარეობს, რომ თუ ამ ქვეყანაში ოდესმე ნორმალური ოპოზიციური ძალის არსებობა გვეღირსა (რის გარეშე დემოკრატია წარმოუდგენელია), მან, პირველ რიგში, წარსულის ნაგვისგან და თავსლაფდასხმული პოლიტიკანებისგან გამიჯვნით უნდა დაიწყოს.