პრეზიდენტის სტრატეგიული სადაგი დღე

        გუშინ სახელმწიფო კანცელარიაში უნდა ჩატარებულიყო მთავრობის სხდომა, რომელიც გაურკვეველი ვადით გადაიდო ისევე, როგორც წინა დღეს საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან. რასაკვირველია, ორივე შემთხვევა უკავშირდება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რაც ბობოქარ მოვლენებს გვიქადის.

        არც ერთი სერიოზული პოლიტიკოსი (მით უმეტეს, პრეზიდენტი და ორგზის უმეტეს ედუარდ შევარდნაძე) ნაბიჯს არ გადადგამს საარჩევნო პერსპექტივის გაუთვალისწინებლად მაშინ, როდესაც კენჭისყრამდე სულ რაღაც 2 კვირაა დარჩენილი. მეცნიერებათა აკადემიაში მიუსვლელობაც ადვილად იშიფრება – აკადემიკოსთა ნაწილი კვლავაც უკმაყოფილოა შექმნილი ვითარებით და მას ხელისუფლებას აბრალებს. უკმაყოფილების არტიკულირება, შესაძლოა, აკადემიაში შეხვედრის დროსაც მომხდარიყო. ბუნებრივია, პოლიტიკური ოპონენტები ამ ფაქტს თავის სასარგებლოდ გამოიყენებდნენ. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ედუარდ შევარდნაძე ნაწყენია ზოგიერთ ცნობილ აკადემიკოსზე, რომელიც ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს. ასეა თუ ისე, არავითარი ოფიციალური კომენტარი სახელმწიფო კანცელარიას ამ შეხვედრის ჩაშლასთან დაკაშვირებით არ გაუკეთებია, ხოლო თუ გავითვლაისწინებთ, რამდენად ყურადღებიანი, მომთმენი, ფაქიზი და ფრთხილია ედუარდ შევარდნაძე, როცა საქმე ინტელოიგენციას ეხება, უდავოა, რომ სერიოზული მიზეზის და განაწყენების მაღალი ხარისხის გარეშე ეს არ მოხდებოდა.
        რაც შეეხება მთავრობის სხდომის «გადადებას» - არ არის გამორიცხული, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე სხდომა აღარც ჩატარდეს. შესაძლოა, პრეზიდენტი ამ ხერხით გამოხატავს პროტესტს პარლამენტის სხდომათა შეწყვეტის გამო. ყოველ შემთხვევაში, ეს ვერსია ბევრად უფრო სარწმუნო ჩანს, ვიდრე ის მოსაზრება, თითქოს, სხდომაზე მისვლას პარლამენტის თავმჯდომარე აპირებდა და, ვითომდაც, ედუარდ შევარდნაძე მორიგ სკანდალს მოერიდა.
        მართლაც, ანატოლი ჩუბაისის მიერ «თელასის» შეძენასთან დაკავშირებით, ნინო ბურჯანაძე მივიდა მთავრობის სხდომაზე და მკვეთრი განცხადებებიც გააკეთა, მაგრამ მისი მისვლა წინასწარ შეთანხმებული იყო როგორც პრეზიდენტთან, ასევე სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვანელობასთან.
        წარმოუდგენელია, პარლამენტის თავმჯდომარე დაუპატიჟებლად (უფრო სწორად, უნებართვოდ) მისულიყო სხდომაზე გუშინ და დარბაზში შესვლისათვის, თავის დაცვასთან ერთად, ზედახორა თუ გაწევ-გამოწევა მოეწყო.
        პრეზიდენტმა კი გადაწყვიტა, თხოვნამდე არ მიეყვანა საქმე. გუშინ. ედუარდ შევარდნაძე, აგრეთვე, შეხვდა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ნიდერლანდის (რატომღაც გავრცელებულია სრულიად გაუგებარი და ქართულად მცდარი სახელი «ნიდერლანდები») საგარეო საქმეთა მინისტრს – იაფ დეჰუპ სხეფერს, რომელიც სამხრეთ კავკასიაში საარჩევნო პროცესთა მონიტორინგისთვის ჩამობრძანდა.
        პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ დასავლეთი საქართველოსაგან ბევრად მეტს ელის, ვიდრე აზერბაიჯანისგან ელოდა. ამიტომ, რადგან აზერბაიჯანისგან დემოკრატიას თუ არჩევნების გამჭვირვალეობა-სამართლიანობას არც ელოდნენ, მასთან თანაშმრომლობის შეწყვეტას და მრავალმილიარდიანი ინვესტიციების შეწყვეტას (სანავთობო სფეროშ) არ აპირებენ და მხოლოდ ლიტონი განცხადებებით შემოიფარგლებიან, რომლებიც ილჰამ ალიევს სასაცილოდ არ ეყოფა.
        ხოლო, რაკი საქართველოსგან (აზერბაიჯანისაგან განსხვავებით) ბევრად მეტს ელიან, ამიტომ, თუკი საქართველოში არჩევნები ისევე დარღვევებით ჩატარდა, როგორც მეზობელ ქვეყანაში, ჩვენ უკვე სამაგალითოდ დაგვსჯიან: დახმარებას შეგვიწყვეტენ, კრედიტორებს მოგვიქსევენ და ასე შემდეგ.
        აი, ასეთია ჰუპ სხეფერის მთავარი მესიჯი, რომლეიც მან ვენიდან ჩამოიტანა. – როგორ მოგწონთ? ხომ უაღრესად სამართლიანი და საამაყოა? ძალაუნებურად მოგეჩვენება, რომ მართალია ის ხალხი, ვინც ამტკიცებდა და ამტკიცებს, რომ დემოკრატიაზე მეტი უბედურება ქვეყანას არ შეიძლება დაემართოს. ვყოფილიყავით ჩვენც უზბეკეთივით ან თურქმენეთივით საფაშო -–არც არავინ ჩაგვთვლიდა «ამბიციურ ქვეყნად» და სანქციებსაც არ შემოიღებდნენ.
        ყოველ შემთხვევაში, უდავო ფაქტია, რომ «ავტორიტარულ» აზერბაიჯანსა თუ ყაზახეთში დასავლეთმა ასჯერ (!!!) მეტი ინვესტიცია ჩადო, ვიდრე მის მიერვე «დემოკრატიის რეგიონულ ციტადელად» აღიარებულ და «დემოკრატიული ამბიციის მქონე» საქართველოში. გუშინ პრეზიდენტი შევარდნაძე ევროპული «დემობიუროკრატიის» ამ სიბრძნეებს ჯერ კიდევ მშვიდად ისმენდა.
        სარწმუნო წყაროთა ცნობით, მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით, მას, ჯერჯერობით, რამე აღელვების ან შეშფოთების ნიშანწყალიც არ ეტყობა. უფრო მეტიც: თუ ედაურად შევარდნაძის ზოგიერთ გამონათქვამს გავაანალიზებთ, მას თავგადაკლულ პოლიტიკურ ოპონენტთა დამარცხება და «გარეთ დატოვება» უფრო აშფოთებს,ვიდრე მათი შესაძლო გამარჯვება.
        ამიტომცა, მწარედ ცდებიან ისინი, ვინც 2 ნოემბრისაგან «პოლიტიკური ელიტის როტაციის» დიდი ხნის ნანატრი პროცესის დაწყებას ელიან.

დილის გაზეთი, 23 ოქტომბერი, 2003 წელი

მთელ გვერდზე