«ლოშჩინინის დიპლომატია» აფხაზეთში

«ლოშჩინინის დიპლომატია» აფხაზეთში

           გუშინ საქართველოს ტერიტორიაზე ერთდროულად სამი რუსული დელეგაცია იმყოფებოდა. ის-ის იყო ჩეჩნეთის საქმეებში რუსეთის ფედერაციის მინისტრმა სტანისლავ ილიასოვმა, აგრეთვე, საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილემ იური ბრაჟნიკოვმა თბილისი დატოვეს და საქართველოს დედაქალაქს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ლევ მირონოვი ეწვია. მისი მიზანია მოლაპარაკების გამართვა რუსეთის ბაზების ლიკვიდაციის თაობაზე. მოლაპარაკებაში, აგრეთვე, მონაწილეობს საქართვლეოში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების მხედართმთავარი, გენერალ-პოლკოვნიკი ნიკოლაი ზოლოტოვი. ეს ფაქტი იმაზე მიანიშნებს, რომ მოსკოვი არ აპირებს, საკითხი გადაწყვიტოს საქართვლეოში მყოფი რუსი ოფიცრების ინტერესთა გაუთვალისწინებლად.
           შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინათ თბილისის სამხედრო ოლქში დიდი სკანდალი გამოიწვია ცნობამ ოფიცერთა შემადგენლობის შემცირების შესახებ. ამის თაობაზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროშიც კი იმსჯელეს. ამის შემდეგ რუსეთის შეიარაღებულ ძალთა გენერალური შტრაბის ურფოსმა ანატოლი კვაშნინმა თავისი გადაწყვეტილება შეცვალა და საკუთარი ბრძანებულება გააუქმა. ამავდროულად, ჩანს სიმპტომები იმისა, რომ ოფიციალური თბილისი მზად არის, ამ საკითხში კომპრომისზე წავიდეს და აღარ დაიჟინოს ჯარების მაინცდამაინც 3 წელიწადში გაყვანა. მთავარია, გაფორმდეს ხელშეკრულება ჯარების გასვლის შესახებ, ოლო რამდენი წელი დასჭირდება ამას, ნამდვილად მეორეხარისხოვანი საკითხია: 2 თუ 6 ან 7-8. სხვა საქმე იქნებოდა, საქართვლეოს ხელისუფლება რომ აპირებდეს რუსეთთან გააფორმოს ხელშეკრულება არა ჯარების გაყვანის, არამედ რუსეთის სამხედრო კონტინგენტის საბაზო განლაგების ვადების თაობაზე. სხვათა შორის, სტამბოლის დეკლარაცია სწორედ ამ ტერმინოლოგიას იყენებს, არადა ეს შინაარსობრივად სულ სხვა პროცესია, ვიდრე ჯარების გაყვანა. ამ თვალსაზრისით, სამწლიანი ხელშეკრულების გაფორმებას («საბაზო განლაგების» თაობაზე) ბევრად სჯობს «გაყვანის» ვადად თუნდაც ათი წლის დაფიქსირება. როგორც ჩანს, ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ურყევია და არავითარ ეჭვს არიწვევს.
           რუსეთში ეს შესანიშნავად ესმით ანუ კვლავ დროის გაყვანის მეთოდს მიმართავენ, რათა დაელოდონ მომავალ საპარლამენტო და განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნებს. მანამდე კი შესანიშნავი დიპლომატი (ნამდვილი «დიპლომატიური მგელი») ვალერი ლოშჩინინიც საქართველოს ეწვია. ოღონდ აფხაზეთს და არა სხვა რომელიმე რეგიონს. ლოშჩინინ:ი სოხუმში ყოფნისას თავისი ხელოვნების მთელ არსენალს იყენებდა, რათა თბილისში მიმდინარე ხსენებული მოლაპარაკებებისთვის სათანადო ფონი შეექმნა.
           უდავოდ, ეს იყო ლოშჩინინის მთავარი მიზანი. მას არაერთგზის უთქვამს და სოხუმშიც განაცხადა (ვითომდაც ფორმალურად), რომ რუსეთი ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ეს «ფორმალური» განცხადებები უმალვე რეალურ შინაარსს შეიძენენ, როგორც კი რუსეთის მეტისმეტად გათამამებული სეპარატისტების დასჯა და საქართველოსთანმიღწეული კომპრომისის დაკანონება დასჭირდება _ თუ ამგვარ კომპრომისს მართლაც მიაღწია, მაგალითად, იმავე ბაზების საკითხში.
           ყოველივე ამას ვალერი ლოშჩინინი უიდესი ოსტატობით ახერხებს და აქ ილიასოვ-მირონოვიც ღირსეულ პარტნიორობას უწევენ. მაშასადამე, ეს ერთიანი, დიდი თამაშია, რისი მეშვეობითაც მოსკოვი სამხრეთ კავკასიაში თავისი ინტერესების დაცვას ცდილობს. ამჟამად «მოდუს-ვივენდი» (წესაქამისად, «პროგრამა-მინიმუმი») ის იქნება, თუ თბილისი არ მიიღებს გადაწყვეტილებას ბაზების დაუყოვნებლივ გაყვანის შესახებ და ამ მოთხოვნა-ჩივილით არ მიმართავს საერთაშორისო გაერთიანებას. ამავდროულად, რუსებს ისიც ესმით, რომ მათი «პროგრამა-მაქსიმუმი» ამ ეტაპზე მიუწღევადია, ყოველ შემთხვევაში, აფხაზეთთან დაკავშირებით საქართველოს ინტერესთა დაკმაყოფილების გარეშე, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარების გართულებას ნიშნავს და პუტინს წინასაარჩევნოდ სულაც არ სიჭრდება. თუ ასეა, რაში მდგომარეობს «პროგრამა-მაქსიმუმი»? იგი ის გახლავთ, რომ საქართველომ მიმართოს ევროპაში უშიშროებისა და თანაშმრომლობის ორგანიზაციას და დაადასტუროს რუსეთის მიერ «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების» თაობაზე. პარიზის ხელშეკრულების სტამბოლში ადაპტირებული ვარიანტის შესრულება. თითქოს ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ამ გლობალური მნიშვნელობის ხელშეკრულების საბოლოო რატიფიცირებას (ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ) სწორედ ის გარემოება უშლის ხელს, რომ საქართვლეო და მოლდოვა არ ადასტურებენ რუსეთის მიერ სტამბოლის შეთანხმების შესრულებას, რომლეიც ადაპტირებულ ხელშეკრულებას დაერთო. რუსეთისათვის კი იმ დიდი ხელშეკრულების ძალაში შესვლა გეოპოლიტიკურად უაღრესად ხელსაყრელია, ვინაიდან «ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირებას» თან ახლავს, ეგრეთ წოდებული «ფლანგური შეზღუდვები, რაც გამორიცხავს ნატოს ჯარების განლაგებას ბალტიის ქვეყნებქში. სწორედ ამით აიხსნება, რომ რუსეთი საქართველოს საკითხებში მოლაპარაკებას ავალებს ისეთი რანგისა და ძალის დიპლომატს, როგორიც ვალერი ლოშჩინინია. ეს უკანასკნელიც, ჯერ-ჯერობით, ძალიან ოსტატურად და ფრთხილად თამაშობს. ჩვენთვის კი ნიშანდობლივი უფრო ის არის, რომ ვალერი ლოშჩინინი, ზემოთ მოყვანილი მიზეზების გამო, აფხაზეთის თემატიკას მიანგც საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში განიხილავს და ამ თამაშის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. საქართველოს პოზიციათა ობიექტური სისუსტის გათვალისწინებით, ესეც სერიოზული მიღწევაა.

დილის გაზეთი, 3 სექტემბერი, 2003 წელი