პატრუშევი და მათი ბოღმა

        ტერაქტიდან მეორე დღეს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ ქართული კვალი მოსკოვურ აფეთქებებში რეალურად მიაჩნია.
        თურმე ნუ იტყვით და რუსულ ფსბ–ს (როგორც ჩანს იმ დროს, როცა სპეცსამსახურს თვითონ ხელმძღვანელობდა) ჰქონდა ინფორმაცია ჩეჩენ ტერორისტებთან ქართველი კოლეგების კავშირის შეასხებ.
        რა თქმა უნდა ეს განცხადება თითიდან გამოწოვილია: ქართული სპეცსამსახურები დოკუ უმაროვთან და ჯამაათის სხვა ლიდერებთან თუნდაც იმიტომ არ ითანამშრომლობენ, რომ ამერიკელებთან ერთად თვითონ ებრძვიან ამგვარ ჯამაათებს და ემირებს ავღანეთში, ანუ ნამდვილად არაფერში გვჭირდება (არც რაიმე სარგებელს მოიტანს) გონებაჩლუნგ ფანატიკოსთა მხარდაჭერა.
        თუმცა, პატრუშევის განცხადება მაინც საინეტრესოა, რადგან ერთდროულად რამდენიმე პრობლემას ააშკარავებს. პირველ რიგში, თვით რუსულ ხელისუფლებაში ევრ არის საქმე კარგად: პატრუშევი ცოტა ხნის წინ უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა და იმ ჯგუფის ლიდერადაც კი თვლებოდა, რომელმაც 2000 წელს პუტინი ხელისუფლებაში მოიყვანა.
        უშიშროების საბჭოს მდივნობა კი მხოლოდ ელცინის დროს იქნებოდა დაწინაურება – პუტინის კარზე ეს დაწინაურება კი არა, დაქვეითებაა, რადგან პრემიერი თვითონაც ყოფილი სუკმენია და ყველა ძალისმიერ სტრუქტურას თვითონ ხელმძღვანელობს უშიშროების საბჭოს მდივნის გვერდის ავლით.
        ამავე დროს, პატრუშევის განცხადებას მეორე მხარეც შეიძლება ქონდეს: კრემლი საქართველოს ისევ უყენებს ულტიმატუმს, როგორც 2002 წელს.
        11 სექტემბრის ტერაქტების წლისთავზე, იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, შევარდნაძეს ულტიმატუმი წაუყენა: დაუყოვნებლივ დაემყარებინა წესრიგი პანკისის ხეოაბში, თორემ რუსეთი არა მხოლოდ ამ ხეობას, არამედ მთელ საქართველოს დაბომბავდა. მაგრამ პუტინს მაშინაც კარგად ესმოდა, რომ ჩეჩნეთის პრობლემის გადაწყვეტაში პანკისი უმნიშვნელო დეტალი იყო მხოლოდ, ანუ მისი მიზანი პანკისს, რა თქმა უნდა, შორს სცილდებოდა: 11 სექტემბრის ულტიმატუმი იყო გაფრთხილება შევარდნაძის იმდროინდელი მცდელობისთვის, დაეწყო მოლაპარაკება ნატოსთან და გაეყვანა რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან.
        თანაც, მოსკოვს ახალი შემოღებული ჰქონდა სავიზო რეჟიმი თბილისთან და უვიზო რეჟიმი – სოხუმთან და ცხინვალთან. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რამდენად აქტიური იქნებოდა დასავლეთი ამ საკითხებში და წინასწარ იზღვევდნენ თავს პანკისთან დაკავშირებული ბრალდებებით.
        დღეს პუტინის ამოცანა, რაც მონური გამჭრიახობით ამოიცნო მისმა საჭურისმა პატრუშევმა, უკვე სხვა მიზნების მიღწევაა. ამ განცახადებით, ესე იგი მუქარით, რომ ისევ ააგორებენ საქართველოდან ტერორიზმის მხარდაჭერის თემას, კრემლი ცდილობს კონკრეტული დათმობები მიიღოს : ხელი მოაწერინოს თბილისს დოკუმენტზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ (რაც მათი დამოუკიდებლობის აღიარება იქნება მთელი მოსფლიოს თვალში), მისცეს პრორუსულ ძალებს ქევყაანში თავისუფლად მოქმედების საშუალება ან თუნდაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე თბილისის თანხმობას მიაღწიოს.
        მაგრამ საეჭვოა ამ შემთხვევაში რუსეთმა ეს მოახერხოს, რადგან მსოფლიო უკვე დაიღალა პუტინის ორმაგი სტანდარტებით, ესე იგი ნებისმიერ აქციას საქართველოს წინააღმდეგ უკვე აგვისტოს აგრესიის გაგრძელებად მიიჩნევს.
        გარდა ამისა, გავლენიან დასავლურ პერსაში (მაგალითად ლონდონურ ტაიმსში) უკვე გაიჟღერა აზრმა, რომ სეპარატიზმის მხარდაჭერა რუსეთს ბუმერანგად უბრუნდება და თუ ვინმეს უნდა დააბრალონ, მხოლოდ საკუთარ თავს. უფრო ზუსტად უთავობას.
        ესე იგი პატრუშევის პროვოკაციული განცხადება მხოლოდ ბოღმის ამონთხევა იქნება. ბოღმა კი იმიტომ ახრჩობთ: ვაითუ ქართველებს ჩვენი უბედურება უხარიათ მას შემდეგ, რაც აგვისტოში დავმართეთო.
        ესე იგი, ქვეცნობიერად, პატრუშევის მაგვარი არსებებიც კი ხვდებიან, რომ საქართველოს რუსეთი მოაძულეს და ეს კარგ შედეგს არ მოუტანთ ჩრდილო კავკასიაში, სადაც რუსები ათასჯერ მეტად სძულთ.
        საქართველოში კი ძნელად მოსაძებნია ნორმალური ადამიანი, უდანაშაულო მოსკოველების ხოცვა–ჟლეტა ახარებდეს.

მთელ გვერდზე