«თეთრი ლეგიონი» არძინბას ჩაძაღლებას აპირებს

«თეთრი ლეგიონი» არძინბას ჩაძაღლებას აპირებს

 

    საქართველოს სპეცსამსახურთა ხელთ არსებული ინფორმაციით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდნენ ქართველი პარტიზანები, რომლებიც სისხლს უშრობენ აფსუა ფაშისტებს და სერიოზულ ზიანსაც აყენებენ სეპარატისტულ რეჟიმს როგორც ცოცხალი ძალის, ასევე სამხედრო ტექნიკის განადგურებით.
    აფხაზები ცდილობენ მსოფლიო დაარწმუნონ, თითქოს «დივერსიულ ჯგუფებს» აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო გზავნის. მაგრამ ისინი მაინც ვერ შეძლებენ დაფარონ ის ფაქტი, რომ ქართველ პარტიზანთა აბსოლუტური უმრავლესობა აფხაზეთის ყოფილი მცხოვრებია, რომლებიც არძინბას რეჟიმმა განდევნა სამშობლოდან და ახლა იარაღით ხელში იბრძვიან თავისი წმიდათა-წმიდა უფლების განსახორციელებლად.
    ამ მოძრაობას არძინბა ვერ მოსპობს. პირიქით, იგი სულ უფრო გაძლიერდება და ყოვლისმომცველი გახდება. ჯერ-ჯერობით კი გალის, ოჩამჩირის, გულრიფშის და სოხუმის რაიონებში მოქმედებს თხუთმეტამდე ქართული პარტიზანული ჯგუფი; თითოეული მათგანის შემადგენლობაში ექვსიდან-ათამდე მებრძოლია. ისინი შეიარაღებულნი არიან ძირითადად ცეცხლსასროლი იარაღით. თუმცა, შეიარაღებაში აქვთ ნაღმსატყორცნებიც და სხვადასხვა ტიპის ნაღმები, რომელთაც აქტიურად იყენებენ მტრის ცოცხალი ძალის თუ საბრძოლო ტექნიკის გასანადგურებლად.
    არძინბას მტკიცება, თითქოს ქართველ პარტიზანთა ბაზა ზუგდიდში მდებარეობს, სრული სიყალბეა. სინამდვილეში, პარტიზანები დისლოცირებულნი არიან გალის რაიონის «ქვედა ზონის» სოფლებში (არხის სამხრეთით), რომელსაც მხოლოდ ნაწილობრივ აკონტროლებს აფხაზური ადმინისტრაცია.
    თავდაპირველად ქართველ პარტიზანთა მიზანი აფსუა «მილიციელთა», იგივე აფხაზ «ბოევიკთა» განადგურება იყო. 1994-1996 წლებში, პარტიზანებმა ასამდე «მილიციელი» მოსპეს. არანაკლებ მტკიცედ მოქმედებდნენ ისინი მოღალატე ქართველების წინააღმდეგ, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობდნენ სეპარატისტებთან.
    1995 წლის ბოლოდან, პარტიზანთა მოქმედება უფრო მიზანსწრაფული და გააზრებული გახდა. ისინი ანადგურებენ არა მხოლოდ მტრის ცოცხალ ძალას, არამედ კომუნიკაციებს, სატრანსპორტო საშუალებებს, სამრეწველო ობიექტებს, რომლებიც სეპარატისტულმა რეჟიმმა შეიძლება თავისი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს და ა.შ.
    მარტო ბოლო სამი თვის განმავლობაში, გალი-ოჩამჩირის და გალი-ზუგდიდის საავტომობილო ტრასაზე პარტიზანებმა შვიდი ჩასაფრება მოაწყვეს. გაანადგურეს მტრის ორი ჯავშან-მანქანა და 15 მებრძოლი (ე.წ. მილიციელი). მათ მიერ ჩადებულ ნაღმებზე აფეთქდა ე.წ. «რუსეთის სამშვიდობო ძალების ორი ტანკი. საინტერესოა რომ აფეთქების დროს ამ ტანკებზე ერთმანეთის გვერდით ისხდნენ აფხაზი «მილიციელები» და რუსი «მშვიდობისმყოფელები», რომლებიც «ერთობლივ ოპერაციას» ახორციელებდნენ ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ.
    პარტიზანებმა შეაღწიეს ოჩამჩირეში (სადაც ააფეთქეს «ადმინისტრაციის» შენობა) და ტყვარჩელშიც კი, რომელიც ომის დროს «აუღებელ ციხე-სიმაგრედ» იქცა ქართული არმიისათვის; ზოგიერთი ცნობით, ქართველ პარტიზანთა გააქტიურება შეიმჩნევა სოხუმის რაიონშიც და თვით ქალაქ სოხუმშიც. ბევრი ტერორისტული აქტი, რომელიც «აფხაზურ კლანთა დაპირისპირების გამოვლინებად» ცხადდება, სინამდვილეში ქართველ პარტიზანთა მოქმედების შედეგია. ქართველი პარტიზანები არ მალავენ, რომ მათი მიზანია სეპარატისტთა ლიდერის, ვლადისლავ არძინბას განადგურება.
    თუ გავითვალისწინებთ ქაოსს, რომელიც გამეფებულია აფხაზეთში, ეს არც ისე ძნელი განსახორციელებელია. სწორედ ამიტომ, არძინბამ ბოლო დროს გუდაუთას შეაფარა თავი მაშინ, როდესაც 1993-1995 წლებში სოხუმში გენო კალანდიას ბინაში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად.

«მერიდიანი 44», 6 დეკემბერი, 1996 წელი.