ვაშინგტონი განგვირისხდა

        ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო დესპანის – ტომიას ადამსის გუშინდელი განცხადება წინასაარჩევნო ფონზე მეხის გავარდნას ჰგავდა. ბუნებრივია, ამ დემარშს ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება, უპირველესად, სწორედ პოლიტიკური თვალსაზრისით, რომ აღარაფერი ვთქვათ ეკონომიკაზე. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ შევარდნაძესთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ ტომას ადამსმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, მნიშვნელონვად შეუმციროს დახმარება საქართველოს. თუ, მაგალითად, მიმდინარე წელს ქვეყანამ 100 მილიონ დოლარამდე მიიღო, მომავალ წელს დახმარება 65 მილიონამდე შემცირდება. როგორც ჩანს, ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება, ვინაიდან ადმინიტსტრაციამ კონგრესში სწორედ ასეთი პროექტი შეიტანა და არასდროს მომხდარა, კონგრესს ადმინისტრაციის მიერ მოთხოვნილი მონაცემი გაზრდის მიმართულებით შეეცვალა.

        ოღონდ, აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხსენებული 100 მილიონი დოლარი არის არა «ცოცხალი ფული», არამდე, ძირითადად, «ტექნიკური დახმარება», ხოლო რეალურად გამოყოფილი თანხა ხმარდებოდა ინსტიტუციურ რეფორმათა განხორციელებას. თუმცა, იყო ისეთი სეგმენტები, რაც უკავშირდება მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ნაწილისათვის ელექტროენერგიის საფასურის კომპენსირებას, ჰესების რეაბილიტაციის პროგრამებს და ასე შემდეგ.
        სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი მამუკა ნიკოლაიშვილი გუშინდელ ტელეინტერვიუებში სრული დარწმუნებით აცხადებდა, რომ ენერგეტიკული პროგრამების შემცირებას სანქციები არ ეხება, უფრო ზუსტად, ადამსის განცხადებას მათთან არავითარი პირდაპირი კავშირი არა აქვს. ნიკოლაივშილს ასეთი განცხადების საფუძველი ჰქონდა იმ უბრალო მიზეზით, რომ ვიდრე არ აღდგება სრულფასოვანი თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მანამ მსოფლიო ბანკი (საქართველოს გაძვალტყავებული ენერგეტიკის უმთავრესი სპონსორი) არ აპირებს ადრე შემუშავებული და შეთანხმებული პროგრამების განხორციელებას, ანუ ეს პროგრამები დიდწილად ისედაც შეჩერებულია. სწორედ ამას გულისხმობდა სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი ისაკაძე როდესაც დაადასტურგა, რომ კორუფციის მაღალი დონის გამო, მომავალ წელს საქართვლეო ასი მილიონი დოლარის დახმარებას დაკარგავს. მაგრამ, აქვე დასაზუსტებელია, რა არის კონკრეტულად ამის მიზეზი, როდესაც, მაგალითად, ამერიკის განვითარების სააგენტო თუ სხვა უწყებები უკმაყოფილონი არიან ენერგეტიკაში რეფორმების დონით, ისინი გულისხმობენ იმ გარემობეას, რომ ხელისუფლებამ ვერა და ვერ მოახერხა ელემენტარული პრობლემის გადაწყვეტა – აღრიცხვის მოწესრიგება, რათა ელექტროენერგია მიიღოს იმან, ვინც პატიოსნად იხდის მის საფასურს და არავითარ შემთხვევაში არ მიიღოს არგადამხდელმა. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ეს ენერგეტიკის «ანა-ბანაა», მაგრამ ჩვენში ამ ელემენტარული ნორმის დაწესება უდიდეს პოლიტიკურ რისკთანაა დაკაშვირებული: უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობა აფეთქებს ანძებს, კეტავს მაგისტრალებს, აწყობს მასობრივ პიკეტებს, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით იჭრება ქვესადგურებში, თვითნებურად რთავს ელექტროენერგიას. შედეგად, ამერიკულმა სამენეჯერო კომპანიამ, რომელიც სადისტრიბუციო კომპანიას მართავს, იჩივლა ვაშინგტონში, კერძოდ, იმ უწყებაში, ვისაც თავის მხრივ, ჰყავს წარმომადგენლობა მსოფლიო ბანკში და ამერიკის ადმინისტრაციის რეაქციამაც არ დააყოვნა: შემთხვევითი როდია, რომ ტომას ადამსმა ბრიფინგზე «რეგიონებში ელექტროენერგიის თვითნებურად ჩართვა» ახსენა და კონკრეტულ მაგალითზეც მიუთითა. ამგვარი დამოკიდებულება არც არის გასაკვირი, რადგან მსოფლიო ბანკის და განვითარების სააგენტოს მიერ აკუმულირებულ თანხათა უდიდესინაწილი სწორედ ამერიკელი გადასახადის გადამხდელის შენატანია _ მათი შრომისა და ოფლის შედეგია. ყველაფერი დანარჩენი კი, ამერიკელი დიპლომატის განცხადებაში უკვე პოლიტიკური დემარშია. მაგალითად, არგუმენტი საქართვლეოში დემოკრატიული რეფორმების დაყოვნების შესახებ, და რომ საქართველო, თურმე, ამ თვალსაზრისით ბოლო ადგილზეა რეგიონში.
        კი მაგრამ, ნუთუ აზერბაიჯანსა და სომხეშთი დემოკრატიული რეფორმები ბევრად უფრო წარმატებული და წინწასულია? გარდა ამისა, თუ საქართვლეოში ეკონომიკური რეფორმა ბევრად ნელა ტარდება, ვიდრე აზერბაიჯანში ან სომხეშთი, მაშინ რატომ არ მიიღეს ეს ქვეყნები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში? ამას გარდა, ტომას ადამსს არ უთქვამ,ს რომ ბიუჯეტში არ ხვდება ის ასელუობით მილიონი დოლარი, რაც დასავლეთმა გამოუყო საქართველოს. ამას ვერც იტყოდა, ვინაიდან იმ თანხიდან თითოეული ცენტის მოძრაობას იგივე მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი გამადიდებელი შუშით აკონტროლებს. სინამდვილეში, იგი გულისხმობდა ასელუობით მილიონ ლარს, რაც აღვირახსნილი კონტრაბანდისა და ფალსიფიკაციის, მთლიანობაში ჩრდილოვანი ეკონომიკის «წყალობით» არშედის ბიუჯეტში. კორუფციის ამ სახეობის აღმოსაფხვრელად კი (პირველწყაროებიდან, ანუ წვრილმანი გამოვლინებებიდან _ ელიტარულ კორუფციამდე) მართლაც დრაკონული ზომების მიღებაა საიჭრო, მათ შორის ათასობით კონტრაბანდისტის ციხეში ჩაყრა. ამის უნარი ჩვენს გასაცოდავებულ სახელმწიფოს ნამდვილად არა აქვს: რამდენიმე ასეულმა პატიმარმა ერთი დარტყმით გაანგრია რუსთავში საგანგებო რეჟიმის კოლონიის კედელი – რომელ დრაკონულ ზომებზეა საუბარი? შექმნილი ვითარებით შესანიშნავად სარგებლობენ ბობოლა კორუფცირებული ჩინოსნები ყველა უწყებაში, რომელთცა, რასაკვირველია, არ სურთ პასხუისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.
        ეს ყოველივე ვაშინგტონში ძალიან დიდი ხანია იცოდნენ. მდგომარეობა ასეთივე იყო, როდესაც ამერიკამ მიიღო, მართლაც, ისტორიულიგადაწყვეტილება და საქართვლეოში სამხედრო ინსტრუქტორები გამოაგზავნა. მაშინაც განუწყვეტლივ ჩიოდნენ ამერიკული სააგენტოები თუ ინვესტორები, თუმცა, ვაშინგტონი «მცირე სისხლით» ახერხებდა ვითარების კონტროლირებას. რა შეიცვალა მას შემდეგ? ეკონომიკის, ენერგეტიკის, კონტრაბანდის და ფალსიფიკაციის, მთლიანობაში კორუფციის თვალსაზრისით, აბსოლუტურად არაფერი! ესე იგი, ვაშინგტონის განრისხების (თუ მოჩვენებითი განრისხების) მიზეზები უფრო სხვაგანაა საძიებელი და რასაკვირველია, როგორც თავად ანგლოსაქსები იტყვიან, აქ «ძაღლის თავი» უფრო ღრმად არის დამარხული», ვიდრე მხოშლოდ ენერგეტიკაში აღრიცხვის მოუწესრიგებლობაა: როგორც ჩანს, ვაშინგტონი ცდილობს შენიღბოს ის წყალქვეშა დინებები, რაც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში საქართველოსა და სამხრეთ კავკასიას უკავშირდება. დიდწილად საქართველოს პოზიციისა და ლამის თავგანწირვის შედეგად, ამერიკამ მიაღწია მთავარს: პოლიტიკური გადაწყვეკტილება კასპიის ნავთობის დასავლეთით ტრანსპორტირების შესახებ უკვე მიღებულია და (რაც ძალეზ მნიშვნელოვანია) რუსეთი არ აპირებს ხელი შეუშალოს დასავლეთისაკენ ნახშირწყალბადთა ტრანსპორტირების მარშრუტთა დივერსიფიცირებას. ეს იყო და არის ამერიკის ერთადერთი ინტერესი ჩვენს რეგიონში. და თუ იგი მოსკოვისაგან შესაბამის გარანტიებს მიიღებს, სავსებით შეურიგდება იმასაც, რომ, მაგალითად, რუსეთმა უზრუნველყოს ნავთობსადენის დაცვა საფრთხისაგან, რაც მას აფხაზეთში ახალი ომის გაჩაღებით დაემუქრება. რა თქმა უნდა, ასეთი შებრუნება შესაბამისად უნდა იყოს «გაფორმებ»ლი». ამიტომ გაახსენდათ დღეს კორუფცია, რომლეიც საქართველოსთვის მრავალწლიანი პრობლემაა და არა «ახლახანს აღმოჩენილი». ნიშანდობლივია, რომ ტომას ადამსის ვიზიტი (შესაბამისი დემარშით) შედგა სორედ მაშინ, როდესაც პუტინი და ბუში ერთმანეთს კემპ-დევიდში ხვდებიან. ამაზე დიდ საჩუქარს რუსეთის პრეზიდენტი ვერ ინატრებდა. ხოლო ამერიკისთვის ეს მორიგი «წვრილმანია» ირანის, ერაყის, ავღანეთის და ჩრდილო კორეის პრობლემებთან შედარებით, რომელთა გადაწყვეტა შეუძლებელია რუსეთის პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე.

დილის გაზეთი, 26 სექტემბერი, 2003 წელი

მთელ გვერდზე