ამერიკა საქართველოს რუსეთის «ეშმაკობის» აღსაკვეთად იყენებს

ამერიკა საქართველოს რუსეთის «ეშმაკობის» აღსაკვეთად იყენებს

        რამდენიმე დღის წინათ მოსკოვში დიდი მღელვარება გამოიწვია ამერიკული მზვერავი თვითმფრინავის მოძრაობამ საქართველოს საჰაერო სივრცეში. «U-2», უკვე მესამედ, რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან (ანუ კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედიდან) 20-30 კილომეტრის დაშორებით.

        რუსმა პოლიტიკოსებმა და რუსული გენერალიტეტის წარმომადგენლებმა, «U-2»-ის ფრენა ლამის «ცივი ომის» განახლებად აღიქვეს. მათი მეტისმეტად ნერვიული და ყოველგვარ ზღვარგადასული დემარშები მითავითვე ბადებდა ეჭვს, რომ აქ «რაღაცაშია საქმე».
        რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ «U-2», თვითმფრინავები იმდენად დიდ სიმაღლეზე ფრენენ, რომ მათი მეშვეობით ტერორისტთა ბაზების აღმოჩენა შეუძლებელია. საპასუხოდ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რიჩარდ არმიტიჯმა (იგი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და «მძიმეწონოსანი» ამერიკელი დიპლომატია)9 განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიის დასაზვერად ამერიკისთვის «U-2»-ის გამოყენება აუცილებელი არ არის, ამდენად, საქართველოს ტერიტორია პენგატიონს საამისოდ ნამდვილად არ დასჭირდებოდა.
        არმიტიჯის პასუხი დიპლომატიურად ზუსტი და რაფინირებულია. ამით ვაშინგტონმა მოსკოვს მიანიშნა, რომ რუსეთის ტერიტორიის დასაზვერად ამერიკას თანამგზავრებიც ეყოფა, მაგრამ რაკი თვითმფრინავები დაფრინავენ სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე, მაშასადამე, მათ რაღაც მაინც აინტერესებთ ამ რეგიონში.
        ამერიკელთა ქცევის ნამდვილი მიზეზი მოსკოვში შესანიშნავად იციან, ამიტომაც ღელავენ. საქმე ის არის, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში (სამხრეთ რუსეთში) ვითარების მონიტორინგისთვის ამერიკას «U-2»,-ით საქართველოზე მესამედ გადაფრენა არ დასიჭრდებოდა. მით უმეტეს, რაკი ეს მოსკოვის ასეთ გაღიზიანებას და უპრეცედენტო განცხადებებს იწვევს, მაგრამ რუსეთს ხომ სამხრეთ კავკასიაშიც აქვს სამხედრო ობიექტები? – მათ შორის აზერბაიჯანის გაბალინის რადიოსალოკაციო სადგური აზერბაიჯანში. ეს არის უმნიშვნელოვანესი სადგური, რომელსაც უდიდესი შესაძლებლობები აქვს რადიოსალოკაციო თვალსაზრისით. იგი სამხრეთ ნახევარსფეროს აკონტროლებს, უფრო ახლო მდებარე სპარსეთის ყურესა და ერაყზე რომ აპღარაფერი ვთქვათ.
        ამერიკულმა სპეცსამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ გაბალინის რადიოსალოკაციო სადგურიდან მიმდინარეობდა ტალღოვანი კავშირის საეჭვო სეანსები ბაღდადში განლაგებულ ერთ-ერთ სადგურთან. არ არის გამორიცხული, რუსული სადგური კოალიციის ჯართა რადიოსალოკაციო სისტემათა მონაცემებს ატყობინებდა ერაყს. მანამდ,ე ამერიკულ პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ სწორედ რუსულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და რუსი სპეციალისტების მეშვოებით, ცდილობს ჰუსეინი ჩაახშოს, ან «არიოს» ამერიკული ელექტრონული ზემოქმედების, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავთა დამიზნების სისტემები, რათა მათ ვერ შეძლონ ზუსტი ბომბარდირების განხორციელება. გარდა ამისა, რუსეთმა ერაყს მიაწოდა ღამის ხედვის აპარატურა და კავშირგაბმლუობის საშუალებები. მიწოდება სერბეთში რეგისტრირებული «მესამე ფირმის» მეშვოებით ხორციელდებოდა, თუმცა, ამერიკელებს არ ეშლებათ, სად არის «პირველწყარო». საქართვლეოს საჰაერო სივრცე საუკეთესო სტრატეგიული ასპარეზია გაბალინის რადიოსალოკაციო სადგურის ტალღების «დასაჭერად». თანაც აქ ამერიკელებს შეუძლიათ თქვან, რომ კოდორისა და პანკისის ხეობებში არსებულ ვითარებას აკვირდებიან.

დილის გაზეთი, 29 მარტი, 2003 წელი