საერთაშორისო მომოხილვა. 24 ივლისი. 2022 წელი
გაუგონარი რამ ჩაიდინა პუტინმა. მართლა გაუგონარი, თუმცა მან უკვე დიდი ხანია გადაკვეთა წითელი ხაზები და ალბათ მაინც გასაკვირიც არაფერია:
სტამბულში ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთს, გაეროს, თურქეთს და უკრაინას შორის, რომ რუსეთი ოდესის და ნიკოლაევის ასევე ილიჩოვსკის უკრაინული პორტებიდან გამოუშვებდა და გამოატარებდა ათეულობით ხორბლით დატვირთულ გემს. ასევე ხელს არ შეუშლიდა ახალი გემების დატვირთვას ხორბლით და მათ გამოტარებას.
სანაცვლოდ, დასავლეთმა შეამსუბუქა სანქციები: კერძოდ, რუსეთსაც ნება დაერთო, გაიტანოს თავისი ხორბალი მსოფლიო ბაზარზე. ასევე გაიტანოს მსოფლიო ბაზარზე რუსული სასუქები.
ეს დიდი შეთანხმება შედგა აფრიკის ქვეყნების შიმშილით სიკვდილისაგან გადარჩენის` პროგრამის ფარგლებში. იმიტომ, რომ უკრაინის პორტებში ხორბლით დატვირთული გემების ბლოკირებით, ასევე გემების იქ არ შეშვებით და არგამოტარებით 17 მილიონ ადამიანს აფრიკაში შიმშილით სიკვდილი დაემუქრა.
ევროპელები შიმშილით არ მოკვდებოდნენ რასაკვირველია ამის გამო, არც ამერიკელები, შესაძლოა პურ-ფუნთუშეულობა გაძვირებულიყო მცირედ, მაგრამ 17 მილიონი აფრიკელი შიმშილით დაიხოცებოდა, ამიტომ დასავლეთი ამ კომპრომისზე წავიდა.
დიდი ზარ-ზეიმით მოაწერეს ხელი და......გუშინ, სულ 1 დღე იყო გასული, რუსეთმა უსასტიკესად დაბომბა ოდესა! ანუ ზუსტად ის პორტი, სადაც ხორბლით დატვირთული გემებია ბლოკირებული რუსული ფლოტის მიერ და სადაც ახალი გემები უნდა შესულიყვნენ რათა ხორბლით დატვირთულიყვნენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა, გაეკეთებინა შემდეგი განცხადება, რომელსაც ფორმის მიუხედავად უბრალოდ ვერ შეედავები: `ამ დაბომბვით, რუსეთმა პირდაპირ სახეში შეაფურთხა გაერთიანებულ ერების ორგანიზაციას, და მის გენერალურ მდივანსო`.
სახეში შეფურთხებაა აბა რა არის?
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ხომ სპეციალურად ჩავიდა ხელმოწერის ცერემონიალზე სტამბულში და ერთ-ერთი გარანტორი იყო ხელმოწერისა?!
რუსეთმა ოდესის პორტს `კალიბრის` ფრთოსანი რაკეტები ესროლა. ორი ჩამოაგდეს უკრაინელებმა, ორმა მიაღწია მიზანს.
აბსოლუტურად გაუგებარია დღემდე, რა მიზანს ისახავდა რუსეთი ამ დაბომბვით: აღარ ასრულებს სტამბულის შეთანხმებას? მაინც შეასრულებს? და როგორ თუკი ბომბავს?
სხვათა შორის რუსეთის მხრიდან შეთანხმებას თავდაცვის მინისტრი შოიგუ აწერს ხელს.
რუსეთი ამ დაბომბვის გამო დიდხანს უტიფრად დუმდა. გუშინ საღამოს აშშ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაგმო დაბომბვა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკიდეგანო უტიფრობით განაცხადა: `რუსეთს მაგ დაბომბვასთან საერთო არაფერი აქვს - რუსეთს არ დაუბომბავსო`.
აბა ვინ დაბომბა? თვითონ უკრაინამ დაიბომბა თავი? თურქეთმა დაბომბა? ამერიკამ დაბომბა?
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა თქვა დღეს დილით: `სპეციალურად დავურეკე შოიგუს, ვკითხე და მან დაიფიცა, ჩვენ არ დაგვიბომბავსო`.
აბსოლუტურად აზრი არა აქვს დისკუსიას შეშლილ დათვთან.
დაბომბვის შედეგად ხორბლის საცავები არ დაზიანებულა. ანუ არ არის გამორიცხული, ამ დაბომბვამ სტამბულის შეთანხმების აღსრულება კი არ ჩაშალოს არამედ 2 კვირით გადადოს, სანამ სიტუაცია არ გაირკვევა. ანუ მოსკოვმა `დამაშინებელი` აქცია განახორციელა თუ ასეა.
. . . . . . . . . . . . . .
რუსეთის საგარეო საქემთა სამინისტროს სფოუქსპერსონმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მსოფლიო სახელმწიფოთა ლიდერები ერიდებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ფოტოგრაფირებას და მისი თქმით ეს არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინტრიგათა შედეგი: `ამერიკა სთხოვსო ყველა ქვეყანას, ლავროვს ხელი არ ჩამოართვათ და მასთან ფოტო არ გადაიღოთო`.
ეს არის არაადეკვატურობის პიკი.
. . . . . . . . . . . . . .
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა დასავლეთისგან იღებს ფრთოსან რაკეტებს და ზალპური ცეცხლის დანადგარებს იმ პირობით, რომ ამ რაკეტებს არ გამოიყენებს რუსეთის ტერიტორიის (იგულისხმება ყირიმიც) ტერიტორიაზე.
რეზნიკოვის თქმით, თუ უკრაინის არმია მიიღებს დასავლეთისგან საბრძოლო თვითმფრინავებს, უკრაინა ომს მოიგებს წლის ბოლომდე და ახალი წლისთვის კონტროლს დაამყარებს მთელს ტერიტორიაზე დონბასისა და ყირიმის ჩათვლით: `ჩვენ გავალთ 1991 წლის საზღვრებზე. წერტილი` - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
ეს განცხადება უკრაინის ხელისუფოლების საბრძოლო განწყობას ადასტურებს უდავოდ.
. . . . . . . . . . . . . .
Philip Morris რუსეთს ტოვებს. ეს სანქციების ნაწილია. ანუ რუსები რჩებიან ისეთი ბრენდების გარეშე, როგორიცაა Marlboro, Chesterfield, Parliament,
. . . . . . . . . . . . . .
სექტემბრის პირველ დეკადაში ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება.
`კონსერვატიული პარტია` აირჩევს ყრილობაზე.
ორი ძირითადი კანდიდატია: ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ფერადკანიანი რაში სუნაკი.
ლიზ ტრასი სჯობს ჩვენთვის, რადგან რადიკალურია უფრო რუსეთის მიმართ.
. . . . . . . . . . . . . .
დიპლომატიური სკადალი წარმოიშვა პოლონეთსა და გერმანიას შორის უკრაინისთვის ტანკების ვერმიწოდების გამო: ჯერ პოლონეთის პრეზიდენტმა (დავოსის ფორუმზე) ახლა კი უკრაინის `საგარეომ` ბერლინი (გფრ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბერბოკი) დაადანაშაულა , რომ გერმანია არ ასრულებს პირობას `ტანკების გაცვლის` და გადამისამართების თაობაზე.
ამ გარიგების არსი ის იყო, რომ პოლონეთი უკრაინას მიაწვდიდა საბჭოთა წარმოების Т-72 ტანკებს და სანაცვლოდ გერმანიისგან მიიღებდა გერმანული ინდუსტრიული გენიის შედევრს: გერმანულ ტანკს Leopard-2. ეს უახლესი ტანკი ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო ტანკად ითვლება უკვე.
მაგრამ გერმანიის არმიის (ბუნდესვერის) გენერალური შტაბი ამგვარ გარიგებას შეეწინააღმდეგა: ეს ტანკები ჯერ ჩვენც კი ცოტა გვაქვს და სხვას ვერ მივცემთო.
მართლაც ცოტაა ჯერ გამოშვებული: სულ რამდენიმე ათეული ცალი. ამიტომ ბუნდესვერი მზადაა პოლონეთს გადასცეს მხოლოდ Leopard -1 მოძველებული ტანკი, რომელიც დაახლოებით იმ დროსაა გამოშვებული, რაც Т-72. ეს კი პოლონელებს არ აწყობთ და შედეგად, უკრაინა რჩება დამატებითი რაოდენობის ტანკების გარეშე. უკრაინულ არმიას ტანკები აქვს, რასაკვირველია. საკუთარ მოდიფიკაციასაც კი აწრომოებს საბჭოთა ტანკებისა, მაგრამ ეს არასაკმარისია.
აქ კიდევ ერთი ინტრიგაა. უკვე პოლიტიკური ხასიათისა:
ტანკი შეტევითი იარაღია!
არ არსებობს `თავდაცვითი ტანკი`.
ტანკი მხოლოდ უტევს და ამისთვისაა საჭირო. სხვა მხრივ, თუ თავდაცვისთვის გინდა გამოიყენო, არტილერიაც საკმარისია.
ტანკის არსი შეტევაა! ასეა სულ პირველი ტანკიდან, რომელიც ინგლისელებმა გამოიყენეს პირველი მსოფლიო ომის დროს 1916 წელს საფრანგეთის ფრონტზე.
ამიტომაც, მუდამ ფრთხილ გერმანულ ელიტებს შიშიც გაუჩნდათ ახლა: რად უნდა უკრაინას ამდენი ტანკი თუ მხოლოდ თავდაცვას აპირებს, ვაითუ ყირიმზე შეტევას ან სულაც როსტოვზე შეტევას ანდა მოსკოვზე შეტევას აპირებენ საბოლოოდ და ეს ხომ მსოფლიო ატომური ომი იქნებაო.
. . . . . . . . . . . . . .
დონალდ ტრამპის უმწვავესი განცხადება:
`ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობისას, ამერიკა უმდიდრესი ზესახელმწიფოდან გადაიქცა ღარიბ-ღატაკ, მათხოვარ სახელმწიფოდ; მე როცა ვიყავი პრეზიდენტი, ამერიკა ენერგეტიკულად დამოუკიდებელი იყო; ყველას ვუსწრებდით, ყველაზე მეტ ბუნებრივ აირსა და ნავთობს ვაწარმოებდით.... ახლა კი ამ მხრივ მაჩანჩალა გავხდით..... უდიდესი ეკონომიკა ვიყავით, ახლა ამერიკის პრეზიდენტი მუხლებზე დგას და იხვეწება...... სხვებს ემუდარება.....`
ტრამპმა იქვე დაამატა, რომ მას და მის მომხრეებს `მხოლოდ ორი სქესის სჯერათ: მამაკაცის და ქალის`.
`ჩვენ გვჯერა, რომ მამაკაცი ვერასდროს დაორსულდება` - აღნიშნა ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპის ეს განცხადება ცხადყოფს, თუ რა ნარატივით წარიმართება 2022-2024 წლის საარჩევნო ციკლი და თვით საპრეზიდენტო არჩევნებიც.
განსაკუთრებით 2023-2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას ამერიკაში ისეთი ამბები დატრიალდება, საზარელი ქართული გამოთქმით `დედა რომ შვილს არ აიყვანს ხელში`......
რაც ძააააალიან ცუდია საქართველოსთვის.
ამერიკას უნდა `ეცალოს` მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისთვის და არ უნდა იყოს ჩაფლული შიდა დაპირისპირებაში.
სხვა შემთხვევაში, პუტინი წარმატებებს მიაღწევს გარკვეული მიმართულებებით.
. . . . . . . . . . . . . .
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აგრძელებს რუსულ პროპაგანდას.
მისი თქმით `ევროპულმა სანქციებმა რუსეთს ძვრაც კი ვერ უყო მაშინ, როცა ევროპაში კრიზისის გამო უკვე ოთხი მთავრობა დაეცა და ევროპა საშინელ კრიზისშია`
ანუ....გაუმარჯოს პუტინს?!