„ნაციას“ ქმნის გამარჯვება!

        რამდენიმე დღის წინ, ყირიმის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა უკრაინელ სამხედრო მეზღვაურებს, რომლების ე.წ. ქერჩის ინციდენტისას“ დააკავეს შავი და აზოვის ზღვის გამყოფ სრუტეში. თავისთავად ეს ინციდენტი მოსალოდნელი იყო, რადგან ყირიმის ანექსიისა და სრუტეზე ხიდის აგების შემდეგ, რუსეთმა სამჯერ შეზღუდა უკრაინული პორტებიდან სატვირთო გემების მოძრაობა. პირველ რიგში ეს ეხება მარიუპოლის ინდუსტრიულ კომპლექსს, რომელიც უკრაინული ეკონომიკის მაცოცხლებელი წყაროა: „მოხალისეებად“ გადაცმულმა რუსულმა არმიამ ვერ შეძლო მარიუპოლის აღება 2014-2015 წლების აგრესიის დროს, ამიტომ „მეორე მხრიდან“ მოუარა: აპირებს უკრაინას ქერჩის სრუტე ჩაუკეტოს და ამით ინდუსტრიული პროდუქციის ექსპორტიც შეუძლებელად აქციოს.
        თუმცა ამ ისტორიას, ისევე როგორც თვით აგრესიას, რასაც მოსკოვი ახორციელებს 2013 წლიდან დაწყებული უკრაინის წინააღმდეგ, სხვა, უფრო ღრმა შრეცა აქვს: ამჟამად მოსკოვის საინფორმაციო იარაღი, რასაც რატომრაც „ტელევიზია“ ეწოდება, ყოველნაირად ცდილობს, უკრაინელ სამხედროთა სასამართლო პროცესი ისე წარმოაჩინოს, ისე გააშუქოს, მაქსიმალურად დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი იყოს უკრაინელი ერისთვის. უსასტიეკსად სცემეს ის უკრაინელი სამხედრო, რომელმაც 2014 წლის ანექსიისას მთელი ერი არაფრთოვანა მართლაც გმირული საქციელით, როდესაც სევასტოპოლში, შოვინისტური ეიფორიის დროს ამაყად უიმღერა უკრაინული ჰიმნი, რამაც მთელი ქვეყანა შეძრა და წინააღდმეგიობის ნება შესძინა. ასევე, გადაიცა რამდენიმე გლობალური ეტლეჯკომპანიით. ახლა ამ ბიჭის საჯარო დამცირებით, მისი საჯარო მონანიებით (წამების შედეგად) მოსკოვი რევანშს ცდილობს და უფრო შორსმიმავალი, ისტორიული მიზანიც აქვს.
        ამ მიზნის გასარკვევად, გავიხსენოთ, როგორ მოქმედებდა მოსკოვი საქართველოში: 2004 წელს, როდესაც „სამხრეთ ოსეთში“ ვითარება დაიძაბა, რუსული ГРУ-ს ანუ სამხედრო დაზვერვის რეზიდენტებმა დაგეგმეს და, სამწუხაროდ, წარმატებით განახორციელეს ნიშანდობლივი სპეცოპერტაცია: ღამით „ოსურმა შენაერთებმა“ ალყა შემოარტყეს ქართულ სოფელ ვანათს, სადაც მაშინ იმყოფებოდა ქართული საჯარისო (შინაგანი ჯარის) შენაერთი - უბრძოლველად იგდეს ტყვედ ათეულობით ქართველი ჯარისკაცი, ჩამოიყვანეს ცხინვალში და სამარცხვინოდ, მთელი მსოფლიოს თვალწინ დააჩოქეს. ამ გულისმომკვლელმა „სურათმა“ და „ვიდეომ“ მსოფლიო მოიარა. ბუნებრივია, ქართველთა თავმოყვარეობისათვის იგი გამანადგურებელი იყო და ზუსტად ამ მიზანს ისახავდა მოსკოვი. თუ თვალს მივადევნებთ რუსეთის შემდგომ პოლიტიკას, მათ შორის „ჰიბრიდული ომის“ მეთოდიკას, „დამცირება“ და „შეურაცხყოფა“ (ხშირ შემთხვევაში რაფინირებული „ტექნოლოგიებით“) ამ აგრესიის განუყოფელი ნაწილია. განსაკუთრებით და პირველ რიგში სწორედ მეზობელი სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც სულ ახლახანს აგთავისუფლდნენ და ისყებენ თავიანთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებსი ჩამოყალიბებას, ანუ, ქართველი პოეტის სიტყვებით, ეს ერები ცდილობენ „დადგნენ ერად სხვა ერთა შორის“.
        რატომ? რატომ არის რუსეთისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი, მისი მეზობლები მაქსიმალურად დაამციროს და შეურაცხყოს? პასუხი: იმიტომ, რომ რუსი სტრატეგოსები ზუსტად ითვალისწინებენ საშიშროებას, რომელსაც რუსულ დერჟავას (ანუ იმპერიას) შეუქმნის მეზობლად სრულფასოვანი ერი-სახელმწიფოების (ევროპულ ენებზე Nation) დაფუძნება. შემთვევითი როდია, რომ დიდ ევროპულ ენებში Nation აღნიშნავს არა ერს (ეთნიკური გაგებით) არამედ ქვეყანას. მაგალითადმ, საფრანგეთი არის ერი-სახელმწიფო ანუ Nation.
        ოღონდ გავიხსენოთ, როგორ ყალიბდებოდა იგი: ზოგადად „ნაციონალიზმი“ ამ ცნების ევროპული გაგებით, როდესაც Nationality აღნიშნავს არა ეთნიკურობას, არა ეთნიკურ წარმომავლობას, არამედ მოქალაქებას, სათავეს იღებს XVIII საუკუნის მიწურულის საფრანგეთის დიდი რევოლუციიდან.
        ბურბონთა დინასტიის დამხობის შემდეგ, ამბოხებულ ფრანგ ერს მთელმა მონარქისტულმა ევროპამ ომი გამოუცხადა. იმ ომში ფრანგებმა უმაგალითო გმირობის მაგალითები აჩვენეს მსოფლიოს და დაუტოვეს შთამომავლობას: რუჟე დე ლილის „მარსელიეზა“ გრგვინავდა სისხლით მორწყულ ბრძოლის ველებზე და დღმნდე ამაყად მღერიან მას ფრანგები ფეხბურთისა თუ რაგბის ასპარეზობათა დაწყებამდე. „ფრანგი ერი“ ანუ Nation შექმნა ნაპოლეონის ზღაპრულმა, გმირულმა გამარჯვებებმა, ხოლო მონარქისტული ევროპის გაერთიანებული არმიების საბოლოო წარმატებამ ეს სიამაყე მაინც ვერ ჩაახშო.
        Nation-ს ქმნის გამარჯვება და ეროვნული სიამაყე! ანუ ის განცდა, რომ იგი საბოლოოდ გამარჯვებულია. დამარცხებული, დამცირებული ეროვნული ერთობა ვერ შექმნის „ნაციას!“.
        სწორედ ამიტომ ცდილობს მოსკოვი საკუტარი აგენტურის ემეშვეობით, გააღვივოს საქართველოში ერთის მხრივ ეთნიკური ნაციონალიზმი (სხვადასხვა რადიკალური ჯგუფებუისა და მათი სამარცხვინო, კაცთმოძულე აქტივობით) და, იმავდროულად, მაქსიმალურად დაამციროს მის მიერვე გაღვიებული ეთნიკური შეგნება, რატა არ დაუშვას სამოქალაქო შეგნების ჩამოყალიბება და ეთნიკური ნაციონალიზმსი გარდაქმნა სამოქალაქო ნაციონალიზმად. შემდეგ კი ყველაფერს აკეთებს, რათა ამგვარი ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ქვეყანა ჯერ დამარცხებით დაამციროს, შემდეგ „დახვეწილად“ შეურაცხყოს, ჩაუნერგოს არასრულფასოვნების,. უმწეობისა და უსუსურობის განცდა, რაც დამღუპველია ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვითშეგნებისათვის: დამარცხებული, დაგლახავებული, დამცირებული ერი ვერ შექმნის „Nation“-ს და საბოლოდო, ადრე თუ გვიან, მისი ეთნიკური ნაციონალიზმი (ქართული იქნება იგი თუ უკრაინული) იმდენად დაკნინდება, რომ ეთნოკონფლიქტებში ჩაფლული, ისევ მოსკოვს მიმართავს მფარველობისთვის.
        ერთადერთი, რამაც შეიძლება ეს რაფინირებული აგრესია შეჩეროს, არის დასავლურ დემოკრატიულ სახელმწიფოთა მხარდაჭერა. მათ არ უნდა დაუშვან, რუსეთმა აგრესიითა და პერმანენტული დამცირებით შეაფერხოს პოსტსაბჭოურ სივრცეზე

        მთელს გვერდზე