ედუარდ შევარდნაძე ჯორჯ სოროსს შეხვდა

ედუარდ შევარდნაძე ჯორჯ სოროსს შეხვდა

        გუშინ ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი საქმიან შეხვედრებს მართავდა - «ათასწლეულიოს სამიტზე» სიტყვით გამოსვლამდე. გაეროს შენობაში იუნესკოს ეგიდით გამართულ მრგვალ მაგიდაზე «ცივილიზაციათა დიალოგის» ერთ-ერთ მთავარ მომხსენებლად სწორედ ედუარდ შევარდნაძე მიიწვიეს. ნიშანდობლივია, რომ კონფერენციის გამართვის ინიციატორები ყვნენ იუნესკოს პრეზიდენტი კოიჩირო მაცუურა და ირანის პრეზიდენტი ჰატამი. ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობისათვის ამ ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან ამით ირანი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებსაც განმარტავდა მილენიუმ სამიტის მსვლელობისას.
        როგორც ცნობილია, ჰანტინგტონის სახელგანთქმულიო თეორიის შესაბამისად, 21-ე საუკუნე და მესამე ათასწლეულიო «ცივილიზაციათა კონფლიქტის» ხანა იქნება. როდესაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან არა უბრალოდ სახელმწიფოები ან სახელმწიფოთა ბლოკებიო, არამედ ცივილიზაციები, მათ შორის ჰანტინგტონი განასხვავებს დასავლურ და მაჰმადიანურ ცივილიზაციებს და სწორედ მათ შორის წინასწარმეტყველებს ყველაზე მწვავე დაპირისპირებას. საქართველოს პრეზიდენტის მიწვევა ამ კონფერენციაზე წინასწარ გათვლილი ნაბიჯი იყო. ჰატამი და მაცუურა, ერთი მხრივ, ითვალიოსწინებდნენ მის ავტორიტეტს დასავლეთში, მეორე მხრივ კი, წინასწარ საზღვრავდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მოწოდება დიალოგის აუცილებლობის თაობაზე ობიექტურად აღიქმებოდა გარკვეულ პოლიტიკურ ინიციატივადაც. რაც ძალიან სჭირდებოდა ირანს, რომელიც უკვე 21 წელია იზოლირებულია აქტიური გეოპოლიტიკისაგან. ხოლო მისი ფინანსური ავუარები დასავლეთის (უპირველესად, ამერიკის შეერთებული შტატების) ბანკებშია გაყინული, 1979 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ, როდესაც ირანელმა ისლამისტმა სტუდენტებმა შაჰის გადმოცემის მოთხოვნით დაატყვევეს ამერიკის საელჩოს თანამრომლები. საქართველოს დღეს ირანთან ნორმალური ურთიერთობა აქვს, რასაც ნამდვილად ითვალისწინებენ თეირანშიც და ვაშინგტონშიც.
        შევარდნაძემ «ცივილიზაციათა დიალოგის» კონფერენციაზე საკმაოდ ნიშანდობლივი განცხადებები გააკეთა, რომელთაგან აღსანიშნავია მოწოდება ახალ საუკუნეში ცივილიზაციათა ურთიერთქმედება აღვიქვათ არა როგორც კონკურენცია (მით უმეტეს დაპირისპირება), არამედ, პიროვნების თავისუფალი არჩევანის გამოხატულება. ბუნებრივია, ერთი კონფერენციითა და მრგვალი მაგიდით ირან-დასავლეთის ურთიერთობებს არაფერი ეშველება. მაგრამ ასეთ კონფერენციაზე (მით უმეტეს ათასწლეულის სამიტის დროს, ტრადიციულად მრავალკონფესიური და რჯულთშემწყნარებლური ჩვენი ქვეყნის წარმოჩენა მაინც მნიშვნელოვანი იყო. მით უმეტეს, რომ შევარდნაძემ იუნესკოს შესთავაზა შესაბამისი ორგანოს შექმნაც და ერთ-ერთი მუდმივმოქმედი ინსტიტუტის შტაბბინის თბილისში განლაგება. შესაძლოა, უახლოეს მომავალში ანალოგიური კონფერენცია თბილისში გაიმართოს და მასში მონაწილეობა მიიღონ აგრეთვე იუნესკოს პრეზიდენტმა და ირანის სილამური რესპუბლიკის ხელმძღვანელმა.
        სამშაბათსვე, ედუარდ შევარდნაძე დახურულ კარს მიღმა შეხვდა ცნობილ ფინანსისტ ჯორჯ სოროსს, რომელმაც თავად მოისურვა საქართველოს პრეზიდენტთან საუბარი, რომლის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა იგი, ძირითადად, პოსტსაბჭოურ სივრცეში არსებულ ფინანსურ ვითარებასა და საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივებს მიეძღვნა.
        თხუთმეტიოდე წლის წინათ, როდესაც თბილისში სოროსის გამოფენა გაიხსნა, ამერიკელ მილიარდერს სხვანაირი ინტერესი, გარდა ამ სიმბოლური აქციისა, ჩვენი ქვეყნის მიმართ არ გააჩნდა. მაგრამ დღეს საქართველო «ჩანს» მსოფლიოს არა მხოლოდ კულტურულ, ან პოლიტიკურ, არამედ ფინანსურ რუკაზეც, სადაც პატარა სიდიდეები არ არსებობს, იმ აზრით, რომ თვით მათგან ყველაზე მცირესაც კი შეუძლია გარკვეული პროცესების პროვოცირება ფინანსურ ბაზრებზე.
        მაგალითად, 1998-99 წლების დამანგრეველი ფინანსური კრიზისი, რმოელმაც საბოლოოდ არც საქართველოს დააკლო ხელი, სწორედ აზიაში არსებული ასეთი ვითომდაც მცირე ფინანსური ერთეულების დაწყებული ყო და ჯორჯ სოროსი ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა. არ არის გამორიცხული, სოროსის ინტერესი საქართველოსადმი იმით იყო გამოწვეული, რომ უკიდურესი სოციალური გაჭირვების მიუხედავად, საქართველოს მთელს პოსტსაბჭოურ სივრცეში ერთ-ერთი საუკეთესო მაკროეკონომიკური მაჩვენებლები აქვს. იმ ადამიანებისთვის ვინც თითქმის შიმშილით კვდება (ასეთები კი საქართველოში ნამდვილად არიან და არცთუ მცირე ოდენობით) ეს დიდი ვერაფერი შეღავათია, მაგრამ ობიექტურად ასეა.
        შესაძლოა, სოროსს ის გარემოებაც აინტერესებს, რომ საქართველო შიდა ფინანსურიბაზრის განვითარებას მხოლოდ ახლა იწყებს. თუმცა საეჭვოა, ჩვენს ქვეყანაში ფინანსურ გენიად აიარებულმა სოროსმა შეძლოს ერთ-ერთი მახვილგონივრული ფინანსური ოპერაციის განხორციელება, რომლიოთაც გვარიანად მოითბო ხელი ლათინურ ამერიკასა და წყნარი ოკეანის აუზის მციერ «ეკონომიკურ ვეფხვებში» (მალაიზია, სინგაპური, ჰონკონგი და სხვა), რადგან ედუარდ შევარდნაძე მის რეკომენდაციებს ფრთხილად ეკიდება. გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები, რომლებიც ჯორჯ სოროსს «მოხარშულს» იცნობენ, საქართველოს არ მისცემენ შეცდომის უფლებას, თუმცა, არც ის იქნებოდა სამართლიანი გვეთქვა, რომ ჯორჯ სოროსი მხოლოდ «ფინანსური სპეკულანტია» და მეტი არაფერი.
        რასაკვირველია, იგი, უპირველესად, საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს, მაგრამ, თუ ეს ინტერესები დაემთხვა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, რატომაც არ უნდა გამოვიყენოთ სოროსის ავტორიტეტი მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე გასასვლელად? მისი ერთი სიტყვა ხომ საკმარისია მნიშვნელოვანი კრედიტის მისაღებად, ნებისმიერ ბანკში. რადგან სოროსი არასდროს ცდება ამა თუ იმ ფინანსური სისტემის შეფასებისას. მისი წინაწსარმეტყველებანიც ყოველთვის მართლდება. დიდი ფინანსური კრიზისის დროსაც მას არაფერი წაუგია, ისევე როგრც არაფერი წაუგიათ ბანკებს, რომლებიც მასთან თანამშრომლობდნენ. შესაძლოა, სოროსის დაინტერესების ერთ-ერთი მიზეზი, აგრეთვე ისიც იყო, რომ თბილისში ლეშეკ ბალცეროვიჩი გამოჩნდა, ვისაც ჯორჯ სოროსი ყველაზე წარმატებულ რეფორმატორად აღიარებს.
        სარწმუნო წყაროათ ცნობით, სოროსმა ედუარდ შევარდნაძეს დაუდასტურა, რომ მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე არსებულიო არასტაბილურობის პირობებში სასტიკი მონეტარიზმი საქართველოსათვის ერთადერთი მშაველი რგოლია, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როცა საქართველოს ეკონომიკა დიდწილად არის დამოკიდებული რუსეთზე, სადაც, სოროსის თქმით, უახლოეს მომავალში კვლავ დიდი ფინანსური მიწისძვრებია მოსალოდნელი, რადგან მხოლოდ «ნავთობის ნარკოტიკით» ეკონომიკა ვერ გაჯანსაღდება.

დილის გაზეთი, 6 სექტემბერი, 2000 წელი