პუტინი იმპერიის შექმნას ასრულებს

პუტინი იმპერიის შექმნას ასრულებს

        საქართველოში მიმდინარე «საინტერესო» მოვლენებმა და მძვინვარე არჩევნების მოახლოებამ, რაღაცნაირად დაგვავიწყა რუსეთი და ის არანაკლებ საინტერესო მოვლენები, რაც ამ ქვეყანაში ვითარდება, ეს თავისთავად, საგულისხმო პროცესია, რადგან რამდენიმე წლის წინათ ქართველი ტელემაყურებელი ურფო რუსული საზოგადოების იტნტერესებით ცხოვრობდა, ხოლო ქართული «რეალ-პოლიტიკა» რუტინად და ჭაობად აღიქმებოდა.
        დღეს, ოდესაც ქართულმა მედიამ (მის სასახელოდ უნდა ითქვას), რუსული საინფორმცაიო ნაკადი თითქმის მთლიანად გააძევა ქართული ცნობიერი სივრციდან, ბევრმა შეიძლება, გაიკვირვოს კიდეც, მაგრამ ფაქტია, რომ სულ რაღაც 5 წლის წინათ საქართველოს მოქალაქე საკუთარი ქვეყნის შესახებ ახალ ამბებს უფრო რუსული ტელეკომპანიების მეშვოებით იღებდა, და, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რუსული წყაროებიდან მიღებული ცნობა-კომენტარი ბევრად მეტადაც აინტერესებდა. ამჟამად ვითარება კარდინალურად და, როგორც ჩანს, ქეუქცევადად შეცვლილია. ამდენად, საქართველოში უკვე არავითარ ინტერესს აღარ იწვევს ის გარეგნულად «გამყინვარებული» მაგრამ შინაგანად ბობოქარი მოვლენები,რაც მოსკოვში ვითარდება. დამკვიდრებული მედია-სუვერენიტეტის ერთ-ერთი უარყოფითი შედეგი ის არის, რომ ქართულმა საზოგადოებამ სიფრთხილეც დაკარგა. მას ჰგონია, რომ მოსკოვში მიმდინარე პროცესებს შეიძლება, აღარც მიაქციოს ყურადღება.
        არადა, სინამდვილეში, ბოლო მოვლენები ადასტურებს, რომ რუსეთის მოდერნიზაციის პუტინისეული გეგმა (სინამდვილეში იგი რუსული სპეცსამსახურის გეგმაა) თანდათან იმარჯვებს და გამოთავისუფლებული ენერგია (რუსეთის პრეზიდენტი ამას არც მალავს), უპირველესად, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისკენ იქნება მიმართული. მათ შორის პირველ რიგში საქართველოა, როგორც ობიექტურად ყველაზე ნაკლებად დაცული და სუსტი. ამდენად, პუტინის ძალისხმევა, რომლითაც იგი ელცინის მემკვიდრეობას ანგრევს და იმპერიის მორიგი გეოპოლიტიკური «ნ ახტომისთვის» ამზადებს საფუძველს, საქართველოსთვის სინამდვილეში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თუნდაც მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგი, რადგან უმცირესი გამონაკლისის გარდა (თითო-ოროლა იმპოზანტურ ფიგურასა და ასეთივე იმპოზანტურ პოლიტპარტიას თუ არ ჩავთვლით), ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი მდგომარეობისა და კურსისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს გამარჯვებულს, სულ ერთია, ყველაფერი მაინც «შევარდნაძის სახელმწიფოებრივ პარადიგმაში» იტრიალებს.
        ამ თვალსაზრისით, პუტინის რუსეთისა და ელცინის ხანაში წარმოშობილი ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოებისთვის ერთობნ იშანდობლივ მოვლენადიქცა წარსულში თითქმის ყოვლისშემძლე მედია-მაგნატის – ვლადიმირ გუსინსკის დაპატიმრება საბერძნეთში. საბერძნეთის პოლიციამ იგი დააკავა არა ინტერპოლის, არამედ რუსეთის ხელისუფლების თხოვნით. საერთაშორისო პოლიციამ გუსინსკი «პოლიტდევნილად» მიიჩნია და «ხელები დაიბანა». განურჩევლად იმისა, შედგება თუ არა მისი ექსტრადირება რუსეთში, თვით ეს ფაქტი პუტინის სერიოზული გამარჯვებაა.¹
        საბოლოოდ ბარდება წარსულს ელცინის ეპოქა და (რაც უფრო მეტად განმსაზღვრელია) იმ ეპოქაში შექმნილი, ეგრეთ წოდებული, «ოლიგოპოლიები», რომლებიც გუსინსკიმ და სხვებმა დაარსეს. ისინი მთლიანად აკონტროლებდნენ არა მხოლოდ მედია-სივრცეს, არამედ რუსული ბიზნესის «საკონსტროლო პაკეტსაც» ფლობდნენ. სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ მათი პირადი ინტერესების მიუხედავად, ამით დემოკრატიულ სივრცესაც ქმნიდნენ. ის დაჯგუფება, რომელმაც პუტინის ხელისუფლებაში მოსვლა განაპირობა (სპეცსამსახურები), არმია და «პატრიოტული კაპიტალი» _ ეს უკანასკნელი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსიდან ამოიზარდა), საკუთარი ლიდერისთვის გულმოდგინედ «წმენდს» სივრცეს ახალი გეოპოლიტიკური პროექტის განსახროციელებლად, რისი მიზანიც პოსტსაბჭოურ სივრცეზე რუსეთის განუყოფელი და შეუვალი გავლენის დამყარებაა. ამ მიზნით არა მარტო გუსინსკისა და ბერეზოვსკის «მედიაიმპერიებს» შეურყიეს საფუძველი, არამედ სერიოზული დარტყმები მიაყენეს, აგრეთვე, უმდიდრეს რუს ოლიგარქს – მიხეილ ხოდორკოვსკის («იუკოსი»), სახელმწიფო კონტროლს დაუქვემდებარეს უკლებლივ ყველა ტელეკომპანია და გაზეთი.
        რისთვის სჭირდება ეს ყოველივე პუტინს? – მას ხომ უპრეცედენტოდ მაღალი რეიტინგი აქვს – რისთვის სჭირდება ესოდენ მაღალი სამობილიზაციო რესურსი? მედიის კონტროლი უდიდესი სამობილიზაციო რესურსია: წარსულში სახელმწიფოები გაზეთების ნაციონალიზაციას აცხადებდნენ დიდი ომის დაწყებამდენ, ესე იგი, პუტინი უახლოეს ხანს ემზადება რაღაც ძალიან სერიოზული ნაბიჯებისთვის პოსტსაბჭოურ სივრცეზე, რათა თავდაპირველი გეგმის ძირითადი ნაწილი განახორციელოს.
        პირველი დარტყმის ობიექტი საქართველო იქნება, ხოლო განმსაზღვრელი პერიდი (ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში) ქრონოლოგიური ჩარჩო, საპარლამენტო არჩევნებიდან - საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხანაა. რუსული «გამყინვარების» მიუხედავად, ასეთი სახიფათო და ავისმომასწავებელი მომენტი საქართველოს 1993 წლის შემოდგომის შემდეგ არჰქონია. იმ მოვლენებიდან კი სულ მალე 10 წლისთავი შესრულდება.

დილის გაზეთი, 25 აგვისტო, 2003 წელი