ბ რ ი უ ს ე ლ ი   

        ეს სახლი, გრანდ-პლატც-ზე, აგებულია 1698 წელს. რათა წარმოვიდგინოთ    ის ეპოქა, საკმარისია ითქვას, რომ სწორედ ამ წელს, ბასტილიის მრისხანე ციხე-სიმაგრეში გადაიყვანეს იდუმალი ტუსაღი, რომელსაც სახე ნიღბით ჰქონდა შებურული. საფრანგეთში მეფობს «მეფე-მზე». მის ძალმოსილებას არაფერი ემუქრება, საფრანგეთის დიდ რევოლუციამდე კი მთელი საუკუნეა დარჩენილი.
    ამავე წელს, რუსეთის მეფე პეტრე დიდი იწყებს «დიდ ელჩობას» და მეზობელ ნიდერლანდში სწავლობს სადურგლო საქმეს-გემთსაშენზე. იწყება რუსეთის მოდერნიზაციისა და იმპერიული ზეობის მრავალსაუკუნოვანი ეპოქა.
    ამ წელს ჩვენს საბრალო სამშობლოში კვლავინდებურად საზარელი ანარქია სუფევს, - ოსმალეთი და ირანი თანდათან წარმატებას აწევენ თავიანთი ქართული სამფლობელოების პროვინციებად ქცევაში. იწყება «დიდი ლეკიანობა», ანუ ქვეყნის საბოლოო დეგრადაცია და განადგურება, რაც ერთი საუკუნის შემდეგ რუსეთთან შეერთებით დასრულდება.

 - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - -

                    ევროპული მწვერვალი. იგი ოდესღაც ყველაზე მაღალი ნაგებობა იყო მთელ ევროპაში.

                    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - -

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა