ევროსაბჭო ულტიმატუმს გვიყენებს

ევროსაბჭო ულტიმატუმს გვიყენებს

        საერთაშორისო სავალუტო ფონდის «მრისხანე საინსპექციო მისიას» (რომელმაც, პრინციპში, უნდა გადაწყვიტოს, გაუგრძელდება თუ არა საქართველოს პროგრამა), თბილისს მეორე, არანაკლებ ავტორიტეტული ორგანიზაციის (ევროპის საბჭოს) დელეგაცია ესტუმრა.

        მისმა ვიზიტმა მართლაც გამაოგნებელი შთაბეჭდილება დატოვა. ყველა მივეჩვიეთ იმ აზრს, რომ ევროპის საბჭო, ძირითადად, განიხილავს ადამიანისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხებს. მართლაც, ეს ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა, როგორც უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოსა და საზოგადოების მოწყობის დემოკრატიული სტანდარტის მცველი.
        ამდენად, სავსებით ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ევროპის საბჭო დაჟინებით ითხოვდა და ითხოვს ამ მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ შორის, კანონმდებლობის გაუმჯობესებას, საპატიმროებში ადამიანის უფლებების დაცვას, ეროვნული უმცირესობებისთვის კულტურული ავტონომიის პირობათა გაუმჯობესებას და ასე შემდეგ.
        თავის დროზე ევროპის საბჭოში გაწევრიანება ყველაზე დიდი გამარჯვება იყო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ამით ევროპამ ნამდვილად აღიარა საქართველო _ მისი წარსული და მომავალი.
        მაგრამ აწმყოს რაც შეეხება, საქართველოს წევრად არ მიიღებდნენ, თუ იგი გარკვეულ ვალდებულებებს არ იკისრებდა – მათ შორის, მაგალითდა, საცმხე-ჯავახეთში გათურქებულ მესხთა რეპატრიირების თვალსაზრისით და ასე შემდეგ.
        ამდენად, ყველა ელოდა, რომ ევროპის საბჭო სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილებდა ყურადღებას. ქართული მხარეც მზად იყო ონონირებისთვის. თუმცა, არავის ეპარება ეჭვი, რომ ადრე თუ გვიან ამ პირობათა შესრულება ნამდივლად მოგვიწევს.
        მაგრამ, სურლიად მოულოდნელად, ევროსაბჭოს «ეჟენდაში» მთავარ საკითხად სრულიად განსხვავებული თემა იქცა - «შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ კანონის მიღება».ე ევროსაბჭოს წარმომადგენლები დაგვემუქრნენ, რომ თუ უახლოეს მომავალში პარლამენტი ამ კანონს არ მიიღებს, ევროპის საბჭოში ობსტრუქცია და შერცხვენა გველის – საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე «გაგვაშავებენ», ანუ სკოლის მოსწავლესავით «კუთხეში დაგვაყენებენ»: სხდომის წამყვანი გამოაცხადებს, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც პარლამენტს არ სურს მიიღოს კანონი ფულის გათეთრების შესახებ. ამ დროს, საქართველოს დელეგაცია, სრული შემადგენლობით, საჯაროდ დატუქსული მერვეკლასელი მოწაფეებივით თავჩაქინდრული უნდა იდგეს ყველას დასანახად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კიდევ უფრო მეტიც: ამ «დარღვევისთვის» საქართველო შეიძლება გარიცხონ კიდეც ევროპის საბჭოდან!
        ყოველ შემთხვევაში, ამგვარ ალბათობას საბჭოს წარმომადგენლები არ გამორიცხავენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ «ბებერი ევროპა» და მისი ინსტიტუტები საბოლოოდ დაადგენენ სრული გადაგვარების გზას და ამის შემდგე, ალბათ, აღარც არაფერი ეშველებათ. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ მისდამი განსაკუთრებული პიეტეტისაგან, ვინაიდან ის, რაც ამ კანონთა დაკავშირებით ხდება, ნამდვილად არ მეტყველებს ევროპის საბჭოს მესვეურთა გონიერებასა და სამართლიანობაზე.
        ჯერ ერთი, ბოლოს და ბოლოს, ეს კანონი და თვით პრინციპი, რომელსაც იგი ეფუძნება, სულაც არ არის ერთმნიშვნელოვანი. ბევრ ქვეყანაში მის მიღებაზე საერთოდ უარი განაცხადეს, ოღონდ არა იმიტომ, რომ თითქოს შავი ფულის უკანონო ლეგალიზების პრაქტიკას ეთანხმებიან, არამედ სულ სხვა მიზეზით: თავისი არსით, ეს კანონი ანტილიბერალურია. განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც საბაზრო ეკონომიკა მხოლოდ ახლა იდგამს ფეხსბ და მძლავრობს კორუფცირებული ბიუროკრატია. იგი, რასაკვირველია, შემთხვევას არ გაუშვებს ხელიდან, რათა ეს ბერკეტები ადამიანის დასახრჩობად გამოიყენოს.
        თუმცა, ესეც არ არის ყველაზე მთავარი. უფრო საინტერესო ის გახლავთ, თუ საეროთდ ვინ ეკითხება ევროპის საბჭოს ანტიკრიმინალური კანონმდებლობის მიღება-არმიღებას? ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციაა თუ ინტერპოლი?
        გასაგები იქნებოდა, ამ თემას საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამწვავებდეს. მის ფუნქციაში დიახაც შედის არა მხოლდ განვითარებად სახელმწიფოთა საბაზრო-ინსტიტუციური ტრანსფორმაცია, არამედ კრიმინალური ფინანსური სისტემების დამკივდრების აღკვეთა.
        თუმცა, სავალუტო ფონდსაც კი ვერ მოუვლია ასეულობით, ეგრეთ წოდებული «ოფშორული ზონისათვის», სადაც მილიარდობით დოლარის «გათეთრება ხდება» ყოველთვიურად და ევროპის საბჭოს ულტიმატუმები სასაცილოდაც კი არ ჰყოფნის.
        როგორც ჩანს, ევროპის საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვაზე მეტად საერთაშორისო ფინანსური სტაბიულრობა აღელვებთ. თავისთავად, ესეც სრეიოზული პრობლემაა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, დაირქვან «ევროპაში ფინანსური წესრიგის საბჭო» და თავი ანებოლნ «ძირეულ ჰუმანისტურ ღირებულებებზე» ლაპარაკს – ფინანსური კანონმდებლობა და «ფულის რეცხვის წინააღმდეგ» ბრძოლა საპოლიციო საქმეა და თუ ევროსაბჭოს არ ესმის, რომ ამ სიბინძურეში ჩარევით საკუთარ ავტორიტეტს ლახავს, ანუ შეურაცხყოფას აყენებს იმ იდეალებს, რისთვისაც მრისხანე ომის შემდეგ შეიქმნა – მისი მომავალი ძალიან სერიოზულ ეჭვს ბადებს.

დილის გაზეთი, 20 მაისი, 2003 წელი