როგოზინი აბობოქრდა

        როგორც მოსალოდნელი იყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცნობილი გადაწყვეტილებები აფხაზეთთან დაკავშირებით (რომის სტატუტი და სხვა) ხოლო პრეზიდენტმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით, დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოითხოვოს გაეროში მე-7 პუნქტის ამოქმედება, აფხაზეთის ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ, რომელიც ლტოლვილთა უმრავლესობის ინტერესებსა და მისწრაფებებს გამოხატავს, კატეგორიულად მოითხოვა ცენტრალური ხელისუფლებისაგან სეპარატისტებთან ყოველგვარი მოლაპარაკების შეწყვეტა.
       ეს მოთხოვნა აბსოლუტურად ლოგიკურია. მართლაც, თამაზ ნადარეიშვილი აცხადებს, რომ ხსენებული გადაწყვეტილებების შემდგე, ცენტარლურ ხელისუფლებას უფლება აქვს სეპარატისტებთან მოლაპარაკება გამართოს მხოლოდ იმ კონტექსტში, თუ როგორ, რა პირობებით უნდა გამოაცხადონ მათ კაპიტულაცია.
       თუკი სეპარატისტთა ლიდერები სამხედრო დამნაშავეები არიან და ამას ხელისუფლება ეთანხმება (სწორადაც იქცევა, რომ ეთანხმება), მაშინ როგორ შეიძლება სამხედრო დამნაშავეებთან და გენოციდის ავტორებთან მოლაპარაკება «ეკონომიკური თანაშმრომლობისა და ნდობის აღდგენის თაობაზე», რაც დაფიქსირებულია გაეროს ეგიდით და «მეგობარი ქვეყნების» მონაწილეობით, რუსეთის შუამალვობით დაგეგმილ ჟენევის მოლაპარაკებათა დღის წესრიგში?
       ეს მოლაპარაკება 22-23 ივლისს უნდა გაიმართოს და არ არის გამორიცხული, ამას თბილისში ლტოლვილთა გამოსვლები მოაყოოლონ. თამაზ ნადარეიშვილი საკმაოდ რადიკალურადაა განწყობილი, ვინაიდან შესანიშნავად ესმის, რომ აფხაზეთის პრობლემის აქტუალიზება და მისი გადაწყვეტა მხოლოდ უახლოესი ორი წლის განმალვობაშია შესაძლებელი.
       მით უმეტეს, რომ ვითარება კონფლიქტის ზონაში სულ უფრო რთულდება. მოსკოვის თავხედობა ყოველგვარ ზღვარს გადადის, რამდენიმე დღის წინ სოუხმში იმყოფებოდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი როგოზინი.
       ზედმეტიც კი არის იმის აღნიშვნა, რომ მას არათუ საქართველოს ვიზა არ აუღია, არამედ არც კი შეუტყობინებია ქართული მხარისათვის აფხაზეთში «ვიზიტის» შესახებ. სოუმხში ყოფნისას მან უპრეცედენტოდ კონფრონტაციული განცხადებები გააკეთა და, რაც ყველაზე უარესია, ანტიქართულ შეთანხმებებსაც მიაღწია სეპარატისტთა ხელმძღვანელობასთან.
       მაგალითად, როგოზინმა თქვა, რომ აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისათვის «რუსეთის პასპორტების გაცემა უახლოეს მომავალში დასრულდება». მაშასადამე, თუ დღემდე საპარატისტები მხოლოდ თხოვნით მიმართავდნენ რუსეთის სათანადო უწყებებს მოქალაქეობის მიღების თაობაზე, ამჟამად უკვე პასპორტების გაცემა იწყება, ანუ აფხაზეთის მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობასთან დაკაშვირებულიყ ველა პრივილეგიით ისარგებლებს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ საკუთრივ აფხაზეთის ტერიტორიაზე.
       მაგალითად, როგოზინის თქმით, რუსეთი აპირებს გადაუხადოს პენსია აფხაზეთის მოქალაქეებს იმავე განაკვეთით, როგორც რუსეთში. ეს კიდევ ერთი სტიმული იქნება რათა აფხაზებმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღონ.
       1994 წლის 1 იანვრიდან «საბჭოთა» პასპორტები საბოლოოდ გამოდის ხმარებიდან, ამიტომ, როგოზინის თქმით, აფხაზეთმაც და რუსეთმაც უნდა იჩქარონ, რათა წლის ბოლომდე დასრულდეს პროცესი.
       სხვათა შორის, თბილისშიც უნდა იფიქრონ იმაზე, თუ რა ელის საქართველოს ასეულობით ათას მოქალაქეს, ვინც დღემდე საბჭოთა პასპორტებით სარგებლობს. აფზაზეთის მოსახლეობის 90-მა პ როცენტმა კი უკვე შეიტანა განცხადება რუსეთის სოჭის საკონსულოში – პასპორტების მიღების მოთხოვნით. აფხაზეთში მცხოვრებთათვის ეს სერიოზული სოციალური დახმარებაა, ვინაიდან ამჟამად პენსიის მინიმალური ოდენობა რუსეთშრი 50 დოლარს უდრის. ომის ვეტერანებისა და სხვა კატეგორიის პრივილეგირებული პენსიონერებისთვის კი პენსია კიდევ უფრო მეტია. ყველაფერთან ერთად, ამ ღონისძიებით მოსკოვი აფხაზეთში რუსული და სომხური მოსახლეობის «დამაგრებასაც» ცდილობს – ეს საყურადღებო მომენტია: მოსკოვი შეაშფოთა იმ გარემოებამ, რომ რუსები თანდათან ტოვებდნენ აფხაზეთს და უმცირესობაში ექცეოდნენ საკუთრივ აფსუებთან შედარებით.
       სოხუმის პრესამ როგოზინის ვიზიტი შეაფასა, როგრც რუსეთის ფედერაციასთან აოსცირებული კავშირის დამყარების პირველი ნიშანი. თუმცა, თავად როგოზინი იურიდიულ საკითხებს მეორეხარისხოვნად მიიჩნევს. მისი თქმით, მთავარია საქართველოს ახალი შემოტევის თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნება, ანუ რეალობა (ესე იგი ის, რომ რეალურად აფხაზეთი, ყველა თვალსაზრისით რუსეთის ნაწილია – ავტ.), ხოლო ფორმალური მხარე მეორეხარისხოვანია და მომავალში გადაწყდება.
       როგოზინი ამატებს, რომ რუსეთი აფხაზეთის უშიშროების გარანტია. ამ ვითარებაში, კაცმა რომ თქვას, მართლა გაუგებარი ხდება, რაზე უნდა ველაპარაკოთ აფხაზებს ჟენევაში. მით უმეტეს, იმავე რუსეთის შუამავლობით?

დილის გაზეთი, 19 ივლისი, 2003 წელი

მთელ გვერდზე