დავით გარეჯი, მიშა, „ოცნება“ და პიროვნული ამბიციით გაბერილი პროვოკატორები.
„ღარიბაშვილის ქეისი“ მრავალმხრივ ინტრიგანულად განვითარდა ბევრად მნიშვნელოვან, ბევრად არსებით „დავით გარეჯის“ თემაში და სრულიად ცხადია, რომ სწორედ ეს თემა ხდება უკვე დომინანტური.
„კატალიზატორი“ „სათქმელი“ თუ „თრიგერი“ იმ ვიღაც საბრალო ღვთისშვილის სუიციდია.
ოღონდ ვისაც ქვეყნის ბედი აღელვებს, ვინც გონიერი პატრიოტია, აქ აუცილებლად უნდა გააკეთოს Zoom Out, შეხედოს „დიდ სურათს“ და უეჭველად დაინახავს, რომ „დავით გარეჯი“ არ არის, არც უნდა იყოს უბადრუკი ქართული შიდაპოლიტიკური ინტრიგების შემდგომი ხლართვისა და „კროსვორდების ამოხსნის“ ან თუნდაც საარჩევნო (2020წ) თემა.
სინამდვილეში „დავით გარეჯი“ საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორთან, აზერბაიჯანთან (და/ანუ თურქეთთან) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობის თემაა!!
დააკვირდით: ის ხალხი, ვინც „დავით გარეჯის“ საკითხზე ბევრს ლაპარაკობს ბოლო დღეებში, ყველაფერზე ლაპარაკობს, ათას კონსპირაციას აგებს, ათას ჭორ/მართალს ზელს, ავრცელებს ბინძურ ტყუილს თითქოს კობახიძის მთავრობამ საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციას მოაწერა ფარულად ხელი აზერბაიჯანთან და ა.შ და ა.შ........ მაგრამ იმაზე არაფერს ამბობს (ვითომ არ იციან), რომ „დავით გარეჯის“ საკითხი სტრატეგიულად სწორედაც „საქართველო-აზერბაიჯანის“ ურთიერთობის თემაა და მის „წრფივ“, ესოდენ სწორხაზოვან განვითარებას საქართველო ადრეც მიჰყავდა და ახლაც უეჭველად მიჰყავს აზერბაიჯანთან (და ანუ თურქეთთან) სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ჩაოხრებამდე!
შესაძლოა (სულაც არ არის გამორიცხული), კიდევ უარესამდეც.
თითქოს პრობლემები აკლია ამ უბედურ, უსუსურ, დანაწევრებულ, ოკუპირებულ და უმოკავშირეო ქვეყანას!
იმავე Zoom Out-ით, „დავით გარეჯის“ საკითხში, დიიიიიიიიიახაც, აბსოლუტურად სწორი, მიზანშეწონილი, ფრთხილი, რეალისტური, პრაგმატული პოზიცია ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას 2006 წელსაც და აქვს 2026 წელსაც!
და სწორედ ეს იდიოტი რადიკალ/პროვოკატორები რომ არ ჩარეულიყვნენ ამ თემაში 2006 წლიდან (სამწუხაროდ, მაშინაც, საპატრიარქოს გარკვეულ ფანატიკურ ძალთა მხარდაჭერით), მიშას ძალიან ჭკვიანურად და გონივრულად ანუ სახელმწიფოებრივად ჰქონდა „სტატუს-კვო“ „დალაგებული“ ალიევთან:
ქართველი მომლოცველებიც, მღვდლებიც და ექსკურსანტებიც თავისუფლად გადადიოდნენ „დავით გარეჯის“ სამონასტრო კომპლექსის იმ მცირე ნაწილში, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ვითარება „დავით გარეჯში“ 2006 წლის შემდეგ თანდათან გამწვავდა და კულმინაციას 2011/12 წლისთვის მიაღწია - პიროვნული ამბიციებით ბაყაყივით გაბერილ, შეურაცხად რადიკალთა ჩარევის შედეგად, რომლებმაც იმდროინდელი „სტატუს-კვოს“ დარღვევა სცადეს უდროოდ და უადგილოდ თავიანთი ქმედებებით თუ პროვოკაციული განცხადებებით.
შემდეგ იყო ტუტრუცუნა სალომე ზურაბიშვილის გრანდიოზული პროვოკაცია საზღვარზე, რომელმაც „ბირთვული“ რეაქცია გამოიწვია ბაქოში, ვითარება კიდევ უფრო დაძაბა და მიშას მიერ 2011/12 წლამდე აზერბაიჯანთან გონივრულად დალაგებული „სტატუს-კვო“ საბოლოოდ ჩამოანგრია.
ამჟამინდელი ხელისუფლება, ივანიშვილი/კობახიძე, დღეს (განსხვავებით 2020 წლისგან, პრემიერ გახარია/თავდაცვის მინისტრ „კარტოგრაფ“ ღარიბაშვილისგან, „გარეჯი საქართველოსგან“ და ე.წ. „კარტოგრაფების საქმისგან“ რისგანაც ქვეყნის სასიკეთო არაფერი გამოვიდა და ვერც გამოვიდოდა-დ.) რაღაც „სტატუს-კვოს“ დალაგებას ცდილობს ალიევთან (ახალი მოცემულობების გათვალისწინებით) და.......ამჟამად ასევე იქცევა აბსოლუტურად სწორად, სახელმწიფოებრივად, როგორც მიშა იქცეოდა 2006 წელს.
გარწმუნებთ, ყველა შეხვედრის დროს (ოღონდ დახურულ კარს მიღმა!) ალიევიც და აზერბაიჯანის სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლებიც არააგრესიულად, თუმცა მკაფიოდ მუდამ აფრთხილებდნენ და აფრთხილებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას სტატუს-კვო.
ოღონდ ამას ვეეეეეერაფრის დიდებით ვერ შეაგნებინებ იმ ხალხს ვისაც ვერასდროს, ვერც ერთ ეპოქაში ვერ აუხსნიდი, რომ........ „პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა!!“
ამ გენიალური გამონათქვამის საზრისს ისინი ვერანაირად ვერ აღიქვამენ.
და.......ოშკი, იშხანი, შატბერდი, ხანძთა, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე (!) მდებარეობს, ნამდვილად ქართული ძეგლებია. ოღონდ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარენი.
ისევე, როგორც ნაწილობრივ (ხაზს ვუსვამ: მხოლოდ მცირედ ნ ა წ ი ლ ო ბ რ ი ვ) „დავით-გარეჯი“ - ქართული კულტურის, ისტორიის და დედა-ეკლესიის მარგალიტი.
8 სექტემბერი 2026 წელი