ბრიუსელის GRAND-PLACE. ანუ MARKET PLACE - სავაჭრო მოედანი. აქ, ისევე, როგორც ასეთივე მოედნებზე ევროპის ყველა კუთხეში, საუკუნეთა განმავლობაში ყალიბდებოდა ახალი ევროპის სულისკვეთება, ევროპული ცხოვრების წესი. ეს მოედანი მის აკვნად იქცა სწორედ იმიტომ, რომ უფრო ადრე, ამავე მოედანზე წვავდნენ ერეტიკოსებს და საშინელი წამებით ასახიჩრებდნენ სხვაგვარად მოაზროვნეებსა თუ თავისუფლებისათვის მებრძოლებს.

 

 

 

 

 

--- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

                                                                 

რესტორნის ფანჯრიდან ტურისტები GRAND PLAC-ის ხედით ტკბებიან. ეს შენობა მე-18 საუკუნეში გასცა იჯარით მისმა ფლობელმა და მას შემდეგ, მისი შთამომავლები უწყვეტად იღებენ მილიონებს. საკუთრების უფლება ევროპაში წმიდათაწმიდა და ხელშეუხებელია.

 

 

 

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა