საერთაშორისო მიმოხილვა. 18 ნოემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 18 ნოემბერი. 2024 წელი

აფხაზეთისპრეზიდენტიბჟანია კვლავინდებურად მშობლიურ სოფელშია გამაგრებული ტამიშთან.

უკვე ვწერდით, რომ იმ სოფელთან ოპოზიციის მიახლოება გამორიცხულია, რაკი ეს სამოქალაქო ომს გამოიწვევს - აფხაზური ადათის დარღვევის გამო. „თავისიანს“ დაიცავენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.

ეს ოპოზიციამაც იცის.

მიმდინარეობს მოლაპარაკება და ოპოზიციის მოთხოვნები მისმა ლიდერმა, როგორც ჩანს აფხაზეთისპრეზიდენტობისმომავალმა კანდიდატმა, ადგურ არძინბამ გააჟღერა: გადადგეს ბჟანია, კი ბატონო, მიიღოს მონაწილეობა თუ უნდა, გაზაფხულზე დანიშნულ არჩევნებში, მაგრამ მანამდე პრემიერ-მინისტრი იყოს ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც სრულებით ფორმალური ფიგურაა, ანუ პრემიერ-მინისტრი ანქვაბიც გადადგეს (სერიოზული ფიგურა იყო ბჟანიას გარემოცვაშისაგარეო საქმეთა მინისტრშამბასთან ერთად), ასევე გადადგნენ შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, ამ პოსტებზე დაინიშნონ ოპოზიციის წარმომადგენლები/ და მათ ჩაატარონსაპრეზიდენტო არჩევნები

ამ მოთხოვნებს ბჟანია არ თანხმდება ჯერ, ანუ სურს არჩევნებში მონაწილეობა ისე, რომ ძალოვანი მინისტრებიმისი ხალხი იყოს.

რისი იმედი აქვს გაუგებარია: სოფელში იყოს გამოკეტილი, იქიდან მართოს აფხაზეთი?

როგორც ჩანს სურს ოპოზიციამ სამთავრობო შენობები გაათავისუფლოს, თვითონ გადადგეს, ოღონდ დაბრუნდეს სოხუმში, აფხაზეთიმართოსპრემიერმა ანქვაბმა, მისმა ძალოვანებმა და იყოსკანდიდატი პრეზიდენტობის“.

 ოპოზიცია კი ამ ვარიანტს არ თანხმდება.

ოპოზიციას სურსდე ფაქტოძალაუფლება გამოაცალოს ბჟანიას (რომც გადადგეს) და მერე ამის წყალობით მოიგოს არჩევნები - „პრეზიდენტიგახდეს ან არძინბა ან მიქავა, რომელიც იძახისმიქავაკი არამიქააავარო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერი შოლცი (რომელსაცორი პარასკევი“ დარჩა ახალ არჩევნებამდე) პუტინს ელაპარაკა ტელეფონით, პუტინმაგაჟონამედიაში ინფორმაცია, რომ კრემლის ბინადარი ცდილობს ტელეფონით დაუკავშირდეს საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს.

გასაგებია ეს რასაც ნიშნავს: პუტინი ლამობს ააღორძინოს, გააცოცხლოს .. „ნორმანდიული ფორმატიპარიზის, მოსკოვის და ბერლინის მონაწილეობით, რომელიც 2014 წელს, ყირიმის ანექსიის, დონბასის ოკუპაციის შემდეგ და ამ აგრესიული ნაბიჯის პასუხად (???-დ.) შეუქმნეს მას საფრანგეთის იმდროინდელმა სამარცხვინო პრეზიდენტმა ოლანდმა და გერმანიის სამარცხვინო კანცლერინ მერკელმა.

და ამით, ბოდიში არგონისთვისგაუპრავესყველაფერი რაც ჩაიდინა ყირიმშიც და დონბასზეც.

ანუ პუტინი ცდილობს ეს კაპიტულანტური მიუნხენის გარიგებისდა რიბენტროპ-მოლოტოვის“ ანუ ჰიტლერ-სტალინის“  ტოლფასი ფორმატი ააღორძინოს და გამოიყენოს მანამ, სანამ ტრამპი დადგებაპრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ და მანამ, სანამ კიდევ შოლცია გერმანიის კანცლერი.

თუმცა მაკრონის თანაშემწემ უკვე განაცხადა, რომ ელისეის სასახლე ჯერ უარს ამბობს პუტინთან დალაპარაკებაზესანამ შესაბამისი პოლიტიკური კონტექსტი არ იარსებებსო“.

დიპლომატიური ენიდან თუგადმოვთარგმნითეს იმას ნიშნავს, რომ პარიზი (ისტორიულად დაბეჩავებული ბერლინისგან განსხვავებით) აღარ აპირებს, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით, მოსკოვსგაუპრავოსაგრესია და თუ შედგება კიდეც შეხვედრანორმანდიის ფორმატში“, მხოლოდ იმ პირობებით, რაც კიევისთვის ასე თუ ისე მისაღები იქნება.

აქ ძალიან ნიშანდობლივია, რომ პუტინი მაინც ცდილობს შესაძლებლობა გამოიყენოს მანამ, სანამ ტრამპიდადგებათეთრ სახლში.

იმიტომ, რომ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, თითქოს პუტინს ხელს აძლევს ტრამპი, თითქოს ტრამპი ყველა შემთხვევაშიჩააბარებსდაგაყიდისუკრაინას, სინამდვილეში ასე გადაწყვეტილი, ასე გარანტირებული ეს არ არის:

რას როგორ მოიმოქმედებს აშშ 47 პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ზუსტად არავინ იცის.

შესაძლოა მან თვითონაც არ იცოდეს ჯერ.

 გენიალური ქართული გამონათქვამით: „

 

ოღონდ  ჯერ ჯერობით, სანამ დონალდს ისტორიული პასუხისმგებლობა არ ეკისრება და თეთრ სახლში  არ შესულა, მისმა შვილმა Donald Tramp JR.იმბეცილებიუწოდა ბაიდენის ადმინისტრაციის წევრებს, რომლებმაც, ზოგიერთი ცნობით, ნება დართეს უკრაინას, გამოიყენოს ამერიკული Atacms რაკეტები რუსეთის სიღრმეში ობიექტების გასანადგურებლად.

ეს ხომ მესამე მსოფლიო ომიაო“ - ამბობს ტრამპი-უმცროსი.

ATACMS შორსწვდომობა 300 კილომეტრია.

მოსკოვს ვერ მისწვდება, მაგრამ.....კურსკს კი მისწვდება ნამდვილად.

 

NYT ცნობით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ბაიდენმა ეს ნებართვა მისცა უკრაინას ის არის, რომ დადასტურდა ცნობები ჩრდილო კორეელი სამხედროების ომში სრულად ჩართვის შესახებ.

იმავე მიზეზით, ანუ ჩრდილო კორეელთა მონაწილეობის გამო, პარიზმა და ლონდონმაც მისცეს თანხმობა უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმებზე.

 ამასობაში ჩრდილო კორეის დიქტატორი კიმ ჩემ ინი ატარებს თათბირებს სამხედროებთან და მოუწოდებს მათ ად იყონ დასავლეთზე დარტყმისთვის.

ანუ რუსეთთანკავშირიუკრაინის წინააღმდეგ ამ დიქტატორმა აღიქვა, როგორც მთელს დასავლეთზე დარტყმის შესაძლებლობა.

ამიტომაც იღებენ ახლა ვაშინგტონში, ლონდონში და ბერლინში რადიკალურ ზომებს.

ილონ მასკმა ამ ყოველივეზე განაცხადა: ლიბერალებს უყვართ ომები, რუსეთი სარკისებურად გვიპასუხებს

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ძააააალიან მნიშვნელოვანი: დეპუტატთა ჯგუფმა ევროპარლამენტში მოამზადა რეზოლუციის პროექტი, რომ ევროკომისიამ აუკრძალოს რუსულ ნავთობ-ტანკერებს, უფრო ზუსტად რუსული ნავთობის გადამზიდავ ტანკერებს ლა მანშის სრუტით სარგებლობა.

ლა მანშის სრუტე, რომელიც ყოფს ინგლისსა და საფრანგეთს, აკავშირებს ბალტიის ზღვას მსოფლიო ოკეანესთან.

ძალიან უცნაურია, რომ ლაპარაკია თვით ლა მანშის დიდი სრუტის გადაკეტვაზე მთლიანად და არა .. დანიური სრუტის გადაკეტვაზე დანიასა და შვედეთს შორის (ზოგიერთ მონაკვეთზე ბოსფორის სრუტეზე უფრო ვიწროც კია, ანუ ეს პრობლემა არ არის) რაც ბალტიის ზღვიდან უზრუნველყოფს გასასვლელს ლა მანშის სრუტეში.

ევროპარლამენტარები რეზონულად აცხადებენ, რომ რუსეთი არღვევს სანქციებს, რომელიც უკრძალავს მოსკოვს ნავთობის 60 დოლარზე ძვირად გაყიდვას მსოფლიო ენერგობაზრებზე.

ეს სანქცია ევროკავშირმა მიიღო 2022 წელს, მას შემდეგ რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას.

მაგრამ როგორც ბევრჯერ მითქვამს, პუტინმა ამ სანქციას გვერდი აუარა იმით, რომ შექმნამესამე მსოფლიოსქვეყნების დახმარებით .. „ჩრდილოვანი ფლოტიდა მისი მეშვეობით გადაჰქონდა ნავთობი.

ყიდდა რა თქმა უნდა 1 ბარელს 60 დოლარზე ძვირად.

თეორიულად შესაძლებელია რუსეთმა ისარგებლოს არა ბალტიის ზღვით და მისი გასასვლელებით, არამედ ჩრდილოეთის ზღვით ანუ ჩრდილოეთიდან მოუაროს ბრიტანეთს და ისე გავიდეს მსოფლიო ოკეანეში, მაგრამ ეს ხარჯებს გაზრდის და მოგებას შეამცირებს.

ახლა საკითხავი ისაა, გაბედავს თუ არა დასავლეთი ესოდენ რადიკალური ნაბიჯის გადადგმას და რაც მთავარია, იქნება თუ არა კონსოლიდირებული ამ გადაწყვეტილების მიღება/განხორციელებისას!

ჯერ ერთი, ევროპარლამენტის რეზოლუცია რომ(ც) დამტკიცდეს, მას იურიდიული ძალა არა აქვს. მხოლოდ რეკომენდაციაა.

ევროპარლამენტიმოდელურ კანონებსიღებს მხოლოდ ევროკავშირის არაფორმალურიკონსტიტუციით და არათუ დანიას ან შვედეთს ან საფრანგეთს თუ ინგლისს, არამედ თვით ევროკომისიასაც (ანუ ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს) ვერაფერს დაავალდებულებს.

ესე იგი შესაძლოა მიიღონ რეზოლუცია, მაგრამ დარჩეს მხოლოდ რეკომენდაციად, ხოლო სრუტეების, მით უმეტეს მთელი ლა მანშის  გადაკეტვა რეალურად ვერ გაბედონ.

მეორეც: სრულიად გაურკვეველია ჯერ, რა პოზიციას დაიკავებს ვაშინგტონი: პრეზიდენტი ბაიდენი უკვეკოჭლი იხვია“, როგორც უწოდებენ ხოლმე პრეზიდენტებს, რომლებმაც მომავალი წლის იანვარში, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, უნდა გადააბაროს ძალაუფლება ახალ პრეზიდენტს.

თვით ბაიდენიც კი წინააღმდეგი იყო რუსული ნავთობის ექსპორტის მეტისმეტად შეზღუდვისა და იმასაც ეწინააღმდეგებოდა, უკრაინას ამერიკული იარაღით დაებომბა რუსეთის ენერგეტიკული ობიექტები.

იმიტომ, რომ ეს ყოველივე აუცილებლად გამოიწვევს მსოფლიო ენერგო-ბაზრებზე ნავთობის მნიშვნელოვნად გაძვირებას.

მაშასადამე თვით ამერიკაშიც გაზოლინის (ბენზინის) გაძვირებას.

 მით უმეტეს ტრამპი ატეხავს ამაზე დიდ ამბავს.

ამასობაში პუტინის გარემოცვა გაჰკივის, რომ თუ NATO გაბედავს ლა მანშის სრუტის გადაკეტვასეს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისიიქნებაო.

რუსული ნავთობის 40-50% სწორედაც ბალტიის ზღვიდან და ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე პორტებიდან ხვდება მსოფლიო ოკეანეში.

 

მე არა მაქვს პასუხი კითხვაზე: რატომ ითხოვენ ევროპარლამენტარები ლა მანშის სრუტის ჩაკეტვას და არა იმ ვიწრო, ჩასაკეტად ბევრად მოხერხებული დანიურ-შვედურსრუტისა, რომელიც ბალტიის ზღვას აკავშირებს ლა მანშთან?

 ვაითუ იმიტომ, რომ დანია და შვედეთი ნაკლებ არიან ამგვარი რადიკალური ნაბიჯისთვის მზად?

არ არის გამორიცხული.

ამ პირობებში რომც ჩაიკეტოს ლა მანში, რუსული ნავთობით დატვირთულ ტანკერებს შეეძლებათ ჩრდილოეთის ზღვიდან მოუარონ ბრიტანეთს (ვიმეორებ) რაც ნამდვილად  გააძვირებს ნავთობს, მაგრამ მაინც გაგრძელდება რუსული ნავთობის ექსპორტი.

არ არის გამორიცხული, აქ ევროპისთვის დამახასიათებელისანახევრობის“ „არატოტალურობისიმმანენტური კულტურულ-პოლიტიკური კოდი მჟღავნდებოდეს

საქმე ის გახლავთ, რომ ზოგადად არაა  ევროპის პოლიტიკურ კულტურაში, (მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მით უმეტეს) უკიდურესიდატოტალურიგადაწყვეტილებების მიღება ისე, მოწინააღმდეგეს უკან ასახევი არ დაუტოვონ და პუტინი ცოფიანი ვირთხასავით კუთხეში მოამწყვდიონ.

თუმცაღა ეს რეზოლუციაც („სანახევრო ზომებით“) შესაძლოა არ შესრულდეს.

 მაგრამ საკითხი რომ ასე დაისვა, ეს თავისთავად.....მაინც  მნიშვნელოვანი პრეცედენტია.