ახალი ხელშეკრულება რუსეთთან - თამაში ძველი წესებით

ახალი ხელშეკრულება რუსეთთან - თამაში ძველი წესებით


   რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ძირითად პარადიგმად იქცა ე.წ. დიდი ხელშეკრულების შეთანხმებისა და გამომუშავება-ხელმოწერა-რატიფიცირების პროცესი. ქართველი პოლიტიკოსები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ, როგორც ჩანს, ეს ხელშეკრულება პანაცეად მიაჩნიათ. პრეიდენტსაც ანალოგიური პოზიცია აქვს, ოღონდ არა იმიტომ, რომ მას სჯერა ამ «ჩარჩო ხელშეკრულების ჯადოსნური ჯალისა, უბრალოდ, შევარდნაძის პოლიტიკური ტექნოლოგიის უმთავრესი მახასიათებელია საზოგადოებაში გაბატონებული წარმოდგენების გათვალისწინება.
        რადგან დიდი ხელშეკრულება, მართლაც, ესოდენ ინტერესს იწვევს, ალბათ, უპრიანია გავერკვეთ, მაინც რაზეა საუბარი და რა იგულისხმება «ჩარჩო ხელშეკრულებაში».
     ამ სახელწოდებით საერთაშორისო (პოლიტიკურ) სამართალში აღნიშნავენ იმ დოკუმენტს (ხელშეკრულებას), რომლეიც არეგულირებს და აზუსტებს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის სტრატეგიულ, გრძელვადიან პრინციპებს. ასეთი ხელშეკრულება, უმრავლეს შემთხვევაში, ფორმდება მეზობელ სახელმწიფოებს, ან თუნდაც დიდ სახელმწიფოებს შორის, მაგრამ, თუ მათი პოლიტიკა სტრატეგიულად ურთიერთგადამკვეთია.
   ბუნებრივია, რუსეთთან «დიდი ხელშეკრულების» გაფორმება თავის დროზე პრინციპულად სწორი გადაწყვეტილება იყო, რათა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გვეცადა მოგვეწესრიგებინა ურთიერთობა დიდ მეზობელთან, რომელთანაც უამრავი ძაფით ვიყავით დაკავშირებული: ეკონომიკურიდან ადამიანურ ურთიერთობებამდე.
        ჩემი ღრმა რწწმენით, მაშინ. (1992-93 წლებში) საქართველომ ხელიდან გაუშვა შანსი, შეემუშავებინა და გაეფორმებინა რუსეთთან ისეთი დიდი ხელშეკრულება, რაც ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილებდა მოსკოვის გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებს. ამით ყველა უბედურებას, რასაკვირველია, თავიდან ვერ ავიცილებდით (მაგალითად, აფხაზეთის უდიდესი ნაწილის დაკარგვას), მაგრამ ზოგიერთი რამის შენარჩუნების შანი კი ნამდვილად გვიჩნდებოდა. ხელშეკრულებაში შეიძლებოდა მკაცრად განსაზღვრულიყო საქართველოს ვალდებულებანი ნატოში გაერთიანებაზე უარის თქმის, ნეიტრალიტეტის შესახებ და სხვა. ვიმეორებ, ამით მთელ აფხაზეთს ვერ შევინარჩუნებდით, თუმცა ზოგიერთი რამ კი შეიძლებოდა თავიდან აგვეცილებინა. მაგრამ, იმ ვითარებაში რუსეთთან ხელშეკრულების ხსენება «მოძრაობის» ჩლუნგ და გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდებოდა. ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვინც ხელს მოაწერდა რაიმე დოკუმენტს, რუსეთთან გავიხსენოთ აბდულატიპოვ-შახრაის (ცნობილი მემორანდუმი) დაუყოვნებლივ ცხადდებოდა ერის მოღალატედ და კრემლის აგენტად. შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ: აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი მთლიანად დაიკარგა, ქვეყანას სამოქალაქო ომის ორმა ტალღამ გადაუარა.
        1994 წლის 3 თებერვალს თბილისში ბორის ელცინის ერთდღიანი ვიზიტის დროს გაფორმდა «დიდი ხელშეკრულება» რუსეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის, თანაშმრომლობისა და კეთილმეზობლობის შესახებ. მაგრამ ეს იყო ჩვეულებრივი «ჩარჩო ხელშეკრულება» ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის, რომლითაც რუსეთი აღიარებდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, საზღვრებს, ხოლო სანაცვლოდ ვერ იღებდა ვერც საქართველოს ნეიტრალიტეტის და ვერც ნ ატოში შეუსვლელობის გარანტიას. ბუნებრივია, ასეით ხელშეკრულების დაკანონებას მოსკოვი არ იჩქარებდა. ბორის ელცინმა თბილისში მისი გაფორმებით რეგიონში რუსეთის გეოპოლიტიკური პრიორიტეტი დაადასტურა, მაგრამ «გოსდუმაში» ხელშეკრულების პროექტის გაგზავნა იმთავითვე თვალთმაქცობა იყო: ასეთი ხელშეკრულების რეალურად ამოქმედებას რუსეთი იმთავითვე არ აპირებდა. დღეს კვლავ საუბარია დიდ ხელშეკრულებაზე რუსეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ პრობლემური კვანძი არ შეცვლილა. ჩვენ გვინდა რუსეთთან ისეით ხელშეკრულება გავაფორმოთ, რომლითაც რუსეთი აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანპობას. რუსეთს კი ისეთი ხელშეკრულება სჭირდება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს გეოპოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, რაც, სინამდვილეში, რუსეთის სტრატეგიულ სივრცეში დარჩენას ნიშნავს.
        საქართველო ამგვარი ხელშეკრულებისთვის მზად არ არის, რასაც (სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას) უკვე ობიექტური წინამძღვარიც აქვს: არ არსბეობს არანაირი გარანტია იმისა, რომ სანაცვლოდ რაიმეს მივიღებთ აფხაზეთში. ამიტომ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამ ახალ «დიდ ხელშეკრულებას» ზუსტად ისეთივე ბედი ეწევა, როგორც ძველს - პრეზიდენტები მას ხელს მოაწერენ დიდი ზარ-ზეიმით (არა აქვს მნიშვნელობა, მოსკოვში თუ თბილისში), საქართველოს პარლამენტი სულ მალე განახორციელებს მის რატიფიცირებას, რუსულ გოსდუმაში კი პროცესი უსასრულოდ გაჭიანურდება და საბოლოოდ, დოკუმენტი არც იქნება რატიფიცირებული.
        გასათვალისწინებელია, რომ 1993 წლის შემდეგ მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ არა ისე თვისებრივად და სიღრმისეულად, როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია. საქართველოს მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე იმავე უზბეკეთისა. უზბეკებს ეყოთ ჭკუა, პასუხისმგებლობა და წინადხედულობა (უპირველესად, ისტებლიშმენტს ვგულისხმობ) საკუთარი ქვეყანა ჩლუნგი რადიკალიზმითა და მანიაკური ურთიერთდაპირისპირებით არ დაენგრიათ.
        ამდენად, ნურც ის გვიკვირს, რომ დღეს საქართველოში სამი «ოფიციალური» (ბათუმი, გუდაუთა, ახალქალაქი) და ორი არაოფიციალური (ენგური და ლიახვის აუზებში) რუსული სამხედრო ბაზაა, ხოლო უზბეკეთში ამერიკული სამხედრო ბაზა ფუძნდება ძალიან დიდი ხნით, შესაძლოა, სამუდამოდაც.
        სასაცილოა ვინმემ ირწმუნოს პუტინის განცხადებები, ვითომცდა რუსეთი აღარ აპირებს ცენტრალურ აზიაში საკუთარი პრიორიტეტისა და გეოპოლიტიკური პრივლეგიისათვის ბრძოლას. იბრძოლებს ყველა მეთოდითა და საშუალებით. ისლამ ქარიმოვს შურისძიება კიდევ წინა აქვს - უზბეკური «ისლამისტი ოპოზიციონერები» უმეტესწილად ყოფილი გენტები არიან. რაც შეეხება საქართველოს, აქ რუსეთს გაცილებით მეტი ბერკეტი აქვს თავისი ინტერესების დასაცავად. ახალქალაქიდან ბაზის გატანა არ მოხერხდება, ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო, ანუ ზუტად იმ მეთოდებით, როგორც გუდაუთაში. თუ ღმერთი გაგვიწყრა და ენგურიდან საშმივდობო ძალთა გაყვანას, მართლაც, მივაღწიეთ, არა მხოლოდ ფართომაშსტაბიანი ომი დაიწყება აფხაზეთში (ზუგდიდისა და თბილისის დაბომბვით), არამედ ქვეანა ისევ წალეკავ ყაჩაღობა და ბანდიტიზმი - ასგზის აღმატებული მაშსტაბით, ვიდრე 8-9 წლის წინ. ამის ნიშნები უკვე არის კიდეც - განსაკუთრებით ავტომაგისტრალებზე. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ამერიკასთან როგორი ფორმალური ურთიერთობაც არ უნდა დავამყაროთ, საქართველოს პოზიციები რუსეთთან დამოკიდებულებაში მაინც ყველაზე სუსტად რჩება. მიზეზი ისევ და ისევ 1988-1993 წწების მოვლენებში უნდა ვეძიოთ, ანუ ზემოხსენებულ ძალთა სიჩლუნგესა და მანიაკურ ურთიერთდაპირისპირებაში, რამაც ქვეყანა დამღუპველი სამოქალაქო ომის ჭაობში ჩაითრია - სრულია ლოგიკური და შესაბამისი შედეგით. ვწეროთ ახლა «დიდი ხელშეკრულებები» და ვიკითხოთ.

მერიდიანი, 31 ოქტომბერი, 2001 წელი