რუსული ნეოიმპერიალიზმის მანიფესტი

რუსული ნეოიმპერიალიზმის მანიფესტი

        «როსიისკაია გაზეტამ», რომელიც, ფაქტობრივად, რუსეთის მთავრობის ორგანოა და დიდწილად ოფიციალურ პოზიციას გამოხატავს, გამოაქვეყნა სახელმწიფო სათათბიროს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის – დიმიტრი როგოზინის სტატია, რომელშიც იგი ცდილობს «საერთაშორიოს-სამართლებროივი» საფუძველი შეუქმნას რუსეთის უფლებას, განახორციელოს სამხედრო ჩარევა საქართველოში - «ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და თანამემამულეთა დაცვის» საბაბით.

        რასაკვირველია, ამ კანდალური სტატიის დაბეჭდვის ერ-თერთი მოტივი რუსეშთი დაწყებული წინასაარჩევნო კამპანიაა, მაგრამ ამით ბევრი არაფერი იცვლება და ჩვენთვის დიდრ შეღავათი არ არის. დიმიტრი როგოზინმა, ფაქტობრივად, გამოაქვეყნა რუსი ნეოიმპერიალისტების პროგრამა და ძალიან დიდი გამარტივება იქნებოდა, ეს პროგრამა მხოლოდ (როგორც წინათ ჩვენში ამბობდნენ) «წითელ-მიხაკისფერთა» გეგმად, ან კომუნისტური რეაქციის მანიფესტად გამოგვეცხადებინა.
        დიმიტრი როგოზინს არც ასაკით, არც წარსული მოღვაწეობით, არც მენტალიტეტითა და იდეოლოგიით, კომუნისტებთან საერთო არაფერი აქვს (საკუთრივ იმპერალიზმის გარდა). უფრო მეტიც, იგი მათი იდეური მოწინააღმდეგეა და დღენიადაგ იღვწის რუსეთში სახელმწიფო განვითარების კომუნისტური მოდელის დისკრედიტაციისათვის.
        გარდა ამისა, მისი იმპერიალიზმიც სხვაგვარი ხასიათისაა. თუ კომუნისტები ერთიანი სახელმწიფოს (საბჭოთა კავშირის მემკვიდრის) ამა თუ იმ ფორმით აღდგენას უჭერენ მხარს, დიმიტრი როგოზინი ამის წინააღმდეგია. ის ეთანხმება პრეზიდენტ პუტინის კონცეფციას, რომ ბელორუსიას თუ რუსეთთან კავშირი სურს, იგი ოლწქებად უნდა დაიშალოს (!) რათა ისინი ცალ-ცალკე მიუერთდნენ რუსეთის ფედერაციას.
        დიმიტრი როგოზინს მიაჩნია, რომ საბჭოთა კავშირში რუსეით, ფაქტობრივად, და არარუს ხალხებს «კვებავდა» თავისი რესურსებით». ამიტომ, როგოზინის აზრით, ახალი რუსული იმპერია სულ სხვა პრინციპებს უნდა დაეფუძნოს, რომლებიც უზრუნველყოფენ რუსული ნაციის დომინანტობას და მეზობელ სახელმწიფოთა, ფაქტობრივად, დაქვემდებარებულ მდგომარეობას, ესე იგი, ისეთ ვითარებას, როცა რუსეთი მთლიანად აკონტროლებს ამ ქვეყნებში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო-სტრატეგიულ პროცესებს.
        ამ კონცეფციას, თავის მხრივ, განხორციელების მეთოდთა თვალსაზრისით, მრავალი მოდიფიკაცია აქვს, რომელთაგან დღეს ყველაზე გავრცელებულია, ეგრეთ წოდებული, «ფრაგმენტული იმპერიალიზმი», რაც გულისხმობს ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების ფაქტობრივ დაშლას ანტაგონისტურ ნაწილებად (ცნობილი იმპერიული მეთოდის შესაბამისად - «გათიშე და იბატონე»), ხოლო შემდგომ, იურიდიული გაფორმების გარეშე, გამოყოფილ ნაწილებთან სეპარატისტული კაშვირების დამყარებას - «ძირითადი ნაწილის» (ჩვენს შემთხვევაში, დანარჩენი საქართველოს) მუდმივი ტერორით.
        თუ დავაკვირდებით (ან კი განსაკუთრებული დაკვირვება რად უნდა სწორედ ასეთ პოლიტიკას ახორციელებს დღეს რუსეთი საქართველოსა და მისი განდგომილი ნაწილების მიმართ.
        მაშასადამე, საქმე გვაქვს არა «როგოზინის დოქტრინასთან», არამედ პუტინის პოლიტიკასთან, რომელსაც, უბრალოდ დიმიტრი როგოზინი «ახმოვანებს» და ქულების დასაწერად თავისად ასაღებს, რაკი ოფიციალური მოსკოვი ღიად და აშკარად ამას, ჯერჯერობით, ვერ განაცხადებს.
        ხოლო «ფრაგმენტული იმპერიალიზმის» დოქტრინის გასამართლებლად როგოზინგი იყენებს ორ ძირითად მოტივს: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და თანამემამულეთა დაცვა. მეორე თეზისი განსაკუთრებით საინტერესო და საგულისხმოა, ვინაიდან მისი მეშვოებით, მცირე პროვოკაციის გზითაც კი, რუსეთს შეუძლია საქართველოში აგრესია გაამართლოს «რუსეთის მოქალაქეთა უფლებების დაცვით» _ არა მხოლოდ აფხაზეთში, არამედ თუნდაც, თბილისშიც კი.
        ასეთი აგრესია, როგოზინს, მით უმეტეს, კანონიერად მიაჩნია ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის მუდმივი შანტაჟირების, ინვესტორთა დაშინების და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც «არშემდგარი სახელმწიფოს» წარმოჩენის ქმედითი საშუალებაა.
        ბუნებრივია, როცა როგოზინი ამ კონტექსტში საქართველოზე წერს, იგი ყველა სხვა მეზობელსაც გულისხმობს თურქმენეთიდან _ უკრაინამდე, მაგრამ პირდაპირ სხვებს ამას ვერ უბედავს.
        როგოზინის თქმით, სახელმწიფოს ავტორიტეტი იმით განისაზღვრება, თუ რამდენად შესწევს მას უნარი, იმოქმედოს მტკიცედ და უკანმოუხედავად (!) _ ნაციონალური ინტერესების დასაცავად.
        «როდესაც სახელმწიფოს ნება მხოლოდ დიპლომატიური დეკლარაციებით შემოიფარგლება, მას არანაირი ავტორიტეტი არ შეიძლება ჰქონდეს რაც ქვეყნის შიგნით ად არც მის ფარგლებს გარეთ». ხოლო «მტკიცე» მოქმედების ლეგიტიმაცია მეორეხარისხოვანი საკითხია და ყოველთვის მოხერხდება სწორედ ისეთი კაზუისტიკით, რასაც როგოზინი მიმართავს.
        მაგალითად, იგი ერთმანეთს უტოლებს ისრაელ-პალესტინა, ლიბანის ვითარებას და რუსეთ-საქართველოს მდგომარეობას. უსაშველოდ აზვიადებს პანკისის ხეობის მნიშვნელობას ჩეჩნეთში მიმდინარე კონფლიქტისათვის (აშკარად გამწარებულია ჩეჩენთა ბოლოდროინდელი სამხედრო გააქტიურებით _ ავტ.). ხოლო სამხედრო ძალის აპოლოგეტიკას («დემოკრატიული ნორმების დასაცავად», რაშიც რუსებითს «გადარჩენას» გულისხმობს პოსტსაბჭოურ სახელმწიფოებში) «აძლიერებს» ჯაბა იოსელიანის ცნობოილი სენტენციით - «დემოკრატია ლობიოობა არ არის».
        აქვე უნდა ითქვას, რომ მხედრიონის დამაარსებლის ეს «ფრთიანი გამოთქმა» ლამის რუსული პოლიტოლოგიური აზრის ერთ-ერთ საფუძვლად იქცა: რაკი «ლობიოობა არ არის», მაშასადამე, რუსეთსაც «ხელები თავისუფალი აქვს» პოსტსაბჭოურ სივრცეზე, რათა თავისი მოქალაქეები დაიცვას, «ტერორიზმს ებრძოლოს» და ამით დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს უერთგულოს.
        რაც შეეხება აფხაზეთის ომის დროს რუსეთის მიერ ყველა ამ პრინციპის დარღვევას და აფსუა ტერორისტთა ყოველმხრივ მხადრაჭერას, როგოზინი, რასაკვირველია, იზიარებს მასთან ერთად «რუსულ თემთა კონგრესის» თანადამაარსებლის – კონსტანტინე ზატულინის სენტენციას, რომ «სახელმწიფოს სიდიადე სწორედ იმით განისაზღვრება, რამდენად აქვს მას ნება, იხელმძღვანელოს ორმაგი პრინციპებით თავისი ინტერესების დაცვისას». რასაკვირველია, მისი არგუმენტაციის ერთ-ერთი ძირითადი თეზისი (რასაც უკლებლივ ყველა რუსი პოლიტიკოსი იზიარებს «ლიბერალ» ხაკამადადან – კომუნისტ ზიუგანოვამდე) ის გახლავთ, რომ თუკი ამერიკას ჰქონდა უფლება, სერბიისა და ერაყის წინააღმდეგ აგრესია განეხროციელებინა გაეროს სანქციის გარეშე, მაშინ რუსეთის აგრესიას საქართვლეოც ვეღარ შეაჩერებს იმ იურიდიული არგუმენტით, რომ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორიზმის წინააღმდეგ ოპერაციის ჩასატარებლად გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციაა საჭირო. აი, ამისთვის გაომიყენებს «ფრაგმენტარული იმპერიალიზმის» ადეპტებმა კოსოვოსა და ერაყის პრეცედენტები.
        თანამედროვე რუსი ნეოიმპერიალისტებისათვის თვისებრივი ცინიზმით, როგოზინი წერს, რომ «მართალია, ოპონენტებმა ეს პოლიტიკა შეიძლება «ფაშისტურად» გამოაცხადონ და მაგალითად ჰიტლერის მოქმედებაც კი მოიყვანონ, რომლეიც სუდეტელი გერმანელების დაცვით ამართლებდა ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ აგრესიას, მაგრამ, თურმე ნუ იტყვით, როგოზინის მტკიცებით «სინამდვილეში სუდეტელ გერმანელებს არავინ ავიწროვებდა», ოლო საქართვლეო რეალურად არღვევდა და არღვევს რუსეთის მოქალაქეთა უფლებებს აფხაზეთში.
        მთელ ამ პასკვილში, რეალურად, ახალი არაფერია. რუსეთი არათუ 1999 წლიდან, როცა ხელისუფლების სათავეში პუტინი მოვიდა (მაშინ პრემიერის რანგში) და აფხაზეთის ფორმალურრი ბლოკადა გააუქმა, არამედ თვით 1992 წლიდან, ესე იგი, საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან, სწორედ «ფრაგმენტალური იმპერიალიზმის» პოლიტიკას ატარებს. ხოლო თუ ჩვენი საცოდავი ქვეყნის წინააღმდგე, ყველაფრის მიუხედავად, ეს დოქტრინა სრულად, ჯერჯრეობით, არ ამოქმედდა, ამის მიზეზი (რაოდენ პარადოქსული და გამაღიზიანებელიც უნდა იყოს) ის გახლავთ, რომ რუსეთს გაუჭირდება აუხსნას საერთაშორისო თანამეგობრობას, რატომ სიჭრდება ამ ზომების მიღება იმ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ დისლოცირებულია (და არსად წასვლას არ აპირებს) მისი 6 სამხედრო დაჯგუფება!
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ამ გარემოებამ გადაარჩინა საქართვლეო პირდაპირ სამხედრო აგრესიას 2002 წლის შემოდგომაზე – ნეოიმპერიალისტ პუტინის ცნობილი ულტიმატუმის შემდეგ.

დილის გაზეთი, 20 აგვისტო, 2003 წელი