საერთაშორისო მიმოხილვა. 21 ოქტომბერი. 2021 წელი.
აფხაზეთის პრეზიდენტმა ბჟანიამ `კრიპტო-ტექნოპარკი` გახსნა, სადაც მაინერებს შეეძლებათ ლეგალურად იმუშავონ და მოიპოვინ კრიპტოვალუტა. ადრე პრობლემა ის იყო, რომ აღრიცხვა არ ხდებოდა. ახლა, ბჯანიას მოკოვში ვიზიტის შემდეგ ეს პრობლემაც გადაუწყვეტიათ, რაკი რუსეთში უთხრეს: რა გენაღვლებათ, ჩვენ მოგაწვდით ელექტროენერგიას თუ ენგურჰესი გაჩერდება: საფასურს ხომ მაინც საქართველოს გადაიხდისო.
ამასობაში ბიტკოინის ფასმა მსოფლიო ბაზარზე უპრეცედენტო ფასს მიაღწია: 66 000$.
ზემოგება აინტერესებს მაინერებს მთელი მსოფლიოდან. მათ შორის ამერიკიდან და ევროპიდან. ანუ ეს `მაინინგ ცხელება` აფხაზეთის ე.წ. `დამოუკიდებლობის` გლობალური პრომოუტირების ერთ-ერთი წყარო ხდება. სამწუხაროდ, ჩვენივე დაფინანსებით......
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკის სენატის საგარეო საქმეტა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა თეთრ სახლს შემოიღოს მძიმე საქნციები ბელორუსის წინააღმდეგ. დოკუმენტში არის განცხადება, რომ ამერიკა `არ უნდა სცნობდეს ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად`. ეს ფაქტიურად, ბელორუსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ნიშნავს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის `ნაფტოგაზი` აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის უარი თქვას რუსულ ბუნებრივ აირზე, ოღონდ ამისთვის 5 წელი იქნება საჭირო. ეს არის პირდაპირი გზავნილი პუტინს, რომ უკრაინა ემზადება რუსეთის მთავარი `ბორკილისაგან` გასათავისუფლებლად. შესაბამისად, დამკვირვებელთა აზრით, პუტინი შეეცდება ეს არ დაუშვას და....`მოასწროს უკრაინის განადგურება მანამ, სანამ......ამით აიხსნება სწორედ ის, რომ პუტინი სულ უფრო აგრესიუალდ აშანტაჟებს გაზით ევროპას.
ბოლო ცნობებით, უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს დიდ ბრიტანეთთან, მოკლე სიშორის საზღვაო და სახმელეთო ბალისტიკური რაკეტების შესყიდვის თაობაზე. საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ამგვარი მოლაპარაკებების ფაქტიც კი თავისთავად მნიშვნელოვანია.
უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთმა თანაშემწემ, არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინის არმია დღეს ერთ-ერთი უძლიერესია (უკვე) NATO-ში. ალბათ ამერიკაზე და გერმანიაზე ან თუქრეთის თუ ბრიტანეთის არმიაზე უფრო ძლიერი არ არის, თუმცა დიდად არ აჭარბებს. 2014 წლის რუსული აგრესიის შემდეგ, უკრაინის ყველა პრეზიდენტი არმიას უდიდეს ყურადღებას უთმობდა
. . . . . . . . . . . . . . . . .
მნიშვნელოვანი და საქართველოსათვის სასარგებლო ცვლილებებია ჩეხეთში. ოქტომბრის დასაწყისში ჩატარებული არჩევნების შედეგად, ხელისუფლებაში მოვიდა 5 ლიბერალური პარტიის კოალიცია. ეს კოალიცია აცხადებს, რომ გადახედავს გამკაცრების მიმართულებით ურთიერთობას მოსკოვთან, აუკრძალავს რუსულ კომპანიებს ჩეხეთში უძრავ-მოძრავი ქონებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტთა შესყიდვას და ორიენტაცია ექნება გერმანიაზე, ასევე მთლიანად ევროკავშირზე.
მოსკოვი ბოლო წლებია ცდილობდა ექცია ჩეხეთი მორიგ `სუსტ რგოლად`ევროპაში და NATO-ში. იყენებდა ამ მიზნით პრეზიდენტ ზემანს. როგორც სცანს, ეს მცდელობებიც წარუმატებლად სრულდება.
კოალიციაში სახელწოდებით `ერთად` შედიან მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია და ქრისტიანულ-დემოკრატიული მიმართულების პარტიები.
ეს პარტიები მოითხოვენ, რომ ჩეხეთის პრეზიდენტი ზემანი, მოსკოვთან მისი საეჭვო `ფლირტის` გამო ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე.
. . . . . . . . . . . . . . . . .
NATO ატარებს ზესაიდუმლო სამხედრო სწავლებებს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების რეპეტიციით. ამ სწავლებებში სახელწოდებით `შუადღე` მონაწილეობენ ასევე ალიანსის წევრი არაბირთვული სახელმწიფოები. ამგვარი სწავლებების გამართვა იმას ნიშნავს, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამხედრო ელიტები ბევრად რეალისტები არიან, ბევრად უკეთ იციან ვისტან აქვთ საქმე რუსეთის სახით, ვიდრე პოლიტიკური ელიტები
. . . . . . . . . . . . . . . . .
სირიაში ამერიკულ სამხედრო ბაზას თავს დაესხა 5 საბრძოლო უპილოტო თვითმფრინავი. მსხვერპლი არ არის, მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ ამერიკულ ბაზაზე თავდასხმა გაბედეს, უკვე მნიშვნელოვანია. მაღალი ალბათობით, ეს თავდასხმა განახორციელა ირანის ჯარმა, რომლის ქვედანაყოფები დისლოცირებულია სირიაში და ბაშარ ალ ასადის რეჟიმს უჭერენ მხარს. ამით ირანი ცდილობდა სამაგიერო გადაეხადა ამერიკისათვის იმის გამო, რომ 2 დღის წინ ისრაელმა (!) დაბომბა ირანის პოზიციები სირიაში.
ანუ სირიაში გრძელდება ურთულესი `საჭადრაკო პარტია` ერთდროულად რამდენიმე დაფაზე, რომლის მონაწილეები არიან აშშ, რუსეთი, ირანი, თურქეთი (!) ისრაელი და საუდის არაბეთი. ყველას თავისი ინტერესები აქვს. ამიტომ ეს ქვეყანა მუდმივი სამოქალაქო ომისთვის და ხლეჩისთვისაა განწირული. საქართველოსთVის კი მნიშვნელოვანი ისაა, რომ აბშარ ალ ასადმა სცნო აფხაზეთის ე.წ. `დამოუკიდებლობა`
. . . . . . . . . . . . . . . . .
კვლავ იძაბება ურთიერთობა თურქეთსა და რუსეთს შორის. დღეს დილით, თურქეთის სპეცსამსახურებმა დააპატიმრეს რუსეთის 4 მოქალაქე, ასევე უკრაინის და უზბეკეთის მოქალაქეები, რომლებიც იარაღს ყიდულობდნენ თურქეთში და ემზადებოდნენ თურქეთში მცხოვრები ჩეჩნური წინააღმდეგობის ლიდერთა ლიკვიდაციისათვის.
დაპატიმრებულნი არიან Абдула Абдулаев, Равшан Ахмедов, Беслан Расаев и Асланбек Абдулмуслимов, ასევე უკრაინის მოქალაქე Игорь Ефрим და უზბეკეთის მოქალაქე Амир Юсупов.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს `უკრაინელი` და `უზბეკი` ასევე რუსეთის სპეცსამსახურთა აგენტები არიან.
უმრავლესობა ეთნიკურად ჩეჩენია.
მოსკოვი ასეთი სპეცსოპერაციებისათვის (თუმცა არა ყოველთვის) იყენებს ჩეჩნეთის დიქტატორს, რამზან კადიროვს.
ამგვარ გადაწყვეტილებას თურქეთში ერდოღანის გარეშე ვერავინ მიიღებდა.
მოსალოდნელია, რომ ეს კონფლიქტი გამწვავდება. მით უმეტეს, თუკი დაპატიმრებულები `ალაპარაკდებიან`. ხოლო თურქეთის ციხეში მათი `ალაპარაკების` შანსი ბევრად მეტია, ვიდრე იმ ევროპულ ქვეყნებში, სადაც ხშირად დაუპატიმრებიათ იგივე კადიროვის მიგზავნილი მკვლელები, თუმცა დუმილს ინარჩუნებენ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი და სამაგალითოა, რომ ფანტასტიურ წარმატებებს აღწევს ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეობით სამხრეთ კორეა. აღარაფერს ვამბობ `სამსუნგზე`, მანქანათმშენებლობაზე, უდიდეს საოკეანო ტანკერებზე, კინოხელოვნებაზე, რაც ჰოლივუდმა აღიარა და დღეს კი (21 ოქტომბერს) იგეგმება პირველი სამხრეთ კორეული კოსმოსური რაკეტის გაშვება სახელად `ნური`. ამ რაკეტას ორბიტაზე ხელოვნური ტანამგზავრის გაყვანის უნარიც კი ექნება.