ცხინვალი სოხუმს არ ჩამორჩება

ცხინვალი სოხუმს არ ჩამორჩება

        გუშინ რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა «სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის» _ ედუარდ კოკოითის განცხადების თოაბაზე. მან რუსეთის პრეზიდენტს, რუსეთის დუმასა და ფედერაციის საბჭოს თხოვნით მიმართა, «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა» რუსეთის შემადგენლობაში მიიღონ. ჯერჯერობით, ოფიციალური თბილისი ამ მიმართვას არ ეხმაურება. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ცხინვალის დემარში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად უპერსპექტივოა ვახტანგ რჩეულიშვილის და სხვათა მცდელობა, მოლაპარაკებითა და ავტონომიის აღდგენით გადაწყვიტონ მრავალწლიანი კონფლიქტი.
სინამდვილეში, ამ კონფლიქტის შინაგანი მიზეზი იყო არა ქართველ ნაციონალისტთა მოქმედება წინა საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში (რამაც მხოლოდ საბაბის როლი შეასრულა), არამედ ის გარემოება, რომ სამხრეთ ოსეთის რეგიონული ელიტა არაფრის დიდებით არ შეურიგდებოდა დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში დარჩენას იმ შემთხვევაში, თუ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა.

        ჯერ კიდევ 1990 წელს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ოლქის რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ და სათანადო თხოვნით მიმართა საქართველოს უზენაეს სბაჭოს და საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობას. თითქმის 11 წლის წინ – 1992 წლის ივნისში ქართულ-ოსური სისხლისმღვრელი კონფლიქტის შეწყვეტა რეგიონში სამმხრივ სამშვიდობო ძალთა შეყვანით მოხერხდა. მას შემდგე, სამაჩაბლოში მყიფე მშვიდობა ასე თუ ისე შენარჩუნებულია, მაგრამ პოლიტიკური მოწესრიგების ნიშანწყალი არ ჩანს.
უდავოა, რომ კოკოითის დემარში განპირობებულია აფხაზ სეპარატისტთა გადაწყვეტილებით რუსეთთან ასოცირებული ურთიერთობის თოაბაზე, მაგრამ, აქვე უნდა ითქვას, რომ გარეგნული მსგავსების მიუხედავად, ორი ყოფილი ქართული ავტონომიის პოზიცია ძირეულად განსხვავდება ერთმანეთისგან: სამხრეთ ოსეთს არასოდეს დაუმალავს, რომ სინამდვილეში არ ისწრაფვის სრული დამოუკიდებლობისაკენ და მზად არის, შევიდეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების გზით, ანუ იქცეს ფედერაციის ჩვეულებრივ სუბიექტად. აბსოლუტურად განსხვავებულიტა აფხაზ სეპარატისტთა პოზიცია. აფხაზეთის «საგარეო საქმეთა მინისტრმა» სერგეი შამბამ პირდაპირ განაცხადა, რომ მართალია, აფხაზეთის ხელმძღვანელობამ რუსეთს მიმართა თხოვნით, ასოცირებული ურთიერთობების დამყარების შესახებ, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე უარის თქმა.ს სერგეი შამბას აზრით, თუ რუსეთს სურს აფხაზეთთან აოსცირებული ურთიერთობების გაფორმება, მან ჯერ უნდა ცნოს აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად, დაამყაროს მასთან დიპლომატიური ურთიერთობა, ხელი შეუწყოს აფხაზეთის გაწევრიანებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ფიქრი საგანგებო ხელშეკრულების გაფორმებაზე ასოცირებული ურთიერთობების შესახებ.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში, მოსკოვი მოვლენებს არ დააჩქარებს და იმით დაკმაყოფი ლდება, რომ სეპარატისტთა პოზიციებში, მნიშვნელოვანი სხვოაბის მიუხედავად, იგი ფაქტობრივად, აკონტროლებს ამ ტერიტორიებზე ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებს.

დილის გაზეთი, 31 მარტი, 2003 წელი