ქართული რევოლუცია რუსული მედიის თვალით

ქართული რევოლუცია რუსული მედიის თვალით

      

        ტელეკომპანია Ren TV-ის ჟურნალისტის განცხადებამ, საქართველოში ჩამოვედით, რათა ქართული სახელმწიფოს სიკვდილის თვითმხილველი გავხდეთო, საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. ამან სასიკეთო შედეგი გამოიღო: გუშინ დეპუტატები, როგორც არასდროს, მობილიზებულნი და დისციპლინებულნი ჩანდნენ.
        დეპუტატმა ნოდარ გრიგალაშვილმა მათი სახელით აღშფოთება გამოთქვა კიდეც - რუსი ჟურნალისტები «სისხლის კვალს» მოჰყვებიანო.
        ხსენებული ტელეკომპანიის ჟურნალისტს ეს ფრაზა, რასაკვირველია, უფრო სიბრიყვით წამოსცდა, ვიდრე გაცნობიერებულად, თუმცა, მოსკოველ ჟურნალისტთა არმია შემთხვევით არ დასხმია თავს თბილისს - რუსეთში აშკარად ელოდნენ, რომ ოქტომბრის მიწურულს დაწყებული პროცესები სისხლიან და დამანგრეველ მოვლენებში გადაიზრდებოდა.
        უკანასკნელ დღებეში კი მათ საგაზეოთ და ტელე-რადიოკომენტარებს ერთგვარი გულისტკივილი და იმედგაცრუებაც დაეტყო, ვინაიდან, «დამცავმა მექანიზმებმა» ასე თუ ისე იმუშავა და მადლობა ღმერთს, სამოქალაქო ომი ან სრული ქაოსი თაივდან ავიცილეთ. მიუხედავად ამისა, რუსულმა მედიამ მაინც შეძლო გაეძლიერებინა საქართველოს «იმიჯი», როგორც არასტაბილური ქვეყნისა. თანაც, მიაქციეთ ყურადღება: თავდაპირველად ადგილობრივი ჟურნალისტების (ქართველი კორესპონდენტების) რეპორტაჟებით სარგებლობდნენ. შემდეგ კი «სენიორ კორესპონდენტები» გამოგზავნეს, რათა საქართველოს დამხობის სურათი უფრო «პროფესიონალური» ყოფილიყო და რუსი ობივატელი უფრო დამტკბარიყო ამპარტავანი «სპეკულანტი გრუზინების» ტანჯვა-დლამცირებით ისევე, როგორც 10 წლის წინ.
        საბოლოოდ, ნატვრა ვერ აუსრულდათ, მაგრამ საინფორმცაიო ომი ახალ სტადიაში შეიყვანეს. აქვე უნდა ითქვა,ს რომ არც ერთი ქვეყანა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, ისე უდიერად არ ეკიდება საკუთარ საინფორმცაიო უსაფრთხოებას, როგორც საქართველო. შეგახსენებთ: ზუსტად ორი წლის წინ სომხეთის პარლამენტში საზარელი ტერაქტი განხორციელდა. რუსი ჟურნალისტების არმია ერევნისკენ დაძვრას აპირებდა, მაგრამ «მეგობარი სომხეთის» ხელისუფლებამ ცივი უარი სტკიცა: «ადგილზე გყავთ» ბიუროები, მუშაობენ ადგილობრივი კორესპონდენტები და კეთილი ინებეთ, მათი სამსახურით ისარგებლეთო. მაშასადამე, სომხეთიც კი, რომლის წინააღმდეგ რუსეთს საინფორმაციო ომი არასდროს უწარმოებია, რუს ჟრუნალისტებს არ ენდო, თუ როგორ გააშუქებდნენ ისინი მათთვის კრიტიკულ ვითარება ს- ჩვენ კი რა უბედურება გვჭირს, როდემდე უნდა ვიყოთ ქართველები ასეთი გულუბრყივლოები?
        თანაც, სომხებს «სავიზო ბერკეტი» არ ჰქონიათ, ჩვენ კი შესანიშნავი არგუმენტი მოგვცა თვით რუსეთმა სავიზო რეჟიმის შემოღებით. რა იქნებოდა, გამოგვეყენებინა ეს საშუალება და ან გაგვეჭიანურებინა ან უარი გვეთქვა რუსი ჟურნალისტებისთვი ს- ასეთ შემთხვევშაი, იძულებული გახდებოდნენ «ადგილობრივი კორესპონდენტების» მასალებით დაკმაოყფილებულიყვნენ - ეს უკანასკნელნი კი უფრო მეტად კეთილგანწყობილნი მაინც იქნებოდნენ საკუთარი ქვეყნის მიმართ.
        შეგახსენებთ: სამი თვის წინ ჩრდილოეთ კავკასიაში (ინგუშეთში) უნდა გამგზავრებულიყო საქართველოს კულტურის სამინისტროს მცირერიცხოვანი დელეგაცია ორი ჟურნალისტის თანხლებით, რათა დაედგინა რუსი სალდაფონების მიერ წაბილწული თამარ მეფის ეპოქის დროინდელი ბაზილიკის მდგომარეობა. თბილისში რუსეთის საელჩომ ორი კვირა აწვალა დელეგაციის წევრები და ბოლოს მაინც არ გასცა ვიზები, რათა არ შეეშვა ქართველები ჩრდილოეთ კავკასიაში (ჩეჩნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე). კი მაგრამ, ჩვენს მიმართ განხცორციელებულ მოქმედებაზე მიანც რატომ არ ვპასუხობთ ადეკვატურად?
        აფხაზეთს შესეულს რუს ჟურნალისტთა მიმართ შეეძლო ვისაც ჯერ არს პროტესტის გამოთქმა, ვინაიდან უვიზოდ შევიდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე.

დილის გაზეთი, 10 ნოემბერი, 2001 წ.