საქართველოთი ამერიკელი საზღვაო ქვეითებიც დაინტერესდნენ

        კვირას, გვიან საღამოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ჯარების სარდალი, ოთხვარსკვლავიანი გენერალი მაიკლ ჰეიგი ჩამოფრინდა, რომელიც, იმავდროულად ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალთა შტაბის წევრთა და ოპერატიული დაგეგმარების მიმართულებას ხელმძღვანელობს.

        თავისთავად, ასეთი რანგის ამერიკელ სამხედროთა ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში არავის გაჰკივრვებია. რუსული პრესაც კი, ასე თუ ისე, შეეგუა რეალობას, თუმცა, ჰეიგის სტუმრობასთან დაკავშირებით, რამდენიმე ისტერიულად ანგაჟირებული «ნიუსი» მიანც გავიდა რუსეთის სატელევიზიო ეთერში.
        უპირველეს ყოვლისა, რუსი მედიატექნოლოგები, რომლებიც დიდი ხანია, საინფორმცაიო დივერსიებს ახორციელებენ ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციისათვის, ამ ვიზიტს ირანის წინააღმდეგ ამერიკული აგრესიის განხორციელებას უკავშირებენ, რასაც თითქოსდა, ამერიკა საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან გეგმავენ.
        უნდა ითქვას, რომ ამ პროვოკაციამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო _ ამიერიდან საქართველოში ნებისმიერი ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის ჩამოსვლა აუცილებლად გამოცხადდება «ანტიირანული კოალიციის შექმნის მცდელობად», რასაც საბოლოო ანგარიშით, ერაყის მსგავსად, ირანში მმართველი რეჟიმის შეცვლა უნდა მოჰყვეს.
        რუსუი პრესა იქამდეც კი მივიდა, რომ ავრცელებს ინფორმცაიას ირანის ავაიციის მიერ საქართველოს «პრევენციული დაბომბვის» შესახებ. და ეს მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში რუსეთის ოთხი სამხედრო ბაზაა კვლავინდებურად განლაგებული და მათ გაყვანას, კრელმი, ყველაფრის მიუხედავად, როგორც ჩანს, არ აპირებს.
        ირანის ოფიციალური წყაროები ამ ცნობას, რასაკვირველია, უარყოფენ და «მშივდობისმყოფელურ» განცხადებებს ავრცელებენ, მაგრამ ისიც ცხადია, რომ სამხრეთ კავკასიაში ამერიკული სამხედროების გამოჩენა თეირანს დიდად არ ეპიტნავება. მოსკოვმა კი მიაგნო შესანიშნავ საბაბს, რათა რეგიონში ნებისმიერი «უცხო» სამხედრო კონტინგენტის გამოჩენა არა მხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა «რეგიონულ სახელმწიფოთა» ინტერესების შელახვად და აგრესისი მზადებად გამოაცხადოს.
        თუმცა, სინამდვილეში, სავსებით ობიექტური ცნობებით, მაიკლ ჰეიგის ვიზიტს არანაირი კაშვირი არა აქვს ირანის პრობლემასთან. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს ვიზიტი დიდი ხნის წინათ დაიგეგმა. ასეთი დონის სამხედრო მოღვაწის ყოველი გადაადგილება, რა თქმა უნდა, გარკვეული დატვირთვის მატარებელია. ამერიკელებს, სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, უდავოდ აინტერესებთ საქართვლეო, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო. მაგრამ ეს უფრო სამომავლო, ჰიპოთეტურ განზრახულობათა სფეროს განეკუთვნება და კონკრეტულ ვითარებასთან ან ტაქტიკურ პრობლემებთან საერთო არაფერი აქვს.
        წარმოუდგენელია, რუსეთ-ამერიკის ამჟამინდელი ურთიერთობების გათვალისწინებით, პენტაგონმა სერიოზულად დაგეგმოს და განიხილოს ობიექტურად რუსეთის სამხედრო-სტრატეგიული გავლენის სფრეოში შემავალი რეგიონიდან ესოდენ მაშსტაბური აქციის განხორციელება. მაშინ, როდესაც (ვიმეორებ), მოგვწონს ეს თუ არა, საქართვლეოში კვლავინდებურად განლაგებულია რუსეთის სამხედრო კონტინგენტი _ საკმაოდ სერიოზული შეიარაღებით, ხოლო სულ ახლოს (ჩეჩნეთში) საომარი მოქმედებები გრძელდება, რაც «ჩათრევის» მექანიზმთა ამოქმედების საშიშროებას ქმნის.
        ოღონდ, ეს დისპოზიცია ჭეშმარიტია დღევანდელი ვითარებისთვის. არავინ იცის ზუსტად, რა იქნება ათი წლის შემდგე. ამდენად, ამერიკის სტრატეგიულ დაგეგმარებათა ცენტრებში, «ყოველი შემთხვევისთვის» მაინც ამზადებენ შესაძლო მშომედებათა სქემებს. გენერალ ჰეიგისა და სხვა ელიტარულ სამხედროთა სტუმრობა სწორედ ამ ინტენსიათა გამოხატულებაა.
        ვინაიდან თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ამჟამად თურქეთში იმყოფება სამუშაო ვიზიტით, მაიკლ ჰეიგს საქართველოს გენერალური შტაბის ურფოის, ჯონი ფირცხალაიშვილი უმასპინძლებს.
        ვიზიტის პირველივე დღეს ჰეიგი დახურულ კარს მიღმა შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს. მოინახულებს კრწანისის სამხედრო ცენტრს, სადაც ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები ქართველ რეინჯერებს წვრთნიან. გარდა ამისა, იგი დაათვალიერებს კოჯრის სასწალვო ცენტრს, სადაც, ნატოს სტრუქტურათა შესაბამისად, ფორმირებული ელიტარული ქვედანაყოფია განლაგებული.
        მომდევნო დღეს გენერალი ჰეიგი მარნეულის აეროდრომს დაათვალიერებს. ეს აეროდრომი (რა თქმა უნდა, ამერიკელებთან შეთანხმებით)9 თურქეთის თავდაცვის სამინისტროს გამოყოფილი გრანტის მეშვეობით შეკეთდა და აღიჭურვა ყველა საჭირო მოწყობილობით, რათა ნებისმიერ დროს (მათ შორის ღამით) მიიღოს დიდი მოცულობის საჰაერო ხომალდები.
        თუმცა, ეს ყოველივე მაინც ჰიპოთეტურ შესაძლებლობათა სფეროს განეკუთვნება, ვინაიდან დღევანდელი და, თუნდაც ხვალინდელი რეალობების გათვალისწინებით, ძნელად წარმოსადგენია, გენერალმა ჰეიგმა თავის ძლევამოსილ «საზღვაო ფეხოსნებს» საქართველოში დესანტირება უბრძანოს სპარსეთის ყურეში განლაგებულ ავიამზიდებიდან.

დილის გაზეთი, 2 ივნისი, 2003 წელი

მთელ გვერდზე