პრეზიდენტი საკონსტიტუციო რეფორმისთვის ემზადება

        გუშინ სახელმწიფო კანცელარიამ დაადასტურა, რომ საქართველოს იუსტიციის შემდეგ მინისტრი ძალიან დიდი ალბათობით პრეზიდენტის ამჟამინდელი საპარლამენტო მდივანი, მარიამ ცაცანაშვილი იქნება.

        პრეზიდენტმა, ზოგიერთი ცნობით, უკვე მოაწერა ხელი მის დანიშვნას. ამდენად, შეივსო უკანასკნელი ვაკანსია დღევანდელი პარლამენტისა და მთავრობის პირობებში. მარიამ ცაცანაშვილის წინამორბედი, ამ მეტად მნიშვნელოვან პოსტზე, როლანდ გილიგაშვილი, თანამდებობიდან გადადგა რუსთავის კოლონიიდან ეთრდროულად ასეულობით მსჯავრდადებულის გაქცევის გამო.
        აქვე უნდა ითქვას, რომ პენიტენციურ სფეროს მარიამ ცაცანაშვილი, ალბათ, ვერ უშველის _ რაკი ისეთმა «მგლებმა» ვერ უშველეს, როგორებიც მანამდე კურირებდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას.
        მომაკვდავი პარლამენტი ცაცანაშვილის კანდიდატურას ვერ დაამტკიცებს. საეჭვოა, არჩევნებამდე დარჩენილ ერთ თვეში კანონმდებლებმა (უმრავლეს შემთხვევაში, იგივე კანდიდატებმა) საპარლამენტო მუშაობისათვის მოიცალონ, როდესაც ბევრად უფრო რთული, საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი ამოცანები აქვთ გადასაწყვეტი. თუმცა, ფორმალურად, ორი საპარლამენტო სესია კიდევ არის დარჩენილი და თუ პარლამენტმა მარიამ ცაცანაშვილი პოსტზე ამ პერიოდში არ დაამტკიცა, საკანონმდებლო ორგანო ფორმალურად თავად მოგვევლინება კანონის დამრღვევად.
        მეორე მხრივ, პრეზიდენტს ვერავინ შეედავება, თუკი იუსტიციის მინისტრის საკითხს მხოლოდ მომავალი პარლამენტი განიხილავს, მარიამ ცაცანაშვილი გახდება ახალი პარლამენტის მიერ დამტკიცებული პირველი მინისტრი, რითაც დეპუტატთა ახალი შემადგენლობა იკისრებს პასუხისმგებლობას იმ პოლიტიკურ კონცეფციაზე, რასაც ცაცანაშვილი განასახიერებს.
        მივაქციოთ ყურადღება, რომ პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა, მათ შორის, თვით უშიშროების მინისტრისაც კი. მაგრამ პრეზიდენტმა არჩევანი საპარლამენტო მდივანზე შეაჩერა, რაც არ შეიძლება იყოს შემთხვევითი.:
        მარიამ ცაცანაშვილი პრეზიდენტის გარკვეულ გადაწყვეტილებას განასახიერებს და ამით შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე,ც თუ რა მიმართულებით განვითარდება პარლამენტთან პრეზიდენტის თანაშმრომლობა უახლოესი წლების განმავლობაში.
        მხედველობაში გვაქვს უახლოესი ერთი წელი,შ წელიწად-ნახევარი _ მეორე საპრეზიდენტო ვადის აომუწრვამდე, რაც (უკვე სავსებით ცხადია), არამც და არამც, არ ნიშნავს ედუარდ შევარდნაძის წასვლას პოლიტიკური სცენიდან.
        როგორც ჩანს, საკითხის არსი იხსნება იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ მარიამ ცაცანაშვილი მუშაობდა უკანასკნელი წლების განმალვობაში საკონსტიტუციო რეფორმის პროექტზე, რომელიც ედუარდ შევარდნაძემ უკვე შესთავაზა პარლამენტს დასამტკიცებლად.
        ეს არის ცნობილი «მინისტრთა კაბინეტის» მოდელი და შესაბამის ცვლილებათა საკანონმდებლო პაკეტი, რაც რეალურად სწორედ კონსტიტუციის ძირეულ რეფორმირებას ნიშნავს, ვინაიდან შეუძლებელია მინისტრთა კაბინეტის შემოღება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების ურთიერთმიმართების თვისებრივი გარდაქმნის გარეშე. ურთიერთმიმართებათა ეს სისტემა იკ, ნებისმიერი კონსტიტუციის საფუძველია, ვინაიდან, სწორედ მასზე იგება შედმგომ ყველა სხვა კონსტიტუციური ინსტიტუტი და იურიდიული სისტემა.
        ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, მარიამ ცაცანაშვილი საქართველოს ახალი კონსტიტუციური მოდელის მთავარი ავტორია. მომავალ პარლამენტშიც სწორედ მას მოუწევს მუშაობა ცვლილებათა განსხარციელებლად.
        განურჩევლად იმისა, რა ძალები გაიმარჯვებენ 2 ნოემბერს, საკონსტიტუციო რეფორმა უკვე გარადუვალია. ეს ყველას შესნიშნავად ესმის, თვით შეურიგებელ ოპოზიციონერებსაც კი.
        შეიძლება იყოს ვარიაციები, მაგრამ მთავარში თითქმის შეთანხმებულნი არიან: აუცილებელია, განისაზღვროს ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა, რგორც ნებისმიერი სხვა ცვლილების წინაპირობა. აქედან გამომდინარე, ფუძნდება ორპალატიანი პარლამენტი, იქმნება სენატი (რომლის თამჯდომარის პოსტზე ერთ-ერთი ვერსიით, ედუარდ შევარდნაძე დაიკავებს 2005 წლის შემდეგ( და ??? პალატა, \მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მინისტრთა კაბინეტის შემოღება, ხოლო თუ ყველასათვის (მათ შორის, პრეზიდენტისთვის) მოულოდნელად, მომავალი პარლამენტი «გაჯიქდა» და ამჟამინდელ, სრულიად მო??? კონსტიტუციაზე დაიწყო «ლოცვა», იარსებებს (იმავე 2 ნოემბრის) რეფერენდუმის პრეცედენტი, რაც, აგრეთვე, მარიამ ცაცანაშვილის დიდი ძალისხმევით იქმნება.

დილის გაზეთი, 3 ოქტომბერი, 2003 წელი

მთელ გვერდზე