ვის შეკრიჭავს ბიუჯეტი?

        გუშინ პარლამენგტის სხდომაზე «ახალი მემარჯვენეების» ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ მისი ფრაქცია მხარს დაუჭერს 2003 წლის ბიუჯეტის სეკვესტრს (საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილის შეცმირებას) იმ პირობით, თუ პრეზიდენტი გადააყენებს სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძეს.

        უპირველეს ყოვლისა, საეჭვოა, ეს მთელი ოპოზიციის წინადადება იყოს. არც ერთხ სვა ოპოზიციურ ფრაქციას არ დაუდასტურებია, რომ მხარს დაუჭერენ მთავრობის წინადადებას ბიუჯეტი სშემცირების შესახებ. გარდა ამისა, სეკვესტრი, ჯერჯერობით, აქტუალური არ არის, ვინაიდან აღმასრულებელი ხელისუფლება ასეთი წინადადებით პარლამენტში არ შესულა.
        მას იმედი აქვს, პირველი კვარტალის საგეგმო პარამეტრებს შეასრულებს, სავალუტო ფონდთან ურთიერთობის გაწყვეტას არ დაუშვებს და სეკვესტრიც საჭირო არ გახდება.
        რამდენად რეალურია «ამბიციური ბიუჯეტის შესრულება» _ სხვა საკითხია. რა თქმა უნდა, ნაკლებრეალურია იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლებას, ფაქტობრივად, არანაირი ბერკეტი არ გააჩნია კონტრაბანდის წინააღმდეგ საბრძოლველად. მაგალითად, ერგნეთის ბაზრობიდან კონტრაბანდული ტვირთის შემომტანნი აცხადებენ, რომ ერგნეთი საქართველოს ტერიტორიაა, ამიტომ იქ შეძენილი საქონელი კონტრაბანდულად ვერ ჩაითვლება. ვითომ არ იციან, რომ «სამხრეთ ოსეთში» საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება და ერგნეთში შეძენილი საქონლის შემომტანს არავითარი საბაჟო გადასახადი როკის გვირაბიდან გამოსვლისას საქართველოს ბიუჯეტისთვის არ გადაუხდია.
        ხოლო «აღურიცხავი საქონლისათვის» იმდენად მიზერული ჯარიმაა, შემომტანს «უღირს» კიდეც მისი გადახდა, რადგან პატიოსან მეწარმესთან შედარებით, მაინც მოგებული რჩება. შესაბამისი კანონმდებლობის გამკაცრებას, როგორც ჩანს, იმდენად სერიოზული კორუფციული კლანები ეწინააღმდეგებიან, რომ ამ თვალსაზრისით, გადაწყვეტილებათა
        მიღება ვერა და ვერ მოხერხდა. კონტრაბანდისტები კი თავისუფლად სეირნობენ.
        ამიომ ამჟამინდელი «შურმი» კონტრაანდის წინააღმდეგ, აროავითარ შედეგ არ გამოიღებს. «ამბიციური ბიუჯეი» ამიციურია არა იმიტომ, თითქო, აართველო ენოკნომიკა შეაამიი პოტენციალი არა ავ, დღევანდელი კანონმდებლობით, როდეაც კონრაანდა, ფაქტობრივად, არ იჯეა («აღურიცხავი აონელი», რააც ცხინვალთან აკავეენ, 100 პროცენით კონტრაბანდაა), ოდნავ გაზრდილი ბიუჯეტი შესრულებბაც კი შეუძლებელია.
        ესე იგი, 2003 წლის ბიუჯეი პირველ კვარტალში სერიოზულად გაირღვევა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი წამოგვიყენებს ულტიმაუმს: ან განახორციელეთ სეკვსტრი, ან დაემშივდობეთ სავალუტო ფონდს და დარჩით პირისპირ კრედიტორთა «პარიზის კლუბთან».
        საგარეო ვალების გადუვადებლობა კი ნამდვილი კატასტროფა იქნება: დეფოლტი, აჯანყება და სამოქალაქო ომი. მაგრამ ოპოზიციის ნაწილი, ამ უკიდურესი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, პრეზიდენტს შესთავაზებს კომპრომისს: მთლიანად შეცვალოს მთავრობა და, ასეთ შემთხვევაში, ოპოზიცია (რომელიც, რასაკვირველია, ახალ მთავრობაში მნიშვნელოვან პორტფელებს მიიღებს) აღარ გაამწვავებს ვითარებას პარლამენტში «სეკვესტრირებისას», რითაც შესაძალბებელი გახდება მთლიანად ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება.
        ანუ ოპოზიციის ამ ნაწილს სახელმწიფო მინისტრის ბედი უკვე გადაწყვეტილი აქვს. სახელმწიფო მინისტრის წასვლა, რა თქმა უნდა, მთელი მთავრობის გადაყენებას ნიშნავს. თუმცა, იმავე ოპოზიციის მეორე ნაწილი, ზოგიერთი სიმპტომით თუ ვიმსჯელებთ, ამ ინიციატივას ეჭვით უყურებს.
        რასაკვირველია, ინიციატორი ოპოზიციურ ჯგუფს არ აქვს პრეტენზია, მხოლოდ თავად დააკომპპლექტოს ახალი მთავრობა, მაგრამ კიდევ უფრო არარეალურია საპარლმენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე «კოალიციური მთავრობის» შექმნა.
        ამგვარი რამ შესაძლებელი იქნებოდა მხოლდ იმ შემთხვევაში, თუ ოქტომბრმდე მოესწრებოდა «დიდი კომპრომისი» საკონსტიტუციო ცვლილებათა და მინისტრთა კაბინეტის შემოღების შესახებ. დღევანდელ სიტუაციაში ეს პოლიტიკური კონსტრუქციის ძირფესვიან რყევას გამოიწვევდა, წამოიშლებოდნენ გარესაპარლამენტო პარტიები და ასე შემდეგ. მაშასადამე, პოლიტიკურ ალგორითმს ბუნებრივად მივყავართ უახლოეს მომავალში უმწვავეს საპარლამენტო კრიზისამდე.
        ნებისმიერი ცვლილება ბიუჯეტში (მათ შორის, სეკვესტრი) აუცილებლად დაუკავშირდება «მინიმალური ხელფასის საკითხს», ვინაიდან, ისიც მოითხოვს საბიუჯეტო ცვლილებებს.
        ნიშანდობლივია, რომ ოპოზიცია დარწმუნებულია: «თემატური უმრავლესობა» მის გარეშე სეკვესტრს ვერ განახორციელებს, ესე იგი, ბიუჯეტი ძალაში დარჩება, სავალუტო ფონდი ურთიერთობებს გაწყვეტს და ასე შემდეგ (იხილეთ ზემოთ).
        გათვლა არც ისე უსაფუძვლოა, ვინაიდან ბიუჯეტის სეკვესტრი ნიშნავს არა მხოლოდ შემოსავლების, არამედ ხარჯების შემცირებას – შესაბამისად, სეკვესტრი «მძიმედ დაარტყამს» მაჟორიტარებსა და სხვადასხვა «ინტერესჯგუფებს», რომელთა აქტიურობა, არჩევნების მოახლოების კვალობაზე, სულ უფრო მოიმატებს.

დილის გაზეთი, 14 მარტი, 2003 წელი

მთელ გვერდზე