თურმე რას გვთავაზობდა მოსკოვი 2008 წლის აგვისტოში და რა მიიღო რეალურად 

 

რამდენიმე დღის წინ, აფხაზ სეპარატისტთა ერთ-ერთმა ისტორიულმა ლიდერმა, ვლადისლავ არძინბას ბავშვობის მეგობარმა, 1989 წელს აფხაზეთის ანტიქართულისახალხო ფრონტის“ („აიდგილარას“) დამფუძნებელმა, სერგეი შამბამ, რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთან ინტერვიუში  ძალიან საინტერესო დეტალები გაიხსენა 2008 წლის 26 აგვისტომდე (.. დამოუკიდებლობის აღიარებამდე) მიმდინარე დიპლომატიური მოლაპარაკებებისა, რომლის შედეგადპოსტსაომარი ამიერკავკასიის გეოპოლიტიკური ფორმატი უნდა განსაზღვრულიყო, ანუ საქართველოს და მისი ყოფილი ავტონომიების ბედი გადაწყვეტილიყო.

რამდენადაც შეიძლებაისტორიული იყოს ისტორიულ მოვლენათა  შესახებ ინტერვიუ, შამბას ესგამონათება სწორედაცისტორიული დოკუმენტია და არათუ წარსულის სწორი გააზრების, არამედ დღევანდელი პრაგმატიზმის გაკვეთილიცაა - თუ როგორ უნდა ავაგოთ ურთიერთობა რუსეთთან და რატომ არის ამ ქვეყანასთან რაიმე კომპრომისი (თუკომპრომისში კაპიტულაცია არ იგულისხმება) აბსოლუტურად შეუძლებელი.

რას ყვება  სერგეი შამბა, რომელსაც მაშინ (რუსული აგრესიის დროს) აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა? როგორც აღმოჩნდა, მოსკოვი, მიუხედავად სამხედრო გამარჯვების და ორივე ყოფილ ავტონომიაში მოწყობილი ეთნოწმენდისა, სულაც არ ჩქარობდა აფხაზეთის დასამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას: პუტინის დავალებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, რომლის თანახმად, იქმნებოდააფხაზეთ-„სამხრეთ- ოსეთის კონფედერაცია (?!), რომელსაც მომავალში, ოდესმე  შეიძლებოდა მიერთებოდა საქართველოც (?!!!). უეჭველად იგულისხმებოდა ის პერიოდი, როცა მიხეილ სააკაშვილი აღარ იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის სათავეში მოვიდოდნენ .. „პრორუსული ძალები და საქართველოც, „ახალი სუბიექტის სტატუსით შეუერთდებოდა აფხაზურ-ოსურ კონფედერაციას! ასე ჩამოყალიბდებოდა რუსეთისადმიმეგობრული“ (ანუ მისდამი სატელიტური) „ამიერკავკასიის კონფედერაცია“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ყველაზე საინტერესო აქ ისაა, რომ როგორც შამბას ინტერვიუდან ირკვევა,  პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, - ვისაც რეალურად მაშინ ბევრი არაფერი ეკითხებოდა და უბრალოდ პუტინის მითითებებს ასრულებდა, - ამკონფედერაციას აფხაზებსა და ოსებს სთავაზობდა არა მათი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ან არა ამ დამოუკიდებლობის აღიარების პარალელურად, არამედ მათი დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ!

მაშასადამე, ფორმულა ამგვარი  იყო: ჩვენ გადაგარჩინეთ, ახლა გთხოვთ გაითვალისწინოთ რუსეთის გრძელვადიანი ინტერესები -  რაკი არ გვაწყობს საქართველოს სამუდამოდ დაკარგვა, გთხოვთ გაერთიანდეთკონფედერაციაში საქართველოსთან“. მანამ, სანამ იქ სააკაშვილია, ეა თქმა უნდა არანაირი გაერთიანება არ მოხდება, მაგრამ ჯერ თქვენ შექმენითაფხაზურ-ოსური კონფედერაცია და მომავალში, როცა საქართველოს ხელისუფლება შეიცვლება, მას საქართველოც შემოუერთდება.

შამბა ყვება, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სერგეი ლავროვის მონაწილეობთ, 12 აგვისტოდან - 26 აგვისტომდე (ანუ მოსკოვის მხრიდან მათ აღიარებამდე) მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. რუსეთის უშიშროების საბჭოზეც კი განუხილავთ ეს პროექტი - ბაღაფშისა და კოკოითის მონაწილეობით. მოსკოვი უკანასკნელ მომენტამდე  ცდილობდა დაერწმუნებინა სეპარატისტები, მიეღოთ ეს ფორმულა, ანუ ჯერ თვითონ გაერთიანებულიყვნენ კონფედერაციაში და შემდეგ, „ოდესმე ამ კონფედერაციასმიშასგარეშესაქართველოც შემოუერთდებოდა. თან, რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ეს წინადადებები დაჟინებით გამოითქმოდა უკვე მაშინ, როცა ცხადი გახდა, რომ მიშა რჩებოდა ხელისუფლებაში და თბილისში ხელისუფლებისდამამხობელი ტალღის აგორება ვერ მოხერხდა.

25 აგვისტოს, ესე იგი აღიარებამდე 1 დღით ადრე,  სოჭისბოჩაროვ რუჩეის“  რეზიდენციაში გამართულ მოლაპარაკებებზე, „კლიენტებმა“ - პატრონს საბოლოო უარი სტკიცეს და პრეზიდენტმა მედვედევმაცთავის მოფხანით მიუგოთ: „რაკი არ დაგვთანხმდით, ჩვენც სხვა გზა აღარ გვრჩება და. . . . . . . . . . . . . . .  იძულებული ვართ ვცნოთ თქვენი დამოუკიდებლობა“.

ისტორიული ანეკდოტია! ანგლოსაქსებს სწორედ ამაზე უთქვამთ Tail wagging the dog - კუდი აქიცინებს ძაღლს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ ისტორიას არავითარი კავშირი არა აქვს ყბადაღებულსარკოზი-მედვედევის შეთანხმებასთან“. მოსკოვიკონფედერაციის წინადადებას უკვე მას შემდეგაც გამოთქვამდა სეპარატისტებთან  შეხვედრისას, რაც მიშამ შეცვალა (და სწორადაც მოიქცა!) „პარიზ-მოსკოვის შეთანხმების ის პუნქტი, რომელიც აფხაზეთის დასამხრეთ ოსეთის სტატუსის თაობაზე საერთაშორისო მოლაპარაკებათა გამართვას გულისხმობდა.

სინამდვილეში, ეს პუნქტი არანაირ გარანტიას არ ქმნიდა მოსკოვის მხრიდანარაღიარებისა“, რაკი კრემლში ყოველთვის შეეძლოთ ეთქვათ, რომ საქართველომ ამით თავად აღიარა სადავოდ ავტონომიათა სტატუსი და მოსკოვი უბრალოდ თავის პოზიციას გამოხატავს მათიდამოუკიდებლობის თაობაზე.

სინამდვილეში, სეპარატისტული ტერიტორიების აღიარება-არაღიარება სარკოზი-მედევდევის შეთანხმებაზე ან თუნდაც მიშას იმ მომენტში დარჩენა - არდარჩენაზე კი არ იყო დამოკიდებული, არამედ იმაზე, მოახერხებდა თუ არა მოსკოვი საკუთარიკლიენტურის დარწმუნებას, მოეწერათ ხელიკონფედერაციაზე“.

ვიმეორებ: მიშას არავინ არაფერს სთავაზობდა, რაკიპუტინის პროექტი გულისხმობდა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის კონფედერაციას და მერე, ოდესმე, მომავალშიც საქართველოსშემოტყუებას ამ კონფედერაციაში. თუმცა, როგორც ჩანს,  სეპარატისტები მოსკოვს დაემუქრენ, რომ რუსულ მედიაში ატეხდნენ გნიასს, დაადანაშაულებდნენ მედვედევსღალატში“, „მოკავშირეების ჩაბარებაში“, „დასავლეთისადმი კაპიტულაციაში“, ოსტატურად ითამაშებდნენ რუსული შოვინისტური საზოგადოების ემოციებზე და სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდნენ პუტინ-მედვედევის ტანდემს.

არადა, ეს პროექტი მოსკოვმა შეიმუშავა საკუთარი გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარე (და არა ქართველების სიყვარულით), რათა საქართველო, მომავალში თავის ორბიტაზე დაებრუნებინა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამავე პროექტს სთავაზობდა კრემლი ედუარდ შევარდნაძეს 1990-იან წლებში: „ქართულ-აფხაზური კონფედერაციის ანორსუბიექტური ფედერაციის“ (ჩეხეთ-სლოვაკეთის მსგავსად) თემა აქტიურად განიხილებოდა 1997 წელს, როცა ევგენი პრიმაკოვმა თბილისში ჩამოიყვანა ვლადისლავ არძინბა.

 ცოტამ თუ იცის, რომ ედუარდ შევარდნაძემ მაშინ თანხმობა განაცხადა საქართველოს ქცევაზე ჩეხეთ-სლოვაკეთის მსგავს გაერთიანებად და სწორედ არძინბამ უარყო საბოლოოდ, რადგან შეთანხმება გულისხმობდა სოხუმსა და გაგრაში ქართველი ლტოლვილების დაბრუნებას.

კრწანისში გამართულ მოლაპარაკებებზე არძინბამ თქვა: „ეს პუნქტი ამოვიღოთ და ახლავე ხელს ვაწერო“. არადა, ლტოლვილთა დაბრუნების გარეშე ამ ხელშეკრულებას საქართველოსთვის არანაირი ღირებულება აღარ ჰქონდა.

2008 წელსლტოლვილებზე საერთოდ აღარ ყოფილა ლაპარაკი, მაგრამ სეპარატისტებმა ამაზეც კი არ მოაწერეს ხელი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რას გვასწავლის მთელი ეს ისტორია? იგი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ყველა ილუზია, თითქოს მთავარია გავიგოთ, „რა უნდა რუსეთს“,  „რაში მდგომარეობს მოსკოვის ინტერესები და შემდეგ ამ ინტერესებთან ჩვენი ეროვნული ინტერესებისკორელაცია“ – „კონვერგენცია ვცადოთ, არის მტკნარი სისულელე! არასდროს მოსკოვი არ გადადგამს და ვერ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რაც სერგეი შამბასა და სხვა გაიძვერა სეპარატისტებს მისი შანტაჟირების საბაბს მისცემს.

ანუ კრემლი, მისი თითქოსდაყოვლისშემძლეობის მიუხედავად, თავად აღმოჩნდა მის მიერვე მოქსოვილობობას ქსელში“, როცა საკუთარ კლიენტურასაც კი ვეღარ მართავს ისე, როგორც მას უნდა და სჭირდება მისივე გრძელვადიან ინტერესთა გათვალისწინებით.

არადა, 2008 წელს მოსკოვს არაფრის დიდებით არ აძლევდა ხელს (სინამდვილეში) აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ოღონდ მარტო იმიტომ კი არა, რომ ამით საქართველოს სამუდამოდ კარგავდა, არამედ იმიტომაც, რომ  დამოუკიდებელი, საერთაშორისოდ აღიარებული აფხაზეთი, რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან ისტორიული ადიღურ-ჩერქეზული პრობლემის განახლებისპლატფორმად იქცევა უეჭველად. დღეს იქნება თუ 50 წლის მერე, ეს აუცილებლად მოხდება.

და თვით შამბას ეს ინტერვიუც, იმ ფარული ბრძოლის გამოხატულებაა, რაც მოსკოვსა და სოხუმს შორის მიმდინარეობს, რადგან სხვა საკითხია, რამდენად შეიძლება ეწოდოს შამბასდიპლომატი“, თუმცა დიპლომატიური მოლაპარაკებების შინაარსისგარეთ გამოტანა დაგამომზეურება ელემენტარული ნორმისა თუ ეთიკის დარღვევაა: უბრალოდ, აფხაზი სეპარატისტები ამით ისევ აშანტაჟებენ მოსკოვს, რომელიც ახლა მათაწვება აფხაზეთში მიწების და ბინების ყიდვა-გაყიდვის თემაზე.

შამბა ადრეცანამიოკებდა“  რუსულ მედიასთან, რომ თუ კრემლი მეტისმეტადმიაწვებოდათ“, ისეთ რამეს იტყოდა დაგამოამზეურებდა“, რაც მოსკოვს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა თვით რუსული  საზოგადოების თვალშიც. ამიტომაც მალავდნენ დღემდე რუსი დიპლომატები იმ საიდუმლო მოლაპარაკებათა თემატიკას.

ჩვენთვის კი ეს ისტორია უნდა ნიშნავდეს ერთადერთს: არავითარი აზრი მოსკოვთან მოლაპარაკებას არა აქვს. მისი გარეგნულიძლევამოსილების მიუხედავად, ეს არის ნაციონალისტური და იმპერიული ნარატივის  ჩიხში უიმედოდ მოქცეული სახელმწიფო  და მასთან კომპრომისი გამორიცხულია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოდესმე საქართველოს სათავეში აბსოლუტურადპრორუსული ტიპაჟი აღმოჩნდება

 

მთელ გვერდზე