გერმანია – რუსეთი: 1 – 0

 გერმანია – რუსეთი: 1 – 0

        რუსეთმა გერმანიასთან წააგო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ფეხბურთი ითამაშა. ზოგიერთ მომენტში სუპერკლასის ფეხბურთიც. აი ეს ჩვენი საცოდავები რას თამაშობენ, რომელთა კაპიტანი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა საკუთარ კარში ორი ბურთის გამო? ვაი ჩვენს პატრონს მართლა უბედურს!
        საოცარია თითქოს, რომ ქართველი ფეხბურთელები შესანიშნავად თამაშობენ რუსულ კლუბებში, ევროპაშიც. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაკრების ორი–სამი–ოთხი ფეხბურთელი რუსეთის ნაკრებში რომ ათამაშო, ეს გუნდი მსოფლიოს გააოცებს მომავალ ჩემპიონატზე. მაგრამ თავის ეროვნულ ნაკრებში არ ვარგიან. რატომ? ამდენი ფული დაიხარჯა, ამდენი სტადიონი აიგო, ასეთი მწვრთნელები დაიქირავეს, მილიონებს უხდიან, ბავშვთა ფეხბურთსაც ძალიან დიდი ყურადღებას აქცევენ. ერთი სიტყვით, ყველაფერი გააკეთეს, მაინც სამარცხვინოდ აგებს ეს ჩვენი ნაკრები.
        რა მიზეზი არ დასახელდა, რა მოსაზრება არ გამოითქვა, მთავარ მიზეზზე არავინ არაფერს ამბობს. მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ეროვნული ნაკრები ეროვნული სულისკვეთების გამოხატულებაა. ვერავითარი ფული, ვერავითარი ტოპმიოლერი თუ ჰიდინკი, ვერავითარი ბავშვთა ფეხბურთის განვითარება ვერ გაამარჯვებინებს გუნდს, რომელიც დამარცხებული, დაგლახავებული, გასაცოდავებული ეროვნული ცნობიერების მატარებელია.
        აი, ამიტომ უკანკალებთ მუხლები ამ ჩვენს საცოდავ ფეხბურთელებს ეროვნულ ნაკრებში თამაშისას – ეს ფსიქოლოგიური, ცნობიერი სინდრომია, დაუძლეველი პრესია და მაშინვე უქრებათ, როგორც კი სხვა ქვეყნის კლუბის ან ნაკრების მაისურს იცვამენ.
        შეადარეთ რა ლაღად, რა თავაწეულები თამაშობენ ეს ბიჭები სხვაგან.
        იძახეთ ახლა ეს რა შუაშიაო. შუაში კი არა თავშია!!!