PrimeTime

    დათო გამცემლიძე. ექსპერტი. საქართველოს უახლესი ისტორიის სპეციალისტი

    როგორც ექსპერტი დიდიხანია აკვირდებით სხვადასხვა ხელისუფლებების პოლიტიკას რუსეთისადმი. შეგიძლიათ მოკლედ დაგვიხასიათოთ როგორ იცვლებოდა მთავრობებთან ერთად ეს პოლიტიკა და რამდენად ადექვატური იყვნენ საქართველოს პირველი პირები მოსკოვთან ურთიერთობაში

    რეალურად, რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლებათა პოლიტიკაზე შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ 1990 წლის 28 ოქტომბრიდან, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები - პირველად „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის“ ძალადობრივი დამხობის შემდეგ 1921 წელს.

    მრავალპარტიული არჩევნების შედეგად, უზენაეს საბჭოში უმრავლესობა მოიპოვა ზვიად გამსახურდიას კოალიციამ „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“. ხოლო 1991 წლის 26 მაისს ზვიად გამსახურდიამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში.
   მას შემდეგ საქართველოს კიდევ ორი სრულფასოვანი პრეზიდენტი ჰყავდა - ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი: სამი აბსოლუტურად განსხვავებული მსოფლხედვის, „ბეგრაუნდის“, პოლიტიკური და სახელისუფლებო „ტექნოლოგიის“ მოღვაწე. მაგრამ რუსეთის მიმართ მათ პოლიტიკას საოცრად მსგავსი „ციკლურობა“ ახასიათებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში რუსეთთან დამოკიდებულება უფრო ობიექტური მახასიათებლებიდან და გეოპოლიტიკური პარადიგმებიდან, აგრეთვე ამ ორი სახელმწიფოს ინტერესთა კარდინალური, თვისებრივი, იმმანენტური და შეუთავსებელი სხვაობიდან გამომდინარეობს, ვიდრე სუბიექტური ფაქტორებიდან
   თავად განსაჯეთ: სამივე პრეზიდენტი თავის მმართველობას და რუსეთთან პოლიტიკის აგებას იწყებდა დაახლოების, კომპრომისის ძიების „ინტერესთა თანხვედრის“ მცდელობით: ზვიად გამსახურდიამ ბორის ელცინი ყაზბეგში მიიწვია, რუსეთის პრეზიდენტი პუშკინს შეადარა, მოგვიანებით, 1991 წლის ივლისში, ბორის ელცინმა ზვიად გამსახურდია, მეუღლესთან ერთად, თავის ინაუგურაციაზე დაპატიჟა კრემლში და ა.შ.
   როგორც ჩანს, ზვიად გამსახურდიას იმედი ჰქონდა, ბორის ელცინი მას „სამხრეთ ოსეთის“ უმწვავესი პრობლემის გადაწყვეტაში დაეხმარებოდა. უნდა ვაღიაროთ, ელცინი ჯერ კიდევ მაშინ, ანუ საბჭოთა კავშირის არსებობის დროსაც ფლობდა ბერკეტებს, რათა ამ მხრივ საქართველოს ინტერესები მეტად გაეთვალისწინებინა.
   რეალურად კი რა გამოვიდა? დღემდე გვიმტკიცებენ, თითქოს „ყაზბეგის ოქმი“ ქართული მხარის უდიდესი გამარჯვება იყო, რაკი ელცინმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელშიც ნახსენები იყო „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“ (სოაო). ანუ, თითქოსდა, ამით ელცინმა დაადასტურა თბილისის გადაწყვეტილება - სოაო-ს გაუქმების თაობაზე.
   ეს არა უბრალოდ გულუბრყვილობაა, არამედ გამაოგნებელი არაკომპეტენტურობა და უმეცრება: ყაზბეგის შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ელცინის მთავარმა მრჩეველმა „ერთაშორისი ურთიერთობების“ საკითხებში, გალინა სტარავოიტევამ ასეთი კომენტარი გააკეთა ამ დოკუმენტზე საუბრისას: „სამხრეთ ოსეთის უმაღლესმა საბჭომ“ და „საქართველოს უზენაესმა საბჭომ“ თითქმის ერთდროულად მიიღეს გადაწყვეტილება „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ გაუქმების შესახებ - ცხინვალმა „რესპუბლიკა“ გამოაცხადა ხოლო თბილისმა ავტონომია საერთოდ გააუქმაო.
   ანუ, დავაკვირდეთ: დოკუმენტის ის ყბადაღებული პუნქტი, რომელშიც ნახსენები იყო „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“, რუსული ინტერპრეტაციით ნიშნავდა მხოლოდ ერთს: აღარ არსებობს ოლქი, მაგრამ ოსებმა ეს ოლქი თვითონ გააუქმეს, როცა გამოაცხადეს რესპუბლიკა. მაშასადამე, არსებობს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“, ნაცვლად „ოლქისა“.
   რა თქმა უნდა ინტერპრეტაციაა, მაგრამ ასეთი იყო რუსული ინტერპერტაცია! ქართული მხარის ინტერპრეტაცია კი გახლდათ დიამეტრულად საწინააღმდეგო, მაგრამ აქ მნიშვნელობა აქვს სიტუაციას On the ground, ანუ ადგილზე. თბილისი ცხინვალს რეალურად ვერ აკონტროლებდა. მაშასადამე „ყაზბეგის ოქმის“ რუსულ-ოსური ინტერპრეტაცია უფრო შეესაბამებოდა რეალობას, ვიდრე ქართული.
   რაც შეეხება რუსეთისა და საქართველოს „სამილიციო შენაერთების“ შეყვანას კონფლიქტის ზონაში, რაზეც აგრეთვე იყო ლაპარაკი „ყაზბეგის ოქმში“. ეს პროექტი ძალიან ჰგავს, მოგვიანებით, ანუ 1992 წლის 24 ივნისს, დაგომისში გაფორმებულ შეთანხმებას ედუარდ შევარდნაძესა და იმავე ელცინს შორის. ხოლო „დაგომისის შეთანხმებამ“ ისტორიულად რა შედეგიც გამოიღო, ვიხილეთ 2008 წლის „დღენახევრიანი ომის“ დროს.
   გავითვალისწინოთ ზვიად გამსახურდიას მცდელობა: სეპარატიზმის პრობლემის გადაწყვეტა მოსკოვის მეშვეობით. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდა ამგვარი მცდელობის სრულ უპერსპექტივობაში, დაუბრუნდა მისთვის ტრადიციულ ნარატივს რუსეთის მიმართ. შესაბამისად, პუშკინიც აღარ გახსენებია.
   ახლა გავიხსენოთ მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარნაძის ანალოგიური მცდელობანი აფხაზეთში კატასტროფული მარცხის შემდეგ: იმავე დაგომისის ხელმოწერა, „დსთ“-ში შესვლა, რუსეთის სამხედრო ბლოკში (ОДКБ) გაწევრიანება, თავდაცვის, უშიშროების, შინაგან საქმეთა მინისტრებად მოსკოვიდან მოვლენილი კადრების დანიშვნა და ა.შ. და ეს ყოველივე იმავე მიზნით: მიეღო რუსეთის დახმარება სეპარატიზმის პრობლემის გადაწყვეტაში - „დაებრუნებინა“ აფხაზეთი ამა თუ იმ ფორმით, გადაეწყვიტა ლტოვილთა პრობლემა და ა.შ.
   1994 წლის 3 თებერვალს, ბორის ელცინი თბილისს ეწვია ერთდღიანი ვიზიტით (დილით ჩამოფრინდა და საღამოს გაფრინდა). უამრავი რამ ითქვა, შესანიშნავი სუფრა გაიშალა, ჩარჩო ხელშეკრულებაც გაფორმდა....ისევ და ისევ, დღემდე გვიმტკიცებენ, თითქოს ელცინი შევარდნაძეს მაშინ რარაცას დაპირდა და არ შეაუსრულა. ანუ „დაპირდა აფხაზეთის დაბრუნებას და მოატყუა“.
   კვლავ სრული პრიმიტივიზმი და უმეცრებაა: ელცინი შევარდნაძეს არაფერს არ დაპირებია 1994 წლის 3 თებერვალს, არც მანამდე (როცა ცხინვალში სამშვიდობო ძალები შეჰყავდა) და არც მერე (როცა ენგურზე შემოჰყავდა ე.წ. ცისფერჩაფხუტიანები) გარდა ერთისა: თუ ჭკვიანად მოიქცევით და საგარეო პოლიტიკაში მკვეთრ მოძრაობებს არ გააკეთებთ, დაგეხმარებით შეინარჩუნოთ ის მაინც, რაც 1992 წელს „სამხრეთ ოსეთში“ და 1993 წელს აფხაზეთში დამარცხების შედეგად კიდევ შეგრჩათ: ანუ, კოდორის ხეობა აფხაზეთში და ახალგორის რაიონი სამხრეთ ოსეთში. ესე იგი, დაგეხმარებით, არ აღმოჩნდეთ იმაზე უარეს მდგომარეობაში, ვიდრე დღეს ხართ, რადგან თქვენ არ გაგაჩნიათ არჩევანი „ცუდსა“ და „კარგს“ შორის, - გაქვთ არჩევანი „ცუდსა“ და „უარესს“ შორის.
   მხოლოდ მას შემდეგ, რაც, სადღაც 1998 წლისთვის, ედუარდ შევარდნაძე დარწმუნდა რუსეთის მეშვეობით აფხაზეთის დაბრუნების ილუზორულობაში, „შეტრიალდა“ დასავლეთისკენ და განაცხადა „ნატო“-ს კარზე დაკაკუნების შესახებ. პასუხად, რუსეთმა (უკვე პუტინმა, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, არა აქვს) „შეგვისრულა“ ელცინის 1994 წლის დროინდელი მუქარა და ცხინვალში შედარებით ზომიერი ჩიბიროვის ნაცვლად „მოავლინა“ ფანატიკოსი ედუარდ კოკოითი. ეს პირველი გაფრთხილება იყო, რომ „ცუდიდან - უარესისკენ“ ტრანსფორმაცია იწყებოდა.
   თუმცა, ედუარდ შევარდნაძეს პოლიტიკური ბალანსირებისა და ლავირების საოცარი ნიჭი ჰქონდა. ამ მხრივ შეუდარებელი იყო და რაღაცნაირად ახერხებდა, „ნატო“-ს პრაღის სამიტზე გაკეთებული განაცხადი „დაებალანსებინა“ მოსკოვური ვოიაჟებით და პუტინთან შეხვედრებით. პირველ რიგში კი მაინც იმით, რომ მიუხედავად „ნატო“-ს კარზე კაკუნისა, ედუარდ შევარდნაძე (განსხვავებით მიხეილ სააკაშვილისგან), სინამდვილეში, რეალურად არ მოითხოვდა რუსეთის ჯარების გაყვანას. „სტამბულის სამიტის“ დეკლარაციები ერთია და როცა ქვეყნის ხელისუფლება რეალურად არ ამწვავებს საკითხს - მეორე.
   ზუსტად ამიტომ, ეუთოს 1999 წლის „სტამბულის სამიტის“ ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ ქაღალდზე რჩებოდა 2007 წლამდე, სანამ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს თემა მართლა არ გაამწვავა და არ აქცია რუსეთთან ურთიერთობის მთავარ ასპექტად.
   თუმცა, თავად მიხეილ სააკაშვილმაც, კონცეპტუალურად ზუსტად ისე დაიწყო, როგორც ორმა წინამორბედმა: გავიხსენოთ მისი პირველი ვიზიტი მოსკოვში - პრეზიდენტად არჩევისთანავე; მისივე პირველი ნაბიჯები ე.წ. „პანკისის პრობლემის“ გადასაწყვეტად; იმ ორი ჩეჩენის გადაცემა რუსული სპეცსამსახურებისათვის, რომლებიც საქართველოს სასამართლომ გაამართლა; გავიხსენოთ, რომ თავდაპირველად, მიხეილ სააკაშვილი თითქმის არ საუბრობდა „ნატო“-ზე, რაკი იმედი ჰქონდა, მოსკოვი პირველ ეტაპზე „სამხრეთ ოსეთის“ პრობლემის გადაწყვეტაში დაეხმარებოდა ან, ყოველ შემთხვევაში, ხელს მაინც არ შეუშლიდა.
   თუმცა, ყოველივე დასრულდა ისევე, როგორც პირველი ორი პრეზიდენტისას: ოღონდ გაცილებით უარესად - 2008 წლის სრული კატასტროფით, კოდორის ხეობისა და ახალგორის დაკარგვით და გამანადგურებელი შედეგებით ეროვნული თვითშეგნებისთვის.
   როგორც ვხედავთ, სამივე პრეზიდენტი ერთსა და იმავე მცდარ პარადიგმაში მოქმედებდა - რომ რუსეთს (რატომღაც) უნდა ჰქონდეს მოტივაცია, დაეხმაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და სამაგიეროდ.....აი რა „სამაგიეროდ“ ამის ფორმულირება და ჩამოყალიბება ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო.
   მართლაცდა, რა „სამაგიეროდ?“ ან საერთოდ რატომ ეგონათ, რომ მოსკოვი მზად იყო ან ახლა არის მზად, რაღაცაზე „წამოვიდეს“ - რაღაცის „სანაცვლოდ“ თუ ყველაფერი რაც სჭირდება, ისედაც შეუძლია მიიღოს, ყოველგვარ „დათმობაზე“ „წამოსვლის“ და ჩრდილო კავკასიაში ოსთა და აფხაზთა მონათესავე ხალხებთან „თავის ატკივების“ გარეშე?
   დღემდე ვერავინ ახსნა, რატომ უნდა იყოს მოსკოვი, მისი ისტორიული პარადიგმიდან გამომდინარე, დაინეტრესებული, კავკასიაში, ანუ ჩრდილო კავკასიის მეზობლად, ერთიანი ქართული სახელმწიფოს არსებობით?
   არადა, მოსკოვის პოზიცია იდენტური იყო 1990 წლიდან - დღემდე: „ქართველებო, თქვენ არ გაგაჩნიათ არჩევანი „ცუდსა და კარგს“ შორის. გაქვთ არჩევანი „ცუდსა და უარესს შორის. მე არასდროს დაგეხმარებით სეპარატიზმის პრობლემის გადაწყვეტაში ისე, როგორც თქვენ გინდათ და წარმოგიდგენიათ: დათანხმდით „ევრაზიულ კავშირს“, დათანმდით ერთიანი „მოსკოვური სახელმწიფოს“ აღდგენას და გარანტიას გაძლევთ, ოდესმე თქვენს მეზობელ (!) აფხაზეთში და „მეზობელ“ (!) „სამხრეთ ოსეთში“ უვიზოდ მოგზაურობას მაიღწევთ. მორჩა, წერტილი. ეს არის მაქსიმუმი. მოსკოვი ამაზე მეტს არასდროს არ პირდებოდა არც ერთ ქართველ პრეზიდენტს და არც დაპირდება ოდესმე.
   ჩვენი ჩრდოლოელი მეზობლის კონცეფციაა: საქართველოს განვითარება უნდა იყოს მისი რუსეთთან ინტეგრაციის ფუნქცია და არა პირიქით-რუსეთისაგან შემდგომი გამიჯვნის ფუნქცია.
   აი, სამივე პრეზიდენტი რომ ცდილობდა ყოფილიყო პირიქით - სწორედ ამიტომ ვერ გამონახეს მათ საერთო ენა რუსეთთან. და ვერ ერთი სხვა ხელისუფალი ვერ მოახერხებს ამას, რაკი არც ერთი ჭკუათმყოფელი არ დაეთანხმება იმგვარ მიდგომას, რომ საქართველომ, თურმე, აფხაზეთთან უვიზო მიმოსვლის მოპოვება უნდა დაისახოს ისტიორიულ მიზანდ!

რა მთავარი გამოწვევის წინაშე დგას დღეს საქართველოს ხელისუფლება, რამდენად შეუძლია მას კრემლთან ურთიერთობების დროს ლავირება, რაზე ვაჭრობს მოსკოვი, რას ითხოვს ის თბილისისგან?

დღევანდელი ხელისუფლების ტაქტიკა რუსეთის მიმართ ტიპოლოგიურად ჰგავს ედუარდ შევარდნაძის „ბალანსირების პოლიტიკას“, რომელსაც იგი ძალიან ოსტატურად ახორციელებდა არა მხოლოდ 1994-1998წწ, არამედ შემდგომ წლებშიც - თვით ვარდების რევოლუციამდე.
   მარტივად თუ ვიტყვით, „ქართული ოცნება“ ყველანაირად ცდილობს და ახერხებს კიდეც, როგორმე შეინარჩუნის თუნდაც ის, რაც 2008 წლის კატასტროფის შედეგად დარჩა ქევყანასმ ანუ ვითარება კიდევ უფრო არ გაუარესდეს. მთავარი გამოწვევა კი ისაა, რომ თუ მოსკოვმა საფრთხე იგრძნო საქართველოში დასავლეთის მზარდი გავლენის, „ნატო“-ს სტრუქტურებთან ჩვენი ქვეყნის უალტერნატივო თანამშრომლობის გამო, სრულიად შესაძლებელია გამოიყენოს ის მძლავრი ბერკეტები, რომელიც ხელთ აქვს.
   რუსეთის მიმდინარე ინტერესია კომუნიკაციების გახსნა სომხეთისაკენ. საქმე ისაა, რომ მთიან ყარაბაღში მასშტაბური ომი სულ უფრო და უფრო რეალური ხდება. ალბათ უკვე მხოლოდ დროის საქმეა. მოსკოვს მოუწევს რეაგირება. რა ფორმით-სხვა საკითხია; მაგრამ კომუნიკაციები მისთვის აუცილებელია. ბოლოს და ბოლოს სომხეთი, როგორც სახელმწიფიოებრივი წარმონაქმნი ობიექტურად სუსტდება იმის გამო, რომ უკვე ლამის 30 წელია ბლოკადაში იმყოფება. არადა სომხეთი რეგიონში რუსეთის ერთადერთი სტრატეგიული მოკავშირეა.
   ამიტომ, მოსკოვს იმედი აქვს თბილისს კომუნიკაციების გახსნაზე დაითანხმებს. ოღონდ არა „აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების“ სანაცვლოდ, რასაკვირველია, არამედ რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის შენარჩუნების პირობით.
   ჩვენ კი ნამდვიალდ გვინდა „გავცვალოთ“ ეს კომუნიკაციები ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაში. მაგრამ რუსეთს სურს ისინი „გაგვიცვალოს“ მხოლოდ ღვინის, ბორჯომის, ნაბეღლავის, მანდარინისა და ვაშლის იმპორტში. და თუ დარწმუნდა, ეს გაცვლა არ გამოდის, მაშინ აუცილებლად განაახლებს ემბარგოს.
   ხოლო ის საუბრები, თითქოს ამაში WTO შეუშლის ხელს, ისევ და ისევ მოუშორებელი ქართული „პოლიტსიბრიყვის“ გამოვლინებაა. რასაკვირველია, ვერანაირი „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია“ კრემლს ხელს ვერ შეუშლის, თუმცა რუსეთში ექსპორტის კვლავ აკრძალვა ბევრად ნაკლები უბედურებაა სხვა „ოფციებზე“, რაც რუსეთს საქართველოს საწინააღმდეგოდ გააჩნია

თბილისზე ზეწოლის რა ბერკეტებს ფლობს მოსკოვი, რა არის მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობა და რამდენად სავარაუდოა რომ ვითარება დაიძაბოს?

მთავარი ბერკეტია ის, რაც ახლა ხდება თბილისი-ფოთის სასიცოცხლო მნიშვნელობის ავტომაგისტრალთან. როგორც ჩანს, საბჭოტა დრპოინდელი რუქების შესაბამისად, ეს „საზღვარი“, ერთ-ერთ მონაკვეთზე, მართლაც მოდის იმდენად ახლოს ამ მაგისტრალთან, რომ იქ უსაფრთხოდ მოძრაობა შეუძლებელი გახდება, თუკი ე.წ. „რუსი მესაზღვრეები“ ასე ახლოს მოვლენ. მაშინ პატარა პროვოკაციაც კი საკმარისი იქნება.
   „მცოცავი ანექსია“ დასავლური რეაქციის ტესტირებაა. უნდა ვაღიაროთ, რომ სამწუხაროდ, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით, ეს რეაქცია ისეთი არ არის, მოსკოვს აგრძნობინოს, რომ საქართველოს გეოგრაფიული ცენტრის საბოლოო დაპყრობაში მას რაიმე დამატებითი „ფასის“ გადახდა მოუწევს, თუ ამას გაბედავს და ამაზე „წავა“.
   მაგრამ თუ კვლავ გაუვა, კიდევ უფრო შორსაც წავა.

როგორ ხედავთ თქვენ რა გამოსავალი აქვს თბილისს, რა შეიძლება დათმოს იმისთვის რომ სტაბილურობა შეინარჩუნოს. რამდენად შორს უღირს წასვლა რუსეთს და ამ ვითარებაში როგორ ხსნით პარლამენტის დეპუატეტბის დუმაში გამგზავრებას

პირველ რიგში, დეპუტატების მოსკოვში გამგზავრება, ისევე როგორც „კაალშნიკოვისა“ და ძმათა მისთა თბილისში მომავალი სტუმრობა არის აბსოლუტურად უსარგებლო და გარკვეულწილად დამაზიანებელი ნაბიჯი, რადგან ასეთი ვიზიტები „სალაპარაკოს“ უქმნის დასავლეთში იმ ძალებს, ვინც საკუთარ ხელისუფლელებს დიდი ხანია უმტკიცებენ: არ ღირს საქართველოსთვის თავის ატკივება, რადგან ქართველებს თვითონ ვერ გაუგიათ თუ რა უნდათ ბოლოს და ბოლოს!
   ამგვარი ვიზიტების და ტელეკემრების წინ ხელის ჩამორთმევების შედეგი იყო, არის და „კალაშნიკოვის“ ვიზიტის დროსაც იქნება იგივე წიანდადება, რაც უცვლელია ზვიად გამსახურდიადან - დღემდე: „შევქმნათ ევრაზიული კავშირი, ვიყოთ ძმები და აუცილებლად დაგეხმარებით, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გქონდეთ უვიზო რეჟიმი“!
   რა არის გამოსაცალი? გამოსავალი არის ერტადერთ: ქართული დიპლომატიის მთელი ზალისხმევა უნდა ყოს მიმართული ქვეყნის უსაფრთოების საერთაშორისო ან /და „სახელმწიფოტაშორისო“ გარანტიების მოპოვებისკენ. ამგვარი გარანტიების გარეშე ეს ქვეყანა დაიღუპება!
   დღეს საქართველო ერტადერთი სახელმწიფოა რეგიონში, რომელსაც არ ჰყავს რეალური სტრატეგიული მოკავშირე (როგორიცაა, მაგალითად, თურქეთი-აზერბაიჯანისთვის, რუსეთი-სომხეთისთვის ან ამერიკა-ისრაელისთვის) და, ამასტანავე,ს აქართველო არ არის კოლექტიური უსაფრთხოების არც ერთი სისტემის, არც ერთი ორგანიზაციის წევრი.
   ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ძალიან მკაფიოდ და შემაწუხებალდაც უნდა მოვთხოვით პასუხი კთხვაზე: არიან თუ არა ისინი მზად უზრუინველჰყონ ჩვენი ქვეყნის უსაფღთხოება იმ ვითარებაში, რაც რეალურად იქმნება „ადგილზე“?
   როდესაც ნატო-ს გენერალური მდივანი ქართველი ჟურნალისტის ამ შინაარსის კითხვაზე პასუხობს: „ჩვენ განვიხილავთ საქართველოსთის ტავდაცვითი შჭეიარაღბის მიწოდებას, რათა საქართველომ შეძლოს ტავდაცვა...“ და ა.შ, უკაცრავად, მაგრამ ეს რელევანტური და სერიოზული პასუხი არ არის! ნატო-ს გენერალურმა მდივანმა შესანიშნავად იცის, რომ ვერანაირი „თავდაცვითი შეიარაღებით“ საქართველო რუსეთს ვერ შეაჩერებს.
   მეორე შეასძლებლობაა, რომ ვეძებოთ არა კოლექტიური, არამედ სახელმწიფოტაშორისო უსაფრთხოებსი გარანტიები - ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე; მაგრამ ამის უნარი და რესურსები მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვთ, თუმცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჯერ ჯერობთ მოსკოვთან ისტირიული კომპრომისის შესაძლო პარამეტრთა ძიებაშია.
   ქართულმა დიპლომატიამ მაინც უნდა სცადოს და იბრძოლოს. რაც მტავარია, ჩვენს დასავლელ (პირველ რიგში ამერიკელ) პარტნიორებს უნდა გავაგებინოთ, რომ ისტირიული განვიტარების დღევანდელ ეტაპზე, სამწუხაროდ და სავალალოდ, ჩვენ არ ვისახავთ მიზნად მათი ემეშვეობთ, მათი სამხედრო მხარდაწერით, მათი რესუსრების გამოუენებით, ცხინვალისა და სოხუმის აღებას, ტერიტორიული მთლიანბობის ზალით აღდგენას, მასასადამე დასავლეთის-რსუეთთან „შუბლით შეჯახეაბს“. არამედ დღევანდელ ეტაზპოე ჩვეი ამოცანა ბევრად მოკრძალებული და რეალისტურაი: შევინარჩუნოთ ის (მაინც) რაც დაგვრჩა 2008 წლის კატასტროფის შემდეგ, არ მივცეთ საშაულება რსუეთს, გაწყვიტოს საქართველო მის გეოგრაფიულ ცენტრში, - მთელი კავკასიისათვის სასიცოცხლოდ მნშვნელოვან ავტობანთან - და ამით არადგინოს კავკასიაში გასული და იმის წინა საუკუნის გეოპოლიტიკური რეალობა

 

    მთელ გვერდზე

    PrimeTime