მოსკოვი ენერგეტიკული მარწუხით დახრჩობას გვიპირებს

მოსკოვი ენერგეტიკული მარწუხით დახრჩობას გვიპირებს

ანუ, ფაქტობრივად, მან საქართველოს «ცივი ომი» გამოუცხადა

        რუსეთის დედაქალაქში იმყოფება სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, რომელიც ამ საკითხზე მოლაპარაკებას მართავს რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ კასიანოვთან. თუმცა, მოსალოდნელია, რომ კასიანოვი «მხრებს აიჩეჩს» და იტყვის: კერძო კომპანიათა საქმიანობაში არ ვერევიო. სინამდვილეში, რასაკვირველია, ერევიან! რუსეთის უშიშროების საბჭოს შესაბამის განყოფილებასთან შეთანხმების გარეშე (რომელიც საქართველოს «კურირებს») «იტერა» ვერ გაბედავდა ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. ზოგიერთი მიიჩნევს, თითქოს, «იტერა» თბილისში ებრაული კომპანია «ტაპალის» შემოსვლამ შეაშინა. ნაწილობრივ ეს მართალია, მაგრამ გაღიზანების მიზეზი ის კი არ არის, თითქოს «იტერას» დამპალი და განადგურებული «თბილგაზის» პრივატიზება სურს, უბრალოდ, ისრაელ-ამერიკულმა «ტაჰალმა» (ჩვენ, რომ ჭკუა გვქონდეს, მუხლიოსჩოქით უნდა ვეხვეწებოდეთ, ეს სისტემა იყიდოს) შეიძლება მოახერხოს აღრიცხვა-გადახდის მოწესრიგება და «იტერას» აღარ ექნებოდა საბაბი, «მიმდინარე დავალიანების» მომიზეზებით ბუნებრივი აირის მოწოდება შეეწყვიტა. სინამდვილეში «იტერას» ინტერესი იმავე კრემლის ინტერესია – აიძულოს საქართველო, სახელმწიფო ვალად აღიაროს 1996-2002 წლებში მოხმარებული გაზის საფასური.

დილის გაზეთი, 5 ივლისი, 2002 წელი