მიშას დილემა.

მიშას დილემა.

არა მეგობრებო, თქვენ შემოგევლეთ, მე არასდროს არაფერს `ვაპრავებ`- მე მხოლოდ `ვიკვლევ და ვხსნი`

ვცდილობ ყოველ შემთხვევაში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

`ნაციონალური მოძრაობა` მართლაც სერიოზული დილემის წინაშე დგას, რომელმაც შესაძლოა მისი მომავალი განსაზღვროს.

ოღონდ ეს დილემა არ არის, როგორც ბევრს ჰგონია, `პარლამენტში შესვლა-არშესვლა`. ამაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და დიდი ეჭვი მაქვს, ისინიც კი, ვინც ამბობს `არ უნდა შევიდეთო`, როცა შევლენ იტყვიან: `უმრავლესობამ ასე გადაწყვიტა და როგორც პარტიის წევრი, ვემორჩილებიო`.

გამონაკლისები აქაც იქნება, მაგრამ...... `როგორც წესი`

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ნამდვილი დილემა სხვაა და სწორედ მას ეხებოდა კიევში, მიშასთან გამართული კონსულტაციები: შევიდნენ პარლამენტში მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით თუ ხელმოწერის გარეშე?!

სინამდვილეში ეს არ არის ისეთი იოლი საკითხი, როგორც პოლიტსაბჭოს წევრ ზოგიერთ პრიმიტივს ჰგონია ჩვეული ინტელექტუალური სიმარტივით: `ამაზე იოლი რაა - არ მოვაწეროთ მაგრამ შევიდეთ!`

ნურას უკაცრავად. არ არის ასე პრიმიტიულად!

ოღონდ ჯერ დავიწყოთ იმით, რა საფრთხეები ახლავს ხელმოწერას და მერე განვიხილოთ, რატომ არ აწყობთ `ხელმოუწერლად შესვლა`

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუ ენმ ხელს მოაწერს მიშელის დოკუმენტს, ის არა მხოლოდ `ამნისტიას` მოაწერს ხელს (ეს იმიჯური დანაკარგი კიდევ მოთმენადი იქნებოდა მისთვის - ოქტომბრამდე ამომრჩეველთა დიდ ნაწილს, ვისაც თვალი არ დაუკარგავს, ასე თუ ისე დაავიწყდება. მით უმეტეს იმ 28%-ის `ფაქტ(უ)რის` გათვალისწინებით) არამედ, რაც ბევრად არსებითია, მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით, ენმ ხელს მოაწერს საარჩევნო ბარიერის 5%-დან 1-2% მდე შემცირებას!

შესაბამისად, ამ ხელმოწერით, ენმ ვალდებულებას იკისრებს, ხმა მისცეს საკონსტიტუციო ცვლილებებს `ბარიერის` თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულების დარღვევა დაბრალდება ევროპელთა მხრიდანაც, რომლებიც ამ შეთანხმების გარანტორები არიან.

არის თუ არა მზად ენმ მხარი დაუჭიროს 1-2%-იან ბარიერს როგორც უკვე არა მხოლოდ დროებით ღონისძიებას, არამედ კონსტიტიციურად `ჩააბეტონოს` მრავალპარტიულობა საქართველოს `ვაიმარის რესპუბლიკის` საძირკველში?

დიახ მზად არის, ოღონდ........2-3-4%-იანი პატარ-პატარა პარტიებისადმი ესოდენ მნიშვნელოვანი დათმობის სანაცვლოდ, მიშა, მთელი ამ 6 თვის განმავლობაში, მოითხოვდა ერთ პრინციპულ გარიგებას (`გარიგება` პრინციპული შეიძლება იყოს კი არა და......სწორედ `გარიგებაა` პრინციპული თუ არის, ოღონდ სხვა თემაა. დათო): საყოველთაო ამნისტიას!!!

ამ ტერმინით `იფუთებოდა` ყველა იმ ყოფილი თანამდებობის პირის (მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის) ამნისტირება და ყველა იმ განაჩენის გაუქმება, ასევე სს საქმეების შეწყვეტა, რაც დაიწყო 2012 წლიდან.

ამაზე ლაპარაკობდნენ დახურულ კარს მიღმა და თითქმის არ ლაპარაკობდნენ ღიად.

გარდა ერთი ეპიზოდისა, როდესაც გუბაზმა თქვა ეს პირდაპირ ეთერში, რასაც ნიკა მელიას (არათუ სხვების, არამედ თვით ნიკა მელიას) უცნაურად მძვინვარე რეაქცია მოჰყვა.

(აქვე: `მიშას ნიკა უნდოდა პარტიის თავმჯდომარედ და არა ვარშალომიძეო`.....ნუ გამაცინებთ რა მეგობრებო.)

სხვა პარტიებიც მოერიდნენ `საყოველთაო ამნისტიის` შეტანას დღის წესრიგში, რასაც არ შეიძლებოდა არ გაეზარდა მიშას რისხვა და მათი სასტიკად დასჯის ინტენცია.

და თუ ასეა, რაკი ამგვარი გარიგება არ შედგა, რა რეზონი აქვს მიშას - მხარი დაუჭიროს 1-2% საარჩევნო ბარიერის სამუდამო `ჩაბეტონებას` კონსტიტუციაში?

არადა, ენმ-ის მხარდაჭერის გარეშე საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ შედგება! ყველა პატარა პარტიამაც კი რომ დაუჭიროს მხარი, `ოცნება`, რომელსაც დაბალი ბარიერი, სინამდვილეში სულაც არ ეპიტნავება (იმიტომ, რომ მანდატებს აკლებს), იპოვის ხრიკებს `დააკლოს` რამდენიმე ხმა და მერე ენმ-ს დააბრალოს.

სხვა ოპოზიციაც, ასეთ შემთხვევაში, ბევრს ვერაფერს იტყვის `მმართველი პარტიის` საწინააღმდეგოდ: `რა ვქნათ, ნაციონალებმა ხმა არ მისცეს, ჩვენ არ გვეყო ხმები და.......`

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

შესაბამისად, ენმ-ს, რომელსაც დაახლოებით 20-25% ყველა შემთხვევაში გარანტირებული აქვს 2021წ ლოკალურ და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სულაც არ ეპიტნავება მცირე პარტიებისთვის ბარიერის ჩახსნა როდესაც.........აქვს რეალური შანსი, იქცეს ერთადერთ საპარლამენტო თუ მუნიციპალურ ოპოზიციურ პარტიად!

გასული წლის არჩევნები რომ 5 ან 4 პროცენტიანი ბარიერით ჩატარებულიყო, დღეს პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია იქნებოდა: `ოცნება` და `ნაციონალური მოძრაობა`.

პატარ-პატარა ოპოზიციებს `ეს` კი არ უნდათ, მაგრამ არც ის უნდათ მიშას შეთავაზებულ `გეშეფტს` დათანხმებოდნენ საყოველთაო ამნისტიის თაობაზე, რამაც მიშა რა თქმა უნდა ძალიან გააბრაზა.

თუმცა ღიად ამას არ ამბობს, რაკი არ აწყობს.......ხოლო კარგად გათამაშებული `ემოციურობის` მიუხედავად, ის არასდროს ლაპარაკობს ღიად, რაც არ აწყობს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა რაც შეეხება იმას, თუ რა გამოწვევებს ქმნის მიშასა და მისი პარტიისათვის `პარლამენტში შესვლა დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე`.

საქმე ის გახლავთ, რომ `პარლამენტში შესვლა მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე` იმაზე მეტადაც კი აღიქმება ევროკავშირის და პირადად შარლ მიშელის შეურაცხყოფად, ვიდრე `არმოწერა და არშესვლა`!

ერთადერთი მიზეზი (სინამდვილეში) რის გამოც მიშამ შეცვალა პოზიცია პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით იყო ევროპელთა `მიწოლა`: შარლ მიშელის სტაფიც (არ გამოვრიცხავ თვით მიშელის ჩართულობასაც) და ევროკავშირის სხვა წარმომადგენლებიც მთელი ამ თვეების განმავლობაში დაჟინებით მოითხოვდნენ მიშასაგან `ზეგავლენა მოეხდინა საკუთარ პარტიაზე` რათა ხელი მოეწერათ და შესულიყვნენ პარლამენტში.

თან `რბილად მიანიშნებდნენ` (როგორც ზოგადად ჩვევიათ), რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მიშა დაკარგავდა მათ კეთილგანწყობას არა მხოლოდ და არა იმდენად საქართველოში არამედ.....უკრაინაშიც!

არ დაგვავიწყდეს არც ერთი წუთით: უკრაინაში `თამაში` მიშას ჯერ საბოლოოდ არათუ არ წაუგია, არამედ გარკვეული აზრით არც დაუწყია და მისი პრემიერ-მინისტრობის თემა `ჩახსნილი` სულაც არ არის.

გააჩნია იქ როგორ განვითარდება მოვლენები. არ არის გამორიცხული მიშას პრემიერობა, პოლიტიკური კრიზისის გამწვავების კვალობაზე, ზელენსკისათვის `მაშველ რგოლად` იქცეს

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მოკლედ.......თუ მოაწერენ `ვაია` (ამნისტია, თვალდათხრილი ადამიანები....ბარიერი.....) თუ არ მოაწერენ და პარლამენტში ისე შევლენ `ვუი` (მიშელის განაწყენება).

მაშ რა გამოსავალი არსებობს ამ დილემიდან თუნდაც წმინდად თეორიული თვალსაზრისით? - ან მწვადი უნდა დაწვან ან შამფური ხომ?

შესაძლოა სცადონ ცნობილი დიპლომატიური ტექნოლოგიის გამოყენება, როდესაც დოკუმენტზე ხელს აწერენ `განსაკუთრებული აზრის` მითითებით ხელშეკრულების ამა თუ იმ პუნქტზე` მაგრამ.....მაშინ იმიჯურად ერთადერთი შესაძლო ვარიანტია `განსაკუთრებული აზრი` მხოლოდ ამნისტიაზე და არა `ბარიერზე`..... იმიტომ, რომ `ბარიერის` თემა `სლიპინა` ანუ `დასასრიალებელი` თემაა. ასე ღიადაც ვერ იტყვიან: მხოლოდ ჩვენ გვინდა ოპოზიციაში ვიყოთ და ამ `წვრილფეხობის დედაც მოვ.......ო`

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჰოდა, ახლა მართლა მიშას შეჰყურებს `ენმ`- რას მოიფიქრებს და როგორ ტექნოლოგიას `დადებს ` ამ რთული ლაბირინთიდან გამოსასვლელად......

კაცმა რომ თქვას სწორადაც იქცევიან, რაკი მიშა, ყველა-ყველა და ენმ-ის მთელს ამ უბადრუკ `ლიდერშიპზე` ჭკვიანია ერთად აღებულ და ათად გამრავლებულზე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აქვე: სულ სხვა თემაა, თუმცა ..... მე როგორც ისტორიკოსს თუ ვინმე მკითხავს რომელი შეფასებითი ტერმინი იქნებოდა ისტორიულად ყველაზე რელევანტური `მიშას` ფენომენის მსაზღვრელად, მე მგონი ყველაზე მეტად აი ეს: `ჭკვიანი გიჟი!`

`ასეთები არ არსებობენო`.........როგორ გეკადრებათ.....გვკითხეთ ისტორიკოსებს..........რამდენიც გნებავთ!

ჰოდა ვნახოთ......

დათო