საერთაშორისო მიმოხილვა. 7 ოქტომბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 7 ოქტომბერი. 2024 წელი

ნიდერლანდის თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა გუშინ ხარკოვში (!) ყოფნისას განაცხადა, რომ უკრაინამ მიიღო პირველი დიდი პარტია (არ დაუკონკრეტებია რამდენი) იმ 24 ამერიკული თვითმფრინავიდან F16s, რომლის მიწოდების ვალდებულებაც იკისრა ჯერ კიდევ ზაფხულში.

მნიშვნელოვანია ნიდერლანდის თავდაცვის მინისტრის დაზუსტება, რომ უკრაინას შეუძლია ეს სამხედრო თვითმფრინავები გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე ობიექტების გასანადგურებლად“.

რუსეთში ტყუილად ეგონათ, რომ ნიდერლანდი შეარჩენდათ დონბასის თავზე 2014 წელს მათი თვითმფრინავის ჩამოგდებას, რომელიც მალაიზიაში მიფრინავდა.

ასეულობით ნიდერლანდელი დაიღუპა და რუსეთს ბოდიშიც არ მოუხდია - უკრაინამ ჩამოაგდოო იტყუებოდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ «სამარცხვინო» უწოდა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივას (გატყობინებდით) ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტაზე. მოვა დრო და მაკრონს ამ განცხადებისთვის შერცხვებაო“.

დავაზუსტოთ, რომ მაკრონი გულისხმობდა იმ იარაღის მიწოდების შეწყვეტას ისრაელისთვის, რაც კონკრეტულად ღაზაში გამოიყენება.

ასე თქვა ზუსტად, თუმცა ეს სპეკულაციაა: აბა როგორ უნდა გაარჩიო იარაღი, რასაცცახალი“ ღაზაში იყენებს იმ იარაღისგან და იმ ბომბებისგან რასაცჰესბოლლასადა ირანისგან თავდასაცავად ან მათი ტერორისტული თავდასხმების პასუხად იყენებს?

თუმცა ისრაელსა და დასავლური სამყაროს ლიდერებს შორის ამგვარი დაპირისპირებები ბოლო 30-40 წლის განმავლობაში მრავალგზის ყოფილა და ეს განსაკუთრებული პრობლემა არ არის.

შეგახსენებთ, რომ მაგალითად ისრაელის ლეგენდარულმა პრემიერმა, გენერალმა არიელ შარონმა ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და უძველეს ორგანიზაციას, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასსამბლეას ბინძური ზოოპარკი უწოდა იმის გამო, რომ მან მიიღო რეზოლუცია, რომლითაც დაგმო ტერორისტი არაბების სახლების დანგრევა სასჯელის სახით.

ასევე ისრაელის ხელისუფლებამ (ანუ იმავე ნათანიაჰუმ) ქვეყანაში შესვლა აუკრძალა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტიერეშს.

იგი თავიდანვე აკრიტიკებდა ისრაელის ოპერაციას ღაზაში, თუმცა ღაზელი არაბი ტერორისტების 7 ოქტომბრის თავდასხმა ისრაელზე რასაკვირველია ერთმნიშვნელოვნად დაგმო.

ოღონდ კონკრეტული არგუმენტი, რის გამოც ისრაელმა გაეროს გენერალურ მდივანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა (თავისთავად უპრეცედენტო მოვლენაა რასაკვირველია მსოფლიოს ისტორიაში) ეს კი არ გახდა, არამედ გენმდივნის მრავალსაათიანი დუმილი მას შემდეგ, რაც ირანმა რაკეტებით დაარტყა რამდენიმე დღის წინ ისრაელს.

გენმდივანი რამდენიმე საათის განმავლობაში სდუმდა და მხოლოდ მოგვიანებით დაგმო ირანის  თავდასხმა.

მისი თანამშრომლები ცდილობდნენ დუმილი აეხსნათ იმით, რომ იმ დროს, როცა ირანმა 180 ბალისტიკური რაკეტა და ფრთოსანი რაკეტა ესროლა ისრაელს, გუტიერეში ისვენებდა, ეძინა (დროითი სხვაობა ახლო აღმოსავლეთსა და ნიუ იორკს ანუ აშშ აღმოსავლეთ სანაპიროს შორის 7 საათია)....გარდა ამისა, ახალი დაბრუნებული იყო ნიუ იორკში, „ჯეთ ლეკსვერ მოერია და .....

თუმცა ისრაელმა რასაკვირველია არც ერთი ეს ახსნა არ მიიღო.

ამასობაში, დაღუპულ ღაზელთა რიცხვმა 41 000 ადამიანს გადააჭარბა. ლიბანში უკვე 1400 დაიღუპა.

 დასავლეთი მძიმე მდგომარეობაშია. ერთის მხრივ არ შეუძლია არ ირეაგიროს, როდესაც მშვიდობიანი ადამიანები (Civilians) იღუპებიან და არ დაგმოსცახალისქმედება ამ მხრივ ისევე, როგორც დაგმო ტერორისტების ქმედება 7 ოქტომბერს, მაგრამ მეორეს მხრივ, ესორმხრივი დაგმობაისრაელის დიდ უკმაყოფილებას იწვევს, რადგან ისრაელელები ამბობენ: ჩვენ ხომ ჰამასს ვპასუხობდით 7 ოქტომბრის სიმხეცისთვისაო“. ამაზე დასავლური ნარატივია: თქვენ ხომ სახელმწიფო ხართ და არა ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი?! და . და .

ერთი რამ ცხადია, რომ დასავლეთი, პირველ რიგში აშშ, ისრაელის განადგურებას არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებენ!!!

თუ ისრაელს ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება, მის მტრებს სულ ნაცარტუტად აქცევს ამერიკული ფლოტი და ავიაცია.

იმიტომ, რომ როგორც ბევრჯერ ითქვა, დასავლური ცივილიზაცია იუდეა-ქრისტიანული ცივილიზაციაა ანუ ისრაელი დასავლეთისიდენტობისგანუყოფელი ნაწილია.

 

ამერიკა აგრძელებს ისრაელისდარწმუნებას“, რომ ან საერთოდ არ დაარტყას ირანს ან არ შეუტიოს ირანის ბირთვულ ობიექტებს და სანაცვლოდ სთავაზობს დახმარების დიდ პაკეტს.

იგულისხმება ფინანსური დამატება იმ 3 მილიარდ დოლარზე, რომელსაც ისრაელი ყოველწლიურად იღებს ამერიკის ბიუჯეტიდან გრანტის სახით (!) და სწორედ ამ გრანტის წყალობით ისრაელი იზიდავს ინვესტიციებს, ერთ სულზე მთლიანი პროდუქტის ოდენობა კი 55 000 დოლარია.

გარდა ამისა, ამერიკელები ნეთანიაჰუს სთავაზობენ კიდევ უფრო მეტი იარაღის, მეტი Patriot-ის მიწოდებას ირანისგან თავდასაცავად.

ამაზე ისრაელელი პოლიტიკოსები სულ ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ მთავარია ირანის მტრებს არ გაუჩნდეთ ისრაელისშიშნეულობის განცდა.

როგორც ისრაელის ექს-პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ბარაქმა განაცხადა: In our part of the world (ანუ მსოფლიოს ამ ნაწილში, მსოფლიოს ამ რეგიონში) შიშნეულობის დემონსტრირება ატომურ ბომბზე უარესიაო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

The Sunday times აქვეყნებს სენსაციურ მასალას, რომლითაც ამტკიცებს, რომ ირლანდიის პარლამენტის მოქმედი მრავალი მოწვევის წევრი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტია ზედსახელით Кобальт.

სახელი და გვარი არ ქვეყნდება

გაზეთის ცნობით, ესკობალტიჯერ კიდევ 2010 წელს დაავერბოვკეს და განსაკუთრებითა აქტიურობდა რუსეთის დავალებით იმ მომენტში, როცა ბრიტანეთი ატარებდა Brexit რეფერენდუმს.

ანუ ყოველნაირად ცდილობდა ჯერ ბრიტანეთს დაეტოვებინა ევროკავშირი და შემდეგ, რაც მთავარია, ირლანდიას ჰქონოდა მაქსიმალურად რადიკალური, ანტიბრიტანული პოზიცია ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის Post-Brexit მოდალობებზე ხოლო პარიზს, ლონდონსა და ბერლინს შორის მაქსიმალურადდაებუსტაკონფლიქტი.

ეს იყო მთელს იმ პროცესში კრემლის და მისი სპეცსამსახურების სტრატეგია: ჯერ გასულიყო დიდი ბრიტანეთი მაქსიმალური ზიანით (როგორც შიდაპოლიტიკურით ასევე ეკონომიკურით და სოციალურით) ევროკავშირიდან, სადაც ლონდონი 1970-იან წლებში გაწევრიანდა (სხვათა შორის სსაფრანგეთის პრეზიდენტი შარლ დე გოლი წინააღმდეგი იყო და გერმანელებმა ძლივს დაარწმუნეს) ხოლო შემდეგ ისეთი კონფლიქტები დაეპროვოცირებინათ დიდ ევროპულ სახელმწიფოებსა და ინგლისს შორის, რომ ამას მთელი ევროატლანტიკური სოლიდარობა დაეყენებინა ეჭვქვეშ NATO- ჩათვლით.

ბრიტანული გაზეთი ასახელებსდამავერბოვკებელსაც“: ვინმე Сергей Прокопьев, რომელიც ირლანდიაში, დუბლინში, რუსული საელჩოს თანამშრომლად ირიცხებოდა.

ირლანდიიდან 2022 წელს გააძევეს.

აღსანიშნავია, რომ ეს Прокопьев, როგორც The Sunday times აღნიშნავს, არა მხოლოდბრექსიტზეამუშავებდაკობალტს“, არამედ ანტივაქცინურ კამპანიაზეც კოვიდ-პანდემიის დროს.

კობალტსბრალს ვერ წაუყენებენ, რაკი უცნაური ევროპული კანონმდებლობით, ის კი მოქმედებდა, როგორცგავლენის აგენტი„, მაგრამ....საიდუმლო ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდა და საიდუმლო ინფორმაცია კრემლისთვის არ მიუწოდებიაო.

ანუშპიონადჩაითვლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად ირლანდიური არმიის შეიარაღების შესახებ მიაწოდებდა რუსეთს ინფორმაციას.

ეს ისტორია ნიშანდობლივია იმ მხრივ, თუ რუსეთი როგორ ცდილობს დასავლეთშიხლეჩის ხაზთაპოვნას და შემდეგ წინააღმდეგობათა გაღრმავებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

საინტერესო ისტორია ვითარდება ევროპის სანაპიროსთან.

NYT წერს, რომ რუსული წარმომავლობის ამონიუმის ნიტრატით (სოფლის მეურნეობაში იყენებენ სასუქად) დატვირთული გემი მალტის დროშით, ვერ შედის ვერც ერთ ევროპულ პორტში მიუხედავად იმისა, რომ დაზიანებულია და შეკეთებას საჭიროებს.

მიზეზი გახდა ეჭვი, რომ ეს გემიმცურავი ბომბიადა რუსული სპეცსამსახურები მისი მეშვეობით გეგმავენ გრანდიოზულ დივერსიას ევროპაში.

ზოგადად, ამონიუმი ასაფეთქებელ ნივთიერებებშიც გამოიყენება ანუ ეს ვერსია მთლადთითიდან გამოწოვილიარ არის.

შეგახსენებთ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტს: 2020 წელს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში აფეთქდა სწორედაც ამონიუმის ნიტრატით სავსე საწყობი, რამაც ალაქი კინაღამ დაანგრია.

მაშინ იყო ვერსია, რომმოსსადმაააფეთქა

 თუმცა ისრაელელებმა უარყვეს: არაფერში გვჭირდება და საერთოდმოსსადიარასდროს ატარებს ისეთ ოპერაციებს, რის შედეგადაც Civilians შეიძლება მასობრივად დაზარალდნენ და ლიბანთან მაშინ ასე თუ ისე მშვიდობა ჰქონდათ.

თან იმ რაიონშიჰესბოლლასშეიარაღებული დაჯგუფებები მაშინ არ იყო.

ახლა რომ აფეთქებულიყო სხვა არის.

აი რუსეთს კიაქ და ახლასჭირდება ევროპაში დესტაბილიზაცია და ქაოსი.

ეს ისტორია და შესაბამისი ეჭვი ადასტურებს, რა ატმოსფერო (! - უკვე გამოუსწორებადი და შეუქცევადად ნეგატიური-დ.) სუფევს ამჟამად დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში.

ამას რა უნდა ეშველოს? არაფერი რუსეთში ერჟიმის შეცვლის გარდა.