უშიშროების მდივნები მოსკოვში იკრიბებიან

        საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე მოსკოვში იმყოფება რუსი კოლეგის – ვლადიმირ რუშაილოს მიწვევით. რუშაილოს ინიციატივას რამდენიმე ძირითადი ასპექტი ჰქონდა: უპივრელესად, ორმხრივი დიალოგის გაგრძელება (ჩვენს შემთხვევაში აფხაზეთის თემაზე), გარდა ამისა, პრეზიდენტ პუტინის ბოლორდროინდელი გადაწყვეტილებებით, რუსეთის სპეცსამსახურთა როლმა განუზომლად მოიმატა. საკმარისია ითქვას, რომ სასაზღვრო ჯარი (როგორც საბჭოთა კავშირის დროს) კვლავ სპეცსამსახურს (უშიშროების ფედერალურ სამსახურს) დაევქემდებარა. ამან თვით უშიშროების საბჭოს მნიშვნელობაც გაზარდა და რუშაილო ამ ფორმით აპირებს დსთ-ის სივრცეში «უფლება-შეძლების დემონსტრირებას», მესამე მიზეზი კი ერაყში ომის დაწყებაა – კრემლს თანამეგობრობის სივრცეში თავის პრიორიტეტის დადასტურება სწორედ ამ ფონზე სურს.

        ალბათ, ერაყზე მსჯელობა მსოკვში უკვე «საომარი მოქმედების აკომპანენტით მოუწევთ, რადგან დღეს დღის ბოლომდე, ან შესაძლოა, ჩვენი დროით ღამით, ამერიკა უეჭველად დაარტყამს ერაყს. ჩვენთვის ყველაზე მეტ ინტერესს კი, რასაკვირველია, ჯაფარიძე-რუშაილოს შეხვედრა იწვევს, რომელზეც მხაპრეებმა აფხაზეთის საკითხი და სოჭის შეთანხმებათა რეალიზაციის გეგმა უნდა განიხილონ. აქ ისე მარტივად არ არის საქმე, როგორც სოხუმელ სეპარატისტებს უნდათ წარმოადგინონ – თითქოსდა, სოჭში შევარდნაძე-პუტინი შეხვდნენ, რაღაცაზე ილაპარაკეს, «სინქრონიზაციაც» ახსენეს, მაგშრამ ყოველივე აფხაზეთს არ ეხება, ვიტნაიდან იგი უარს იტყვის და მორჩა. სინამდვილეში, ზოგიერთი სიმპტომით, სოჭის შეხვედრამ სეპარატისტულ წრეებში საკმოად დიდი შეშფოთება, ეჭვი და შიშიანობა გამოიწვია. მათ უმალვე იგრძნეს, რომ რუსეთს აქვს საკუთარი ინტერესები და მათ განსახორციელებლად, შეიძლება, გააძლიეროს წნეხი სეპარატისტებზე, საქართველოსადმი, თუნდაც მცირედ დათმობაზე წასასვლელად.
        რაში მდგომარეობს ეს ინტერესი? ეს გახლავთ სომხეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენა. სომხეთი რუსეთის ერთადერთი სტრატეგიული მოკავშირეა «დიდ კავკასიაში» (ოსებთან ერთად). ერევანი უკვე 10 წელია, გაიძახის (არცთუ უსაფუძვლოდ), რომ რკინიგზის გარეშე სულს ღაფავს, სომხეთი დაცარიელდა, ორი მილიონი სომეხი (!) ამერიკაში, რუსეთსა და ევროპაში გაემგზავრა საცხოვრებლად. შესაბამისად, თანდათან, მაგრამ განუხრელად იცვლება რეგიონში სტრატეგიული ბალანსი აზერბაიჯანის სასარგებლოდ, რაც სომეხი პოლიტიკოსების ისტერიულ რეაქციას იწვევს.
        სოჭის შეხვედრისას პუტინს სეპარატისტთა მხრიდან «წვრილმან დათმობად» მოეჩვენა თუნდაც გალის რაიონგში ერთობლივი ადმინისტრაციის შექმნა და ლტოლვილთა დაბრუნება, მაგრამ აფხაზთა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა გაგულიამ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე სწორედ პუტინს (და მასთან ერთად სომხებს) გადაასხა ცივი წყალი: არავითარი ერთობლივი ადმინისტრაცია, არავითარი ფედერაცია, ანუ არავითარი ლტოლვილთა დაბრუნება, შესაბამისად, არავითარი რკინიგნზის აღდგენაც რუსეთიდან სომხეთამდე. სოხუმის უკომპრომისობა რუსულ დიპლომატიას საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აყენებს. არსებობს სხვა გამაღიზიანებელი ფაქტორებიც. მაგალითად, პუტინმა თავის გამოსვლაში შემთხვევით არ აღნიშნა აფხაზეთის «მრავალეროვნულობა». იგი ქართველებს კი არ გულისხმობდა (თავს ნ უ მოვიტყუებთ), არამედ რუსებს, რომლებიც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ამჟამინდელი მოსახლეობის მესამედს შეადგენენ, ხოლო აფხაზეთის მთავრობაში არც ერთი რუსი არ არის წარმოდგენილი.
        მოსკოვში მოლაპარაკებებისას თედო ჯაფარიძეს ნამდვილად
        აქვს შანსი სოჭის მოლაპარაკებების შედეგები განავითაროს (დააკონკრეტოს).

დილის გაზეთი, 18 მარტი, 2003 წელი

მთელ გვერდზე