მეამბოხენი ციხეებში რჩებიან

მეამბოხენი ციხეებში რჩებიან

        თბილისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებამ, მარტში ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის დაპყრობისათვის დაპატიმრებულების გათავისუფლების შესახებ, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მით უმეტეს, პრეზიდენტის ცნობილი განცხადების შემდეგ, რომელმაც პირველად მთელი ამ წლების განმავლობაში (!ამ მომენტს ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება), ღიად გააკრიტიკა სასამართლოს ვერდიქტი. მანამდე არასდროს საქართველოს პრეზიდენტს ასეთი გადაწყვეტილება სულაც არ ეპიტნავებოდა.

        როგორც ჩანს, ამჯერად შექმნილი ვითარება და მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოს ვერდიქტი, რაღაც მიზეზის გამო, სახელმწიფოს მეთაურს განსაკუთრებით აღმაშფოთებლად მოეჩვენა. ალბათ, იმიტომ, რომ მან ასეთი მოქმედების (პოლიტიკური მოტივით იარაღის შემართვის) დაუსჯელობის და წახალისების შთაბედჭილება შექმნა.
        ამდენად, მისი საპასუხო განცხადება იმდენად მწვავე იყო, რომ თითქოს ყველას დაავიწყდა მთავარი: სასამართლომ თხუთმეტიდან მხოლოდ სამი გაათავისუფლა, თანაც არა საბოლოოდ. დანარჩენები კი სამი თვით დატოვა პატიმრობაში. ესე იგი, შეუფარდა წინასწარი სასჯელი, _ სასამართლომდე.
        ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამდენად მკვეთრი იქნება პრეზიდენტის რეაქცია, თუ სასამართლო დაპატიმრებულებს უდანაშაულოდ მიიჩნევს. თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს არ არის მთავარი. პრეზიდენტი აშკარად ხელმძღვანეოლბდა, აგრეთვე უშიშროების მინისტრი ს- ვალერი ხაბურძანიას ინფორმაციით, იმის თაობაზე, რომ გათავისუფლებულები უშუალოდ მონაწილეობდნენ აქციაში და სხვა სამხედრო შენაერთებთან «მეკავშირის» როლს ასრულებდნენ.
        გენერალურ პროკურორს კი მიაჩნია, რომ ისინი შემთხვევით აღმოჩნდნენ დანაშაულის ადგილზე (ისნის სამხედრო ბაზაზე), სადაც ღამის გასათევად დარჩნენ.
        უშიშროების მინისტრს ამგვარი დამთხვევებისა არ სჯერა, ხოლო ნუგზარ გაბრიჩიძემ მისი მეტისმეტი იჭვნეულობა ერთ-ერთი ტელეარხისთვის მიცემულინტერვიუში ქარაგმულად იმით ახსნა, ომ უშიშროების სამინისტროს სურს, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა, რადგან დროულად ვერ მიიღო ინფორმაცია დანაშაულებრივი გეგმის შესახებ.
        თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ თავდაცვის მინისტრის იმდროინდელი განცხადება აშკარად ადასტურებს: სპეცსამსახურებს ინფორმაცია ჰქონდათ. მათ არ იცოდნენ მხოლოდ რომელ სამხედრო ნაწილში შეიჭრებოდნენ აღელვებული მეამბოხენ.ი. მაშინვე გამოითქვა მოსაზრება, რომამბოხს შეუერთდებოდა «ერთ-ერთი» ქვედანაყოფი. არავის დაუზუსტებია, თუმცა, სავსებით აშკარაა: «აქ «წვრთნისა და აღჭურვის» ფრაგლებში მომზადებული შენაერთი ნამდვილად არ იგულისხმება. ალბათ, იგულისხმება ის ქვედანაყოფი თუ ქვედანაყოფები, რომლებიც ბევრად ადრე ჩამოყალიბდა და რომლის მეომრებთან (მათ შორის, ფოიცრებთან და სამეთაურო შემადგენლობასთან) «მარტის ამბოხების» მონაწილეებს ძველისძველი მეგობრობა აკავშირებთ – ჯერ კიდევ 1988-1993 წლების დაუვიწყარი მოვლენებიდან: თბილისის ომიდან, სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან.
        ძნელი მისახვედრი არ არის, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამ ტენდენციამ შეაშფოთა: საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ყალიბდება «ამერიკული ქვედანაყოფის» განსაკუთრებულობის სინდრომი, რაც სხვა ნაწილების უკმაყოფილებას იწვევს. სწორედ ისინი შეიძლებოდა გამოხმაურებოდნენ «ისნის მოწოდებას».
        კიდევ კარგი, 1991 წლისგან განსხვავებით, მხარდამჭერი პროპაგანდისტული ფონი არა აქვთ, ისევე, როგორც აქტიურად მხარდამჭერი და ამბიციური სოციალური ფენა.
        ზოგიერთი მონაცემით, პრეზიდენტიი, ამის მიუხედავად, აპირებდა შეეწყალებინა ამბოხის (თუ აბოხის იმიტაციის) მონაწილენი. ამაში მოულოდნელი არაფერი იქნებოდა – ედუარდ შევარდნაძეს ბევრად უფრო საშიში ხალხი შეუწყალებია, მათ შორის, პირადად მისთვისაც საშიში.
        მაგრამ იგი ვერ დაუშვებდა, რომ შეწყალება საზოგადოებაში (მით უმეტეს, წინასაარჩევნო) აღქმულიყო, როგორც სისუსტის გამოვლენა და კაპიტულაცია.
        ისნის ინციდენტის მონაწილეთა მეგობრებმა და ახლობლებმა ეს არ გაითვალისწინეს და ქალაქში აქციების მოწყობას მიჰყვეს ხელი, რითაც ხსენებული გარემოება კიდევ უფრო გააძლიერეს. არადა, ჯერკიდევ 2001 წელს, როდესაც გვარდიის ერთ-ერთმა შენაერთმა ამბოხი მოაწყო (მაშინაც საკმაოდ უცნაური და გაუგებარი მოტივებით), ედუარდ შევარდნაძის კომპრომისმა ყრუ უკმაყოფილება გამოიწვია იმ სოცუიმში, რომლის აზრს პრეზიდენტი ყოველთვის ითვალისწინებს. მეორე პრეცედენტს იგი ვეღარ დაუშვებდა.
        ამრიგად, გენერალური პროკურატურა ყველანაირად შეეცდება, ისნის საქმე ბოლომდე მიიყვანოს. დანაშაულის კვალიფიკაციას არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინაიდან იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო განსასჯელებს დამნაშავეებად მიიჩნევს მხოლოდ «სტრატეგიული ობიექტის აპყრობაში» - სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი რამდენიმეწლიან პატიმრობას მიანც ითვალისწინებს და უკვე წლეულს მსჯავრდებულებს პრეზიდენტიი შეიწყალებს იმ პირობით, რომ ახლობლები კვლავ არდაიწყებენ პოლიტიკაში ჩართვასა და პოლიტიკური პრობლემების შექმნას.
        მაგრამ პროკურატურასა და უშიშროების სამინისტროს შორის მოხმდარი «მცირე გაუგებრობა» მიანც ძალზე მნიშვნელოვან პრეცედენტს შექმნის. და, ალბათ, ეს უფრო იქნება «გაგრძელების მქონე», ვიდრე სრულიად უსუსური და უაზრო ამბოხი ისანში, რომელსაც სხვა ახსნა, აფექტის გარდა, მართლაც არა აქვს. ყოველ შემთხვევაში, შედეგის გათვალისწინებით.

დილის გაზეთი, 16 ივნისი, 2003 წელი