საერთაშორისო მიმოხილვა. 5 ოქტობერი 2021 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 5 ოქტობერი 2021 წელი

Facebook ადმინისტრაციამ, სამშაბათს დილისთვის, დიდი გაჭირვებით მოახერხა აღედგინა თავისი გლობალური სერვისი, მათ შორის  WhatsApp და  Instagram, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში გათიშული იყო.

ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მოულოდნელად წარმოიშვა პრობლემა DNS მისამართებთან და `პროტოკოლთან` დაკავშირებით, ანუ მარტივად თუ ვიტყვით, მომხმარებლებს სხვა სერვერები ვეღარ უსაზღვრავდნენ `გზას`, `მარშრუტს` იმ სერვერებთან მისასვლელად, სადაც განლაგებულია ტიტანური გლობალური კორპორაციის ფეიჯები.

სპეციფიური ენით თუ ვიტყვით, Facebook-მა გაიქრო (რატომღაც)  BGP-კარტა თავისი ASN-ისთვის ანუ როუტერები მომხმარებლებს ვეღარ ეუბნებოდნენ სად დაიკარგა მისამართი.  

ეს რაც შეეხება უშუალო ტექნიკურ მიზეზს, მაგრამ.....აი თვით ეს მიზეზი რამ გამოიწვია, ჯერ არავინ იცის.

ან...იციან და არ ამბობენ.

სპეციალისტების აზრით, მიზეზი შეიძლება ყოფილიყო `ადამიანური ფაქტორი` ან/და ხაკერთა შეტევა. ამერიკულ მედიაში აქტიურად განიხილება რუსული და ჩინური კვალი.

ანუ........ასეულობით მილიონ (!) ადამიანს მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, კომუნიკაციის პრობლემა შეექმნა იმის გამო, რომ ან ხაკერმა, ან უნიჭო თანამშრომელმა, შეცდომით თუ ბოროტი განზრახვით ამოაგდო რამდენიმე DNS პროტოკოლური `ჯაჭვიდან`.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად გლობალიზებულია და მყიფეა თანამედროვე მსოფლიო. თან იმ ვითარებაში, როცა `კომუნიკაცია` უკვე მხოლოდ კომფორტი როდია. ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის სამედიცინო ან ფინანსური ან შრომითი თვალსაზრისით ეს სიკვდილ-სიცოცხლის თემაა.

ყველაზე უცნაური მთელს ამ ისტორიაში მაინც ისაა, რომ ამერიკა, დასავლეთი, რომელმაც შექმნა ეს გენიალური სატელეკომუნიკაცია ინდუსტრია, ტრილიონობით დოლარის ღირებულებისა, ვერა და ვერ ახერხებს მის `დაცვას`. არადა ყველა `ღილაკი` სწორედ ამერიკაშია განლაგებული. ევროპაშიც კი არ არის, არამედ ამერიკაში! ერთი ღილაკის დაჭერით შეუძლიათ გაუთიშონ რუსეთს და ჩინეთს Google, Facebook, Gmail და უამრავი აპლიკაცია.

გარკვეული აზრით და გარკვეულ დონეზე თვით ინტერნეტიც კი, რადგან როგორც ძველ დროს რომში მიდიოდა `ყველა გზა` ახლა ყველა ინტერნეტ-პროტოკოლი ამერიკაში მიდის.

რატომ არ/ვერ აკეთებენ?..........პოლიტიკური ნება!

ამ დროს ვიღაც პროვოკატორმა ფეისბუკის დომენი (Facebook.com) გამოიტანა გასაყიდად.....ჯერ გაურკვეველია ეს მართლა პროვოკაციია თუ რაიმე ბევრად უარესი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ადმინისტრაცია, მათ შორის საგადასახადო ორგანოები ახლა ყურადღებით სწავლობენ ე.წ. `პანდორას დოსიეს` - ოფშორული ანგარიშების შესახებ.

ეს მორიგი საინფორმაციო ბომბია, რომელიც ააფეთქეს ჯორჯ სოროსთან დაკავშირებულმა მედია-რესურსებმა. ირკვევა, რომ ამ ოფშორებში ბევრ გავლენიან პოლიტიკოსს აქვს ანგარიშები. მათ შორის ივანიშვილსაც რასაკვირველია.

წინა ამგვარმა გაჟონვამ (პანამის დოსიე) საკმაოდ სერიოზული დაძაბულობა შექმნა ევროატლანტიკაში.

პანდორას დოსიეს 12 მილიონ ფაილს (!) 600 ამერიკელი და ევროპელი ჟურნალისტი იკვლევს ახლა. სკანდალები ჯერ კიდევ წინაა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გრძელდება ვითარების ესკალაცია ირან-აზერბაიჯანის საზღვარზე. ირანის არმიამ საზღვარზე ბალისტიკური რაკეტები განალაგა, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ მიაღწიონ ბაქოს.

ამავე დროს, ნახჭევანში, ირანის საზღვართან, თურქეთ-აზერბაიჯანის არმიის ერთობლივი წვრთნები დაიწყო.

ნახჭევანი აზერბაიჯანული ანკლავია, რომელიც არ ესაზღვრება თვით აზერბაიჯანს (სომხეთი ჰყოფს მისგან) სამაგიეროდ ესაზღვრება თურქეთს და ირანს.

ეს ყოველივე ხდება საქართველოდან 200 კილომეტრში.

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, თურქეთის ასეთი დონის სამხედრო აქტიურობა სამხრეთ კავკასიაში წარმოუდგენელი იყო. შარშანდელმა ომმა ყარაბაღის გარშემო, რომელშიც თურქეთმა და აზერბაიჯანმა გაიმარჯვეს, ყველაფერი შეცვალა.

იმდენად, რომ სამხრეთ კავკასიაში უკვე ახალი გეოპოლიტიკური კონფიგურაციაა. რუსეთმა ნამდვილად დაკარგა ექსკლუზივი ჩვენს რეგიონში

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთმა დაიწყო `ჩრდილო ნაკადი-2`-ის გაზსადენის შევსება გაზით. ეს არის ორი მილი. ამ ორ მილს 75 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გადატვირთვა შეუძლიათ ერთი დღის განმავლობაში.

პუტინი ევროპას დასცინის და `Газпром`-ის მესვეურთა პირით ეუბნება: დააჩქარეთ NS-2-ს სერტიფიცირების პროცესი გერმანულ რეგულატორში, შემდეგ ევროკავშირის რეგულატორში, თორემ ამ ცივ ზამთარს გაიყინებით თქვე უბედურებოო.

ევროპის გაზსაცავებს პუტინმა სწორედ იმიტომ დააკლო გაზი, რომ ეს პროცესები ხელოვნურად დაეჩქარებინა.

თუ არ დაჩქარდა, ყველა რეგულატორის თანხმობას 6 თვე სჭირდება. ეს მეტისმეტად ბევრია......

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთმა გამოსცადა ჰიპერხმოვანი რაკეტა (ანუ რაკეტა, რომელსაც შეუძლია ხმის სიჩქარეზე ბევრად ьეტი სისწრაფის განვითარება), რომელსაც `ცირკონი` ეწოდება. მისი სისწრაფე საათში 10 700 კილომეტრია. ანუ თითქმის სამი კილომეტრი წამში.

რაკეტის გაშვება მოხდა ჩრდილოეთის ёთეთრი ზღვიდანё, წყალქვეშა ნავიდან.

რუსები ამტკიცებენ, რომ ასეთი რაკეტა მხოლოდ მათ აქვთ. ეს გადაჭარბებაა. სინამდვილეში ამერიკასაც აქვს ამგვარი რაკეტები, ოღონდ მათი სიჩქარე 7-8 000 კილომეტრია საათში. ამერიკელებს ბევრად სწრაფი რაკეტების შექმნაც შეუძლიათ, უბრალოდ ამერიკელი სამხედროები თვლიან, რომ ეს იარაღი ნაკლებად საჭიროა. ამაზე ტრამპი ამბობდა: `ჩვენ იმდენი ფული გვაქვს, თუ მოვინდომეთ, რუსებზე ათჯერ სწრაფ რაკეტებსაც გავაკეთებთო`.

აქ აღსანიშნავია, რომ პუტინისთვის სამხედრო წარმოება სახელმწიფო და პიროვნული პრესტიჟის საკითხია. ანუ საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ ყველაფერი დაინგრა სამხედრო სამრეწველp კომპლექსის გარდა. ყველა ინჟინერი დასავლეთში გარბოდა. მაგრამ პუტინმა მათ ძალიან დიდი ხელფასები დაუნიშნა და შეინარჩუნა.

მისი მიღწევები ამ სფეროში გადაჭარბებულია, მაგრამ ნაწილი რეალურია.

მაგალითად რუსებმა შექმნეს გლობალური რაკეტა ბირთვული ძრავით. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ რაკეტას უდიდესი სისწრაფით შეუძლია იფრინოს დედამიწის გარშემო დიდი ხნის განმავლობაში, რაკი ბირთვული ძრავის რესურსი დიდხნოვანია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთში კიდევ უფრო კატასტროფული ვითარებაა ეპიდემიის მხრივ, ვიდრე საქართველოში. მარტო გუშინ 900 ადამიანი მოკვდა. ინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად  მატულობს. მთავარი მიზეზი იქაც ვაქცინოფობია და მთავრობის უპასუხისმგებლობაა. ამაში ძალიან ვგავართ რუსებს - ერთ მარაზმში არ ვიცხოვრეთ ამდენი ხანი?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ყარაბაღელმა რობერტ კოჩარიანმა განაცხადა, რომ სომხეთში სერიოზულად უნდა განიხილებოდეს რუსეთთან `სამოკავშირეო სახელმწიფოს` შექმნის საკითხი. ფაქტობრივად ლაპარაკია სომხეთის შესვლაზე `რუსეთ-ბელორუსის` სამოკავშირეო სახელმწიფოში.

ეს თემა საქართველოსათვის სახიფათოა, რადგან სომხეთს არა აქვს რუსეთთან საზღვარი (განსხვავებით ბელორუსისგან) და სომხეთი რუსეთს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიით უკავშირდება.

გარდა ამისა, სომხეთის შესვლა რუსეთ-ბელორუსის კავშირში რუსეთის სამხედრო `ყოფნის` გაძლიერებას შეუწყობს ხელს ჩვენს რეგიონში. ბელორუსთან ბევრი უთანხმოება კი აქვთ რუსებს, მაგრამ სამხედრო ალიანსის მხრივ  ბელორუსი მათი მოკავშირეა და სამხედრო აქციებს ერთობლივად ატარებენ.

ასე იქნება სომხეთის შემთხვევაშიც.