ჩაფლავებული შტირლიცები

ჩაფლავებული შტირლიცები

     
               ცნობილი გამოთქმაა, რომ «კგბ-ს ყოფილი აგენტები არ არსებობენ». სანამ «კგბ-შნიკის» საფლავზე ლამაზი რუსული ბერიოზკა არ ამოვა, ის მანამ კგბ-ს აგენტად დარჩება. დარჩება სულით და ხორცით.
        ეს ცოცხლებსაც ეხებათ და მკვდრებსაც. პუტინმა ცხრა პროფესია გამოიცვალა მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ გერმანიაში რეზიდენტურას ხელმძღვანელობდა. ქალაქ დრეზდენის კონსპირაციულ ბინზე ხშირად ხვდებოდა მომხიბვლელ კომკავშირელ გოგონას სახელად ანგელა და იმ ბინიდან საათობით ისმოდა «დას ეს ფანტასტიშ!».
        საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი პუტინმა ბიზნესს მიჰყო ხელი და რუსეთში გერმანიიდან სამედიცინო აპარატურის იმპორტი ააწყო. თუმცა, თავისი ნამდვილი პროფესია, სულიერი შვება და სიხარული (ესე იგი მსტოვრობა და შპიონობა) არასდროს დავიწყებია.
        ბუნებრივია, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში მოვიდა, რუსული სპეცსამსახურების დაფინანსება დაახლოებით ასჯერ გაზარდა. Gგრანდიოზული ზესაიდუმლო შენობაც ააგო მოსკოვში, სადაც ხშირად სტუმრობს და პირადად ხელმძღვანელობს ხოლმე «სიტუაციური ოთახიდან» ოპერაციებს მთელ მსოფლიოში. დაწყებული ლიტვინენკოს მოწამვლით ლონდონში, დამთავრებული ყირგიზეთში ეთნიკური ხოცვა-ჟლეტით.
        მაგრამ პუტინს დაავიწყდა, რომ დღეს უკვე 21-ე საუკუნეა, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებს, მისი დემოკრატიის მიუხედავად, არანაკლებ ძლიერი სპეცსამსახურები ჰყავს. ალბათ უფრო ძლიერებიც კი. სწორედ ამას ადასტურებს გასულ კვირას ჩატარებული უპრეცედენტოდ მაშტაბური სპეცოპერაცია.
       
       

 «ნამდვილი ამერიკელები»
       
       

         FBI-ს თანამშრომლებმა დაააკვეს რუსული საგარეო დაზვერვის 10 თანამშრომელი. როგორც აღმოჩნდა, მათ საქმიანობას 7 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ და ისეთი მტკიცებულებები აქვთ – ქვას გახეთქავს! რაც მთავარია, აგენტები დააკავეს მაშინ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ამერიკაში იმყოფებოდა და ობამასთან ერთად ვაშინგტონის ერთ-ერთ «ბურგერკინგში» ჰამბურგერებს მიირთმევდა.
        Pაგენტურული ქსელის განადგურების შესახებ ცნობილი გახდა უკვე მედვედევის ამერიკიდან გამომგზავრების შემდეგ, მაგრამ თვით დაპატიმრებები მაშინ ხდებოდა, როცა მედვედევი კეტჩუპ «ტობასკოს» აგემოვნებდა და «სოდას» მიითმევდა. ესე იგი კოკა კოლას.
        გამორციხულია ეს არ სცოდნოდა ობამას. ანუ, აბსოლუტურტად წარმოუდგენელია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის წინასწარ არ მოეხსენებინათ ასეთი მაშტაბური ოპერაციის თაობაზე. ესე იგი, ობამამ თვითონ მოამზადა სპექტაკლი, რათა მედვედევისთვის ეთქვა, რომ ამერიკას ე.წ. «გადატვირთვასთან» დაკავშირებით არანაირი ილუზია არა აქვს და რომ ძალიან კარგად იცის, როგორ ცდილობს რუსეთი ავნოს ამერიკის ინტერესებს ყველაგან, სადაც კი ხელი მიუწვდება.
        რაც შეეხებათ დაპატიმერბულ აგენტებს, მათი ისტორია ნამდვილი დეტექტივია. თითქოს ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული ფილმები «გაარეალურეს»: ათივე დაპატიმრებული აგენტი (მეთერთმეტე კვიპროსზე ელოდება ექსტრადირებას) ამერიკელებისგან არაფრით განსხვავდებოდნენ: წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ამერიკაში, ჰყავდათ შვილები, სწავლობდნენ პრესტიჟულ უმაღლესებში, მუშაობდნენ უძრავი ქონების სფეროში, ჟურნალისტიკაში და ა.შ. გვარებიც წმინდად ამერიკული ჰქონდათ.
        მართლაცდა, რა არის რუსული, მაგალითად, ისეთ გვარ-სახელში, როგორიცაა სინტია მერფი, ვიკი პელეზი ან პატრიცია მილზი? Aარადა სინამდვილეში, ეს სინტია მერფი კრასნოიარსკელი კატია ლიჩოვაა, რომელიც «შტირლიცზე» გადაღებული სერიალის ერთ-ერთი გმირი ქალბატონის მსგავსად, საკუთარ რადისტთან ერთად ცხოვრობდა ბერლინის კონსპირაციულ ბინაზე და ცოლ-ქმრად ინიღბებოდა.
        თან ისე ოსტატურად ინიღბებოდნენ ცოლ-ქმრად, რომ შვილიც კი ეყოლათ და საბჭოთა მზვერავი ქალი მშობიარობისას რუსულად წივილ-კივილმა «გაყიდა».
        სინტია მერფი და მისი «მეუღლე» რიჩარდ მერფი ასეთ შეცდომას რა თქმა უნდა არ გაიმეორებდნენ. როგორც აღმოჩნდა, რომელიღაც აფრიკულ ქვეყანაში უმშობიარია, სადაც არც რუსული იციან და არც ინგლისური.
        სხვა დაპატიმრებულებიც ასეთივე «ამერიკელები» იყვნენ. როგორც აღმოჩნდა, რუსულმა სპეცსამსახურმა ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ იყიდა ან გააყალბა ნამდვილ ამერიკელთა საბუთები. ანუ, ნამდვილი სინტია მერფი სადღაც 1995 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ხოლო კატია ლიჩოვამ მისი ბიოგრაფია შეისწავლა და მის ნაცვლად «ჩაიწერა». ფილმებშიც გვინახავს, რომ ასეთი რამ სავსებით შესაძლებელია.
        ერთ-ერთი შიფროგრამის მიხედვით კი, «ცენტრი» - «მზვერავებს» ახსენებდა, თუ რატომ იმყოფებოდნენ ამერიკაში: «ოფიცრებო! თქვენ ხართ ხანგრძლივ მივლინებაში, თქვენი მოვალეობაა შეაღწიოთ ამერიკის სახელისუფლებო ისტებლიშმენტში და მოიპოვოთ მნიშვნელოვანი ინფორმაციები».
        ამის შეხსენება კი ალბათ იმიტომ გახდა საჭირო, რომ ამერიკაში ცხოვრებამ «ჩათრევა იცის» - მდიდარი ქვეყანაა, უამრავი გასართობია. შეიძლება ისე შეხვიდე როლში, რომ მშობლიური სოფელი ივანოვო დაგავიწყდეს და მართლა რიჩარდ მერფი გეგონოს თავი.
        არადა, რუსული СВР–ი იმიტომ გახარჯავს მილიონებს, იმიტომ ყიდულობს შენთვის საკუთარ სახლს, იმისთვის გიგზავნის ფულს სასწავლებლად, რომ «წინ წახვიდე», პრესტიჟული სამუშაო იპოვო, მერე ან ამერიკელ სენატორს ჩაუგორდე ლოგინში, ან მისი მდივანი გაჟიმო და საიდუმლო ინფორმაციები გამოსტყუო.
        სხვათა შორის, დაპატიმრებულ აგენტთა «მშვენიერი ნაწილი» 25-30 წლის სექსუალური რუსი გოგონები არიან. ერთი მათგანი იმდენად შევიდა როლში, რომ საკუთარი ინტერნეტ- ჟურნალისთვისაც კი პოზირებდა. Aანუ, ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რათა 20-30 წლის შემდეგ ეს «წარმატებული ამერიკელი გოგონები და ბიჭუნები» ამერიკული ისტებლიშმენტის სრულფასოვანი წევრები გამხდარიყვნენ და რუსეთისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი დახმარება გაეწიათ სენატორის, მინისტრის, გუბერნატორის ან გენერლის პოსტზე, როგრსაც ანგელა მერკელი უწევს დრო და დრო პუტინს, როდესაც საიდუმლო ამანათით დრეზდენის კონსპირაციულ ბინაზე გადაღებული სცენების ფოტოებს იღებს და სირცხვილით იწვის ამ სიბერეში.
        ოღონდ იმ განსხავვებით, რომ მაგალითად კატია ლიჩოვას (სინტია მერფის) ნამდვილად არ შერცხვებოდა «პატრიოტული ვალის მოხდა». ვლადივოსტოკელი ვლადიმერ კოზულინი კი ვაშინგტონის ბინაზე ალბათ ღუმელს დაანთებდა, კარტოშკას შეწვავდა შტირლიცივით და გულში იმღერებდა გაზმანოვის, მელაძის ან ქათამაძის რომელიმე ჰიტს.
       
       

 ახალი ტექნოლოგიები და ძველი მეთოდები
       

       

         ტექნოლოგიური თვალსაზრისით, «ცენტრმა» რეზიდენტურა საუკეთესო აპარატურით აღჭურვა. მაგალითად, რაკი ელექტრონულ ფოსტას არ ენდობოდნენ, აგენტები ინფორმაციას «ცენტრს» «უაირლეს» და «ბლუთუს» ტექნოლოგიებით აწვდიდნენ. მათი უპირატესობა ლოკალურობაა. ანუ, ორიევ შემთხვევაში ინფორმაციის გამცემიც და მიმღებიც ერთ ლოკალურ ადგილას უნდა იმყოფებოდნენ. რადიუსი კი რამდენიმე ათეულ მეტრს არ აღემატებოდა. ერთმანეთთან მიახლოება არც სჭირდებოდათ.
        მოსკოვში დამზადებული კომპიუტერები ავტომატურად შედიოდნენ კონტაქტში, ინფორმაცაის «გაისვრიდენ» და სეანსიც მთავრდებოდა. მაგრამ მათდა საუბედუროდ, უაირლესიც და ბლუთუსიც ამერიკელების მოგონილია და ამერიკულმა სპეცსამსახურებმა იციან, როგორ «დაიჭირონ» ინფორმაცია ამ ქსელებში.
        ერთ-ერთი სეანსის დროს, ამერიკაში ჩანერგილი აგენტი (ქალი) ვითომდაც კაფეში ყავას მიირთმევდა, როდესაც მანქანით გაეროში რუსული მისიის თანამშრომელმა ჩაუარა. მათი კომპიუტერები ავტომატურად შეერწყნენ ერთმანეთს ექსტაზში და რას იფიქრებდა ან ერთი ან მეორე, რომ ამ აქტში მესამეც (ამერიკული კონრდაზვერვა) მონაწილეობდა.
        ოფიციალურად, დაპატიმრებულ აგენტებს ბრალდებად «ფულის გათეთრება» წარუდგინეს და არა შპიონაჟი, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. თავდაპირველად «ფულის გათეთრება» წაუყენეს 13 წლის წინ რობერტ ჰანსენსაც, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გადასცემდა რუსულ სპეცსამსახურებს ზესაიდუმლო ინფორმაციას.
        აგენტების მიერ მიღებული ფული ნებისმიერ შემთხევვაში «შავია», ხოლო მისი ხარჯვა (თუნდაც სუპერმარკეტ «უოლ-მარტში») – უკანონო შემოსავლის გათეთრებაა. ამ დანაშაულისთვის ამერიკის კანონმდებლობა 5 წლამდე ციხეს ითვალისწინებს. თუ ჭკვიანად მოიქცევიან და პუტინს თავსლაფს დაასხავენ, ესე იგი გემრიელად დაფქვავენ ყველაფერს რუსული სპეცსამსახურების შესახებ და რუს დიპლომატებსაც «ჩაუშვებენ», ამერიკული მართლმსაჯულება შეიძლება საპროცესო გარიგებაზე წავიდეს და ეს 5 წელი აკმაროს. ესე იგი, ჯაშუშობისათვის (20 წლიდან – უვადომდე სასჯელით) საქმე აღარც აღძრას.
        ამის შემდეგ დაიწყება სწორედ პუტინის «ცოდვის ტრიალი». ამიტომაც ღელავს დრეზდენელი რეზიდენტი და პრეზიდენტ კლინტონს, შეხვედრისას პატარა ბიჭივით «შენობით» ელაპარაკება – «რას გაგულავდა ეს თქვენი პოლიცია და ხალხს რატომ იჭერსო». Uუბრალოდ კომიკურია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაპატიმრებული ჯაშიშები რუსეთის მოქალაქეებად აღიარა. არადა, «ოფიციალური ბიოგრაფიით» რუსეთთან საერთო არაფერი ჰქონიათ. მაგრამ თუ არ აღიარებდა, მათ უფლებებს როგორღა დაიცავდა? ხოლო თუ არ დაიცავს, ისინი უფრო მეტს და უფრო სწრაფად «დაფქვავენ».
        გავიხსენოთ, როგორ იქცეოდა მოსკოვი 2006 წელს საქართველოში რუსი ჯაშუშების დაპატიმრებისას. არაფრის ახსნას არ ცდილობდა და პირდაპირ ომით იმუქრებოდა. არადა, ქართულ კონტრდაზვერვას არანაკლები მტკიცებულებანი ჰქონდა. მათ შორის, ფარული ჩანაწერები, რაც ამერიკელებს ჯერ არ გამოუქვეყნებიათ. თუმცა ამერიკასთან რუსეთს მუქარა ნამდვილად არ გაუვა. რუსებისთვის კი რეზიდენტურის სამარცხვინო განადგურება მით უფრო მტკივნეული იქნებოდა ჰილარი კლინტონის ვიზიტის ფონზე. ძალიან ეცადნენ ამერიკის სახლმწიფო მდივნის ვიზიტი ჩაეშალათ. არადა, თბილისში კლინტონი სწორედ უშიშროების საკითხებზე იმსჯელებს. ანუ, ამიერიდან, ამერიკის ნებისმიერი აქტიურობა საქართველოში მოსკოვზე შტურმის გაგრძელებად აღიქმება.
        ის, რაც ამერიკაში მოხდა, პუტინის ყველაზე სერიოზული მარცხია 2000 წლიდან. სხვათა შორის, აგენტების უმრავლესობა სწორედ მაშინ «ჩაინერგა», ანუ აშკარაა, რომ ეს ყოველივე პირადად პუტინის პროექტი იყო.
        იმდეანდ სერიოზული და გამანადგურებელი მარცხია (მით უმეტეს ბელორუსეთთან ურთიერთობის ჩაოხრების ფონზე) რომ შეიძლება 2012 წელს მისი პრეზიდენტად დაბრუნებაც კი დააყენოს ეჭვქვეშ.
        ამერიკელი დემოკრატებისთვის კი, რომლებიც სერიოზულად ლაპარაკობდნენ რაღაც «გადატვირთვაზე» პუტინისეულ რუსეთთან, მომხდარი გვარიანი წკიპურტია ცხვირში და ეს წკიპურტი მათ აშკარად «რესპუბლიკელებმა» უთავაზეს. ამერიკულ სპეცსამსახურთა ხელმძღვანელების უმრავლესობა ჯერ კიდევ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროსაა დანიშნული.

2010