შაშიაშვილი საპრეზიდენტო მარათონს იწყებს

        იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულმა, თავისი ექსტრავაგანტურობით ცნობილმა თემურ შაშიაშვილმა, გუშინ საბოლოოდ დაადასტურა, რომ არ დაუჭერს მხარს «საპრეზიდენტო ბლოკს» მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ანუ არ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ «ადმინისტრაციულ რესურსს» (პოლიტიკურ მხარდაჭერაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია), «ახალი საქართველოს» გასამარჯვებლად.
        ერთი შეხედვით, თითქოს ერთობ უცნაური განცხადებაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი ეკუთვნის პრეზიდენტის რწმუნებულს, მის მარჯვენა ხელს ერთ-ერთ უმსხვილეს რეგიონში, რომელიც, თბილისთან ერთად, დიდწილად განსაზღვრავს არჩევნების შედეგს.
        მართლაც, პრეზიდენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ პრეზიდენტის პარტიას არ დაუჭერს მხარს არჩევნებში და მისი განცხადება სულაც არ არის განპირობებული ზოგადი ნეიტრალიტეტით არჩევნების მიმართ ან იმით, რომ შაშიაშვილს, თუ მის რეგიონულ ხელქვეითებს, არასდროს გამოუყენებიათ იგივე რესურსი 1995 წლიდან – დიდი საარჩევნო მარათონის მსვლელობისას, რომელშიც ყოველთვის პრეზიდენტი და მისი პარტია იმარჯვებდნენ.
        მაგრამ თუ ყურადღებით გავიხსენებთ და გავაანალიზებთ, როგორ ვითარდებლოდა თემურ შაშიაშვილის ურთიერთობა არა მხოლოდ თვით ედუარდ შევარდნაძესთან, არამედ მის პარტიასთან – დავრწმუნდებით, რომ ამ განცხადებაში არათუ მოულოდნელი არაფერია, არამედ, თქვენ წარმოიდგინეთ, ელემენტარული სუბორდინაციული «არაეთიკურობაც» კი არ არის პრეზიდენტის მიმართ.
        სხვა საქმე იქნებოდა, თემურ შაშიაშვილს ოდესმე რომ ექთვა, პრეზიდენტს არ დავუჭერო მხარს არჩევნებში. თუმცა, მა სპოლიტიკოსის ალღო არ აკლია (მიუხედავად იმისა, რომ განსაკურთებული ნიჭითაც ვერ დაიკვეხნის – ამაზე მეტყველებს მისი გაუაზრებელი განცხადებები აფხაზეთზე), ამიტომ შესანიშნავად იცის: პრეზიდენტს პარტია სჭირდებოდა და სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტში «ანტსიაპრეზიდენტო ძალთა» კონსტიტუციური უმრავლესობის კონსოლიდირების საწინააღმდეგოდ და გარკვეულ «მეხამრიდად».
        ასე იყო 1995 წელს, როდესაც «მოქალაქეთა კაშვირი» ახლად შექმნილი იყო და ასეა დღესაც.
        ამ გარემოებას (ანუ იმას, თუ სინამდვილეში რა დამოკიდებულება ჰქონდა შევარდნაძეს, მთელი ამ წლების განმალვობაში მმართველი პარტიისადმი) პრეზიდენტის გარემოცვაში განსაკუთრებით ალღოიანი მოღვაწეები ყოველთვის გრძნობდნენ. მით უმეტეს, ამას გრძნობდა თემურ შაშიაშვილი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა დამოუიკდებელ ფიგურად პოზიციონირებას და მიზანმიმართულად ამზადებდა ნიადაგს საკუთარი თამაშის დასაწყებად.
        ამრიგად, მისი განცხადება, რომ იგი არ დაუჭერს მხარს «ახალ საქართველოს» საპარლამენტო არჩევნებში, სრულებითაც არ ნიშნავს, თითქოს შაშიაშვილი ემიჯნება პრეზიდენტს, რაკი შესანიშნავად აცნობიერებს (მრავალი, არცთუ ძნელად შესამჩნევი სიმპტომის მიხედვით), რომ ედუარდ შევარდნაძისთვის დიდიტრაგედია არიქნება, თუ «ახალი საქართველო» უმრავლეოსბას არ მოიპოვებს ახლად არჩეულ პარლამენტში.
        ისევე, რგორც წინათ, ამჟამადაც მთავარია, პარლამენტში არ მოხდეს ანტისაპრეზიდენტო ძალთა კონსოლიდაცია და მასში არ შევიდნენ «ანტისისტემური ძალები», რომელთა რიცხვს, ვერბალური რადიკალურობის მიუხედავად, ნამდვილად არ განეკუთვნებიან არც «ახლები» და არც «ნაციონალები». მით უმეტეს არ განეკუთვნება მათ რიცხვს თემურ შაშიაშვილი.
        მმართველი პარტიის მხარდაჭერაზე უარით (მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიაში აღარ არიან მისი ოდინდელი ოპონენგტები), იგი უბრალოდ ადასტურებს, რომ აქვს საკუთარი პოლიტიკური ამბიცია და არ არის გამორიცხული, თავად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში (ვგულისხმობთ ჯერჯერობით საპარლამენტო არჩევნებს) ანგ უშუალოდ, ან საკუთარი პოლიტიკური პარტიის მეშვოებით _ თანამდებობიდან გადადგომის გარეშე.
        ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, რამდენიმე პოლიტოლოგი არცთუ უსაფუძვლოდ ვარაუდობდა, რომ ახალი, მძლავრი (ყოველ შემთხვევაში, ანგარიშგასაწევი) პოლიტიკური ძალა შეიქმნება სადღაც შაშიაშვილ-ლორთქიფანიძე-გულუას «პოლიტიკურ სამკუთხედში».
        რამდენიმე დღის წინათ კი პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ლორთქიფანიძე, შაშიაშვილი და ნადარეიშვილი ქმნიანგ ერთიან საარჩევნო ბლოკს თუ პარტიას.
        მისი საარჩევნო პოტენციალი არცთუ «ხელწამოსაკრავი» იქნება და სწორედ ამით თუ აიხსნება ის აღტაცებული ერთსულოვნება, რამაც მთელი პოლიტიკური კლასი მოიცვა, ეგრეთ წოდებული, «ბეიკერის ფორმულის» განხილვისას, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციებში მხოლოდ უკვე მოქმედი სოლიდური ძალების წარმომადგენლობას გულისხმობს.
        გარდა ამისა, ისიც უეჭველია, რომ თემურ შაშიაშვილი, ხსენებული განცხადებით, პირველად ადასტურებს: ის აცუილებლად მიიღებს მონაწილეობას 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და ნამდვილად არ სურს, რაიმეთ იყოს დამოკიდებული ამჟამინდელ პოლიტიკურ წრეებზე. თუნდაც მმართველი ან საპრეზიდენტო პარტიის სახით.
        არაფერი მოულოდნელი ამაეში არ იქნება პრეზიდენტისთვისაც, რომელმაც მრავალგზის განაცხადა, რომ 2005 წელს დატოვებს პოსტს. თუმცა, ეს სრულებითაც არ ნიშნავს აქტიური პოლიტიკიდან წასვლას.

დილის გაზეთი, 8 ივლისი, 2003 წელი

მთელ გვერდზე