სწორედ ამ კედლებში გამოკეტეს კენტერბერიელი მთავარეპისკოპოსი და პრემიერ-მინისტრი მრისხანე გლეხური აჯანყების დროს; აქ გამოფინეს საჯაროდ ჰენრიხ VI-ის გვამი 1471 წელს მეფის მკვლელობის შემდეგ. აქ იქორწინა მარია ტიუდორმა ესპანეთის მეფე ფილიპეზე. აქ ლოცულობდა ლედი ჯეინ გრეი («9 დღის დედოფალი») სიკვდილით დასჯამდე 1553 წელს;
    აქ, ეკლესიის საკურთხეველთან, მთელი ღამის განმავლობაში, მუხლჩაუხრელად და თვალმოუხუჭავად უნდა მდგარიყვნენ წარჩინებულნი და მხოლოდ დილით თვით მეფე აკურთხებდა მათ ორდენის რაინდებად. ეს ტრადიცია ჩამოყალიბდა 1399 წლიდან და იარსება ჩარლზ II-ის აღსაყდრებამდე; რიჩარდ მესამეს ბრალად სდებენ, რომ სწორედ ამ ციხე-სიმაგრეში მოაკვლევინა მან პატარა პრინცები 1483 წელს.
    აქ ინახება დიდი ბრიტანეთის საიმპერატორო გვირგვინი და სკიპტრა – 3000-მდე უძვირფასესი ქვით, რომელთაგან უძველესია ის, რომელსაც მეფე ჰენრიხ V ატარებდა აზენკურის ბრძოლაში – 1415 წელს, ინგლის-საფრანგეთის დიდი ომის დროს; აგრეთვე 109 კარატიანი, ლეგენდარული ალმასი «კოხინორი»; სამეფო სკიპტრაზე კი, - მსოფლიოში უდიდესი, 516,5 კარატიანი ალმასი.

    ინგლისელი მუშები მრისხანე ტაუერის კედლებთან. რას თამაშობენ? აბა რა კითხვაა – რა თქმა უნდა ფეხბურთს! ეს დიდებული თამაში ანგლო-საქსთა გენიამ შექმნა – მათმა წინაპრებმა.

 

 

 

 

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა