პუტინისა და სააკაშვილის მოდელირებული საუბარი
       

        შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, როგორ წარიმართა ის დიალოგი, რომლის დროსაც პუტინმა სააკაშვილი (თურმე) «გააფრთხილა» ძალა არ გამოეყენებინა «სამხრეთ ოსეთის» წინააღმდეგ თორემ . . . . . «.
        ანუ, გარკვეული მოდელირება მოვახდინოთ, მიუხედავად იმისა, რომ «მოდელირების» ხსენება უკვე ბევრს აღიზიანებს: გავიხსენოთ თუნდაც «მოდელირებული ქრონიკა», რომელსაც ნამდვილი ისტერიკა მოჰყვა და რომელიც მთლიანად, საოცარი სიზუსტით დადასტურდა, ოღონდ არა საქართველოში (მადლობა ღმერთს) არამედ ყირგიზეთის «არამოდელირებული, სისხლიანი ქრონიკით».

        მაშ ასე, კრემლში ხვდებიან ვლადიმერ ვლადიმიროვიჩი (მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტი) და მიხეილ ნიკოლოზოვიჩი. სააკაშვილი ამბობს, რომ რუსეთ- საქართველოს ურთიერთობათა გაუმჯობესება უნდა, მაგრამ ვერ დახუჭავს თვალს იმაზე, რაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ხდება, სადაც რუსეთი პასპორტების დარიგებას აგრძელებს, საზღვრებს არ ცნობს, ცალმხრივ ეკონომიკურ პროექტებს ახორციელებს, იარაღი შეაქვს, სეპარატისტებს აძლიერებს, ანუ ისე იქცევა, თითქოს უკვე აღიარა ამ «ქვეყნების» დამოუკიდებლობა. თან ამ დროს «მშვიდობისმყოფელის» სტატუსი აქვს.
        პუტინი «ცარიელი» გამომეტყველებით უსმენს და ისე უჭირავს თავი, თითქოს არ ესმის. როდესაც სააკაშვილი სამართლიან პრეტენზიათა ჩამონათვალს ამთავრებს და იმასაც ახსენებს, რომ პირველი რაც გააკეთა 2004 წელს, ჩეჩნეთის საკითხში რუსული პოზიციის საქმიანი მხარდაჭერა იყო, პუტინი საუბარს იწყებს. ოღონდ ისე, რომ ნახევარსაათიანი ჩამონათვალი თითქოს არ გაუგონია.
        ვ.პ: - მიხეილ ნიკოლოზოვიჩ, სულ უფრო და უფრო შემაშფოთებელ ინფორმაციას ვიღებთ, რომ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ თბილისში აგრესია მზადდება. მინდა შეგახსენოთ, რომ სამხრეთში მცხოვრები ოსების აგრდა, არსებობენ აგრეთვე ჩრდილოეთში მცხოვრები ოსები. ისინი კი ჩვენი მოქალაქეები არიან. გარდა ამის, ჩვენი მოქალაქეები არიან სამხრეთელი ოსებიც, ამიტომ, რუსეთი გულგრილი ვერ დარჩება და გაფრთხილებთ, ძალა არ გამოიყენოთ!
        მ.ს: - მოიცათ, მოიცათ, თქვენს მოქაალქეებში იმათ ხომ არ გულისხმობთ ციმბირიდან რომ გააგზავნეს ცხინვალში სხვადასხვა თანამდებობაზე? იქ მცხოვრები ოსები საქართველოს მოქალაქეები არიან და რამდენად მეგობრული ნაბიჯია თქვენი მხრიდან მათთვის მოქალაქეობის მინიჭება?
        ვ.პ. - ჯერ ერთი, ეს უკვე მოხდა და თანაც მოხდა თქვენი წინამორბედი შევარდნაძის დროს. სწოერდ მაშინ გავხდით იძულებული მოქალაქეობა დაგვერიგებინა ოსებისა და აფხაზებისათვის, რადგან შევარდნაძემ განაცხადა, რომ საქართველო «ნატოს კაზრე დაკაკუნებას» აპირებდა და თანამოძმეები ხომ უნდა დაგვეცვა? ამიტომ წარსულზე ნუ ვილაპარაეკბთ.
        მ.ს - რას ქვია, «წარსულზე ნუ ვილაპარაკებთ», ეს ადამიანები ჩვენი მოქაალქეები არიან თუ თქვენი?
        ვ.პ - რა თქმა უნდა ჩვენი, რადგან მათ რუსეთთან ყოფნა სურთ და აქვთ თვითგამორკვევის უფელბა
        მ.ს - ჩეჩნებს არა აქვთ ასეთივე უფლება?
        ვ.პ - ჩეჩნეთის ამბავი სხვაა, რადგან ისინი რუსეთს ემუქრებოდნენ, ოსები კი ჩვენი მეგობრები არიან. რუსეთი საკუთარი ინეტრესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ასე იმოქმედებს ყოველთვის. აბა თქვენი ინეტრესებით ხომ არ ვიხელმძღავნელებთ?
        მ.ს - საქართველოს არა აქვს უფლება საკუთარი ინტერესები დაიცვას?
        ვ.პ – როგორ არა აქვს. კი ბატონო, დაიცავით, მაგრამ სამხრეთ ოსეთში ჩვენს ინტერესებს ნუ შეეხებით. ჩვენი ინეტრესია, არსებობდეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და იქ ჩვენს მოქალაქეებს არავინ შეეხოს.
        მ.ს - მაგრამ ეს თქვენი «მოქალაქეები» ხომ კბილებამდე შეიარაღებულნი არიან, პროვოკაციებს აწყობენ. რა ვქნათ იმ შემთხვევაში, თუ კოკოითი მოინდომებს ბევრჯერ გაჟღერებული მუქარის აღსრულებას და ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართულ სოფლებს დაესხმება თავს?
        ვ.პ -კოკოითი თავს დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტად მიიჩნევს და მის მოქმედებაზე მე პასუხს ვერ ვაგებ. კი, რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ რუსეთის ყველა მოქალაქეზე ხომ ვერ გაგცემთ პასუხს? მე გეუბნებით, თქვენ რა არ უნდა გააკეთოთ. კოკოითის მოქმედება ამ შემთხვევაში არ მაინტერესებს - თქვენ შესაძლო თავდასხმაზე გელაპარაეკბით
        მ.ს - ესე იგი, იმ შემთხვევაში, თუ კოკოითი ქართულ სოფლებს ალყას შემოარტყავს და დაბომბვას დაიწყებს, ქაღთული მოსახლეობის და ჩვენი სამშვიდობო შენაერთების გამოძევებას მოინდომებს ლიახვის ხეობიდან, ჩვენ ძალის გამოყენების უფლებას არ უნდა გვქოდეს?
        ვ.პ - აკი გითხარით ერთხელ, მე იმაზე გელაპარაკებით თქვენ რა არ უნდა გააკეთოთ, თუ არ გინდათ რუსეთი ჩაერიოს. კოკოითს კი თვითონ ელაპარკეთ, მე მის ქმედებებზე პასუხს არ ვაგებ და არც კომენტარს ვაკეთებ.
        მ.ს - რა უცნაური ლოგიკა გაქვთ ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ. თუკი სეპარატისტები თავს დაგვესხმებიან ლიახვის ხეობაში ჩვენ პასუხი არ გავცეთ? – ხომ ჩამოიყვანენ ქართველებს ცხინვალში და ხომ დააჩოქებენ ისევ?
        ვ.პ - ეგ თვენი პრობლემაა და არა ჩემი. საქმე ის გახლავთ, რომ კოკოითის მოქმედება მე პრობლემებს არ მიქმნის., თქვენი შესაძლო მოქმედება კი ნამდვილად შემიქმნის პრობლემებს. ამიტომ კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, რომ სამხრეთ ოსეთში ძალის გამოყენება არ გაბედოთ
        მ.ს - არ გავბედო საპასუხოდაც, ქართული სოფლების დაცვის მიზნით, თუ მათ ალყას შემოარტყავენ და დაბომბვას დაიწყებენ?
        ვ.პ - ძალიან გთხოვთ ერთსა და იგივეს ასჯერ ნუ მამეორებინებთ. არ გადადგათ მეთქი ისეთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთს აიძულებს, მთელი ძალით დაიცვას თავისი მოქალაქეები
        მ.ს - იმ ე.წ. «მოქალაქეებმა» რაც არ უნდა ჩაიდინონ მაინც?
        ვ.პ. ძალიან ძნელია თქვენთან საუბარი მიხეილ ნიკოლოზოვიჩ. მაზე მარტივი რა უნდა იყოს: მოქალაქე თავისუფალია და საკუთარ ინტერესებს დაიცავს. რუსეთი კი მის ინტერესებს დაიცავს. აბა ქართველების ინტერესები რატომ უნდა დავიცვათ? მათი ინტერესები თქვენ დაიცავით.ე თქვენი ვალდებულებაა. ოღონდ კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, რომ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ძალა არ გამოიყენოთ. Nნუ გვაიძულებთ გავაკეთოთ ის, რისი გაკეთება არ გვინდა, რადგან ერთმორწმუნე ქართველ ხალხთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს.
        მ.ს - მეგობრობა გაკავშირებთ საქართველოსთან და ამიტომ ცდილობთ დაშალოთ?
        ვ.პ. - არ მისმენთ ყურადღებით მიხეილ ნიკოლოზივიჩ. Mმე გითხარით რომ მეგობრობა გვაკავშირებს ქართველ ხალხთან და არა საქართველოს სახელმწიფოსთან. Eეს სახელმწიფო არც არასდროს არსებობდა – ჩვენ შევქმენით. უფრო ზუსტად, თქვენმა სტალინმა შექმნა ხელოვნურად. აფხაზეთი და «სამხრეთ ოსეთი» კი საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში არასდროს შედიოდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლა უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო. ამაზე დიდი კატასტროფა მეოცე საუკუნეში არ ყოფილა – რის ორი მსოფლიო ომი და რის ებრაელთა გენოციდი. რუსებს გული გვატკინეს კაცობრიობის წინაშე ჩვენი დიდი დამსახურების მიუხედავად. მათ შორის თქვენც, ქართველებმა, თქვენი ლოზუნგით «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია». ამის მიუხედავად ჩვენ არ ვაღიარეთ არც აფხაზეთი და არც სამხრეთ ოსეთი
        მ.ს - მაგრამ საქართევლოს ამ რეგიონებში იქცევით როგორც საკუთარ გუბერნიებში
        ვ.პ. - რა თქმა უნდა, მაგრამ ოფიციალურად ხომ არ ვაღიარებთ და ამას დიდი დაფასება უნდა!
        მ.ს - კი მაგრამ, ბოლოს და ბოლოს რას გვთავაზობთ: პრობლემა ხომ არსებობს და მას ხომ გადაწყვეტა უნდა?
        ვ.პ. - არაფერს არ გთავაზობთ გარდა იმისა, რომ აღდგეს ძველი მეგობრობა ქართველებს, რუსებს, აფხაზებსა და ოსებს შორის, გაიხსნას საზღვრები, შემოდით ჩვენს საბაჟო კავშირში, გაწევრიანდით კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში, «ევრაზესში», თავი დაანებეთ ნატოზე ლაპაარკს – რად გინდათ ეს «ნატო». განა რუსეთი ნაკლებად დაგიცავთ?
        მ.ს - დაგვიცავს ვისგან?
        ვ.პ. - იმავე ნატოსგან ან ჩეჩნური ტერორიზმისგან.
        მ.ს - კარგით, დავუშავთ ნატოზეც უარი ვთქვით, ყველა თქვენი პირობა მივიღეთ, მერედა ეს რას მოგვცემს?
        ვ.პ - ასეთ შემთხვევაში ომი აღარ იქნება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ ვაღიარებთ.
        მ.ს - ლტოლვილები დაბრუნდებიან და საქართველოს იურისდიქცია აღდგება?
        ვ.პ - ეს უკევ თქვენსა და მათ შორის მოლაპარაკების თემაა. ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით, რადგან ჰუმანიტარული და დელიკატუროი საკითხია. ვმოქმედებთ პრინციპით «არა ავნო» - რუსეთის ზეწოლამ კი პროცესს შეიძლება ავნოს. გარდა ამისა, გაუგებარია, რატომ უნდა გაიფუჭოს ურთიერთობა რუსეთმა აფხაზ და ოს ხალხთან საუკუნოდ? 20 წლის წინ რაც მოხდა, მოხდა. ახლა მომავალზე ვიფიქროთ: მოვშალოთ საზღვრები, დავიწყოთ ინტეგრაცია. აბა რად გინდოდათ ის ერგნეთის ბაზარი რომ მოშალეთ? Eეს ბაზარი ხომ ოსებისა და ქართველების შერიგებას უწყობდა ხელს. მართალია კონტრანადით ავსებდა ქევყანას და საქართველოს ბიუჯეტის შევსებას ხელს უშლიდა, მაგრამ ამ პრობლემის გადაწყვეტა ადვილად შეგეძლოთ: შემოსულიყავით რუსეთთან ერთიან საბაჟო სივრცეში და საერთო საზღვარი გვექნებოდა თურქეთთან. მაშინ რუსეთიდან კონტრაბანდის საკითხიც მოიხსნებოდა. თუმცა ჯერ არ არის გვიან: დავაბრუნებთ ქართულ ღვინოს და ბორჯომს რუსულ ბაზარზე. რა გვაქვს გასაყოფი ქართველებს და რუსებს? ჩვენ ხომ ერთიან დიდ სახელმწიფოში ვცხოვრობდით. იმ სახელმწიფოში არც აფხაზეთის ომი იყო და არც სამხრეთ ოსეთის. თქვენ კი ერთის მხრივ დამოუკიდებლობა გინდოდათ და მეორეს მხრივ ომის თავიდან აცილება.
        ასე არ გამოვა. ყველაფერს თავისი ფასი აქვს. თუ ჩვენ სხვადასხვა სახელმწიფოები ვართ, მაშინ რუსეთს აქვს საკუთარი ინტერესები და ამ ინტერესებს დაიცავს. ჩვენ ხომ ერთმორწმუნე ძმები ვართ? – საზღვრები კი ხელს გვიშლის.
        მ.ს -ეეეეჰ, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ., თქვენ მგონი ისევ დრეზდენში ცხოვრობთ. ხომ არ იცით იქ როგორი ამინდია დღეს?
        ვ.პ - დრეზდენის ცა სულ სხვა ფერისა იყო, როცა იქ ვმსახურობდი. . . . . . . . აბა კარგად, მიხეილ ნიკოლოზოვიჩ. გთხოვთ ჩემი გაფრთხილება გაითვალისწინოთ. ქაღთველ ხალხს კი ჩემი დიდი სიყვარული და მოკითხვა.

მთელ გვერდზე