ალექსანდრე ანქვაბი და მისი «ძლიერი ხელი»
       

        აფხაზეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, გამარჯვება, პირველივე ტურში, ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა მოიპოვა. ოფიციალურ ცნობებში იგი სახელითა და მამის სახელით მოიხსენიება: ალექსანდრე ზოლოტინსკევიჩ ანქვაბი.
        მამის სახელი ცოტა არ იყოს მეუცნაურა და შეევცადე გამერკვია მისი წარმომავლობა. ცხადია, რომ «ზოლოტინსკი» აფხაზური ვერაფრით იქნება: აფსუა-ადიღებსა და რუსებს, ენობრივი თვალსაზრისისთ, იმდენი რამ აშორებთ, «ოქრო» უეჭველად სხვადასხვა ტერმინით აღინიშნება. მაგრამ ანქვაბის მამის სახელთან დაკავშირებით კიდევ უფრო საოცარი ვერსია აღმოვაჩინე. თურმე, მე -19 საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში (ანუ მაშინ, როდესაც რუსეთმა აფხაზებს ნამდვილი გენოციდი მოუწყო და ამ ერის სამი მეოთხედი სამშობლოდან სამუდამოდ გაყარა) იმპერიის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მოღვაწეობდა ვინმე რუსი ინჟინერი ზოლოტინსკი, რომელსაც აფხაზებისაგან გაწმედილ ტერიტორიაზე რკინიგზა გაჰყავდა. ჰოდა იმ ზოლოტინსკისადმი აფხაზებს ისეთი თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ, რომ მადლიერების ნიშნად შვილებისათვის მასობრივად «ზოლოტინნსკები»I დაურქევიათ.
        ეს ვერსია ნაკლებ სარმწუნო მგონია, რადგან ვისაც არ ვკითხე, დღევანდელ აფხაზეთში სახელი «ზოლოტინსკი» არავის ეცნობა – თუ თვით ალექსანდრე ანქვაბს არ ჩავთვლით. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ იმ ზოლოტინსკის, როგორც ჩანს, «დამოუკიდებელი აფხაზეთის» მესამე პრეზიდენტის ბებიასთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა და მის ბაბუასაც, «ოჯახის მეგობრისადმი» პატივისცემის ნიშნად, შვილისთვის «ზოლოტინსკი» დაურქმევია. ასე გახდა ალექსანდრე ანქვაბი «ზოლოტინსკევიჩი».
        ბუნევრივია, მას შემდეგ რაც მათი დამოუკიდებლობა ნიკარაგუამ და ნაურუმ აღიარეს, «ამაყ აფხაზებს» ეს სამარცხვინო ფაქტი შეიძლება კიდეც აშფოთებდეთ, მაგრამ რას იზავ – პრეზიდენტი მამის სახელს ხომ არ გამოიცვლის? ისღა დარჩენია ღირსეულ ბებიას შეუთვალოს «მოკითხვა».
       

ვის შურს მარიონეტების?

        აფხაზურ არჩევნებს თბილისშიც გვარიანი გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებით ტრაგიც-კომიკური ეყო ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის განცხადება: «არჩევნებმა აფხაზეთში დაადასტურა, როიმ ოკუპაციის პირობებშიც შესაძლებელია დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება». ანქვაბს « ღირსეული გამარჯვება» მიულოცეს კიდეც!
        რაკი ქართული ოპოზიციის აზრით, საქართველოში დემოკრატიული არჩევნები მხოლოდ ერთხელ ჩატარდა (1990 წლის 28 ოქტომბერს, როდესაც ქვეყანა ოკუპირებული იყო) და დღეს, თურმე, აფხაზეთში ტარდება, გამოდის, ქართველებმა უნდა ვიოცნებოთ, რომ ცხინვალთან ჩასაფრებულმა რუსულმა არმიამ საქართველოს დანარჩენი ტერიტორიაც დაიპყროს – ეგება მაშინ მაინც შევძლოთ დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება?!
        თუმცა, ამ სულელური განცხადების მიუხედავად, სინამდვილეში, არავითარი «დემოკრატიული არჩევნები» აფხაზეთში არ ჩატარებულა. ჯერ ერთი, ამომრჩეველთა უმრავლესობისაგან გაწმენდილ ტერიტორიაზე «სამართლიანი არჩევნები» ვერც ჩატარდებოდა. ისე როგორ უნდა დაგაბრმავოს ხელისუფლების სიძულვილმა, ეს ვერ დაინახო და ეთნოწმენდის შედეგად «დატოვებული» მოსახლეობის არჩევანს «დემოკრატიული» უწოდო?
        გარდა ამისა, თუ მათ, ვისაც აფხაზური დემოკრატიისა «შეშურდა» მხედველობაში ის აქვთ, რომ აფხაზებმა ვინც უნდოდათ ის აირჩიეს და მათი არჩევანი თავისუფალი იყო – ესეც ტყუილია! სინამდვილეში, მოსკოვი თავიდანვე აქტიურად ერეოდა საარჩევნო პროცესში. ანუ იმ დღიდანვე, რაც წინარე პრეზიდენტ ბაღაფშს «წაეხმარენ» ამრას (მზეს) სტუმრებოდა, როგორც აფხაზები ამბობენ ანუ «გაღმა გასულიყო», როგორც იმერეთში იტყვიან ხოლმე.
        რუსეთმა ყველა ხერხი და მეთოდი გამოიყენა, რათა აფხაზებს «სწორი» არჩევანი გაეკეთებინათ იმის სასარგებლოდ, ვინც მოსკოვს უნდოდა: დაწყებული აფხაზეთში გადმოსახლებული თითო-ოროლა «მოჰაჯირის» ლიკვიდაციით (დღისით-მზისით, რათა აფხაზები დაეშინებინათ), დამთავრებული საზღვრის ჩაკეტვით ფსოუზე, ტურისტული სეზონის ჩაშლით და სოხუმის სანატორიუმის დახურვით, რომელიც ათასობით აფხაზურ ოჯახს აჭმევდა პურს. მოსკოვს სწორედ ანქვაბი სურდა და არა შამბა, თუმცა ძალიან ეშმაკურად ქმნიდა შთაბეჭდილებას, ავრცელებდა ჭორებს, თითქოს შამბას უჭერდა მხარს.
        რატომ ანქვაბი და არა შამბა ან ხაჯიმბა? სერგეი შამბა, სინამდვილეში ყველაზე ნაკლებ მართული პრეზიდენტი იქნებოდა: არანაირი ბიზნესი მოსკოვში არა აქვს და ევროპელებთანაც ინარჩუნებდა კარგ კავშირებს, რომლებიც ჯერ კიდევ «შევარდნაძის დიპლომატიის» წყალობით დაამყარა, როცა ჟენევის ტბის პირას მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ტარდებოდა. გარდა ამისა, შამბა თურქეთიდან მოჰაჯირთა დაბრუნებას მოითხოვდა და ამის გარეშე აფხაზური დამოუკიდებლობის მომავალს ვერც ხედავდა.
        მაშ რაში უნდოდა ან რატომ უნდა სდომოდა მოსკოვს ასეთი პრეზიდენტი, რომელიც სეპარატისტთა ლიდერ ვლადისლავ არძინბას უახლოესი თანამებრძოლი იყო და აფხაზეთის დამოუკიდებლობას უჭერდა მხარს არა მხოლოდ საქართველოსგან, არამედ რუსეთისგანაც?
        რაც შეეხება ხაჯიმბას, მისი «კგბ»-შნიკობის გამო პუტინი მართლაც ეხმარებოდა 2004 წელს, მაგრამ პატრონებს იმედი გაუცრუა. თანაც არა მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინ დამარცხდა, არამედ იმის გამოც, რომ ბაღაფშს ბოლო დროს «მოსკოვისადმი მეტისმეტ დათმობებში» ადანაშაულებდა. მოსკოვში ბიზნესი არც ხაჯიმბას აქვს და მისი ოჯახიც სწორედ აფხაზეთში ცხოვრობს.

ანქვაბის ბიზნესი და მისი «კრიშა»

        სულ სხვა საქმეა ანქვაბი: მას შემდეგ, რაც 1993 წელს არძინბამ იგი აფხაზეთიდან გააძევა, მოსკოვში ცხოვრობდა, იქ გვარიანი ბიზნესი ააწყო, მისი ოჯახი დღემდე რუსეთში ცხოვრობს და ძალიან ბევრი რამ აქვს დასაკარგი. თუ ჭკვიანად არ მოიქეცვა, მის კომპანიებში რუსული «საგადასახადო» შევა და სულ ბღდვირს ადენს. სხვათა შორის, ზუსტად ამ პრინციპით არჩევს კრემლი ჩრდილო კავკასიაში თავის სატრაპებს: უკლებლივ ყველა ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის მეთაური, რომელიც პუტინმა ან მედვედევმა დანიშნეს – მილიონერია და ბიზნესი მოსკოვში აქვთ. იგივე მოსაზრებით დაინიშნენ თათრეთისა და ბაშკირეთის «პრეზიდენტები». ახლა კი სულმოუთქმელად ჭიკჭიკებენ: «მშობლიურ ენაზე სწავლა რად გვინდა – რუსულიც საკმარისიაო».
        ალექსანდრე ანქვაბმაც უკვე დააფიქსირა პოზიცია მოსკოვისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხში: უძრავი ქონება (ბინები და სახლები, მომავალში კი მიწაც) აფხაზეთში გაიყიდება არა მხოლოდ აფხაზეთის, არამედ რუსეთის მოქალაქეებზეც. ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზთა ოდენობა საკუთარ სამშობლოში კიდევ უფრო შემცირდება.
        თუმცა აფხაზებს რომ ჰკითხო, ანქვაბს «რკინის ხელის» ეძახიან. აქაოდა «წესრიგს დაამყარებს, დამნაშავეობას აღკვეთს და სტაბილურობას შეინარჩუნებსო». მოსოკოვმაც ზუსტად გათვალა, რომ თაანმედროვე აფხაზებს მეტი არც აღარაფერი აღელვებთ: ეს საქართველოსთან იყვნენ «შეურიგებელნი» იმავე მოსკოვის წაქეზებით, თორემ რუსებთან (რაკი არ გაუვათ) ბევრად მორჩილნი, დამთბობნი და ფრთხილნი არიან.
        მათთვის, როგორც ჩანს, «დამოუკიდებლობა» დამთავრდა საქართველოსგან გამოყოფით და ქართველების ეთნოწმენდით, თორემ რუსეთზე დამოკიდებულებაში ისევე ევრ ხედავენ ვერაფერს საჩოთიროს, როგორც საკუთარი შვილისთვის რუსი ინჟინრის გვარის (!) დარქმევაში.
        ამიტომ, ანქვაბის «რკინის ხელი» მოსკოვისთვის იმას ნიშნავს, რომ ამ «ხელით» ანქვაბი მშვიდად და დაუბრკოლებლად შეათრევს აფხაზეთს რუსეთში – აქცევს მას «დიდი სოჭის» ჩვეულებრივ, უღიმღამო გაგრძელებად. აქედან გამომდინარე, რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, საქართველოსთვის სწორედ აფხაზი ნაციონალისტი შამბას გამარჯვება სჯონბდა, თორემ ყოფილი მილიციონერი ანქვაბი აფხაზეთს ისევე უხელმძღვანელებს, როგორც სხვა ჩრდილოკავკასიელი ლიდერები, რომელებიც კავაკსიაში პუტინის «პოსტპრედს» დროდადრო ეახლებიან ხოლმე სტავროპოლში და ხელის გულს ულოკავენ, რათა თავისი რესპუბლისკითვის მორიგი ტრანში გამოსთხოვონ.
        ანქვაბის არჩევა აფხაზური ე.წ.. «დამოუკიდებლობის», აფახაზური სეპარატიზმის საბოლოო დასასრული და ამ ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის აღდგენისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი (საბჭოთა ტერმინოლოგიით «საეტაპო») ნაბიჯია.

მთელ გვერდზე