რატომ არ გვაქვს ელექტროენერგია?

რატომ არ გვაქვს ელექტროენერგია?

 

        სარწმუნო წყაროს მიერ მოწოდებული ცნობის თანახმად, ორშაბათს, გვიან საღამოს, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი დათო მირცხულავა სახელმწიფო კანცელარიაში მიიჭრა და პრეზიდენტთან შეხვედრა ითხოვა.
        მინისტრი აღელვებული და გააფთრებული იყო. მირცხულავა აღაშფოთა «აეს-თელასის» თანამშრომლების საქციელმა, რომლებიც მას სამინისტროში შეუვარდნენ და თბილისისათვის ელექტროენერგიის მიწოდება მოსთხოვეს. მათი თქმით, საქართველოს გენერაციას საკმარისი რესურსები აქვს, რათა თბილისის მოსახლეობა 24 საათით უზრუნველყოს ელექტროენერგიით.
        დავით მირცხულავამ არცთუ უსაფუძვლოდ ჩათვალა, რომ მას ყოფილი თანამშრომლები «თელასის» მენეჯერმა სქოულიმ «მიუსია». თავად მაიკ სქოული ამას უარყოფს, თუმცა არ არის გაორიცხული, აქცია მართლაც მისი ინიციატივით ჩატარებულიყო. ამით სქოულიმ, კიდევ ერთხელ, დაანახა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მასაც გააჩნია ზემოქმედების მძლავრი ბერკეტები, თუ მის ინტერესს არ გაითვალისწინებს. «აეს-თელასის» ქართველმა თანამშრომლებმა ხომ შესანიშნავად იციან, რა ხდეოდა და რა ხდება საქართველოს ენერგოსისტემაში. და მაინც, რატომ არა გვაქვს დენი? საქართველოს «ელექტრომშენებლები» ცდილობენ ეს საკითხი მაქსიმალურად ჩახლართონ, რათა მოსახლოებამ სიმართლე ვერ გაიგოს. თუმცა, სიმართლე მაინც ადვილი დასადგენია: «აეს»-ის კონტროლს დაქვემდებარებულიო მე-9 და მე-10 ენერგობლოკები რომლითაც უნდა მომხდარიყო თბიოლისის მომარაგება, ავარიულად გამოირთო არა თავისთავად, არამედ წლების განმავლობაში გაოხრებული, ქვაეყნის ენერგოსისტემაში არსებული დაძაბულიო ვითარების გამო.
        ჩვენი ენერგოსისტემის მთავარი უბედურებაა იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა. მერედა, რატომ მუშაობს იგი იზოლირებულ რეჟიმში? – იმიტომ, რომ, არც ერთი მეზობელი (რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი), საიდანაც შეგველძო ელექტროენერგიის შემოტანა, რათა ჩვენს ენერგოსისტემას იტზოლირებულ რეჟიმში არ ემუშავა აღარ გვენდობა! რატომ აღარ გვენდობა? – დიდი ვალებსი გამო! რატომ დაგროვდა ეს ვალები? – იმიტომ, რომ წლების განმავლობაში, რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან შემოტანილ ელექტროენერგიას უფასოდ ვაწვდიდით მოსახლეობას და საწარმოებს. ვალად გროვდებოდა საფასურის 100 პროცენტი, ხოლო საფასური მომხმარებლის მხრიდან, მხოლდ 13-14 პროცენტით იყო დაფარული. ასეთ შემთხვევაში, ვინღა გენდობა? ბუნებრივია, როდესაც მე-9 და მე-10 ლბლოკები ავარიულად გამოირთო და სქოულიმ დაიწყო ფიქრი იმპორტზე, ყველა პარტნიორმა წამგებიანი პირობები წაუყენა. მხოლოდ 100 მეგავატი იყიდა სომხეთისაგან. როგორ მოექცეოდა ამ შემთხვევაში ნებისმიერი ჭკუათმყოფელიო ენერგეტიკოსი (და ბიზნესმენი) სქუოლის ადგილას? რა თქმა უნდა, მოიქცეოდა ისევე, როგორც მოიქცა მაიკლ სქოული: მიადგა საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს და კატეგორიულად მოსთხოვა, მე ვიხდი მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს. მზად ვარ, წინასწარ გადავიხადო. ჩემს გარდა საქართველოში არაევინ არაფერს იხდის. ამიტომ, კეთილი ინებეთ, ვიდრე ჩემს ბლოკებს ავამოქმედებ (საამისოდ ერთი კვირაა აუცილებელი), გამოურთეთ ელექტროენერგია საქართველოში ყველა არგადამხდელს (ანუ მომხმარებელთა 80-85 პროცენტს), მომაწოდეთ ეს ელექტროენერგია, მე რაც საკმარისი იქნება თბილისის 24 საათიანი განათებისათვის. ისინი ხომ არ იხდიან. ვიხდი მე, მაშ რაშია საქმე, რატომ არ მაწვდით ელექტროენერგიას?
        ვეკითხები მკითხველს: რა არის ამ მოთხოვნაში მიუღებელი და უსამართლო? რატომ უნდა იყიდოს სქოულიმ ელექტროენერგია სომხეთში უფრო ძვირად, მაშინ როდესაც შეუძლია ეს ელექტროენერგია საქართველოში უფრო იაფად იყიდოს? სხვა საქმეა, საქართველოში გამომუშავებულ ელექტროენერგიას გადამხდელებს რომ აწვდიდნენ. მაშინ კი ბატონო, გამართლებული იქნებოდა «ქართველ ენერგეტიკოსთა» საპასუხო არგუმენტი: თქვენ გაქვთ ორი მძლავრი ენ ერგობლოკი, რაც გინდათ ის გიქნიათ, თავში ქვა გიხლიათ, თუ არადა, იყიდეთ ელექტროენერგია საზღვარგარეთ. ჩვენ კი, ჩვენ ვალდებულებებს ვასრულებთ საქართველოს სხვა მომხმარებლების მიმართ. მაგრამ როდესაც ბინესმენი სქოულიო ხედავს, რომ ძვირფასი ენერგია, რისთვისაც იგი მზად არის ფული გადაიხადოს, უფასოდ მიეწოდება იმას, ვინც არ იხდის არც ერთ ცენტს და მას ჯიუტად არ აწვდიან, - თანამშრომლებს მოგისევს კი არა, თვითონაც გამოვარდება გარეთ ქვებით ხელში.
        ყველაზე ტრაგიკული კი ის არის, რომ შექმნილი ვითარება ვერ აიხსნება სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის «პირადი დაინტერესებით». დავით მირცხულავა პიროვნულად ყველაზე პატიოსანი მინისტრია, რომელიც საქართველოს სათბობ-ენერგეტიკას ჰყოლია დამოუკიდებლობამდეც და დამოუკიდებლობის შემდეგაც.
       
        მერიდიანი, 18 ნოემბერი, 2000 წელი