რუსეთის თავზე დამოკლეს მახვილი აქანავდა

რუსეთის თავზე დამოკლეს მახვილი აქანავდა

        პრაიმ-ტაიმმა უკვე იწინსასწარმეტყველა სექტემბრის დასაწყისში, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არ შეუწყვეტდა რუსეთს უფლებამოსილებას და არ ჩამოართმევდა ხმის უფლებას. ხოლო ამის მიზეზი გახდებოდა ევროპის მრავალმხრივი დამოკიდებულება რუსული ენერგორესურსების თუ ირანზე მოსკოვის პოლიტიკური გავლენის მიმართ.
        ოღონდ ევროპელებს, მეორე მხრივ, არც საკუთარი პრესტიჟის შელახვა სურდათ. მათ მიიღეს რამდენიმე რეზოლუცია, რუსეთი თავხედურად აცხადებს, რომ ამ რეზოლუციებს არ შეასრულებს, ხოლო ევროსაბჭო უძლურია რაიმე იღონოს საპასუხოდ.
        ასეთი მდგომარეობა ევროპული ორგანიზაციისათვის სამარცხვინოა. თანაც არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა არ ძალუძთ, რამედ იმ მიზეზითაც, რომ არ შეუძლიათ საკუთარი რეზოლუციების შესრულება აიძულონ ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოს და მისი წინააღმდეგ სანქციების გატარებასაც ვერ ბედავენ.
        ამგვარი მდგომარეობა კი იმ საშიშროებას შეიცავს, რომ ევროპის საბჭომ საერთოდ დაკარგოს გადაწყვეტილებების მიღებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევისათვის სანქციების გატარების უნარი, ვინაიდან ნებისმიერი, ვისაც «დასჯიან» უეჭველად იტყვის: მაშინ რატომ ვერ ბედავთ რუსეთის დასჯას – იმიტომ, რომ ბევრი გაზი და ნავთობი აქვს?
        გამოდის, ევროპული ცივილიზაცია და მისი ღირებულებები არა ადამიანის უფლებები, არა უმცირესობების დაცვა; ეთნოწმენდის დაგმობა, რუსეთთან გაზის სფეროში თანამშრომლობა ყოფილა, არამედ «გაზპრომისა» ლოკვა.
        მაშ რაღა საჭიროა ესოდენ წარმომადგენლობითი ორგანო? თუკი ესაა მთავარი, მაშინ მინისტრები ხვდებიან რუს მინისტრებს და გაზის საკითხები იქვე განიხილება.
       

ყოველკვარტალური როზგვა

        ამ მძიმე ვითარებიდან (როგორც უკვე დაიწერა) ევროპარლამენტარებმა გონებამახვილური გამოსავალი იპოვეს: ყოველ სესიაზე რუსებს ლანძღავენ, თათხავენ;M თავე ლაფს ასხამენ, მისი გარიცხვის საკითხს განიხილავენ, შემდეგ რამდენიმე თვიან ვადას აძლევენ, რომლის დროსაც რუსეთი კვლავ არც ერთ გადაწყვეტილებას არ შეასრულებს;
        მერე ისევ მოვა მორიგო სესიის დრო, კვლავ დაიწყებს რუსული დელეგაცია სირბილს კულუარებში, მოეწყობა ევროპულ დედაქალაქებში რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელთა ოფიციალური ვიზიტები (რა თქმა უნდა პირველ რიგში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში) და ისევ დამამცირებელი თხოვნა პატარა საქართველოს პრობლემატიკაზე.
        დიპლომატიის ხელოვნება გვასწავლის, რომ ასეთი მდგომარეობა უაღრესად არახელსაყრელია იმ ქვეყნისათვის ვინც მუდმივად იძულებულია იბრძოლოს, ეხვეწოს კოლეგებს საკითხის მხოლოდ გადადადებაზე, გადატანაზე და თან დაემუქროს, რომ თუ ევროსაბჭოდან გარიცხავენ, მაშინ ის სამუდამოდ დატოვებს სტრასბურგს და «ჩააგდებს» Gგაეროს უშიშროების საბჭოში ირანის საწინააღმდეგო რეზოლუციას. Yუფრო მეტიც: შეიძლება ირანს რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტები სს-400 ან «ისკანდერის» ტიპის რაკეტები მიაწოდოს, რომლებიც საქართველოში გამოიცადა.
        ამაზე ევროპელები პასუხობენ, რომ «ისკანდერები» რა თქმა უნდა ცუდია, მაგრამ საკითხზე მაინც მსჯელობდნენ - ,მსჯელობა ხომ ხმის ჩამორთმევაზე ნაკლებ კომფორტული რუსეთისთვის.?»
        სინამდვილეში, რუსი დეპუტატები, თუ ყოფილ პოლიტოლოგს ყურადღებით მოვუსმენთ, უკვე ახლავე მოითხოვს კარის «გაჯახუნებას» ანუ დებატებში საერთოდ მონაწილეობის არმიღებას.
        თუმცა, ისინი მიიღებენ მონაწილეობას თუ არა, შედეგი იდენტური იქნება, რაკი დებატებს და რუსეთის გაუთავებელ თავსლაფისდახმას მაინც მთელ ევროპა მოისმენს. Aრადა დებატებში .მონაწილეობის მიღებისას უპასუხებენ მაინც.
        სინამდვილეში, დიპლომატიურ ენაზე ეს მოწინააღმდეგის «შებოჭვას» და მის მიმართ არგუმენტის მოპოვებას ნიშნავს. მაგალითად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა მოსკოვში ყოფნისას ირანის საკითხი განიხილა. ეს განხილვა ისე არ განვითარდა, როგორც მას სურდა, ამიტომ რუს კოლეგებს მაშინვე შეახსენა სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა აფხაზეთიდან და «სამხერთ ოსეთიდან» ჯარების გაყვანის სახით.

მუდმივი თავის ტკივილი რუსებისთვის

        რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ პუტინმა, ლავროვმა და მედვედევმა, რომ «ეს უკვე რეალობაა», სურთ თუ არა, ამაზე მუდმივად მოუწევთ საუბარი და ეს ისეთივე გულისგამაწვრილებელი იქნება რუსებისთვის, როგორც რუსი დეპუტატებისთვისაა არასასურველი ყველა სესიაზე მათი თავსლაფდამსხმელი რეზოლუციის მიღება.
        პლენარული გამოსვლებისას რუსებს კვლავ ელის მუდმივი «დიპლომატიური ლანძღვა», სამაგიეროდ კი, მოხდება მათთვის ხმის უფლების შენარჩუნება ანუ იმ შესაძლებლობის დატოვება, რომ იყონ სტრასბურგში (ძალიან Lლამაზი ქალაქია) და სამ თვეში ერთხელ თავსლაფი ასხან მთელ ევრიოპისა და მსოფლიოს თვალწინ.
        ბუნებრივია, რუსები შეეცდებიან ეს საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღონ, მაგრამ ნურას უკაცრავად – თურქეთის მიერ კვიპროსის დანაწევრების ან სომეხთა გენოციდის საკითხი (საუკუნისა და 30 წლის წინ წინ) დღესაც განიხილება DA და დღესაც უწამლავს თურქებს ცხოვრებას.
        ასე რომ, რუსებს აქ მოსვენება არ ექნებათ და თავად დარწმუნდებიან, რომ იმით, რაც 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინეს, ზესახელმწიფოს სტატუსს გამოემშვიდობენ და რეგიონული სახელმწიფოს სტატუსი მოიპოვეს.
        თურქებისათვის ეს სტატუსი მისაღებია, რაკი მეტის პერტენზია არა აქვს; აი რუსებსა კი, რომლებსაც თავი ევროპის ნაციზმისგან გამათავისუფლებლად, ევროპული ცივილიზაციის აღმოსავლურ ბურჯად მიაჩნიათ და გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებას ფლობენ, - მეტის პრეტენზია აქვთ.
        არადა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა შემთხვევა, რომ «დიდი რვიანისა» და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი (ვეტოს მქონე) წევრი ესოდენ ავტორიტეტულ კომისიას, როგორიც ევროკავშირის კომისიაა, ეთნიკურ წმენდაში, სხვისი ტერიტორიის ოკუპაციაში, მეზობელი სახელმწიფოს მოქალაქეთა უკანონო პასპორტიზაციაში და აგრესიაში დაედანაშაულებინოს.
        თითქოს უნდა იფიქრონ რუსებმა, რა ურჩევნიათ, მაგრამ მათ არჩევანი უკვე გააკეთეს და სამომავლოდ მათი სიჯიუტე – შეურიგებლობა შესაძლოა საქართველსოთვის ხელსაყრელიც კი აღმოჩნდეს პოლიტიკურ და დიპლომატიურ ბრძოლაში