ვის გადაარჩენს «მრეწველობა»?

ვის გადაარჩენს «მრეწველობა»?

      

        ადგილობრივი არჩევნების მოახლოების კვალობაზე, კონსულტაციები პოლიტიკურ ძალთა შორის მომავალი ალიანსების თოაბაზე სულ უფრო აქტიური ხდება.
        ამას რამდენიმე როგორც ვერბალური, აგრეთვე პრაქტიკული გამოვლინება აქვს. «ზვიადისტებისა» და «მრეწველების» ერთობლივი მიტინგი, რომენლზეც ედუარდ შევარდნაძის სურათები დახიეს, ერთ-ერთ ასეთ პრაქტიკულ გამოვლინებად იქცა.
        «მრეწველთა ალიანსმა» ძალზე სერიოზული ნაბიჯი გადადგა და, ფაქტობრივად, პრეზიდენტთან მისასვლელი (უკან დასახევი) ყველა ხიდი დაწვა. გოგი თოფაძეს ავიწყდება, რომ ხელისუფლებას მძლავრი ბერკეტები აქვს მის ბიზნესზე ზემოქმედებისათივ,ს თუმცა ამ გარემოებას იგი აღარ ეპუება, ან ისედაც გრძნობს საფრთხის მოახლოებას და «წინმსწრებ» ზომებს იღებს: შეუძლებელია დიდხანს გაგრძელდეს ვითარება, როდესაც ერთ ლუდის მწარმოებელს, ფაქტობრივად, მონოპოლიური მდგომაროება აქვს ბაზარზე. შედით ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ მაღაზიაში, დახედეთ ლუდის დახლს და დარწმუნდებით, რომ ამ ვითარების «გაყინვა» დიდხანს ვერ მოხერხდება.
        თუმცა, გოგი თოფაძე უდავოდ ნიჭიერი მეწარმეა - რამდენად ნიჭიერი პოლიტიკოსი იქნება, ჯერჯერობით ძნელია თქმა. «ზვიადისტებთან» ალიანსი შორს გამიზნული და კარგად გათვლილი ნაბიჯი არ უნდა იყოს. ერთ-ერთ ტელეინტერვიუში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ განაცხადა, რომ აგრძელებს ინტენსიურ კონსულტაციებს «მემარჯვენეთა ალიანსის» შესაქმნელად.
        თავისთავად, ნიშანდობლივი ფაქტია: ამ მოლაპარაკებათა არც ერთი სხვა სუბიექტი («ახალი ფრაქცია», «მრეწველები», «ტრადიციონალისტები») იმდენს არ ლაპარაკობს მოსალოდნელ ალიანსზე, რამდენსაც პარლამენტს გარეთ დარჩენილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.
        «ახალი ფრაქცია», საერთოდ, არაფერს იტყოდა - «ბორჯომთან» დაკავშირებით რომ არ «შესკდომოდა» თოფაძესა და მის მეგობრებს. მხოლოდ ამ კონფლიქტის პროცესში გაირკვა (სიტყვიერი შეხლა-შემოხლისას), რამდენად ღრმად იყო შესული პროცესი, ხოლო ირინა სარიშვილი-ჭანტურიას განცხადებები ერთგვარი ქარაგმა იყო ედპ-ს როლისა და მნიშვნელობის დასადასტურებლად.
        სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ სარიშვილი-ჭანტურიამ, მართლაც ყველაზე მეტი გააკეთა «ფართო კოალიციის» შესაკრავად. იმდენად, რომ საკუთარი პოლიტიკური კარიერაც კი შესწირა მას, როცა 7 პროცენტიანი ბარიერის დაწესება მოთხოვდა.
        მისი გათვლა მაშინ ყველასათვის ნათელი არ იყო. ზოგმა რა ივარაუდა და ზოგმა რა: მაგალითად, «ჯამური პროცენტის შემცირება» და დეპუტატთა მანდატების მიკუთვნება მხოლოდ იმ პარტიებისთვის, რომლებიც ჯამში, ხმათა 50 პროცენტს გადააჭარბებდნენ.
        არადა, მხოლოდ «მოქალაქეთა კაშვირმა» და «აღორძინებამ» შეადგინეს 64 პროცენტი. პლუს 7 პროცენტი «მრეწველების», ანუ 71.
        ასეთი «წარმომადგენლობა» საქართველოს პარლამენტს არადსროს ჰქონია, თუ არ ჩავთვლით 1992 წლის 11 ოქტომბრის არჩევნებს, როდესაც პარლამენტში მოხვდა ყველა, ვისაც კი ამის მეტ-ნაკლები სურვილი ჰქონდა.
        სინამდვილეში, როგორც შემდგომ გაირკვა, ირინა სარიშვილი-ჭანტურიას სხვა განზრახვა ამოძრავებდა. მას სურდა შეექმნა ვითარება, როდესაც «მემარჯვენედ» სახელდებული ძალები იძულებულნი გახდებოდნენ გაერთიანებულიყვნენ, რათა ხმათა საკმარისი ოდენობა დაეგროვებინათ - 7 პროცენტიანი ბარიერის გადასალახავად.
        ოღონდ ედპ-ს ლიდერმა ქართული პოლიტიკის ტრადიცია და ქართველ პოლიტიკოსთა აბმიცია არ გაითვალისწინა: საერთოდ, უარს იტყოდნენ პარლამენტში შესვლაზე. ოღონდ კი თავისი ამბიციისთვის არ დაებიჯებინათ ფეხი.
        დიდია ალბათობა იმისა, რომ იგივე განმეორდება დღესაც: ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ძალზე გაუჭირდება რაიმე მყარი სახის მქონე კოალიციის ჩამოყალიბება.
        თუმცა ზოგიერთი სიმპტომის მიხედვით, კონსულტაციები მართლაც, გრძელდება. რაოდენ მოულოდნელიც არ უნდა იყოს, მათში ყოფილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ელიტა, ანუ «სახალხო პარტიაც» მონაწილეობს. მცირე ხნის წინ ეს თითქოს შეუძლებელი ჩანდა - ისეთი ხმაურითა და სკანდალით დაშორდნენ ერთმანეთს ყოფილი მეგობრები და თანამოაზრენი, მაგრამ ქართული პოლიტიკის უახლესმა ისტორიამ დაადატსურა, რომ აქ გასაკვირი ან შეუძლებელი არაფერია.
        ირინა სარიშვილი-ჭანტურია და მამუკა გიორგაძე კრაგად იცნობენ ერთმანეთს. პრაგმატიზმი მათ არასდროს აკლდათ, ამიტომ სულაც არ არის გამორიცხული, სცადონ ძალთა გაერთიანება «ინტერესთა დამთხვევის» საფუძველზე, რის შედეგადაც თავ-თავიანთი ელექტორატი გააერთიანონ.
        უკანასკნელ არჩევნებში ყოფილი «დიდი ედპ»-ს ელექტორატი ორ ნაწილად გაიყო. ირინა სარიშვილი-ჭანტურიას პარტიამ და გიორგაძე-კობახიძის პარტიამ 4-5 პროცენტი მიიღეს თითოეულმა, ანუ ერთად - 9 პროცენტი.
        მესამე სუბიექტი ნათელია - «ტრადიციონალისტთა კავშირი», რომელსაც აგრეთვე ყოველთვის ჰქონდა მემარჯვენეობის პრეტენზია. თუმცა აკაკი ასათიანი დღეს პარლამენტარია და ჯერ კიდევ საკითხავია, შეეგუება თუ არა იგი პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკოსების არათუ პრიორიტეტს (მამუკა გიორგაძესაც და ირინა სარიშვილი-ჭანტურიასაც ამგვარი პრეტენზია ექნებათ), არამედ თუნდაც თანასწორუფლებიანობას.
        ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სამეული შეეცდება გამონახოს საერთო ენა პარლამენტში წარმოდგენილ ფინანსურ-სამრეწველო დაჯგუფებებთან (თოფაძისა და გაჩეჩილაძის ჯგუფებთან) და როგორმე შეარიგოს ისინი, «კოალიციის» ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კონტექსტში სრულ უაზრობად ჩანს სეაუბარი «ზვიადისტებთან» რაიმე სახისალიანსზე. სხვათა შორის, აქ მამუკა გიორგაძეზე უფრო პრაგმატული პოზიცია სწორედ ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ დაიკავა, რომელმაც ორი წლის წინ სრულიად საფუძვლიანად განაცხადა: «ზვიადისტებთან შერიგება შეუძლებელია - ისინი მაინც არასდროს დაივიწყებენ იმას, რაც 9-10 წლის წინ მოხდა».
        ოღონდ აქვე უნდა გავითვალისწინოთ, მამუკა გიორიგაძესაც და გოგი თოფაძესაც «ზვიადისტები» ტაქტიკური მიზნებისათვის გამოსაყენებლად ესაჭიროებათ და სტრატეგიული ალიანსი აზრადაც არ მოსვლიათ.
        არჩევნებთან დაკავშირებით «ზვიადისტებთან» ალიანსი, ანუ ერთიანი საარჩევნო ბლოკი მათთან შეუძლებელია - ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ისინი თავად არაფრის დიდებით არ გაერთიანდებოდნენ ყოფილ ედპ-ს არც ერთ განაყოფთან, ამრიგად, რჩება მხოლოდ ერთი შესაძლებლობა «მემარჯვენე ტრიადა» (ედპ-სახალხო-ტრადიციონალისტები), რომელიც, ალბათ, თავისუფლად გადალახავს 7 პროცენტიან ბარიერს, ან «მეწარმეთა» ორთქმავალი ბევრი რამ გაირკვევა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელსაც დროსთან ერთად პოლიტიკური ვითარებაც ამწიფებს.

მერიდიანი, 14 მარტი, 2008 წელი