საერთაშორისო მიმოხილვა. 5 აგვისტო 2022 წელი
რუსულ მედიაში სრული ისტერიკაა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიდებარე ტერიტორიის დაბომბვის გამო.
რუსები ამტკიცებენ, თითქოს დაბომბვა განახორციელა უკრაინის არმიამ ამერიკული HIMARS სისტემებიდან.
დაბეჯითებით ეს არავინ იცის
როგორც ცნობილია, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ამჟამად მთლიანად რუსული ჯარი აკონტროლებს.
რუსები აცხადებენ, რომ უკრაინა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს თუ ააფეთქებს ახლა HIMARS ამერიკული რაკეტებით, ევროპაში ჩერნობილის 1986 წლის კატასტროფაზე ბევრად უარესი კატასტროფისთვის პასუხისმგებლობა ამერიკას დაეკისრებაო.
თითქოსდა ჩვეულებრივი რუსული პროპაგანდაა, მაგრამ იგი, სამწუხაროდ ბევრმა `სასარგებლო იდიოტმა` აიტაცა დასავლეთში.
რუსული პროპაგანდა იმიტომ `მუშაობს` და ხშირად შედეგიანიც იმიტომაა, რომ უბრალო ადამიანურ სისუსტეებს, ამთ შორის შიშებს იყენებს.
მათ შორის საქართველოშიც.
დიმიტრი მედვედევის მორიგი ფაშისტური განცხადება. უკიდეგანოდ თავხედური თან.
გუშინ მედვედევმა დააკომენტარა პერზიდენტ ზელენსკის მიერ უკრაინის უმაღლეს რადაში შეტანილი კანონპროექტი, რომლის ტანახმად რუსეთი მთელი ქონება უკრაინის ტეროტორიაზე, კონფისკებული იქნება, რუსეთს ჩამოერთმევა და უკრაინის სახელმწიფოს გადაეცემა იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რაც რუსეთმა მიაყენა უკრაინას.
მედვედევი კი წერს: `ეგენი ქაღალდზე გვართმევენ რაღაცას, ჩვენი შეიარაღებული ძალები კი რეალურად, `მიწაზე` (On the graund) ართემვენო უკრაინას ქონებას`.
ანუ ემდვედევი გულისხმობს, რომ რუსულმა არმიამ უკვე წაართვა უკრაინას რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარის ქონება დოინეცკში, ლუგანსკში, მარიუუპოლში, შავმიწანიადაგიანი რეგიონების მოსავალი, პორტები, უნიკალური ინდუსტრია აღმოსავლეთ უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური (უდიდესია ევროპაში) და ა.შ და ა.შ.
ანუ, მედვედევი უკრაინელებს ეუბნება თავხედურად: `წერეთ და იკითხეთ, ჩვენი არმია კი რეალურად გაგანადგურებთ და ყველაფერს წაგართმევთ, მათ შორის სახელმწიფოსაცო`.
ისრაელი ინტენსიურად ბომბავს ღაზას სექტორს, სადაც არაბები ცხოვრობენ.
ღაზას სექტორი არის პალესტინური ავტონომიის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც აქვს ავტონომია იმ აზრით, რომ თვით ღაზას სექტორში ისრაელის არმია ან პოლიცია არ არის, თუმცა მის გარე საზღვარს ეგვიპტესთან და საზღვაო აკვატორიას მთლიანად ისაელი აკონტროლებს.
პალეტინელი არაბები ღაზას სექტორიდან ხშირად ესვრიან რაკეტებს სახელად `კასამ` ებრაულ დასახლებებს, რომლებიც მახლობლად მდებარეობს.
ახლაც დაიწყეს სროლა, თუმცა რაკეტების დიდი ნაწილი ჰაერშივე გაანადგურა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, რომელსაც ეწოდება `რკინის გუმბათი`. ვერც ერთმა `კასამმა` ებრაულ დასახლებებამდე ვერ მიაღწია.
მაგრამ ისრაელის პრინციპული პოზიციაა, უკვე მრავალი ათეული წელია, რომ ებრაელებს, რომლებიც სამხრეთ ისრაელში სახდებიან,მ არ უნდა ეშინოდეთ იქ დასახლებისა, იმის მიუეხდავადმ, კონკრეტული შეტევისას `არაბული რაკეტები` მიაღწევენ მათ სახლებამდე თუ ცერა.
ამიტომ ასეთ დაბომბვებს ისრაელი მუდამ პასუხობს უძლიერესი საჰაერო დარტყმებით.
ამჯერადაც ისრაელმა როგორც ყოველთვის საჰაერო დარტყმები განახორციელა გაზას სექტორზე, რის შედეგადაც, სამწუხაროდ, 25 მშვიდობიანი არაბი დაიღუპა. მათ შორის ბავშვები
ირკვევა, რომ სოჭში ბოლო შეხვედრაზე პუტინთან, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა მას შესთავაზა ვლადიმერ ზელენსკისთან სტამბულში შეხვედრის ორგანიზება. არაოფიციალური ცნობით, პუტინი დაეთანხმა იმ პირობით, თუ ეს არ იქნება `შეხვედრა - შეხვედრისთვის` და ხელი მოეწერება კონკრეტულ შეთანხმებას `ცეცხლის შეწყვეტის` შესახებ. პუტინს ნამდვიალდ სჭირდება ახლა მცირე ხნით დასვენება. არმიაც გამოიფიტა. მერე კიდევ უფრო აგრესიუალდ გააგრძელებს შეტევას, მაგრამ ახლა მიIღი პროგრამა - მინიმუმი ანუ სახმელეთო გასასვლელი ყირიმზე და უკრაინის მოწყვეტა შავი ზღვიდან.
ფაქტიურად უკრაინამ უკვე დაკარგა, სამწუხაროდ, ზღვაზე გასასვლელი, რადგან მართალია რსუებმა ოდესაქ ვერ აიღეს, მაგრამ რუსულმა ფლოტმა მთლიანად დაბლოკა ყველა პორტი (ოდესის ჩათვლით) და მოსკოვის ნებართვის გარეშე ვერც ერთი გემი უკრაინის სანაპირზე ვერც შედის და ვერც გამოდის ამ პორტებიდან. მაგალითია ხორბლით დატვირთული გემების გამოსვლა.
დათანხმდება ამგვარ `ცეცხლის შეწყვეტას` ზელენსკი? საეჭვოა, რადგან მისი შეიარაღება დასავლეთის მეშვეობით მხოლოდ ძლიერდება, ხოლო უკრაინელთა საბრძოლო სულისკევთება მატულობს. რუსეთისგან განსხვავებით უკრაინას არ ეშინია მობილიზაციის გამოცხადებისა - დანაკარგის ასანაზღაურება;დ.
სხვათა შორის, ერდოღანი რომ სულ უფრო და უფრო დიდი როლის შესრულებას ცდილობს, აქაა პასუხი კითხვაზე, რატომ არ ერევა რუსეთი აქტიურად მთკიანი ყარაბაღის კონფლიქტში სომეხთის მხარეს და რატომ აცლის აზერბაიჯანის არმიას, სულ ახალი და ახალი დარტყმები მიაყენოს სომეხთს.
ბოლო დღეებშივ აზერბაიჯანმა კიდევ დამატებითა ხალი სტრატეგიული სიმაღლეები დაიკავა მთიანი ყარაბაღის გარშემო.
მოსკოვი კი პასუხად დუმს, რაც უკმაყოფილებას და ზოგჯერ ისტერიას იწვევს სომეხთში.
მოსკოვი ამ ყველაფერს ითმენს იმიტომ, რომ ძალიან სჭირდება თურქეთი მანევრისათვის უკრაინის ქეისში.
თურქეთი კი აზერბაიჯანის მოკავშირეა. აზერბაიჯანს თურქეთში აღიქვამენ `მეორე თურქეთად`, `უმცროს სისხლისმიერ ძმად`.
შესაბამისად, რუსეთის ნებისმიერი აქცია აზერბაიჯანის წინააღმდეგ აუცილებლად გამოიწვევს ერდოღანის განრისხებას და ის აღარ გამოვა პუიტინისთVის სასარგებლო ინიციატივებით ზუსტად იმ მომენტში, როდესაც რუსეთს ყველაზე მეტად სჭირდება.
ძალიან მნიშვნელოვანი და საშიში რამ მოხდა გაეროში: ამ ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ ღია წერილით მიმართა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს, რომელმაც 1945 წლის 6 აგვისტოს ამერიკის მიერ იაპონურ ქალაქ ხიროსიმას ატომური დაბომბვის მორიგ წლისთავზე მთელს მსოფლიოს მოუწოდა უარი თქვან ატომურ იარაღზე და დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინსი წინააღდმეგ.
ახლა დავაკვირდეთ რა პრეტენზიას უყენებს გაეროს გენმდივანს რუსი დიპლომატი: `რატომ არ ახსენეთ, რომ სწორედ ამერიკამ დაბომბა პირველად `მშვიდობიანი მოსახლეობა` ატომური ბომბითო`.
ათასპროცენტიანი დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი პრეტენზია (თუ დიპლომატიური ენიდან გადმოვთარგმნით) ნიშნავს შემდეგს: 1945 წლის 6 აგვისტოს ამერ5იკამ შექმნა პრეცედენტი, როდესაც დაბომბა იაპონია ატომური იარაღითო. ამერიკამ პირველმა გამოიყენაო ატომური იარაღი. ამიტომ რაკი პრეცედენტი შექმნილია, ჩვენ თუ დაგვიჭირდა, ჩვენც გამოვიყენებთ ატრომურ იარაღს ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად და განსახურციელებლად - უკრაინის წინააღმდეგ.`
ყველამ სწორედ ასე გაიგო და მუქარად აღიქვა. თუმცა პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ `გამჭვირვალე ქარაგმა იყო`.
`კოსოვოს პრეცედენტიც` ხომ გამოიყენეს ე.წ. `სამხრეთ ოსეთის` აღიარებისთვის?