თავისუფალი სამყაროს ჭეშმარიტების მომენტი

დღეს სრულდება ზუსტად ოი წელი კაცობრიობის ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საზარელი და მზაკვრული ტერაქტიდან.

        2001 წლის 11 სექტემბერს, ისლამისტ ფანატიკოსთა 19-კაციანმა ჯგუფმა (მათი უმრავლესობა საუდის არაბეთის მოქალაქე გახლდათ და სავსებით ლეგალურად შეაღწია შტატებში), მუჰამედ ათთას ხელმძღვანელობით, 3 წლის ძალზე პროფესიული და ჭკვიანური მზადების შემდგე, განახორციელა გრანდიოზული გეგმა, რომლის მიზანი არა მხოლოდ ნიუ-იორკზე თავდასხმა, არამედ დასავლური ცივილიზაციის თვით საფუძვლამდე, ძირისძირამდე შერყევა იყო.
        ცოტა ყოფილა ტერაქტი მსოფლიოს ისტორიაში (თუ საერთოდ მოიძიება), რომელსაც ესოდენ მაშსტაბური შედეგი გამოეღოს.
        ბოსტონიდან და სხვა ქალაქებიდან აფრენილი თვითმფრინავები, ტერორისტებმა ხელთ იგდეს იმის წყალობით, რომ ამერიკის შიდა ფრენებისას (ავტორი თავდ არის ამის მომსწრე) თვითმფრინავში საოცარი გულარხეინობა სუფევს: ხშირად პილოტების კარი მოღიავებულია, შეიძლება შეხვიდე, მფრინავს გაესაბურო, ლამის ბავშვი დასვა მეორე (სათადარიგო) საჭესთან გასართობად და ასე შემდეგ.
        ათთამ და მისმა თანამზრახველებმა კი ოთხივე თვითმფრინავში შეიტანეს, ეგრეთ წოდებული «პლასტმასის დანები», როგორებიც თუნდაც, თბილისში იყიდება საკანდელარიო კომპლექტთან ერთად და ქაღალდის საჭრელად გამოიყენება, თუმცა მისი პირის სამართებელზე საშიში და მჭრელია.
        ამ დანებით მათ უმოწყალოდ გამოსჭრეს ყელი მფრინავებს და რამდენიმე მგზავრს. შემდეგ კი, ფლორიდის საფრენ სკოლაში მომზადებული ტერორისტები თავად მიუსხდნენ საჭეს, რათა «ბოინგები» წინასწარ არჩეული სამიზნეებისკენ მიემართათ.
        თავისთავად, მათი ფსიქოლოგიაც საინტერესო და შემაძრწუნებელია – 19 ადამიანი (!), ერთი სულისკვეთებით, ერთი ფანატიკური მისწრაფებით გაჟღენთილი ემზადებოდა წლების განმალვობაში თავშეწირვისათვის. ტერაქტის დილას მაჰმადიანთა წესისამებრ ილოცეს პატარა ნოხებზე სასტუმროებში და, როგორც შემდგომ ბოსტონის პოლიცია იტყობინგებოდა, არც ერთ მათგანს საპასპორტო თუ სხვა შემოწმების გავლისას რაიმე აღელვების ნიშანწყალიც კი არ ეტყობოდა.
        ზემოთ ხსენებული დანები სხვა საკანცელარიო ნივთებთან ერთად ეწყოთ ჩანთებში, მაგრამ მათ ყურადღება არავინ მიაქცია. არადა, სინამდვილეში, როგორც ცივი იარაღი, იგი არაბულ ხანჯალზე საშიშია _ ხანჯალსა და ხმალს ხომ თვითმფრინავში არავინ შეატანინებდათ?!
        ოთხივე თვითმფრინავი, დაახლოებით, ერთდროულად აღმოჩნდა ჰაერში. ტერორისტთა ოთხ ჯგუფს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ უკვე დანაშაულის პროცესში, მაგრამ წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით მოქმედებდნენ. ჯერ ერთი, «ბოინგი» შეასკდა მსოლფიო სავაჭრო ცენტრის «სამხრეთ ცათამბჯენს», 35 წუთის შემდეგ, მეორე _ «ჩრდილო ცათამბჯენს» დაეჯახა.
        თითქმის იმავე დროს მესამე «ბოინგი» პენტაგონის შენობას დაეცა. რაც შეეხება მეოთხეს, იგი პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა და მის შესახებ მრავალი სპეკულაცია იყო. სინამდვილეში, იგი თვით ამერიკელებმა კი არ ჩამოაგდეს, არამედ ტერორისტმა დასცა მიწას მას შემდეგ, რაც მგზავრებმა აჯანყება მოაწყვეს (მათ თვითმფრინავის ტელევიზიით შეიტყვეს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში მომხდარN) და შეეცადნენ, ტერორისტები გაეუვნებელყოთ.
        თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამერიკელ სამხედრო მფრინავებს თავადაც არაერთგზის უთქვამთ: ვერ მოასწრეს, სულ რამდენიმე წუთი დააკლდათ, თორემ ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის თავზე გამოჩენილ მეორე და მესამე «ბოინგს» აუცილებლად ჩამოაგდებდნენ, რათა მეტი მსხვერპლი თავიდან აეცილებინათ.
        მაგალითად, პენსილვანიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე რომ აჯანყება არ მომხდარიყო და მას მართლაც აეუღო კურსი თეთრი სახლისაკენ (როგორც ჰქონდათ ტერორისტებს დაგეგმილN), მას უკვე უეჭველად ჰაერში გაანადგურებდნენ. შემდგომ, მსოფლიოს პრესაში ბევრს წერდნენ (და ამჟამადაც წერენ) იმის თაობაზე, რომ ამერიკულ სპეცსამსაუხრებს ჰქონდათ ინფორმაცია ტერაქტის მომზადების შესახებ, მაგრამ არაფერი იღონეს.
        ეს მტკნარი სისულელეა. ეროვნული უშიშროების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის – კონდოლიზა რაისის გადაწყვეტილებით, ყველა მასალა, რაც მოსალოდნელ ტერაქტს ეხებოდა, ამერიკულ პრესაში გამოქვეყნდა. ეს იყო ჩვეულებრივი ოპერატიულ-აგენტურული ინფორმაცია «სადღაც ვიღაც რაღაცას ამზადებს, მაგრამ არ ვიცით, ვინ, სად და როდის»), რომლის გამოყენებით ტერაქტის თავიდან აცილება შეუძლებელი გახლდათ. ნიუ-იორკის ცათამბჯენთა ნგრევამ მთელი პლანეტის თვალწინ, უდიდესი ზეგავლენა მოახდინა კაცობრიობის აღქმაზე. არ დარჩენილა დედამიწაზე ადამიანი, ვინც ამა თუ იმ ფორმით, ამა თუ იმ რეაქციით, (მწუხარებითა თუ სიხარულით) არ შეიცნო ეს ტრაგედია. ძნელი დასაჯერებელი იყო, თუ როგორ გადაურჩბეოდა ამერიკული ეკონომიკა ასეთ დარტყმასა და შოკს. საკმარისია, ითქვას, რომ ცათამბჯენთა მეზობლად მდებარე «უოლ სტრიტის» საფონდო ბირჟა მთელი ერთი კვირით დაიკეტა პირველად ორი საუკუნის განმალვობაში!!! ასეთი რამ ამერიკას არ ახსოვს.
        სიხარულით კბილებს აღრჭიალებდა თავისუფლების ყველა მოძულე მთელ მსოლფიოში – ჩინელი კომუნისტებიდან, სერბ ფაშისტებამდე და რუსი დერჟავნიკებიდან ინდონეზიელ სეპარატისტებამდე. მიუხედავად ამისა, 9/11 მაინც არ იქცა ლიბერალური ცივილიზაციის დასასრულის დასაწყისად. პრეზიდენტმა ბუშმა, მისი ცოტა არ იყოს პრიმიტივიზმის და გაუნათლებლობის მიუხედავად, იპოვა საოცრად ზუსტი სიტყვები: «ტერორისტებს შეეძლოთ, დაენგრიათ ჩვენი ყველაზე მაღალი შენობები, მაგრამ მათ არ ძალუძთ დაანგრიონ ჩვენი დემოკრატია». შემდგომ, გონს მოსულმა და გავეშებულმა ზემძლავრმა დემოკრატიამ, უმცირესი დანაკარგით მოიგო ორი ომი (ავღანეთსა და ერაყში) და შეუდარებლად გააძლიერა თავისი სამხედრო «ყოფნა» მთელს პლანეტაზე _ მსოფლიო ოკეანიდან _ საქართველომდე თუ ყირგიზეთამდე.
        ხანმოკლე აღმოჩნდა ეკონომიკური რეცესიც _ ამჟამად ამერიკის კოლოსალური ეოკნომიკა კვლავ იწყებს ზრდას, დოლარმა კი ევრო მორიგ ნოკაუტში ჩაგადო, ისევე, როგორც იენა. ასეულობით მილიონი ადამიანი კვლავ, ისევე, როგორც წინათ, ოცნებობს ამერიკაზე, რაც ზესახელმწიფოს ხიბლისა და ძლევამოსილების უპირველესი ნიშანია. თვით მსოფლიოს დედაქალაქმაც, თავდაპირველი შოკის მიუხედავად, როცა სევდისა და სინანულის თალხი გადაეფარა დროებით (მაშინ ბევრი ამბობდა, ნიუ-იორკს ვეღარ ვცნობთ, ისეთი სევდიანი გახდაო), უკვე ერთი წლის შემდეგ იწყო გამოცოცხლება. ამჟამად კი კვლავ ძველებურად გრგვინავს მისი მომნუსხველი, გრძნეული ენერგია, რომელიც ადამიანს სიხარულითა და იმედით აღავსებს, საკუთარი თავისა და კცაობრიობის რწმენას უბრუნებს.
        სიკვდილის სუსხმა შეაკავშირა ნიუ-იორკელები. ნიუ-იორკს იგი ვერ აქცევს სასაფლაოდ. პირიქით, კიდევ უფრო მეტად ჩქეფს სიცოცხლე. დაგრეული ულამაზესი ცათამბჯენების ადგილზე კი სულ რამდენიმე წელიწადში, ამერიკის საინჟინრო გენიის წყალობით, აღიმართება ახალი, მსოლფიოში უმაღლესი ცათამბჯენი: 1776 ფუტის სიმაღლის «შუქურა».
        სწორედ 1776 წელს მიიღეს ამერიკელებმა დამოუკიდებლობის დეკლარაცია და ეს დიდი ქვეყანაც მაშინ შეუდგა თავისი საკაცობრიო მისიის შესრულებას. «ლონგ ლივე ამერიკა!» ჩვენებურად, ღმერთმა ხელი მოუმართოს ამერიკა,ს უფალმა მისცეს მას ძალა და სიმტკიცე – მთელ მსოფლიოში თავისუფალი ადამიანის მწედ და იმედად.

დილის გაზეთი, 11 სექტემბერი, 2003 წელი

მთელ გვერდზე