ნეთანიაჰუმ «სუფრაზე წიხლი გვიკრა»

 ნეთანიაჰუმ «სუფრაზე წიხლი გვიკრა»

    სწორედ ეს ქართული გამოთქმა (რომელიც უდიდეს შეურაცხყოფას გამოხატავს) შეესაბამება იმას, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა და სხვათა შორის, ახია ჩვენზე!
    თუმცა, იმთავითვე არც ერთ სერიოზულ დამკვირვებელს თითქმის არ ეპარებოდა ეჭვი, რომ მიუხედავად არაერთგზისი გულმხურვალე მოწვევისა, ბენიამინ ნეთანიაჰუ მაინც არ ჩამოვიდოდა საქართველოში.
    ოფიციალური მიზეზი (საბაბი) გახდა ავადმყოფობა, ანუ თურმე ბენიამინს სწორედ იმ დილას «სიცხემ» აუწია». საწყალი ებრაელები, წამალი ვერ იშოვნეს, თავიანთი პრემიერი რომ გამოეჯანმრთელებინათ და მას თბილისში ჩამოსვლა შესძლებოდა «ქართველთა და ებრაელთა თანაცხოვრების 26 საუკუნოვანი იუბილისადმი» მიძღვნილ ზეიმში მონაწილეობის მისაღებად. სინამდვილეში, რასაკვირველია, ბენიამინ ნეთანიაჰუს ჩამოუსვლელობა პოლიტიკური მიზეზით იყო განპირობებული. მას, უბრალოდ, რუსეთის განაწყენება არ სურდა, უფრო ფართოდ კი, მსოფლიოს რუსულენოვანი ებრაელობისა, რომელიც საქართველოსადმი ყოველთვის ზიზღითა და სიძულვილით იყო (და არის) განწყობილი სტალინის გამო.
    მაგალითად, ქალბატონი ბონერ-ალიხანოვა ან ზოგიერთი სხვა «დემოკრატი» მოღვაწე ნეთანიაჰუს თბილისში ჩამოსვლას ნამდვილად არ მიესალმებოდნენ. რატომ უნდა აეტკივებინა აუტკივარი თავი ისრაელის პრემიერს? მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველებს ეწყინებოდათ მისი ჩამოუსვლელობა? მერედა, განა, ეს შექმნიდა რაიმე პრობლემას? რა თქმა უნდა, არა!
    რაც შეეხება თვით ზეიმს, იგი შესანიშნავად იყო ორგანიზებული. მრავალი მართლაც ლამაზი და საინტერესო ღონისძიება ჩატარდა, მაგრამ ზოგადად ასეთი ზეიმის გამართვა ქართველი ერისა და ქართული საზოგადოების პროვინციალიზმის კიდევ ერთი გამოხატულებაა.
    ჯერ ერთი, გაუგებარია, რატომ უნდა ყოფილიყო ამ უდიდესი ღონისძიების ინიციატორი თვით საქართველო და არა - ისრაელი. ჩვენ ვამბობთ, რომ ებრაელები ქართულ მიწაზე ათასწლეულთა განმავლობაში მშვიდად, უზრუნველად ცხოვრობდნენ. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ თუ ასეა და თუ ამის გამო მადლიერნი არიან, მაშინ ჩვენ კი არ უნდა ვაწყობდეთ ზეიმს, არამედ თავად უნდა გვთავაზობდნენ მის ორგანიზებას და, სხვათა შორის, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ისრაელშიც.
    მანამდე არაფერი გეტკინოთ, სანამ ისრაელში სახელმწიფო დონეზე ასეთი თარიღი არ აღინიშნოს.
    არსებობს ერთი ებრაული სიტყვა - «გოიმი». იგი კონკრეტული შინაარსის შემცველია ქართულ შემეცნებაშიც. სწორედ გოიმებივით მოვიქეცით ქართველები ამ ე.წ. ზეიმთან დაკავშირებით.
    ჩვენი სისულელემდე მისული გულუბრყვილობა (რომელიც ამრეზისა და ზიზღნარევი ღიმილის მეტს არაფერს გამოიწვევდა) უკვე მერამდენედ დაუპირისპირდა ჯანსაღ პრაგმატიზმსა და ცინიზმს, რომელიც ყველა ნორმალურ ერს ახასიათებს და უნდა ახასიათებდეს კიდეც.
    ტყუილად გვგონია, თითქოს საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ებრაელებს დევნა არ განუცდიათ, მაგრამ არც ერთი თავმოყვარე ერი (ქართველების გარდა) ასეთ ზეიმს სახელმწიფო დონეზე არ მოაწყობდა.
    მესმის, რაღაც მსგავსი ღონისძიება გამართონ გერმანელებმა, ესპანელებმა, პოლონელებმა ან რუსებმა, ვინაიდან ამ ქვეყნებში იმავე ათასწლეულთა მანძილზე არ წყდებოდა ებრაელთა ხოცვა-ჟლეტა. მაგრამ ჩვენ, ქართველებს, ისეთი რა ვალი გვაწევს ამ ერისა, რომ ასე გავიმასხარავოთ და დავიმციროთ თავი?
    ხომ არ გგონიათ, ამის გამო უფრო განიმსჭვალება ვინმე ჩვენს მიმართ სიმპათიით? არაფერი შეგეშალოთ! ნეთანიაჰუს ჩამოუსვლელობა და განსაკუთრებით ფორმა, რითაც მან ბოლო წამს უარი განაცხადა თბილისში გამომგზავრებაზე, მკაფიოდ ასახავს ებრაელთა ჭეშმარიტ დამოკიდებულებას «გოიმებისადმი».
    ასეთ დამამცირებელ მდგომარეობაში კიდევ ბევრჯერ აღმოვჩნდებით, სანამ არ განვთავისუფლდებით არასრულფასოვნების კომპლექსისაგან, რომელიც ყველა ჩვენი უბედურების წყაროა.

მერიდიანი, 11 სექტემბერი, 1998 წ.